განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003170815
saqme #1/178-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ------- ნ----------,ბრალდებულ _ რ------ ნ----------,ადვოკატ - მ-----– ყ-----–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040220719001
ბრალდებულ მ-----– ყ-----–---–-- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 0----------
დაბადებული - 2-.0-.1--- წელი
განათლება - ს-–----–---ტ---------- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---, ძ---- ზ-----–-–---–---- ქუჩა №--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ-----– ყ-----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, დ--------–--–------- რაიონის, სოფელ ზ---- ქ---–- მდებარე მ------ ყ-----–---–-- საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ყ-----–---–-- აივნის ქვეშ არსებულ ტახტზე მჯდომარე დედას -მ------ ყ-----–---–- მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, გადმოვარდა ტახტიდან და დაეცა ბეტონის ზედაპირზე. აღნიშნულის შემდგომ, მ-----– ყ-----–---–-- განაგრძო ძალადობა და ძირს დაცემულ დედას სცემა, კერძოდ, არერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც მ------ ყ-----–---–-- ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, მ-----– ყ-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მ-----– ყ-----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ყ-----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 10 სექტემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ-----– ყ-----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-----– ყ-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზ----თ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-----– ყ-----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №1924007 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დადგენილება მ------ ყ-----–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ - მ------ ყ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - დ----- პ-----–---–--, ნ--- ე----------, დ----- ბ------------, თ------ ა--–--------, ბ-----–-- ყ-----–---–--ა და ე-–--- ყ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ალკოტესტით შემოწმების ქვითარი; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 24 ივლისის №005157019 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; მ-----– ყ-----–---–-- დაკავების ოქმი; მ-----– ყ-----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მ-----– ყ-----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ-----– ყ-----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მ-----– ყ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ-----– ყ-----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, შერიგებულია დაზარალებულთან დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიადა ამ ეტაპზე სწორედ მ-----– ყ-----–---–- არის დაზარალებულის ერთადერთი მზრუნველი და მარჩენალი. ასევე, ბრალდებულს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის დასაქმებული და ფიზიკური შრომით არჩენდა ოჯახს. არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, არამედ, ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ. ასევე, მხედველობაში არის მისაღები ის გარემოებაც, რომ რამდენიმე წლის წინ ტრაგუიკულ ვითარებაში გარდაეცვალა შვილი, რამაც გარკვეულწილდა ასხვა ჰპოვა მის ფსიქიკაზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----– ყ-----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზულუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 62-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-----– ყ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს მ-----– ყ------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
3. მ-----– ყ-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 ივლისიდან 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ მ-----– ყ-----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ მ-----– ყ-----–---–- აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ-----– ყ-----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი