გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN421210019003034696
N2/118-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.09.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი ნინო ნადაშვილი
თავდაპირველი სარჩელი:
მოსარჩელე - გი-- მა-----–--ლი;
წარმომადგენელი - თო------ სა---–--ლი;
მოპასუხე - ან- ბე----–--ლი;
წარმომადგენელი - ცი--- მა-------ძე, ელ--- მუ--–-ძე;
მესამე პირი - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - გიორგი გორგაძე;
დავის საგანი: არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - ან- ბე----–--ლი;
წარმომადგენელი - ცი--- მა-------ძე, ელ--- მუ--–-ძე;
მოპასუხე - გი-- მა-----–--ლი;
წარმომადგენელი - თო------ სა---–--ლი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვან შვილთან - 2017 წლის 25 მაისს დაბადებულ თო-- მა-----–--ლთან ურთიერთობის წესის დადგენა, კერძოდ: ნება დაერთოს მოსარჩელეს თო-- მა-----–--ლი წაიყვანოს ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე თავის მუდმივ საცხოვრებელ სახლში ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტალი, მე-14 კორპუსი ან დროებით საცხოვრებელ ადგილას - ლაგოდეხის რაიონის სოფელი ჩადუნიანი.
1. 2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო განხილვის დროს სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ მოსარჩემ როცა სურვილი აქვს შეუძლია ნახოს შვილი, მაგრამ რადგან ბავშვი არის მცირეწლოვანი მის ღამისთევით წაყვანაზე განაცხადა უარი.
1. 3. მესამე პირის პოზიცია
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის და მოპასუხის საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი.
დასკვნის შესაბამისად, ბავშვს მიზანშეწონილია ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. ვინაიდან ბავშვი მიჯაჭვულობას ამჟღავნებს დედის მიმართ, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომადინარე, ამ ეტაპზე, ხანგრძლივი დროით, შორ მანძილზე მისი წაყვანა.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.1. არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 25 მაისს დაბადებული თო-- მა-----–--ლის სარჩენად მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტი, თვეში 400 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანობამდე.
2. 2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო განხილვის დროს სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ იგი არ მუშაობს, ამ ეტაპზე არ აქვს შემოსავალი, მაგრამ მზად არის გადაიხადოს თვეში 200 ლარი ალიმენტის სახით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არასრულწლოვანი თო-- მა-----–--ლის მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვი ცხოვრობს დედასთან ან- ბე----–--ლთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება. ( იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თო-- მა-----–--ლი დაიბადა 25.05.2017 წელს, მათი მშობლები არიან: მამა-გი-- მა-----–--ლი, დედა- ან- ბე----–--ლი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ლიზი სურამლიშვილის დაბადების მოწმობა.(იხ, საქმის მასალები).
3.2.2. თავდაპირველი მოსარჩელე მზად არის შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა და აცნობიერებს რა, რომ ბავშვი არის მცირეწლოვანი და შეიძლება გაუჭირდეს მისი მოვლა, მაგრამ ოჯახში სადაც მუდმივად ცხოვრობს ჰყავს დედა და დედმამიშვილები, რომლებიც სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ბავშვს და დაეხმარებიან მის მოვლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების დასკვნა (იხ. საქმის მასალები).
- მხარის ახსნა-განმარტება. (იხ. ოქმი)
3.2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხე გი-- მა-----–--ლი არ მუშაობს და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება. (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველი სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილი, 1203-ე მუხლი, 1212-ე, 1214-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის პირველი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვნის მშობლები ცხოვრობს ცელ-ცელკე. მშობელთა თანხმობით ბავშვი ცხოვრობს დედის-ან- ბე----–--ლის ოჯახში;
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მხარეთა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორად აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.
6.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, სოციალური მუშაკის არგუმენტაციის, ბავშვის ასაკის, მისი ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მამას გი-- მა-----–--ლს არასრულწლოვან შვილთან - 2017 წლის 25 მაისს დაბადებულ თო-- მა-----–--ლთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს შემდეგი წესი: თო-- მა-----–--ლი ინახულოს ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე ბავშვის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის 5 წლის ასაკამდე, ხოლო 5 წლის ასაკიდან ინახულოს და თავის საცხოვრებელ ადგილას წაიყვანოს ყოველი პირველ და მესამე შაბათი დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე, დედასთან ან- ბე----–--ლთან დაბრუნებით.
6.4. ს.ს. კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან
არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214 მუხლის თანახმად, თუ მშობლები
ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს
სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს
გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის
ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს
როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მშობელთა
შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს
სასამართლო, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე,შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა
ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი
შეფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვილების
ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე
მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც არასრულწლოვანი
შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნები,ასევე მშობლების რეალური მატერიალურ მდგომარეობა და
არასრულწლოვანი ბავშვის:თო-- მა-----–--ლის
უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შვილის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სსს კოდექსის 46 მუხლის I ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
7.2. სსს კოდექსის 46 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთაბ დაკავშირებულ სარჩელებზე.
7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე
მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს
დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
7.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
7.5. მოცემული სამოქალაო საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსახილველია და აღნიშნულიდან გამომდინარე თავდაპირველ მოსარჩელეს და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს გი-- მა-----–--ლს უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდებობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თავდაპირველი მოსარჩელე გი-- მა-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოსარჩელე გი-- მა-----–--ლს(პ/ნ 0----------) შვილთან 2017 წლის 25 მაისს დაბადებულ თო-- მა-----–--ლთან (პ/ნ 0----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს შემდეგი წესი: გი-- მა-----–--ლმა(პ/ნ 0----------) 2017 წლის 25 მაისს დაბადებული თო-- მა-----–--ლი (პ/ნ 0----------) ინახულოს ყოველი თვის შაბათ დღეს 12:00 საათიდან კვი--- დღის 21:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ბავშვის 5 წლის ასაკამდე, ხოლო 5 წლის ასაკიდან ინახულოს და თავის საცხოვრებელ ადგილას წაიყვანოს ყოველი პირველ და მესამე შაბათი დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე, დედასთან ან- ბე----–--ლთან (პ/ნ 4----------- დაბრუნებით.
2. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე გი-- მა-----–--ლს(პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე ან- ბე----–--ლის(პ/ნ 4----------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის თო-- მა-----–--ლი (პ/ნ 0----------) სარჩენად ალიმენტი, მის სრულწლოვანობამდე, თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.
3. მოპასუხე გი-- მა-----–--ლს(პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე