განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3356-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---------–---,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ----------–----,ბრალდებული - კ------- ვ-----ი, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ ქმონე, რეგისტრირებული ქ.თ---–--------------–---–--------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2015 წლის 1 თებერვლიდან შპს „კ-------“ (ს/ნ 2--------) დამფუძნებელთან დ----- ბ-------–---–---- შეთანხმებით კ------- ვ-----ს დაევალა შპს „კ-------“ და ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული შპს „ფ-------“ (ს/ნ 4--------) მართვა და ფინანსების მოწესრიგება. მასვე მიეცა ორივე საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომა და ჩაბარდა გადარიცხვებისთვის საჭირო დიჯიპასები. ამავე შეთანხმების ფარგლებში, შპს „ა-----------–-----------------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და დამფუძნებელი იყო კ------- ვ-----ი, შპს ,,კ-------“ მიერ 2015 წლის 1 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, ,,კ-------–-------’’ ევალებოდა ,,კ-–-------------’’ (შპს ,,კ------") საგადასახადო/საბუღალტრო მომსახურება და მასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაცია. კ------- ვ-----მა გადაწყვიტა შპს ,,კ-------ათვის“ უკანონოდ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების შედეგად, დღგ-ს ჩათვლის მიღების გზით, აღნიშნული საზოგადოების მიმართ არსებული მისი დავალიანების გაქვითვა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედმა, შპს ,,კ-------“ და შპს ,,ფ-----–-“ ფაქტიური ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა კ------- ვ-----მა, მეუღლის ე---------- ღ----ძის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისი, ნ--------- ფ---------ს ქუჩაზე მშენებარე ობიექტების მშენებლობისა და რემონტისათვის გამოსაყენებელი მასალების შეძენისას შპს „ბ----------------–-“ გამოაწერინა ყალბი 2017 წლის 5 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 30 იანვრის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 თებერვლის Nეა-0-------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 8 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 6 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 9 თებერვლის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 7 თებერვლის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 მარტის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 მარტის N0--------- და N0--------- ზედნადებებით, 2017 წლის 7 მარტის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 მარტის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 მარტის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 მარტის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 7 მარტის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 5 მარტის N2-------- ზედნადებით, 2017 წლის 22 აპრილის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 20 აპრილის N0--------- და N0--------- ზედნადებებით, 2017 წლის 26 აპრილის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 22 აპრილის N3-------- ზედნადებით, 2017 წლის 26 აპრილის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 22 აპრილის N3-------- ზედნადებით, 2017 წლის 27 აპრილის Nე----------- ანგარიშფაქტურა თანმხლები 2017 წლის 24 აპრილის N3-------- ზედნადებით, შპს ,,კ-------" მიერ ჯამში 13 297.77 ლარის ღირებულების საქონლის შეძენაზე. კ------- ვ-----ის მითითებით აღნიშნული მასალების შეძენა საზოგადოების მიერ გატარდა ბუღალტრულად და დადეკლარირდა. კ------- ვ-----ის მიერ ზემოაღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და შემდგომში გამოყენების შედეგად შპს ,,კ-------“ მიიღო 2393.59 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
კ------- ვ-----მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია მოწმეთა, ვ-–-------- ბ-------–---–ის, დ----- ბ-------–---–ის, ე---------- ღ----ძის, ა-----– შ---------, ლ--–-----------ის, პ---–- ც------–--ლის, გ------- ს---–----–---–ის, გ--------–------–---–ის, ი----- ა--------, ლ---- ს--------–-–--ლის, გ--------------–---–ის, ზ--------------–-–---–ის, ა-–---- შ-------–---–ის, თ----- ნ---–--–---–ის, ნ-----–--ზ მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების და გამოთხოვის ოქმებით, შპს ,,კ------დან“ და შპს ,,ფ-----იდან“ ამოღებული/გამოთხოვილი ინფორმაცით, დათვალიერების ოქმებით და თანმხლები დოკუმენტებით, გაყალბებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, ბანკებიდან გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი დოკუმენტაციით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ------- ვ-----მა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
კ------- ვ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- ვ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრედებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გაუქმდეს კ------- ვ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/