განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/764-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ---------------
ბრალდებული - გ-------------------, დაბადებული 1----–-–-- 2----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, გ-------–---–------------ #8-- ბინა #----ში
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: სსკ-ის 111,1511 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის ზაფხულიდან გ------------------- და მისი მეუღლე ე------------–---------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამ პერიოდიდან გ------------------- ცდილობს მასთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენას. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით, გ------------------- მეუღლესთან - ე------------–---------–---–---- ცდილობდა პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. კერძოდ, 2018 წლის 2 თებერვალს, 2018 წლის 14 აგვისტოს, 2018 წლის 28 ნოემბერს და 2019 წლის 22 იანვარს, თბილისში, გ-------–---–------------ #8-- ბინა #----ში მდებარე, ე------------–---------–---–-ს საცხოვრებელი ბინის კარზე გ------------------- ძლიერად აკაკუნებდა, აგინებდა და ემუქრებოდა. მიუხედავად ე------------–---------–---–-ს უარისა, ცდილობდა მასთან საუბარს შერიგების მიზნით. აღნიშნული ქმედებებით ე------------–---------–---–-- განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, შეექმნა ბინის შეცვლის რეალური საჭიროება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
დაზარალებულ ე------------–---------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თბილისში, გ-------–---–----------- #8--ში მდებარე ბინა #----ში, რომელიც მეუღლის - გ-------------------- საკუთრებაა. თანაცხოვრების პერიოდში მუდმივი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო, იძულებული გახდა, საცხოვრებელი ფართი გაემიჯნა და მეუღლისგან განცალკევებით ეცხოვრა. გ------- სისტემატურად სვამს და ჩხუბობს, ბინის კარზე ძლიერად აბრახუნებს, აგინებს, სთხოვს შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარის შემტვრევით ემუქრება. მუდმივად სტრესში იმყოფება, ეშინია, რომ გ------- კარს შეამტვრევს და ფიზიკურად გაუსწორდება. პოლიციას არაერთხელ მიმართა, რის გამოც 2015 წლის 17 ივლისს, 2018 წლის 2 თებერვალს, 14 აგვისტოს და 28 ნოემბერს გ-------------------- მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა, რომელთა თანახმადაც, გ------- მის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დაზარალებულისვე განმარტებით, 2019 წლის 22 იანვარს, სახლში, მეზობელთან - ნ------------–---–--- ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც კარზე რამდენჯერმე კაკუნის ხმა გაისმა. გ------- დაჟინებით მოითხოვდა კარის გაღებას. რადგანაც კარი არ გაუღეს, წავიდა, თუმცა უკან მალევე დაბრუნდა, ამჯერად უკვე აგრესიული, ლანძღვა-გინებით და ყვირილით. ცდილობდა კარის შემტვრევას და ბინაში შესვლას. ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი, რომ გ------- კარს მართლა შეამტვრევდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა, 112-ში დარე-- და შველა ითხოვა.
დაზარალებულმა, ასევე, მიუთითა, რომ იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, რადგან ნასვამი გ------- მის მიმართ ყოველთვის აგრესიულია, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იძულებულია, შეცვალოს ცხოვრების წესი, იკეტება ბინაში, სურს ბინის შეცვლა, იმ მიზნით, რომ გ---------- ურთიერთობას თავი აარიდოს.
მოწმე ნ------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ის დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობელია, გარდა ამისა, მათთან აკავშირებს ნათელმირონობა. კორპუსში ოთახების იმგვარი განლაგებაა, რომ მეზობლებს არათუ ჩხუბი და აყალმაყალი, არამედ - ერთმანეთის საუბარიც კი ესმით. მას ხშირად გაუგონია, თუ როგორ ეჩხუბება გ------- ე----------ს. ჩხუბს პირადადაც შესწრებია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- აგრესიულია, აგინებს, ლანძღავს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ე----------ს, კართან მიდის და მუშტებს ურტყამს. იმის შიშით, რომ კარი არ შეემტვრია, ე----------მ ბინის კარიც კი გამოცვალა.
მოწმის განმარტებით, გ-------ს აგრესიულ ქცევას ე----------ს მიმართ იმდენად ხშირი ხასიათი აქვს, უჭირს გაიხსენოს კონკრეტული დღეები, თუმცა 2019 წლის 22 იანვრის შემთხვევა კარგად ახსოვს, რადგან ე----------სთან იმყოფებოდა. ახსოვს, ნასვამი გ------- იმდენად აგრესიული იყო, ძალიან შეშინდა. მათი თხოვნის მიუხედავად, კარს არ სცილდებოდა, ყვიროდა, ბინაში შეღწევას ცდილობდა.
მოწმე ნ---------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულიც და ბრალდებულიც მისი მეზობლები არიან. მოწმის ჩვენების მიხედვით, გ------- არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად იმყოფება, აგრესიულია ოჯახის წევრების მიმართ, რაც გამოიხატება ჩხუბში, გინებასა და ყვირილში. ე-- ხშირად ოთახშია ჩაკეტილი და გამოსვლის ეშინია. ცდილობს, ბინა სხვა ადგილზე შეიძინოს და მშვიდად იცხოვროს, თუმცა ვერ ახერხებს, რადგან ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული.
მოწმე მ---------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ გ-------------------- მეზობელია, ცხოვრობს მისი ბინის მოპირდაპირედ. არაერთხელ შესწრებია გ-------ს ჩხუბს, უნახავს, თუ როგორ ურტყამდა ე--ს ბინის კარზე ხელებს და ყვიროდა. შეშინებული ე-- შველას მეზობლებისგან ითხოვდა. გ-------ს საქციელის გამო ე-- დათრგუნული იყო, სურდა ცხოვრების წესის შეცვლა და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.
მოწმე ე-----------–------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მისი და ე------------–---------–---–-ს შვილები მეგობრები არიან, თავად ე---------- მისი თანამშრომელია, რომელიც ხშირად უნახავს განერვიულებული და ატირებული მეუღლის საქციელის გამო. იცის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ------- ხშირად აკითხავდა ე----------ს სახლში, კარზე ხელებს ურტყამდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
მოწმე მ-----–--------–---–-- საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის გ-–-----------–--------------------- საპატრულო სამმართველოს მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 ნოემბერს, ელსმენით შეტყობინების საფუძველზე, გავიდა თბილისში, გ-------–---–------------ #8-- ბინა #----ში მდებარე, ე------------–---------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისვლისას მისი ყურადღება კარზე არსებულმა დაზიანებებმა მიიპყრო. როგორც ე----------მ განუმარტა, ყოფილი მეუღლე გ------------------- ნაჯახის გამოყენებით ცდილობდა კარის დაზიანებას და ბინაში შეღწევას. ქალბატონი შეშინებული იყო, აღნიშნავდა, რომ გ------- ძალიან აგრესიულია და, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს, ამიტომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვა. პოლიციის მუშაკების მიერ შემაკავებელი ორდერი ადგილზე გამოიცა, რომლის ერთი ეგზემპლარი ე------------–---------–---–- ჩაბარდა, ხოლო მეორე - გ-------------------ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–--–---–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოჰკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დაზარალებულ ე------------–---------–---–- განყოფილებაში თან ახლდა, ასევე, მოახდინა შემთხვევის ადგილის - დაზარალებულის ბინის დათვალიერება. ახსოვს, ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინის დაზიანებული კარის ფიქსაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ხელის, ფეხის ან საგნის მეშვეობით იყო მიყენებული.
მოწმე თ----–------–------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს იცნობს, როგორც ძლადობის მსხვერპლს. მასთან ურთიერთობა ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას და შემაკვებელი ორდერის გამოცემის დროს. მას, როგორც სპეციალიზებულ გამომძიებელს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი - ი-----–--------------. მასვე დანიშნული აქვს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რაც ე----------ს ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ განაპირობა, ის იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, განიცდიდა შიშს მეუღლის მიმართ და თავს გრძნობდა დაუცველად.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის გ-–-----------–--------------------- საპატრულო სამმართველოს მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორ პ-----------–------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს, ელსმენით შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თბილისში, გ-------–---–------------ #8-- ბინა #----ში მდებარე, ე------------–---------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულს, ე----------მ განუმარტა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე გ------------------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღნიშნულის საფუძველზე გ-------------------- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ანალოგიურ ფაქტს ადგილი აგვისტოს თვეშიც ჰქონდა და კვლავ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რამაც გ-------ს გაღიზიანება გამოიწვია. პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და სასამართლოში წარდგენაც მოუხდათ.
მოწმე ჯ----------------–----- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-------------------მ მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა, რომელიც იმ დროისათვის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და აპირებდა მიმალვას. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჯ---------------–----- პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირება დაევალა მის თანამშრომლებს.
მოწმე გ-------–---–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თ---–------------------------------–---------------–--- მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ივლისის თვეში, რადიოსადგურ ,,ც--------‘‘ მეშვეობით, მიღებულ იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ. გამოცხადდა შეტყობინების ადგილზე, სადაც დახვდათ ქალბატონი, გვარად ლ---------–---–-, და ბატონი ა-----------. ქალბატონი მიუთითებდა, რომ მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმის შიშით, რომ კონფლიქტს მეტად სერიოზული სახე არ მიეღო, დასახმარებლად პოლიციას უხმო. ოჯახში არსებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პოლიციის მუშაკების მიერ ადგილზე შედგა შემაკავებელი ორდერი და ა-----------ს განემარტა, ორდერის დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე.
მოწმე თ---------------, რომელიც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგია, მიუთითა, რომ შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების გამომძიებელმა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ე------------–---------–---–-ს მიმართ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო ორი შეკითხვა: თუ როგორია ე------------–---------–---–-ს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, ასევე, გ-------------------- ქმედებით განიცადა თუ არა მორალური დამცირება და ტანჯვა ე------------–---------–---–--. მოწმის განმარტებით, ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატი ითვალისწინებს გამოსაკვლევ პირთან პირადად გასაუბრებას, რა დროსაც მას უტარდება ფსიქიკური ფუნქციების საკვლევი ტესტები, შეისწავლება ხასიათობრივი ცვლილებები, რაც შემდგომში, სისხლის სამართლის მასალებთან ერთობლიობაში შეფასებით, შესაბამისი დასკვნის შედგენის შესაძლებლობას იძლევა.
მოწმის მიერ 2019 წლის 3 ივნისს გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ე------------–---------–---–-- გ-------------------- ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მოწმის განმარტებით, ფსიქიკური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, პათოლოგიური გადაცდომა არ შეინიშნება, სააზროვნო პროცესის მიმდინარეობის კვლევისას მარტივი ზოგადობის ჯგუფებს ადგენდა ინსტრუქციის შესატყვისად, კონკრეტული ნიშნით, ოპერირება მიმდინარეობს არსებითი ნიშნებით, ცნებებით, ნორმის შესაბამისად, მიხვედრის, გადატანითი აზრის წვდომის შეფერხებას ადგილი არ აქვს, მსჯელობა ლოგიკურად დასაბუთებულია, ემოციური სფერო გაწონასწორებულია, მაგრამ აღენიშნება ემოციური დათრგუნულობა.
დაცვის (ადვოკატის) მიერ დასმულ შეკითხვაზე მოწმემ მიუთითა, რომ მორალურ ზიანთან დაკავშირებით პასუხის გაცემა უჭირს, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ის ადამიანის ემოციური მდგომარეობაა, რომელიც პათოლოგიურ მდგომარეობას არ აღწევს და მხოლოდ ფსიქოლოგიის განსახილველი საგანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით დამტკიცდა გ-------------------- მიმართ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ 2----–-–---------–--- გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, გ-------------------მ ე------------–---------–---–--- განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. გ-------------------- მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს, ასევე, 2018 წლის 2 თებერვალს, 14 აგვისტოს და 28 ნოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერები.
2019 წლის 23 იანვრის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ გ-------------------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ის მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე, დისკრიმინაციის ფორმად.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ზოგადად ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კანონების მიღება, როგორიცაა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ‘‘ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე, მესამე პირის მეშვეობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 8--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ მიიჩნიოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სასამართლო ბრალდებულ გ-------------------- მიმართ ბრალად წარდგენილი, ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ე------------–---------–---–-ს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ე------------–---------–---–- და მისი მეუღლე გ------------------- ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით, გ------- ცდილობს მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, სისტემატურად სვამს და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ეჩხუბება, ბინის კარზე ძლიერად აბრახუნებს, აგინებს, სთხოვს შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარის შემტვრევით ემუქრება. ე---------- მუდმივად სტრესში იმყოფება, განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, ეშინია, იკეტება ბინაში, იძულებულია, ცხოვრების წესი შეიცვალოს, შეექმნა ბინის შეცვლის რეალური საჭიროება.
მოწმეების: ნ---------–-–---–---------------------- და ნ------------–---–-- ჩვენებები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან. მოწმეები ადასტურებენ, რომ არაერთხელ შესწრებიან გ-------ს ჩხუბს, თუ როგორ ურტყამდა ე--ს ბინის კარზე ხელებს და ყვიროდა, შეშინებული ე-- კი შველას მეზობლებისგან ითხოვდა. გ-------ს საქციელის გამო ე-- დათრგუნულია, სურს ცხოვრების წესის შეცვლა და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე-----------–-----------მ, ასევე, დაადასტურა, რომ ხშირად უნახავს მეუღლის საქციელის გამო განერვიულებული და ატირებული ე----------. იცის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ------- ხშირად აკითხავდა მას სახლში და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მეუღლის საქციელით შეწუხებულ ე----------ს გადაწყვეტილი აქვს ბინის შეცვლა.
ე------------–---------–---–-ა და მის მეუღლეს - გ-------------------ს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას ადასტურებენ მოწმეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები: გ-------–---–---–-, ჯ---------------–----, პ-----------–------, თ----–------–------–---–- და ნ-----–--–---–---–-, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ინციდენტის შემდგომ ნახეს აღელვებული დაზარალებული, რომელიც იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა შიშს მეუღლის მიმართ.
პ-----------–------ს განმარტებით, 2018 წლის 2 თებერვალს გ-------------------- მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. ანალოგიურ ფაქტს ადგილი აგვისტოს თვეშიც ჰქონდა და კვლავ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რამაც გ-------ს გაღიზიანება გამოიწვია. პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და სასამართლოში წარდგენაც მოუხდათ.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-------–---–---–--, რომელმაც მიუთითა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში, რადიოსადგურ ,,ც--------‘‘ მეშვეობით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა შეტყობინების ადგილზე, სადაც დახვდა ქალბატონი, გვარად ლ---------–---–-, და ბრალდებული ა-----------. ქალბატონი მიუთითებდა, რომ მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოჯახში არსებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პოლიციის მუშაკების მიერ ადგილზე შედგა შემაკავებელი ორდერი და ა-----------ს განემარტა ორდერის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, ე------------–---------–---–-- გ-------------------- ქმედებებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.
ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც, ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოწმის ჩვენება არის თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად და პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულ გ-------------------- მიერ მეუღლის - ე------------–---------–---–-ს მიმართ ადევნების ფაქტს.
ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გ-------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის - ე------------–---------–---–-ს მიმართ ადევნებას, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა.
გ------------------- წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, 2019 წლის 23 იანვრიდან დღემდე, დაახლოებით 7 თვე, იმყოფება პატიმრობაში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის მიზნების შესრულებას მის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის, კერძოდ, ჯარიმის გამოყენებით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რა დროსაც ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, რომელთა საფუძველზეც, გ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით და მიაჩნია, რომ, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ის მთლიანად უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ-------------------, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
გ-------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე