გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-19178-3/031-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.09.2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - შ-----------------
წარმომადგენელი - ა-----------–--–-–---–---------–--–----------
მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ-----–---------–----
მესამე პირები:
ა) ს-----------------
ბ) დ----------------–----
გ) დ-----------------;
დ) ლ----------------
ე) შ----------------
საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა-
ბათილად იქნეს ცნობილი:
1. სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.03.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა.
2. სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N4- მშენებლობის ნებართვა.
3. სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა.
4. სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა.
5. ხაზობრივი ნაგებობის (გაზმომარაგების) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 27.10.2017 წლის N0------ ბრძანება და N1-- მშენებლობის ნებართვა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს “ვ----------“ საკუთრებაში აქვს დაბა ბ---------–- გამავალი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი.
შპს “ვ-----------ს“ გამანაწილებელი ქსელი ბუნებრივადაა გამიჯნული და განცალკევებული სხვა სუბიექტის საკუთრებაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელისგან.
შპს “ვ-----------ს“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით მარაგდება მის არეალში მოქცეული ყველა მომხმარებელი.
შპს „ვ----------მა“ ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელი 20-8 წელს შეიძინა შპს “მ--–-----ნ“, რომელიც 20-4 წლიდან წარმოადგენდა ლიცენზიატს (ლიცენზიამ მოდიფიცირება განიცადა 20-5 წელს) და მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის განაწილებას უშუალოდ ახდენდა. ს----ის 20-4 წლის 13 აგვისტოს №1--- გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს “მ--–-ს“ ლიცენზიის მოქმედების არეალი - სასტუმროები: “მ------------–---------------------------------------–-------------------------------------–--------–---–------–----------------–------–--------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---–-–----------------–---------------------“ და ბუნებრივია, რომ განსაზღვრული ჰქონდა სხვა არეალი. ამჟამად, უკვე სს “ს---------------“ მიმართებით ანალოგიური ვითარებაა შექმნილი.
შპს “მ--–-“, ასევე შპს “ვ-----------“ (შპს “მ--–-----ნ“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის შეძენის შემდეგ) განუხრელად იცავდნენ კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ლიცენზიის პირობებს. დასახელებულ სუბიექტებს არასდროს მიუღიათ შენიშვნა ან/და გაფრთხილება, მათ შორის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოსგან - ს----ისგან.
გამანაწილებელი ქსელის საიმედოობა, ასევე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჩართვა და სხვა არსებითი საკითხები, რომლებიც საკმარისია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემისთვის - ს----ის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი შპს “ვ-----------ს“ მიერ ლიცენზიის მოთხოვნამდე, ჯერ კიდევ 20-4 წელს, როდესაც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაიცა შპს “მ--–-“-ს სახელზე.
20-3 წელს შპს “ვ----------მა მის საკუთრებაში არსებული უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი იჯარით გადასცა შპს „ბ----------------“. ქსელი იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პრაქტიკულად არ ჰქონდა გაზის დანაკარგი. შემდგომში, “ბ----------------“ შეერწყა სს “ს------------“, რომელმაც მოიჯარის სტატუსით გააგრძელა შპს “ვ-----------ს“ კუთვნილი გაზის გამანაწილებელი ქსელით სარგებლობა.
მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა (შპს “ვ-----------ს“ 2017 წლის 17 მაისის წერილის პასუხად სს “ს------------ა“ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულების 2017 წლის 17 აგვისტოდან შეწყვეტის თაობაზე), რის შემდეგაც, სს “ს------------“ არავითარი საფუძველი აღარ გააჩნია ფლობდეს და სარგებლობდეს შპს “ვ-----------ს“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით.
"გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ“ 20-- წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, სს “ს------------ა“ იკისრა ვალდებულება გამოეყენებინა მოსარჩელის გაზსადენი დანიშნულებისამებრ და არ დაეშვა მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, ან ნებისმიერი სახის გადაკეთება, რეკონსტრუქცია, ახალი გაზსადენის ქსელის დაერთება შ--------------------“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის 5.3. პუნქტის მიხედვით, სს “ს------------ “ უნდა დაეცვა გაზსადენის სარგებლობისას უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები, ხოლო თუ საიჯარო ქონება საჭიროებდა მნიშვნელოვან სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, შეეთანხმებინა ასეთი სამუშაოების განხორციელება და ხარჯები შ--------------------“. 20-- წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საწინააღმდეგოდ, სს “ს------------ა მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მშენებლობის ნებართვები ისეთი გაზსადენების მშენებლობაზე, რომელიც იჭრება შპს “ვ-----------ს“ გამანაწილებელი ქსელის არეალში და რომლის ექსპლუატაცია ხდება შპს “ვ-----------ს“ ქსელის გამოყენებით, მისი დაზიანებითა და გადაკეთებით.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით გასცა მშენებლობის ნებართვები და შეითანხმა პროექტები სს “ს-------------“ მიერ გაზსადენის მშენებლობაზე, რომლებიც იჭრება შპს “ვ-----------ს“ არეალში და რომელთა რეალიზაცია შეუძლებელია შპს “ვ-----------ს“ ქსელის გამოყენების გარეშე. კერძოდ: ა/ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა 09.03.2017 წლის №0----- ბრძანება “სს “ს----------ის“ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ასევე, მშენებლობის ნებართვა №--- ბ/ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05/05/2017 წლით დათარიღებული №0----- ბრძანებით და მის საფუძველზე გაცემული №4- მშენებლობის ნებართვით შეთანხმდა პროექტი და გაიცა ნებართვა, ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს “ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისთვის). დასახელებული აქტებით სს “ს-------------“ ქსელის ნაწილი ექცევა შპს “ვ-----------ს“ არეალში. გ/ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05/05/2017 წლით დათარიღებული №0----- ბრძანებით და მის საფუძველზე გაცემული №-- მშენებლობის ნებართვით შეთანხმდა პროექტი და გაიცა ნებართვა, ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს “ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე ლ---------------- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისთვის). დ/ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05/05/2017 წლით დათარიღებული №0----- ბრძანებით და მის საფუძველზე გაცემული №-- მშენებლობის ნებართვით შეთანხმდა პროექტი და გაიცა ნებართვა, ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს “ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ------------------ კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისთვის). ე/ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 27/10/2017 წლით დათარიღებული №0------ ბრძანებით და მის საფუძველზე გაცემული №1-- მშენებლობის ნებართვით შეთანხმდა პროექტი და გაიცა ნებართვა, ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს “ს----------ის“ მიერ შპს „პ---------“-ს კუთვნილი ობიექტისათვის ხაზობრივი ნაგებობის (814 მ. გაზსადენი) მშენებლობისათვის.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე აშენებული გაზსადენი იჭრება შპს “ვ-----------ს“ გამანაწილებელი ქსელის არეალში და მისი ექსპლუატაცია ხდება შპს ”ვ-----------ს“ ქსელის გამოყენებით. სს “ს------------ა მოახდინა შპს “ვ-----------ს“ ქსელის ნაწილობრივი გაუქმება, გადაჭრა ცალკეული გაზსადენები და საკუთარი გაზსადენები, შესაბამისი თანხმობის გარეშე, მიაერთა შპს “ვ-----------ს“ ქსელს და განახორციელა სხვა ქმედებები, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ შპს “ვ-----------ს“ კომპეტენციაში შედის.
ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული იქნა ინფორმაცია შპს “ფ-----------“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის თაობაზე, შპს “დ--–---------“-ის მიწისქვეშა კომუნიკაციაზე; სს “ს--–------“-ს კომუნიკაციაზე, შპს “ე-------------------------“ ელექტროგადამცემ ხაზებზე; საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქსელებზე. შპს “ვ-----------“-სა და მის ქონებასთან მიმართებაში ინფორმაცია არ დაზუსტებულა, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ ადმინისტრაციული აქტები ხელყოფდა ამ სუბიექტის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესს ეს განზრახ განხორციელდა, რადგან გამგეობა ცდილობდა შპს “ვ-----------ს“ ქსელის არსებობის მიჩქმალვას.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არავითარ დასაბუთებას არ შეიცავენ. მაგალითად, ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.03.2017 წლის №0----- ბრძანებაში “სს “ს----------ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ასევე, მისი ძალით გაცემული მშენებლობის №-- ნებართვაში არ არის მითითებული, რამდენი გრძივი მეტრის და რა წნევის მქონე უნდა იყოს გაზსადენი, სად უნდა გატარდეს იგი და სხვა. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.03.2017 წლის №0----- ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას შექმნილ დოკუმენტებში სხვადასხვა მონაცემებია მოყვანილი. მაგალითად, განაცხადში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე მითითებულია დ=315 ე=6-0 მიწისქვეშა; დ=250 ე=3150 მიწისქვეშა გაზსადენი. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 20-- წლის 27 დეკემბრის წერილის თანახმად, სააგენტომ განიხილა 4342 მეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების საკითხი. ჩვენთვის გადმოცემული პროექტის თანახმად, გაზსადენს დამატებული აქვს 509 გრძივი მეტრი. მოყვანილი მიზეზების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ნებართვაში არ არის აღწერილი მშენებლობის ნებართვის ობიექტი, გაურკვეველი რჩება, კონკრეტულად რა მონაცემების მქონე ობიექტის თაობაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და რაზე იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა. დაუშვებელია კანონიერად ჩაითვალოს ადმინისტრაციული აქტი, რომლის ზუსტი შინაარსი ვერ დგინდება.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინა შპს “ვ-----------ს“ ქსელთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოების უგულებელყოფა. შპს “ვ-----------ს“ ქსელის არსებობის ფაქტის გაუთვალისწინებლად შეუძლებელი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის აღსრულება. მაგალითად, შეუძლებელი იყო საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით განსახღვრული ზონების დაცულობის შესწავლა. ეს და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები იგნორირებული იქნა.
წარმოუდგენელია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას არ სცოდნოდა, რომ ტერიტორიაზე, რომელზედაც სს “ს------------“ ითხოვდა მშენებლობის ნებართვას, უკვე არსებობდა შპს “ვ-------------“ კუთვნილი გაზსადენი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ გამგეობას არ ჰქონდა ინფორმაცია დაბა ბ---------ის გაზით მომარაგების თაობაზე?! აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობა ვალდებული იყო ეცნობებინა ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე შპს “ვ-----------სთვის“ და ჩაერთო იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან იმთავითვე ნათელი იყო, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემით შპს “ვ-----------ს“ სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან დაცულია ბრძანებისა და ნებართვების გამოცემის ყველა პირობა და ქმედებაც განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.
2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ სცნო.
2.3.მესამე პირის სს,,ს----------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
2.4. მესამე პირებს დ----------------–---ს, დ-----------------ს, ლ---------------ს და შ-----------------ს შესაგებელი არ შემოუტანიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზსადენი-150 დიამეტრი-1950 მეტრი, 10- დიამეტრი-420 მეტრი, 80 დიამეტრი-10-- მეტრი, ობიექტის სიგრძე: 3385 მ.) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 29/07/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 2-/06/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მილები: 10- მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 920 გრძივი მეტრი: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 80, გრძივი მეტრი: 80 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 32, გრძივი მეტრი: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი მიწის ზედა 465 გრძივი მეტრი:, 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 21 გრძივი მეტრი; ობიექტის სიგრძე: 1518 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მილები: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 779.06მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა, დამატებითი მახასიათებლები: ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი:5 ცალი) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 70 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 81 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, წ-----ს ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N6--------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 4- მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 177 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 44 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 30 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 70 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 4-6 გრძივი მეტრი, ობიექტის სიგრძე: 4-6. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 10- მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 292. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 51 გრძივი მეტრი, ობიექტის სიგრძე: 51. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 80 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 499. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: მიწისქვეშა იზოლირებული ბუნებრივი გაზის მილსადენი 150 მ--–-მეტრის დიამეტრის 60 მეტრი სიგრძის, მიწის ზედა მილსადენი 150 მ--–-მეტრიანი დიამეტრის 705 მეტრი სიგრძის, ობიექტის სიგრძე: 765. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 29/07/20-8.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.1.ს.ფ.21-49).
3.2. შპს ,,ვ-----------’’ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 13 ივნისიდან, საიდენტიფიკაციო ნომერი:2--------- მისი დირექტორია ა-----------–--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ. 1. სფ.1---168)
3.3. გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ 20-8 წლის 1 ივლისის N- ხელშეკრულებით შპს ,,ბ---------------’’ იჯარით გადაეცა დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებული 9 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელმაც აღნიშნული გაზსადენის მეშვეობით დაიწყო ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად- ,,მეიჯარე“ შ----------------“ იჯარით გადასცემს, ხოლო ,,მოიჯარე“ - შპს,,----------------- იჯარით იღებს დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებულ 9 კილომეტრიან გაზსადენს. მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს გაზსადენი ტექნიკურად გამართულ და სამართლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, მოიჯარე ვალდებულია გამოიყენოს გასადენი დანიშნულებისამებრ და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
გაზსადენის იჯარით გადაცემის ხელშეკრულებები (იხ.ტ.1.ს.ფ.51-63).
3.4. 2017 წლის 11 სექტემბერს სს,,ს----------ს“ ( შპს,,ბ----------------ს“ უფლებამონაცვლე) და შპს,,ვ----------“ შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 17 აგვისტოდან უნდა შეწყვეტილიყო 20--წლის 29 მარტს ,,გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ სს,,ს----------ს“ ( შპს,,ბ----------------ს“ უფლებამონაცვლე) და შპს ,,ვ----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მასში შეტანილი ყველა ცვლილება თუ დამატება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 11 სექტემბერის შეთანხმება(იხ.ტ.1.ს.ფ.66).
3.5. 2017 წლის 11 სექტემბრის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა საიჯარო ქონება, რომელიც წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობას(გაზსადენის)რომელიც მეიჯარის მიერ იჯარით იქნა გაცემული მოიჯარეზე 20-- წლის 29 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად და რომლის სარეგისტრაციო მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა-ბ----------(კოდი 6-); სექტორი-კოდი-0-; ხაზობრივი ობიექტი-0--; ს/კ 6-.0-.4-.
მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცესში ასევე დათვალიერებული იქნა მეიჯარის საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელზეც 20-- წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით, დაზუსტებული იქნა საიჯარო ქონების ნუსხა, მაგრამ შემდგომში მხარეთა შორის 20-- წლის 24 იანვრის შეთანხმებით განსაზღვრული ქონება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო რეესტრში არ იქნა რეგისტრირებული და შეთანხმება ძალაში არ შესულა. 20-- წლის 24 იანვრის შეთანხმებით განსაზღვრული ქონება(გაზსადენის) სარეგისტრაციო მიზნებისათვის დაყოფილია შემდეგ საკადასტრო ერთეულებად-6-.0-.0--; 6-.0-.0-3; 6-.0-.0-7; 6-.0-.0-8; 6-.0-.0-9; 6-.0-.0--; 6-.0-.0--; 6-.0-.0--; 6-.0-.014; 6-.0-.0--; 6-.0-.0--.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 11 სექტემბრის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიღება-ჩაბარების აქტი(იხ.ტ.1.ს.ფ.67-68).
3.6. 20-- წლის 26 იანვარს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 26 იანვრის სს,,ს----------ის“ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ(იხ.ტ.1.ს.ფ.78).
3.7. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 05 მაისის N------ ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ლ---------------- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის( დ=50მმ; ლ=285გრძ.მ) მშენებლობისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 05 მაისის N------ ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით (იხ.ტ.1.ს.ფ.75-77).
3.8. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე ლ---------------- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანება; მშენებლობის ნებართვა N-- (იხ.ტ.1.ს.ფ.71-74).
3.9. 20-- წლის 16 ოქტომბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 16 ოქტომბრის სს,,ს----------ის“ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ(იხ.ტ.1.ს.ფ.91)
3.10. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 21 აპრილის N------ ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, დ------------------ კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 21 აპრილის N------ ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N-- (იხ.ტ.1.ს.ფ.88-90).
3.11. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ------------------ კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანება; მშენებლობის ნებართვა N-- (იხ.ტ.1.ს.ფ.84-87)
3.12. 20-- წლის 19 ნოემბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 19 ნოემბრის სს. ,,ს----------ის“ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ(იხ.ტ.1.ს.ფ.93)
3.13. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 09 მარტის N0----- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 09 მარტის N0----- ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N-- (იხ.ტ.1.ს.ფ.112-115).
3.14. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N4- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანება; მშენებლობის ნებართვა N4- (იხ.ტ.1.ს.ფ.97-10-)
3.15. 20-- წლის 25 ნოემბერს სს. ,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 25 ნოემბრის სს,,ს----------ის“ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ(იხ.ტ.1.ს.ფ.125)
3.16. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 იანვრის N----- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N0--ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 04 იანვრის N----- ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N0- (იხ.ტ.1.ს.ფ.120-124).
3.17. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N4- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანება; მშენებლობის ნებართვა N4- (იხ.ტ.1.ს.ფ.97-10-).
3.18. 2017წლის 08 სექტემბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 08 სექტემბერს სს,,ს----------ის“ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ(იხ.ტ.1.ს.ფ.158).
3.19. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბერს N0- 2--- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N1---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- შპს. ,,პ--------“ კუთვნილი ობიექტისათვის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 25 ოქტომბერს N0- 2--- ბრძანება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N1-- (იხ.ტ.1.ს.ფ.156-157).
3.20. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N0------ ბრძანებით და მშენებლობის N1-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (შპს,,პ---------ს კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N0------ ბრძანება; მშენებლობის ნებართვა N1-- (იხ.ტ.1.ს.ფ.152-155)
3.21.ს----------–-------------------------------------------------------------- 2017 წლის 14 თებერვლის 0----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 იანვრის N0-/-- წერილი ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------–- წრიული გზის გასწვრივ, დაბა ბ---------ის გაზმომარაგებისათვის განკუთვნილი საშუალო წნევის გაზსადენის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე სტადიაზე მონაწილოების საკითხს. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ისა და 32-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო არ არის წინააღმდეგი შეთანხმებული იქნას აღნიშნული ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–-------------------------------------------------------------- 2017 წლის 14 თებერვლის 0----- წერილი (იხ.ტ.1.ს.ფ.118)
3.22. ს----------–-------------------------------------------------------------- 20-- წლის 14 დეკემბრის 1----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 0-/9--- წერილი და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ბ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სს,,ს----------ის“ მიერ გაზსადენის მშნებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემასთან დაკავშირებით ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობებს, რომ სამინისტრო წინააღმდეგი არ არის გაიცეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაზსადენის მშენებლობისათვის.,,საჭოს“ რეკომენდაციით II სტადიაზე სტრუქტურული პროექტის შეთანხმებისას გაზსადენის გაყვანილობა მოეწყოს მიწის ქვეშ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–-------------------------------------------------------------- 20-- წლის 14 დეკემბრის 1----- წერილი (იხ.ტ.1.ს.ფ.127)
3.2-. 2017 წლის 19 სექტემბერს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა N0- 1--- ბრძანება სს,,ს----------ის „ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენის) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, რომლის მიხედვითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- სს,,ს----------ის“ კუთვნილი მშენებლობა დასრულებული ხაზობრივი ნაგებობა(გაზსადენი) სიგრძით-4-36.0 მ. საფუძვლად მითითებულია-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 09 მარტის N0----- ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა.
N--.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 სექტემბერს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა N0- 1--- ბრძანება (იხ.ტ.3.ს.ფ.27-28)
3.24. სს,,ს----------ის’’ (საკადასტრო კოდი N6-.0-.1--, ობიექტის აღწერა: გაზსადენი-ობიექტის სიგრძე: 4-56,42მ) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 2-/10/2017. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობა N0- 1--- დამოწმების თარიღი 19.09.2017.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა, თანდართული მასალები (იხ.ტ.3.ს.ფ.29-4-)
3.25. გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ 20-8 წლის 1 ივლისის N- ხელშეკრულებით შპს ,,ბ---------------’’ იჯარით გადაეცა დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებული 9 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელმაც აღნიშნული გაზსადენის მეშვეობით დაიწყო ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა. კომისიის 20-2 წლის 8 თებერვლის N- გადაწყვეტილებით შპს. ,,ბ----------გაზის’’ სახელზე გაცემული იყო ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია სერიით 2-------- და ლიცენზიის დანართით ლიცენზიის სფეროში შესული ადმინისტრაციული და გეოგრაფიული არეალი განსაზღვრული იყო: ქ. ბ---------- და დაბა ბ---------ი. ლიცენზია ძალაშია 20-2 წლის 8 თებერვლდან 20-6 წლის 1 მაისამდე.
20-- წლის 27 დეკემბერს მოხდა შპს ,,ბ----------გაზის’’ შერწყმა სს ,,ს---------------’’, ხოლო კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ სახელზე გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია N---- სერია 2-. ლიცენზია, რომელიც ამოქმედდა სს ,,გ------------------------–-------------------------------------–---------------------------–---------------------------------------–----------------------------------------–-----------------------------------------–---------------–---------------------’’ სს ,,ს---------------’’ შერწმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთანავე და კომპანიის ბუნებრივი გაზის განაწილების სამოქმედო არეალი განისაზღვრა იმ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში, რომელზეც კომისიის მიერ გაცემული იყო სს გ----------------------–-------------------------------------–--------------------------–--------------------------------------–----------------------------------------–------------------------------------------–----------------–--------------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიები. კომისიის 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლები განისაზღვრა კონკრეტული დასახელებული პუნქტების მიხედვით და დამტკიცდა კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-, რომლის თანახმადაც, სს ,,ს------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებს დაბა ბ---------–-, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.
ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,----------------’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიენზიის გაცემისა და ს-----------------------------–-------------------------------------–---------------------------–---------------------------------------–----------------------------------------–------------------------------------------–---------------–-- ბუნებრივი აირის’’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიების გაუქმების შესახებ’’ ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით; სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა გავრცელდეს ამ გადაწყვეტილების დანართი N--ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში მდებარე, სს ,,ს-------------’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. თანდართული სახით დამტკიცდა ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-; ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ სახელზე გაცემული N-25 ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის (სერიით 2-) სალიცეზიო პირობების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ლიცენზიატის საქმიანობის ფარგლები, ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის საქმიანობას ახორციელებს ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N--ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში’’. ამდენად, კომისიის 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლები განისაზღვრა კონკრეტული დასახლებული პუნქტების მიხედვით და დამტკიცდა კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-, რომლის თანახმად სს ,,ს------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებს დაბა ბ---------–-, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება და საქმის მასალები.
3.26. 2017 წლის 7 მარტს ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–-----------–---------- განცხადებით მიმართა შპს ,,ვ----------მა’’ და დაბა ბ---------–-, წ-----ს ქუჩაზე და მის მიმდებარედ არსებული გაზსადენის ფარგლებში მოითხოვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა. მოცემული წერილის პასუხად შპს ,,ვ----------ს’’ ეცნობა, რომ წერილზე თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დს კომისიის 20-8 წლის 18 სექტემბრის N2- დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიცენზიის წესების’’ მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიეცა ზაკ 83.2 მუხლის თანახმად, 30 დღიანი დამატებითი ვადა კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაციის წარსადგენად. ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ ზემოაღნიშნულ ვადაში წარდგენილი არ იქნებოდა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შპს ,,ვ-----------ს’’ განაცხადი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე, ზაკ 83.5-ე მუხლის საფუძველზე, დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–---------------------- 2017 წლის 10 მარტის N---------------4- წერილზე წარდგენილი 2017 წლის 11 და 12 აპრილი განცხადებების პასუხად ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–----------- 2017 წლის 18 აპრილის N------------ წერილით შპს ,,ვ----------ს’’ ეცნობა შემდეგი: 2017 წლის 7 მარტის წერილით წარდგენილი შპს ,,ვ----------სა’’ და შპს ,,ბ---------------’’ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით მტკიცდება, რომ შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ წარმოების საშუალებების ფაქტობრივი სარგებლობა უკვე გადაცემულია შპს ,, ბ----------გაზზე’’, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს ,,ს----------ზი’’, ვინაიდან გადაცემის საფუძველი არ შეწყვეტილა, მოსარჩელეს დაევალა კომისიის 2017 წლის 10 მარტის წერილში მითითებულ ვადაში წარმოების საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
2017 წლის 18 მაისის წერილით ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–----------–- წარდგენილი იქნა ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა და სს ,,ს-------------თვის’’ გაგზავნილი წერილის ასლი, თუმცა მოპასუხემ მიიჩნია, რომ კომისიის 2017 წლის 10 მარტის N---------------4- წერილით განსაზღვრული ხარვეზის შესავსებად საჭირო ინფორმაცია სრულად და დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შპს ,,ვ-----------ს 2017 წლის 7 მარტის განაცხადი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმის მასალები.
3.27. დადგენილია, რომ შპს ,,ვ-----------’’ არ არის რეგისტრირებული შპს ,,გ-------------------------------------–-’’ როგორც მიღების წერტილი და 2017 წლის ივნისის თვიდან მაგისტრალური გაზსადენიდან აღარ მიეწოდება ბუნებრივი გაზი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება და საქმის მასალები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ვ-----------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონის ,, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი აწესრიგებს მავალდებულებელი სარჩელის საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმა უკანონოა ან თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა აქტი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, რამაც შელახა ან დაარღვია მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მითითებული ნორმის მიხედვით, სარჩელი დასაბუთებულია, თუ დადგინდება აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონშეუსაბამობა, ან მისი გამოცემის ვადების დარღვევა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, სასამართლომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს, მოქმედებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში; თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე, მოქცეულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს შეცდომის არსებობა დისკრეციულ უფლებამოსილებაში, ასევე შეამოწმოს, თუ რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.03.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა; სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N4- მშენებლობის ნებართვა.სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა. სს „ს----------ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენი) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 05.05.2017 წლის N0----- ბრძანება და N-- მშენებლობის ნებართვა. ხაზობრივი ნაგებობის (გაზმომარაგების) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 27.10.2017 წლის N0------ ბრძანება და N1-- მშენებლობის ნებართვა. წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს კანონის ,, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" მესამე მუხლის ,,ფ" და ,,ქ" პუნქტის თანახმად: სანებართვო პირობები არის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).
ამავე კანონის 26--ე მუხლის თანახმად მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ის თანახმად საქართველოში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ამავე დადგენილების მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ სახელმწიფო ორგანოებში ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მთელ პროცესში ზემოხსენებული ორგანოების ინტერესებს წარმოადგენენ ამ კონკრეტული ტერიტორიებისათვის/ობიექტებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზსადენი-150 დიამეტრი-1950 მეტრი, 10- დიამეტრი-420 მეტრი, 80 დიამეტრი-10-- მეტრი, ობიექტის სიგრძე: 3385 მ.) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 29/07/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 2-/06/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მილები: 10- მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 920 გრძივი მეტრი: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 80, გრძივი მეტრი: 80 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 32, გრძივი მეტრი: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი მიწის ზედა 465 გრძივი მეტრი:, 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 21 გრძივი მეტრი; ობიექტის სიგრძე: 1518 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მილები: 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 779.06მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა, დამატებითი მახასიათებლები: ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი:5 ცალი) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 70 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 81 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, წ-----ს ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N6--------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 4- მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 177 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 44 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 32 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 30 მ. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 70 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 4-6 გრძივი მეტრი, ობიექტის სიგრძე: 4-6. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------- ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 10- მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 292. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 50 მ--–-მეტრის დიამეტრი, მიწის ზედა 51 გრძივი მეტრი, ობიექტის სიგრძე: 51. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: გაზით მომარაგების ფოლადის მ--–- 80 მ--–-მეტრის დიამეტრი, ობიექტის სიგრძე: 499. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------- დამოწმების თარიღი: 05/08/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ (საკადასტრო კოდი N---------, ობიექტის აღწერა: მიწისქვეშა იზოლირებული ბუნებრივი გაზის მილსადენი 150 მ--–-მეტრის დიამეტრის 60 მეტრი სიგრძის, მიწის ზედა მილსადენი 150 მ--–-მეტრიანი დიამეტრის 705 მეტრი სიგრძის, ობიექტის სიგრძე: 765. დაფარვის ზონა: ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------ი, კ-----–------ ქუჩა) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------, თარიღი 08/10/20-8. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მოძრავი ქონების (ხაზოვანი ნაგებობა) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 29/07/20-8.
შპს ,,ვ-----------’’ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 13 ივნისიდან, საიდენტიფიკაციო ნომერი:2--------- მისი დირექტორია ა-----------–--–-–---–-.
გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ 20-8 წლის 1 ივლისის N- ხელშეკრულებით შპს ,,ბ---------------’’ იჯარით გადაეცა დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებული 9 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელმაც აღნიშნული გაზსადენის მეშვეობით დაიწყო ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად- ,,მეიჯარე“ შ----------------“ იჯარით გადასცემს, ხოლო ,,მოიჯარე“ - შპს,,----------------- იჯარით იღებს დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებულ 9 კილომეტრიან გაზსადენს. მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს გაზსადენი ტექნიკურად გამართულ და სამართლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, მოიჯარე ვალდებულია გამოიყენოს გასადენი დანიშნულებისამებრ და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა.
2017 წლის 11 სექტემბერს სს,,ს----------ს“ ( შპს,,ბ----------------ს“ უფლებამონაცვლე) და შპს,,ვ----------“ შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 17 აგვისტოდან უნდა შეწყვეტილიყო 20--წლის 29 მარტს ,,გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ სს,,ს----------ს“ ( შპს,,ბ----------------ს“ უფლებამონაცვლე) და შპს ,,ვ----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მასში შეტანილი ყველა ცვლილება თუ დამატება.
2017 წლის 11 სექტემბრის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა საიჯარო ქონება, რომელიც წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობას(გაზსადენის)რომელიც მეიჯარის მიერ იჯარით იქნა გაცემული მოიჯარეზე 20-- წლის 29 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად და რომლის სარეგისტრაციო მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა-ბ----------(კოდი 6-); სექტორი-კოდი-0-; ხაზობრივი ობიექტი-0--; ს/კ 6-.0-.4-.
მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცესში ასევე დათვალიერებული იქნა მეიჯარის საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელზეც 20-- წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით, დაზუსტებული იქნა საიჯარო ქონების ნუსხა, მაგრამ შემდგომში მხარეთა შორის 20-- წლის 24 იანვრის შეთანხმებით განსაზღვრული ქონება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო რეესტრში არ იქნა რეგისტრირებული და შეთანხმება ძალაში არ შესულა. 20-- წლის 24 იანვრის შეთანხმებით განსაზღვრული ქონება(გაზსადენის) სარეგისტრაციო მიზნებისათვის დაყოფილია შემდეგ საკადასტრო ერთეულებად-6-.0-.0--; 6-.0-.0-3; 6-.0-.0-7; 6-.0-.0-8; 6-.0-.0-9; 6-.0-.0--; 6-.0-.0--; 6-.0-.0--; 6-.0-.014; 6-.0-.0--; 6-.0-.0--.
20-- წლის 26 იანვარს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 05 მაისის N------ ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ლ---------------- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის( დ=50მმ; ლ=285გრძ.მ) მშენებლობისათვის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე ლ---------------- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
20-- წლის 16 ოქტომბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 21 აპრილის N------ ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, დ------------------ კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ------------------ კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
20-- წლის 19 ნოემბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 09 მარტის N0----- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N4- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
20-- წლის 25 ნოემბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 იანვრის N----- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N0--ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N0----- ბრძანებით და მშენებლობის N4- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (მოქალაქე დ----------------–---- კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
2017წლის 08 სექტემბერს სს,,ს----------მა“ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და ითხოვა მილსადენის მშენებლობის ნებართვის გაცემა სს,,ს----------ის“ სახელზე.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბერს N0- 2--- ბრძანებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების N1---ით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- შპს,,პ--------“ კუთვნილი ობიექტისათვის გაზმომარაგებისათვის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N0------ ბრძანებით და მშენებლობის N1-- ნებართვით დადგენილია, რომ გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, სს,,ს----------ის“ მიერ ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენი) მშენებლობისათვის (შპს,,პ---------ს კუთვნილი ობიექტის გაზმომარაგებისათვის)
ს----------–-------------------------------------------------------------- 2017 წლის 14 თებერვლის 0----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 იანვრის N0-/-- წერილი ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------–- წრიული გზის გასწვრივ, დაბა ბ---------ის გაზმომარაგებისათვის განკუთვნილი საშუალო წნევის გაზსადენის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე სტადიაზე მონაწილოების საკითხს. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ისა და 32-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო არ არის წინააღმდეგი შეთანხმებული იქნას აღნიშნული ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია.
ს----------–-------------------------------------------------------------- 20-- წლის 14 დეკემბრის 1----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 0-/9--- წერილი და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ბ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სს,,ს----------ის“ მიერ გაზსადენის მშნებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემასთან დაკავშირებით ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობებს, რომ სამინისტრო წინააღმდეგი არ არის გაიცეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაზსადენის მშენებლობისათვის.,,საჭოს“ რეკომენდაციით II სტადიაზე სტრუქტურული პროექტის შეთანხმებისას გაზსადენის გაყვანილობა მოეწყოს მიწის ქვეშ.
2017 წლის 19 სექტემბერს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა N0- 1--- ბრძანება სს,,ს----------ის „ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის(გაზსადენის) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, რომლის მიხედვითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- სს,,ს----------ის“ კუთვნილი მშენებლობა დასრულებული ხაზობრივი ნაგებობა(გაზსადენი) სიგრძით-4-36.0 მ. საფუძვლად მითითებულია-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 09 მარტის N0----- ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა N--.
სს,,ს----------ის’’ (საკადასტრო კოდი N6-.0-.1--, ობიექტის აღწერა: გაზსადენი-ობიექტის სიგრძე: 4-56,42მ) წარმოადგენს მილსადენის მესაკუთრეს, განაცხადის რეგისტრაცია: N------------- თარიღი 2-/10/2017. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობა N0- 1--- დამოწმების თარიღი 19.09.2017.
გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ 20-8 წლის 1 ივლისის N- ხელშეკრულებით შპს ,,ბ---------------’’ იჯარით გადაეცა დაბა ბ---------–- წრიულზე განლაგებული 9 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელმაც აღნიშნული გაზსადენის მეშვეობით დაიწყო ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა. კომისიის 20-2 წლის 8 თებერვლის N- გადაწყვეტილებით შპს ,,ბ----------გაზის’’ სახელზე გაცემული იყო ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია სერიით 2-------- და ლიცენზიის დანართით ლიცენზიის სფეროში შესული ადმინისტრაციული და გეოგრაფიული არეალი განსაზღვრული იყო: ქ. ბ---------- და დაბა ბ---------ი. ლიცენზია ძალაშია 20-2 წლის 8 თებერვლიდან 20-6 წლის 1 მაისამდე.
20-- წლის 27 დეკემბერს მოხდა შპს ,,ბ----------გაზის’’ შერწყმა სს ,,ს---------------’’, ხოლო კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ სახელზე გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია N---- სერია 2-. ლიცენზია, რომელიც ამოქმედდა სს ,,გ------------------------–-------------------------------------–---------------------------–---------------------------------------–----------------------------------------–-----------------------------------------–---------------–---------------------’’ სს ,,ს---------------’’ შერწმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთანავე და კომპანიის ბუნებრივი გაზის განაწილების სამოქმედო არეალი განისაზღვრა იმ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში, რომელზეც კომისიის მიერ გაცემული იყო სს გ----------------------–-------------------------------------–--------------------------–--------------------------------------–----------------------------------------–------------------------------------------–----------------–--------------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიები. კომისიის 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლები განისაზღვრა კონკრეტული დასახელებული პუნქტების მიხედვით და დამტკიცდა კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-, რომლის თანახმადაც, სს ,,ს------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებს დაბა ბ---------–-, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.
ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,----------------’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიენზიის გაცემისა და ს-----------------------------–-------------------------------------–---------------------------–---------------------------------------–----------------------------------------–------------------------------------------–---------------–-- ბუნებრივი აირის’’ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიების გაუქმების შესახებ’’ ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით; სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა გავრცელდეს ამ გადაწყვეტილების დანართი N--ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში მდებარე, სს ,,ს-------------’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. თანდართული სახით დამტკიცდა ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-; ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ სახელზე გაცემული N-25 ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის (სერიით 2-) სალიცეზიო პირობების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ლიცენზიატის საქმიანობის ფარგლები, ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის საქმიანობას ახორციელებს ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------- 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N--ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში’’. ამდენად, კომისიის 20-- წლის 13 ივლისის N----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლები განისაზღვრა კონკრეტული დასახლებული პუნქტების მიხედვით და დამტკიცდა კომისიის 20-- წლის 18 დეკემბრის N---- გადაწყვეტილების დანართი N-, რომლის თანახმად სს ,,ს------------’’ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებს დაბა ბ---------–-, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსლის ფარგლებში.
2017 წლის 7 მარტს ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–-----------–---------- განცხადებით მიმართა შპს ,,ვ----------მა’’ და დაბა ბ---------–-, წ-----ს ქუჩაზე და მის მიმდებარედ არსებული გაზსადენის ფარგლებში მოითხოვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა. მოცემული წერილის პასუხად შპს ,,ვ----------ს’’ ეცნობა, რომ წერილზე თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დს კომისიის 20-8 წლის 18 სექტემბრის N2- დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიცენზიის წესების’’ მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიეცა ზაკ 83.2 მუხლის თანახმად, 30 დღიანი დამატებითი ვადა კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაციის წარსადგენად. ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ ზემოაღნიშნულ ვადაში წარდგენილი არ იქნებოდა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შპს ,,ვ-----------ს’’ განაცხადი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე, ზაკ 83.5-ე მუხლის საფუძველზე, დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–---------------------- 2017 წლის 10 მარტის N---------------4- წერილზე წარდგენილი 2017 წლის 11 და 12 აპრილი განცხადებების პასუხად ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–----------- 2017 წლის 18 აპრილის N------------ წერილით შპს ,,ვ----------ს’’ ეცნობა შემდეგი: 2017 წლის 7 მარტის წერილით წარდგენილი შპს ,,ვ----------სა’’ და შპს ,,ბ---------------’’ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით მტკიცდება, რომ შპს ,,ვ-----------ს’’ მიერ წარმოების საშუალებების ფაქტობრივი სარგებლობა უკვე გადაცემულია შპს ,, ბ----------გაზზე’’, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს ,,ს----------ზი’’, ვინაიდან გადაცემის საფუძველი არ შეწყვეტილა, მოსარჩელეს დაევალა კომისიის 2017 წლის 10 მარტის წერილში მითითებულ ვადაში წარმოების საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
2017 წლის 18 მაისის წერილით ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–----------–- წარდგენილი იქნა ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა და სს ,,ს-------------თვის’’ გაგზავნილი წერილის ასლი, თუმცა მოპასუხემ მიიჩნია, რომ კომისიის 2017 წლის 10 მარტის N---------------4- წერილით განსაზღვრული ხარვეზის შესავსებად საჭირო ინფორმაცია სრულად და დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, შპს ,,ვ-----------ს 2017 წლის 7 მარტის განაცხადი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
დადგენილია, რომ შპს ,,ვ-----------’’ არ არის რეგისტრირებული შპს ,,გ-------------------------------------–-’’ როგორც მიღების წერტილი, არ გააჩნია ლიცენზია გაზის მიწოდებაზე და 2017 წლის ივნისის თვიდან მაგისტრალური გაზსადენიდან აღარ მიეწოდება ბუნებრივი გაზი.
საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 30-ე მუხლის თანახმად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგული-რებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამავე დადგენილების 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სს,,ს----------ის“ განცხადება საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში მონაწილეობის მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.
.ს----------–-------------------------------------------------------------- 2017 წლის 14 თებერვლის 0----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 იანვრის N0-/-- წერილი ბ----------- მუნიციპალიტეტში, დაბა ბ---------–- წრიული გზის გასწვრივ, დაბა ბ---------ის გაზმომარაგებისათვის განკუთვნილი საშუალო წნევის გაზსადენის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე სტადიაზე მონაწილოების საკითხს. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ“ ქ/პ-ისა და 32-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო არ არის წინააღმდეგი შეთანხმებული იქნას აღნიშნული ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია.
ასევე ს----------–-------------------------------------------------------------- 20-- წლის 14 დეკემბრის 1----- წერილით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 0-/9--- წერილი და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ბ---------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სს,,ს----------ის“ მიერ გაზსადენის მშნებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემასთან დაკავშირებით ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობებს, რომ სამინისტრო წინააღმდეგი არ არის გაიცეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაზსადენის მშენებლობისათვის.,,საჭოს“ რეკომენდაციით II სტადიაზე სტრუქტურული პროექტის შეთანხმებისას გაზსადენის გაყვანილობა მოეწყოს მიწის ქვეშ.
ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს და გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ბ----------- მუნიციპალიტეტი მის სამოქმედო ტერიტორიაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის ბათილობას იწვევს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ შპს,,ვიპ სერვისს“ შეწყვეტილი აქვს ლიცენზია გაზის მიწოდების თაობაზე, აღნიშნული ლიცენზია კი გააჩნია სს,,ს----------ს“,შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით დაუსაბუთებელია, ამასთან სს,,ს----------ის „ მიერ გაზის მიწოდება ხდება ბ----------- დაბა ბ---------ის მასშტაბით, შესაბამისად სადავო აქტების ბათილად ცნობით დაირღვევა იმ პირთა უფლებები რომლებიც მარაგდებიან სს,,ს----------ით“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ გამოკველეული მტკიცებულებათა, დადგენილი ფაქტობრივივი გარემოებათა გათვალისწინებით, ს----------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ქმედებაში სახეზე არ არის კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი.
ამასთან სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელმაც წარმოშვა სამართლებრივი შედეგი მესამე პირებისათვის, რომელთან კანონიერი ნდობა აქვთ გასაჩივრებული აქტებისადმი, ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ისინი არსებითად არ არღვევს სხვა პირთა/მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და წინააღმდეგობაში არ მოდიან კანონმდებლობით დარეგურირებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შ------------------“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.შ-------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: გია ბერაია