გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2019
საქმის ნომერი
120310019002967944
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310019002967944-3/070-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.09.2019წ ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე -ე-–-------------------

წარმომადგენელი -მ--–-------------–---–-,მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - მ------------

მესამე პირი -ს---------–-----

წარმომადგენელი-ა-–---------------–---–-

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოთხოვნა:

ბათილად იქნეს ცნობილი: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 აპრილის განკარგულება N---

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 10 ივნისის კომისიის სხდომის ოქმი N------ პუნქტის ნაწილში.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 ივნისის საკუთრების მოწმობა N----

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე დაიბადა და ცხოვრობდა ბ----------- რაიონის სოფელ დიდ მ-------–-. მის კომლს საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი 2500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. 1990-იან წლებში, ოსურ-ქართულიკონფლიქტისა და იმჟამინდელი მწვავე კრიმინოგენური ვითარების გამო, მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ ო----–-. 2018 წლის 24 აპრილს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრს რეგისტრაციის მოთხოვნით. 30 აპრილის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრმა მოითხოვა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადების პროცესში გამოირკვა, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე უკვე იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკაზე. საჯარო რეესტრის ამონაწერში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული აღმოჩნდა 2009 წლის 23 ივნისს მოპასუხის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა N---, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი სახლის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარებულია ს---------–-----.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან, კერძოდ, ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის 06 მარტის 3/18 გადაწყვეტილებით, დადასტურებულ იქნა, რომ ე-–------------------- ოჯახი თითქმის ათეული წელია წასულია სოფ. მ------------ და ამ ხნის განმავლობაში იგი არ ფლობს სადაო სახლსა და მიწის ნაკვეთს. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით- "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ე-–------------------- მხრიდან. ასევე, მოწმეთა ჩვენებენით საქმეში არსებული 2002 წლის 03 მაისით დათარიღებული ყიდვა-გაყიდვის ხელწერილით დადასტურებულია სასამართლოს მიერ, რომ ე-–------------------- ოჯახი 90-იან წლებში წავიდა სოფელი მ------------ და მუდმივად ცხოვრობს ჩრდილოეთ ო----–-. ასევე, საქმეში არსებული 03 ივნისის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტიდან ირკვევა, რომ სოფ. დიდ მ-------–- მდებარე მიწის ნაკვეთსა და ზედ მდგარი საცხოვრებელი ფართობის მფლობელს წარმოადგენს ს---------–-----.

ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდგომ ს---------–-----ს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების საფასურის გადახდის შემდგომ გაიცემოდა საკუთრების უფლების მოწმობა. დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, კანონის სრული დაცვით გაიცა ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 ივნისის N--- საკუთრების უფლების მოწმობა და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული ს---------–-----, რომელმაც სარჩელი არ ცნო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ბ----------- არქივში დაცული ბ----------- სადაბო საბჭოს დოკუმენტური მასალებით, კერძოდ სოფელ დიდი მ--------- 19------- წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ე-–--------------- ძე ხ----------- ოჯახი შედგება 5(ხუთი) სულისგან:

1. ხ-------------–---------------- ძე -ოჯახის უფროსი;

2. ხ---------------–--------------- ას-ცოლი;

3. ხ-----------------------–------- ასული-შვილი;

4. ხ-------------------–------- ასული-შვილი,5. ხ----------------–-----–--------ძე შვილი.

 

საცხოვრებელი სახლი აგებულია -1981 წელს, 43 კვმ. საერთო საცხოვრებელი ფართი, პირუტყვის სადგომი აგებულია 1980 წელს.

 

სულ მიწა აწერია ,,025" მეასედი ჰექტარი, ნაგებობის ქვეშ 0.02 ჰექტარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა (იხ.ტ.1. სფ.11).

 

4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის N--------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ე-–------------------- განცხადება N------------, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მდებარე ბ----------- რაიონი, სოფელ დიდი მ---------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის N--------------- გადაწყვეტილება(იხ.სფ.12).

 

4.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 6-----------. 2500კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი 83 კვ.მ) ობიექტი N2 შენობა-ნაგებობა (სამეურნეო) 19 კვ.მ, ობიექტი N3 შენობა-ნაგებობა.

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N---, დამოწმების თარიღი: 2---------, ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.სფ.13).

 

4.4. 2009 წლის 01 აპრილს ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ს---------–-----მ და მიუთითა ნაყიდი ჰქონდა სახლი სოფ. დიდ მ-------–- ხელწერილებით, რომელიც იყო სადაო, სახლი არის ე-–------------------, მისი მეუღლე გ---–----------–--------–--------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელსაც უარი ეთქვა არ დაკმაყოფილდა.

ვიანიდან იმ სახლში ცხოვრობენ 1999 წლიდან, ითხოვენ დაკანონებას საცხოვრებელი სახლის და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ.ტ.1. სფ.61)

 

4.5. საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილია, რომ ტ--------------------–-------------- აძლევს გ---–----------–--------–------------ 1000 (ათას) ამერიკულ დოლარს, მისი მ--------- სახლის საფასურს. აგრეთვე აძლევს სესხად 300 (სამას) ამერიკულ დოლარს მისი პირადი საჭიროებისათვის- ავტომანქანის შესაბამისად. აღნიშნული 300 (სამასი) ამერიკულს დოლარს დაუბრუნებს მიმდინარე წლის ივისს. 1300 (ათას სამასი) ამერიკული დოლარი მისცა ტ---------------------- რასაც გ---–----------------- ადასტურებს ხელმოწერით.

მოქალაქე ი.კ------------ და გ.ხ----------- ხელმოწერებს ადატურებს დაბა ბ----------- საკრებულოს მდივანი თ. მ----–----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (იხ.ტ.1. სფ.68)

 

4.6. ბ----------- საკრებულოს მიწის აღიარების კომისიაში წარმდგენილი ლ---------------- 2009 წლის 23 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილებით დასტურდება, რომ ს---------–----- ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი (1999) წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით ფართით: ორიათას ხუთასი (2500) კვ.მ. და სამი ათას შვიდას ორმოცდაათი (3750) მიწის ნაკვეთებს მდებარე ქ. ბ----------- რაიონი სოფელი დიდი მ---------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი (იხ.ტ.1. სფ.69)

 

4.7. ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე-–------------------- წარმომადგენელმა, ა-------------–-–---–-- სარჩელით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლის- ე-–------------------- მართლზომიერ მფლობელობაში აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ----------- რაიონის სოფელ დიდ მ-------–-. მასვე სარგებლობაში გააჩნია, იქვე მდბარე, 0,375 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 29 თებერვალს მიმართეს მოპასუხეს და კანონშესაბამისად მოსთხოვეს ე-–------------------- საკუთრების უფლების აღიარება აღნიშნულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე რაზედაც, კომისიის 2008 წლის 05 ნოემბრის N-- ოქმით, უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ თითქოს აღნიშნული სახლი გაყიდული იყო ტ---------------------. თუმცა, მოპასუხემ ვერ გაარკვია ისინი იმ გარემოებაში, თუ კონკრეტულად ვის მიერ, როგორ და რა ფორმით გაიყიდა ე. ხ----------- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ან რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ითხოვდნენ საკუთრების აღიარებას.

ე-–------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რადგან როგორც მოწმეების- მესამე პირების მეზობლების- ნ-------------ს, ლ----------------, დაბა ბ----------- საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კ--------------------------- და ამავე საკრებულოს ყოფილი მდივნის- თ------------------ ჩვენებების და საქმეში არსებულის, 2002 წლის 03 მაისით დათარიღებული ყიდვა-გაყიდვის ხელწერილით დადასტურებულია, რომ ე-–------------------- ოჯახი 90-იან წლებში წამოვიდა სოფ. მ------------ და მუდმივად ცხოვრობს ჩრდილოეთ ო----–-. ზემო ხსენებული სახლსა და მიწის ნაკვეთში, 1000 ამერიკული დოლარი გადაუხადა ტ--------------------------–----------------- და მის შემდეგ ტ---- კ------------ ოჯახი ფლობს როგორც სახლს, ისე მიწის ნაკვეთს.

 

ე.ი. მთლიანად არის დადასტურებული რომ ე-–------------------- ოჯახი თითქმის ათეული წელია წასულია სოფ. დიდი მ------------ და ამ ხნის განმავლობაში იგი სადაო სახლსა და მიწის ნაკვეთს.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ' საქართველოს კანონის რეგულირების სფერო კი მართლზომიერ მფლობელობაში, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში , ადგილი არ აქვს ე-–------------------- მხრიდან.

გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ----------- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ.ტ.1. სფ.65-67)

 

4.8. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 01 აპრილის N-- განკარგულებით დადგენილია, რომ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად უძრავ ქონებაზე საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით დანართი N1-ის შესაბამისად;

იმის გამო,რომ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოსალოდნელია ადამიანის უფლებების არსებითი შეზღუდვა ან საჯარო ინტერესებზე არსებითი ზეგავლენა, ეთხოვოს ყველა დაინტერესებულ მხარეს მონაწილობა მიიღოს ყველა ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოადგინონ თავისი მოსაზრებები ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში;

დაინტერესებულ მხარეებს ვთხოვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინონ მოწმეთა ჩვენებები.

დანართის თანახმად დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ს---------–-----,(სოფ. დიდი მ--------)- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 25020 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი ფართობით 83 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განკარგულება (იხ.ტ.1. სფ.130-131ფ)

 

4.9.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის 2009 წლის 10 ივნისის N-- ოქმით დადგენილია, რომ ს---------–----- (დაბა ბ----------- რ---------–---------) - განმცხადებელი ითხოვს სოფ. დიდ მ-------–- სასოფლო-სამეურნეო 2500 კვმ. მიწის ნაკვეთზე და ზედ მდგარ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ განიხილა წარმოდგენილი საბუთები და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრის თანხმობით გადაწყდა განმცხადებელს გამოსასყიდი თანხა განაშენიანებულ 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 1 კვ.მ-ზე 2.40 ლარის ოდენობით, სულ -168 ლარი,დანარჩენ სსოფლო-სამეურნეო 2430 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გადაიხდეს გამოსასყიდი თანხა-58.35 ლარი. სულ 226.35 ლარი. თანხის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ მოხდეს საკუთრების მოწმობის გაცემა ს---------–-----ზე სოფ. დიდ მ-------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ფართობით 83 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 19 კვ.მ. (საფუძველი ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის N3/18 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი N-- (იხ.ტ.1. სფ.132-134ფ)

 

4.10.ფიზიკური და კერზო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის 2009 წლის 1 ივლისის N-- ოქმით დადგენილია, რომ ს---------–----- (დაბა ბ----------- ს რ---------–---------) - განმცხადებლის მიერ კომისიაზე წარმოდგენილ იქნა თანხის გადახდის ქვითარი, რომლის საფუძველზე კომისიის ყველა დამსწრე წევრის თანხმობით გადაწყდა გაიცეს საკუთრების მოწმობა ს---------–-----ზე 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ფართობით 83 კვ.მ. მდებარე სოფ. დიდ მ-------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი N-- (იხ.ტ.1. სფ.135-136)

 

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–------------------- სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები -

წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დადგენილია, რომ: 2009 წლის 01 აპრილს ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ს---------–-----მ და მიუთითა ნაყიდი ჰქონდა სახლი სოფ. დიდ მ-------–- ხელწერილებით, რომელიც იყო სადაო, სახლი არის ე-–------------------, მისი მეუღლე გ---–----------–--------–--------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელსაც უარი ეთქვა არ დაკმაყოფილდა.

ვიანიდან იმ სახლში ცხოვრობენ 1999 წლიდან, ითხოვენ დაკანონებას საცხოვრებელი სახლის და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის.

 

- საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილია, რომ ტ--------------------–-------------- აძლევს გ---–----------–--------–------------ 1000 (ათას) ამერიკულ დოლარს, მისი მ--------- სახლის საფასურს. აგრეთვე აძლევს სესხად 300 (სამას) ამერიკულ დოლარს მისი პირადი საჭიროებისათვის- ავტომანქანის შესაბამისად. აღნიშნული 300 (სამასი) ამერიკულს დოლარს დაუბრუნებს მიმდინარე წლის ივისს. 1300 (ათას სამასი) ამერიკული დოლარი მისცა ტ---------------------- რასაც გ---–----------------- ადასტურებს ხელმოწერით.

მოქალაქე ი.კ------------ და გ.ხ----------- ხელმოწერებს ადასტურებს დაბა ბ----------- საკრებულოს მდივანი თ. მ----–----

 

- ბორჯომის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიაში წარმდგენილი ლ---------------- 2009 წლის 23 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით დასტურდება, რომ ს---------–----- ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი (1999) წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით ფართით: ორიათას ხუთასი (2500) კვ.მ. და სამი ათას შვიდას ორმოცდაათი (3750) მიწის ნაკვეთებს მდებარე ქ. ბ----------- რაიონი სოფელი დიდი მ---------

 

- ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე-–------------------- წარმომადგენელმა, ა-------------–-–---–-- სარჩელით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლის- ე-–------------------- მართლზომიერ მფლობელობაში აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ----------- რაიონის სოფელ დიდ მ-------–-. მასვე სარგებლობაში გააჩნია, იქვე მდბარე, 0,375 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 29 თებერვალს მიმართეს მოპასუხეს და კანონშესაბამისად მოსთხოვეს ე-–------------------- საკუთრების უფლების აღიარება აღნიშნულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე რაზედაც, კომისიის 2008 წლის 05 ნოემბრის N-- ოქმით, უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ თითქოს აღნიშნული სახლი გაყიდული იყო ტ---------------------. თუმცა, მოპასუხემ ვერ გაარკვია ისინი იმ გარემოებაში, თუ კონკრეტულად ვის მიერ, როგორ და რა ფორმით გაიყიდა ე. ხ----------- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ან რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ითხოვდნენ საკუთრების აღიარებას.

ე-–------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რადგან როგორც მოწმეების- მესამე პირების მეზობლების- ნ-------------ს, ლ----------------, დაბა ბ----------- საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კ--------------------------- და ამავე საკრებულოს ყოფილი მდივნის- თ------------------ ჩვენებების და საქმეში არსებულის, 2002 წლის 03 მაისით დათარიღებული ყიდვა-გაყიდვის ხელწერილით დადასტურებულია, რომ ე-–------------------- ოჯახი 90-იან წლებში წამოვიდა სოფ. მ------------ და მუდმივად ცხოვრობს ჩრდილოეთ ო----–-. ზემო ხსენებული სახლსა და მიწის ნაკვეთში, 1000 ამერიკული დოლარი გადაუხადა ტ--------------------------–----------------- და მის შემდეგ ტ---- კ------------ ოჯახი ფლობს როგორც სახლს, ისე მიწის ნაკვეთს. ე.ი. მთლიანად არის დადასტურებული რომ ე-–------------------- ოჯახი თითქმის ათეული წელია წასულია სოფ. დიდი მ------------ და ამ ხნის განმავლობაში იგი სადაო სახლსა და მიწის ნაკვეთს.

 

- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 01 აპრილის N-- განკარგულებით დადგენილია, რომ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად უძრავ ქონებაზე საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით დანართი N1-ის შესაბამისად.

იმის გამო,რომ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოსალოდნელია ადამიანის უფლებების არსებითი შეზღუდვა ან საჯარო ინტერესებზე არსებითი ზეგავლენა, ეთხოვოს ყველა დაინტერესებულ მხარეს მონაწილობა მიიღოს ყველა ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოადგინონ თავისი მოსაზრებები ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში;

დაინტერესებულ მხარეებს ვთხოვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინონ მოწმეთა ჩვენებები.

დანართის თანახმად დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ს---------–-----,(სოფ. დიდი მ--------)- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 25020 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი ფართობით 83 კვ.მ.

 

- ფიზიკური და კერზო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის 2009 წლის 10 ივნისის N-- ოქმით დადგენილია, რომ ს---------–----- (დაბა ბ----------- რ---------–---------) - განმცხადებელი ითხოვს სოფ. დიდ მ-------–- სასოფლო-სამეურნეო 2500 კვმ. მიწის ნაკვეთზე და ზედ მდგარ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ განიხილა წარმოდგენილი საბუთები და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრის თანხმობით გადაწყდა განმცხადებელს გამოსასყიდი თანხა განაშენიანებულ 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 1 კვ.მ-ზე 2.40 ლარის ოდენობით, სულ -168 ლარი,დანარჩენ სსოფლო-სამეურნეო 2430 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გადაიხდეს გამოსასყიდი თანხა-58.35 ლარი. სულ 226.35 ლარი. თანხის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ მოხდეს საკუთრების მოწმობის გაცემა ს---------–-----ზე სოფ. დიდ მ-------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ფართობით 83 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 19 კვ.მ. (საფუძველი ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის N3/18 გადაწყვეტილება).

 

- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის 2009 წლის 1 ივლისის N-- ოქმით დადგენილია, რომ ს---------–----- (დაბა ბ----------- ს რ---------–---------) - განმცხადებლის მიერ კომისიაზე წარმოდგენილ იქნა თანხის გადახდის ქვითარი, რომლის საფუძველზე კომისიის ყველა დამსწრე წევრის თანხმობით გადაწყდა გაიცეს საკუთრების მოწმობა ს---------–-----ზე 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ფართობით 83 კვ.მ. მდებარე სოფ. დიდ მიტაბი.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის( 2007 წლის 11 ივლისის მდგომარეობით) პირველი ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა" ქ/პ-ის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწაა – სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე.

 

ხოლო ,,გ" ქ/პ-ის მიხედვით კი თვითნებურად დაკავებული მიწაა – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 6 მარტის ბ----------- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე-–------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომლითაც ის ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას ბ----------- რაიონის სოფ.დიდ მ-------–- მდებარე საცხოვრებელ სახლსა და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ ე-–------------------- ოჯახი 90-იან წლებში წასული იყო სოფ.მ------------ და მუდმივად ცხოვრობდა ჩრდილოეთ ო----–-, ზემო ხსენებული სახლსა და მიწის ნაკვეთში, 1000 ამერიკული დოლარი გადაუხადა ტ--------------------------–----------------- და მის შემდეგ ტ---- კ------------ ოჯახი ფლობს როგორც სახლს, ისე მიწის ნაკვეთს. ე.ი. მთლიანად არის დადასტურებული რომ ე-–------------------- ოჯახი თითქმის ათეული წელია წასულია სოფ. დიდი მ------------ და ამ ხნის განმავლობაში იგი სადაო სახლსა და მიწის ნაკვეთს.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის( 2007 წლის 11 ივლისის მდგომარეობით) მე-5 მუხლი ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, რომლის მიხედვითაც მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთს, თვითნებურად დაკავების სტატუსი გააჩნია თუ მასზე პირს თვითნებურად დაკავების უფლება წარმოეშვა კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა 2007 წელს) და უწყვეტად გრძელდება.

 

ე-–------------------- ოჯახი წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა სოფ.დიდ მ-------–- შესაბამისად დადგენილია რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი მოსარჩელის მიერ შეწყვეტილია კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე, ამასთან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

 

2008 წლის 05 დეკემბრის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე -თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

დადგენილია რომ სოფ.მ-------–- არ ჩატარებულა რეფორმა და მიწის ნაკვეთები დარჩათ მოქალაქეებს თვითნებურ მფლობელობაში, ხოლო ხ----------- და მელიქიძის ურთიერთშეთანხმებით მელიქიძეებს თანხის გადახდის სანაცვლოდ დარჩათ საცხოვრებელი სახლი მდებარე მ-------–-.

 

აღნიშნული სახლი მელიქიძეებს შეძენილი ჰქონდათ 1997 წლამდე და მას მერე თვითნებურად ფლობდნენ ამ სახლს მანამდე სანამ კანონმდებლობამ არ მისცა საშუალება აღიარების კომისით დაეკანონებინათი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2009 წლის 23 ივნისს გასცა ს---------–-----ზე საკუთრების მოწმობა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ გამოკველეული მტკიცებულებათა, დადგენილი ფაქტობრივივი გარემოებათა გათვალისწინებით, ელგუჯა ხეთაგურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქმედებაში სახეზე არ არის კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამასთან სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით(2008 წლის 05 დეკემბრის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე-–------------------- წარმომადგენელმა, ა-------------–-–---–-- სარჩელით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლის- ე-–------------------- მართლზომიერ მფლობელობაში აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ----------- რაიონის სოფელ დიდ მ-------–-. მასვე სარგებლობაში გააჩნია, იქვე მდბარე, 0,375 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 29 თებერვალს მიმართეს მოპასუხეს და კანონშესაბამისად მოსთხოვეს ე-–------------------- საკუთრების უფლების აღიარება აღნიშნულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე რაზედაც, კომისიის 2008 წლის 05 ნოემბრის N-- ოქმით, უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ თითქოს აღნიშნული სახლი გაყიდული იყო ტ---------------------. თუმცა, მოპასუხემ ვერ გაარკვია ისინი იმ გარემოებაში, თუ კონკრეტულად ვის მიერ, როგორ და რა ფორმით გაიყიდა ე. ხ----------- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ან რა ბედი ეწია მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ითხოვდნენ საკუთრების აღიარებას, შესაბამისად დადგენილია, რომ კომისიამ უარი 2008 წლის 05 ნოემბრის N-- ოქმით საკუთრების უფლების აღიარებაზე ე-–------------------- რაც გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ ბ----------- რაიონულ სასმართლოში.

 

ბ----------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის მარტის გადაწყვეტილებით ხ----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რადგან როგორც მოწმეების- მესამე პირების მეზობლების- ნ-------------ს, ლ----------------, დაბა ბ----------- საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კ--------------------------- და ამავე საკრებულოს ყოფილი მდივნის- თ------------------ ჩვენებების და საქმეში არსებულის, 2002 წლის 03 მაისით დათარიღებული ყიდვა-გაყიდვის ხელწერილით დადასტურებულია, რომ ე-–------------------- ოჯახი 90-იან წლებში წამოვიდა სოფ. მ------------ და მუდმივად ცხოვრობს ჩრდილოეთ ო----–-. ზემო ხსენებული სახლსა და მიწის ნაკვეთში, 1000 ამერიკული დოლარი გადაუხადა ტ--------------------------–----------------- და მის შემდეგ ტ---- კ------------ ოჯახი ფლობს, როგორც სახლს, ისე მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ' საქართველოს კანონის რეგულირების სფერო კი მართლზომიერ მფლობელობაში, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში , ადგილი არ აქვს ე-–------------------- მხრიდან" , შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება არ ქონია თვითნებურად დაკავებული, რადგან ,,ე-–------------------- ოჯახი თითქმის ათეული წელია წასულია სოფ. დიდი მ------------ და ამ ხნის განმავლობაში იგი არ ფლობს სადაო სახლსა და მიწის ნაკვეთს" და არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს, ამასთან იმ დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის როგორც მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. შესაბამისად ე-–------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ე-–------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

2.გაუქმდეს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა რომლითაც შეჩერდა ბ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 ივნისის N--- საკუთრების მოწმობის მოქმედება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია