განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
120100118002620131
დავის ტიპი
19 - 344 1
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/348-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

11 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ე-–------------------–-–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - დ-------- მ-------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–- ხ---–--ში, პ/ნ 6----------, მცხოვრები: ხ---–--ს რაიონი, სოფ. ძ------–-ში;

ადვოკატი - მ-----–---------–--ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------- მ-------ეს ბრალი ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში.

დადგენილების თანახმად, დ-------- მ-------ემ განიზრახა თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 11:15 საათზე, მივიდა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N1 სექტორის (ი-----ჭ--–ა) სექტორის დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგზე N254-255 სასაზღვრო რაიონში დაახლოებით 160 მეტრში გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრთან და ცდილობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა დ-------- მ-------ის მიერ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული დ-------- მ-------ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

სასამართლოს მიერ გამოტაილი დასკვნა დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

მოწმე ე------ დ---–-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა სასაზღვრო პოსტ ,,24“-ზე, დ------ გ------–--ესა და ლ---- მ-----ესთან ერთად. დილის 10 საათზე დ------ გ------–--ე გავიდა გუშაგად, საგუშაგო პოსტზე. გუშაგებს 3 საათიანი ცვლა აქვთ და გუშაგის მოვალეობაა საყარაულო პერიმეტრის კონტროლი. ამ დროს თავად და ლ---- მ-----ე იმყოფებოდნენ იქვე დასასვენებელ ოთახში, რა დროსაც დ------ გ------–--ემ დაიძახა ,,მოძრაობს პიროვნება, 254-255 სასაზღვრო ნიშნების რაიონს შორის“ და შემდეგ დაუძახა მოძრავ პიროვნებას ,,სდექ, სასაზღვრო პოლიციაა“, ამის შემდეგ დ------ გ------–--ემ ინფორმაცია გადასცა ბაზას (სექტორს) და მოახსენა ვითარება. რამდენიმე წამში სექტორიდან მოვიდა ბრძანება, რომ პატრული - თავად მოწმე და ლ---- მ-----ე, ცხენების საშუალებით უნდა გასულიყვნენ პიროვნების შესაჩერებლად დ------ გ------–--ე რადგან გუშაგი იყო ვერ წავიდოდა. ისინი ცხენებით გაემართნენ მის შესაჩერებლად. მანძილი მათსა და მოძრავ პიროვნებას შორის 250-300 მეტრი იქნებოდა.

მათი პოსტი მდებარეობს 252-ე და 253-ე სასაზღვრო ბოძებს შორის, (252-ე ბოძთან ახლოს). მათი სექტორი აკონტროლებს საზღვრის 11 კმ.-ს და 300 მეტრს. თუმცა ზუსტად არ იცის. აღნიშნული პიროვნება მოძრაობდა 254-255 სასაზღვრო ნიშნის რაიონში, მომიჯნავე სახელმწიფო - თურქეთის საზღვრის მიმართულებით. როდესაც ის და ლ---- მ-----ე ცხენებით წავიდნენ მოძრავი პიროვნებისკენ და მიუახლოვდნენ მას 20 მეტრით, პიროვნება ხან ძუნძულით მოძრაობდა, ხან იკუზებოდა, მათ დაუძახეს ,,სდექ სასაზღვრო პოლიციაა“, რის შემდეგაც პიროვნება შეჩერდა. მესაზღვრეებიც მიუახლოვდნენ მას და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სპეციალური ნებართვა, ე. წ. საშვი, ის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა აკრძალულ ზონაში. მოახდინეს პიროვნების ვიზუალური დათვალიერება. შეჩერებულმა პიროვნებამ თვითონ ამოალაგა პირადი ნივთები რაც თან ჰქონდა და იქვე დაალაგა.

პიროვნებამ მათ წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, თუმცა მას საშვი არ ჰქონია. მესაზღვრეებმა მოახდინეს მისი იდენტიფიკაცია, განუმარტეს მას, რომ იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში, აქ ყოფნა ნებართვის (საშვის) გარეშე არ შეიძლებოდა და გამოჰკითხეს მისი იმ ადგილებში ყოფნის მიზეზი. შეჩერებულმა პიროვნებამ მათ განუმარტა, რომ იგი ამ ადგილებში იმყოფებოდა ინტერნეტის გამო.

მოწმის განმარტებით პიროვნებას ჩაცმულობა საეჭვო ჰქონდა, რადგან მენახირე და მეცხვარე იქ ამგვარი ჩაცმულობით არ დადის. ეცვა გამოსასვლელი ტანისამოსი. მესაზღვრეებმა ეჭვი შეიტანეს იმაში, რომ იმ ადგილას, საიდანაც ეს პიროვნება წამოვიდა, უპრობლემოდ იჭერს ინტერნეტი და საზღვრის მიმართულებით 4-5 კმ.-ის გამოვლა ამ მიზეზით საჭირო არ იყო.

მოწმის განმარტებით, პიროვნების შეჩერების შემდეგ, მესაზღვრეებმა მოახდინეს მისი ბადრაგირება და გადასცეს შესაბამის უწყებას. გარდა შეჩერებისა მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, იგი ადასტურებს დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების სისწორეს და მისი ხელმოწერის სინამდვილეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ფოტოსურათები გადაღებულია საქართველოს მხრიდან თურქეთის მიმართულებით. ადგილი ე.წ. თ----ს ეილები საიდანაც დ-------- მ-------ე წამოვიდა მდებარეობს სასაზღვრო ზონაში. იმ გზაზე საიდანაც დ-------- მ-------ე გადმოვიდა დგას სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ბანერი.

მოწმის განმარტებით, მან არ იცის შეიძლება თუ არა სასაზღვრო ზონაში ფოტო-სურათის გადაღება, თუმცა განმარტავს, რომ ზოგადად მესაზღვრეები ამას უკრძალავენ მოქალაქეებს.

დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან მე-9 სურათის მიხედვით მოწმე განმარტავს, რომ ეს დასახლება სოფ. უდის ბინებია და იქ მოსახვედრად საჭიროა სურათზე ასახული გზის გავლა. მე-3 ფოტოს მიხედვით მოწმე განმარტავს, რომ ამ ადგილას ძველად (რუსების დროს) გადიოდა მავთულხლართები და მან არ იცის თუ საზღვრიდან რა მანძილში იყო განთავსებული ეს მავთულხლართები. ადასტურებს, რომ ე,წ დემბელსკი ლოდის ზემოთ არის მესაზღვრეების ორი ხის შენობა, სხვადასხვა მანძილში, კიდევ ზემოთ არის ქვითკირის შენობა და ძველი საყარაულო, რკინის კოშკი, რომელიც აღმოსავლეთის მხარესაა წაქცეული. ამ წაქცეული კოშკიდან უკვე სასაზღვრო ზოლი იწყება და აქედან თურქეთის საზღვრამდე დაახლოებით 500 მეტრი იქნება.

დ-------- მ-------ის დაკავების დროს მთიბავები დაინახა თუ არა ან ვინმე მუშაობდა თუ არა ახლო მახლოს. საზღვრიდან, მთა-გორიდან (გზა რომ მიდის იქეთ) ამ ტერიტორიაზე განთავსებულია საზღვრის ზონის აღმნიშვნელი ბანერი. ამ ბანერიდან წაქცეულ კოშკურამდე დაახლოებით 300 მეტრია.

დაკავების შემდეგ, ისინი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ მანქანას. მას არ ახსოვს სექტორზე გადაყვანისა და დაკავების შემდეგ, დ-------- მ-------ემ სთხოვა მესაზღვრეებს ტელეფონით დარეკვა ან მათ შესთავაზეს თუ არა.

მოწმე ლ---- მ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივლისს, იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სასაზღვრო სექტორი ,,ი----- ჭ--–ა“, სასაზღვრო პოსტი ,,24“-ზე, რომელიც ესაზღვრება აჭარის სამმართველოს, დაახლოებით იმ პერიოდში როდესაც მათ შენიშნეს დ-------- მ-------ე, ამ დროს გუშაგის პოსტზე იმყოფებოდა დ------ გ------–--ე, ხოლო თავად ისვენებდა, რადგან ამ დროს გრაფიკით თავისუფალი დრო ჰქონდა და შესვენება უწევდა. გრაფიკით 1 კვირით საგუშაგოზე არიან და 1 კვირით ისვენებენ. აღნიშნული ყაზარმა მდებარეობს 254-255-ე ნიშნულებს შორის. 254-ე ნიშნულიდან დაახლოებით 200-300 მეტრში. უშუალოდ მათი საყარაულო ჯიხური მდებარეობს ე.წ. ,,დემბელსკი ლოდთან “, მავთულხლართების შიგნით, შემაღლებულ ადგილზე საიდანაც საგუშაგო პერიმეტრი შედარებით უკეთ ჩანს და ტერიტორიის კონტროლიც შედარებით ადვილია.

მოწმე წარდგენილ ფოტოსურათთან დაკავშირებით (ს.ფ.-21) განმარტავს, რომ ეს ადგილი მისთვის ნაცნობია და როგორც დ-------- მ-------ე განმარტავს, რომ ის ფოტოსურათზე დატანილი გზით მივიდა საზღვრამდე შეუძლებელია, რადგან ამ გზაზე მესაზღვრეები მოძრაობენ და აკონტროლებენ. მოწმემ წარდგენილი მე-9 ფოტოსურათთან დაკავშირებით განმარტა, რომ სურათზე დატანილი სოფელი არის ე. წ. „თ----ჩ---ს“ ბინები. ამ ტეროტორიაზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ორი ბანერი (N2 ფოტოსურათის მიხედვით). ერთი ბანერი განთავსებულია გზიდან ამოსასვლელში, ხოლო მეორე ე.წ. ,,დემბილსკი“ ლოდთან, ზემოთ რომ მიდის გზა.

მოწმე ე------ დ---–-–-----ის მიერ განმარტებულ ინფორმაციასთან, რომ აღნიშნული პოსტი მდებარეობს 252-253 ბოძებს შორის, უკან გასდევს მავთულხლართები, შემდეგ იწყება სასაზღვრო ზოლი და შემდეგაა თურქეთის საზღვარი, მოწმე განმარტავს, რომ ჯერ არის მავთულხლართები (რომელიც რუსების დროინდელია და დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს), შემდეგ მათი ჯიხური, შემდეგ 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლი, სადაც საშვის გარეშე შესვლა აკრძალულია და ამ 500 მეტრიან ზოლში შესვლამდე განთავსებულია საინფორმაციო ბანერები, რომ მიმდებარე ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, ხოლო მანამდე განთავსებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი სასაზღვრო ბოძები, რომლის დანახვისასაც ნებისმიერი უცხო მოქალაქე მიხვდება, რომ ამ ტერიტორიაზე არის სასაზღვრო ზონა.

ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ დ------ გ------–--ე და ე------ დ---–-–-----ე. დ------ გ------–--ე იყო გუშაგი, რომელმაც შენიშნა პიროვნება, რომელიც მოძრაობდა საქართველოს მხრიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით.

მათ გაიგონეს დ------ გ------–--ის ხმა, ,,სდექ სასაზღვრო პოლიცია“, რომელმაც გადამცემშიც გადასცა აღნიშნულის შესახებ. ამის შემდეგ მათაც გაამახვილეს ყურადღება თუ რა ხდებოდა და შენიშნეს, რომ მოძრაობდა პიროვნება. ამ დროს მათი ვალდებულება იყო, რომ შეეჩერებინათ პიროვნება და შეემოწმებინათ. თავად მოწმე და ე------ დ---–-–-----ე ცხენების საშუალებით გაემართნენ მოძრავი პიროვნებისკენ. საზღვართან 20-30 მეტრით, რომ მიუახლოვდნენ დაუძახეს მოძრავ პიროვნებას ,,სდექ სასაზღვრო პოლიციაა“, შეაჩერეს იგი და მოსთხოვეს საბუთები. შეჩერებულმა პიროვნებამ მათ აჩვენა მხოლოდ პირადობის მოწმობა, მას არ ჰქონდა სპეციალური საშვი. გადასცეს სამმართველოს შეჩერებული პიროვნების მონაცემები. მოგვიანებით სამმართველოდან ამოვიდნენ მათი თანამშრომლები-გამომძიებლები და შეჩერებული პიროვნება გადაიყვანეს სამმართველოში.

აღნიშნული შემთხვევა მოხდა 254-255 სასაზღვრო ნიშნის რაიონში, რომელთა შორის მანძილია 300-400 მეტრამდე. სასაზღვრო ნიშნებს შორის არის დამატებითი ბოძებიც, დაახლოებით სულ 700 მეტრამდე. მათი დასაცავი ზონაა მეორე სამმართველოს 1-ლი სექტორი. ისინი საზღვარს აკონტროლებენ 246-ე ბოძიდან 255-ე ბოძამდე.

აღნიშნულ ადგილებში არის გამაფრთხილებელი ნიშნები და ბანერები, რომლებზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი, გამაფრთხილებელი წარწერები და მითითებულია, რომ აღნიშნულ ზონაში უცხო პირების დაშვება აკრძალულია. გარდა ამისა, მოსახლეობაც, მწყემსებიც და მთიბავებიც გაფრთხილებულნი არიან, რომ მესაზღვრეების ნებართვის გარეშე არ უნდა შევიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც შეჩერდა პიროვნება, არც მთიბავები და არც მწყემსები მოძრაობენ და 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში საერთოდ აკრძალულია ვინმეს შესვლა.

ამ ადგილას არანაირი მოძრაობა არ არის, ხალხი ბალახის მოსათიბადაც არ შედის, რადგან იმდენად უხეში, მსხვილ ღეროიანი და მაღალი ბალახია, რომ არც პირუტყვი ეკარება და არც მწყემსები დადიან იმ ადგილებში. ამიტომ იყო საეჭვო და ყურადსაღები ამ ადგილებში პიროვნების გადაადგილება და ამიტომაც მოხდა შემდგომ მისი შეჩერება, რადგან საეჭვოდ მოძრაობდა და საეჭვოდ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ადგილას.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის ნებართვა აქვს, ამის შესახებ აუცილებლად იციან მესაზღვრეებმა, რადგან, მოქალაქეები მიდიან მათთან და ეუბნებიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდათ შესვლა, ამის შემდეგ მესაზღვრეები აცნობებენ ხელმძღვანელობას, აწვდიან მათ მონაცემებს და თუ ხელმძღვანელობა მათ ტერიტორიაზე შესვლის ნებას დართავს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება პიროვნების ტერიტორიაზე შეშვება ხოლო, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, მითუმეტეს ამ ტერიტორიაზე საშვის გარეშე გადაადგილება აკრძალულია. შეჩერების დროს დ-------- მ-------ემ განუმარტა მესაზღვრეებს, რომ ინტერნეტი სჭირდებოდა და ტელეფონით კარგი ინტერნეტ კავშირის (სიხშირის) დასაჭერად ადგილს ეძებდა. ვინაიდან დ-------- მ-------ე სოფლიდან ძალიან შორს იყო გამოსული ეს მათთვის და მათი ხელმძღვანელობისთვის საეჭვო გარემოება იყო და ამიტომაც მოახდინეს მისი შეჩერება და სამმართველოში გადაყვანა, რადგანაც სოფელშივე იყო შესაძლებელი ინტერნეტისთვის საჭირო სიხშირის დაჭერა და კავშირის დამყარება.

მოწმის განმარტებით იგი შვიდი წელია რაც აღნიშნულ სექტორში ასრულებს მის სამსახურეობრივ მოვალეობას, გარკვეულწილად შესწავლილი აქვს გარემო და ყველა რისკ-ფაქტორი და მათაც უწევთ გადაადგილება გარკვეულ ტერიტორიებზე, ისინიც და მათი განწესის უფროსი ვალდებულია თან იქონიოს ტელეფონი და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ტელეფონით და ინტერნეტით და ხანდახან მესაზღვრეებიც ცდილობენ დაიჭირონ ინტერნეტისთვის საჭირო სიხშირე. სადაც დ-------- მ-------ე იქნა შეჩერებული, ინტერნეტისთვის საჭირო სიხშირის დასაჭერად იმ ადგილამდე სულაც არ იყო მისვლა საჭირო, რადგან ბევრად უფრო დაბლა, დაახლოებით კილომეტრით, შესაძლებელი იყო ინტერნეტისა და ტელეფონისთვის საჭირო სიხშირის დაჭერა.

მოწმის განმარტებით, როდესაც მათგან დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით მყოფ დ------ გ------–--ემ დაინახა მოძრავი პიროვნება დაიძახა „ სდექ, სასაზღვრო პოლიციაა, შეჩერდი “, მათ გ------–--ის ხმა გაიგონეს როგორც რაციით ისე უშუალოდ. ამ დროს ის და ე------ დ---–-–-----ეც გავიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პიროვნება უშეცდომოდ მოძრაობდა, ამის შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა სამმართველოს, სასაზღვრო სექტორს, საიდანაც მათ შემდგომი მოქმედებებისთვის საჭირო მითითებებს აძლევენ. კონკრეტული შემთხვევის დროს მათ მიიღეს ბრძანება, რომ მოძრავი პიროვნება შეემოწმებინათ, რის შემდეგაც დადგინდა რომ ეს პიროვნება იყო დ-------- მ-------ე.

მოწმის განმარტებით დ-------- მ-------ე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აპირებდა თურქეთის მიმართულებით მესაზღვრეები იმით დარწმუნდნენ, რომ იგი ძალიან ახლოს იმყოფებოდა საზღვართან, ასევე საეჭვოდ იქცეოდა, რადგან ინტერნეტი არ შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ პიროვნება იმ ადგილებში მოხვდეს, ასევე იგი არ ჰგავდა არც მთიბავს, არც მწყემსს, სხვა პიროვნებას კი იქ არ ჰქონდა შესვლის უფლება.

ოთახში ყოფნისას გუშაგი მათგან დაშორებული იყო 15-20 მეტრით, ხოლო დ-------- მ-------ე სავარაუდოდ 400-500 მეტრით იქნებოდა დაშორებული. ხოლო როდესაც მათ დაინახეს დ-------- მ-------ე, იგი უკვე 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში იყო. მათ დ-------- მ-------ემდე მისასვლელად დასჭირდათ დაახლოებით 7-8 წუთი (ცხენების საშუალებით). როდესაც ისინი ცხენების საშუალებით გადაადგილდებოდნენ (ცხენები სირბილით მიჰყავდათ) დ-------- მ-------ისკენ, მას არ შეუნიშნავს დ-------- მ-------ემ შეამჩნია თუ არა ისინი, რადგან ცხენზე იჯდა ცხენიდან რომ არ გადმოვარდნილიყო ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი და სავარაუდოდ დ-------- მ-------ეს უნდა შეემჩნია ისინი, რადგან ის ტერიტორია გაშლილი ადგილია.

მათ სამორიგეო პერიმეტრს ცხენებით შემოუარეს წინა ღამით. მათ აქვთ გარკვეული გრაფიკი და ამ გრაფიკით მოქმედებენ. დილით კვლავ შემოიარეს ცხენებით, შემთხვევის დროს გრაფიკით არ უწევდა პერიმეტრზე ცხენებით შემოვლა და აღარ აპირებდნენ შემოვლას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდებოდა საეჭვო პიროვნება, აუცილებლად უნდა გასულიყვნენ ადგილზე და ცხენები შეკაზმულ მდგომარეობაში მზადყოფნაში ყავდათ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად გასულიყვნენ შემთხვევის ადგილზე.

წარდგენილ ფოტოსურათთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ ერთი ჯიხურია, რომელიც დემბელსკი ქვასთან მდებარეობს და კარ-ფანჯარა არ აქვს. ხოლო მეორე ჯიხური მდებარეობს ზემოთ 30 - 40 მეტრზე უფრო შორს.

როდესაც მოხდა დ-------- მ-------ის შეჩერება, მის გადასაყვანად მანქანა ამოვიდა სექტორიდან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 6-7 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო მათ შემთხვევის ადგილზე გაჩერება მოუწიათ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. ამ დროს დ-------- მ-------ეს დაურეკა თუ არა ტელეფონმა ან თავად დ-------- მ-------ე ესაუბრა თუ არა ვინმეს მოწმეს არ ახსოვს. შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იყვნენ მთიბავები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ 500 მეტრიან ზოლში და რა საუბარი შედგა დ---–-–-----ესა და მ-------ეს შორის მთიბავებთან დაკავშირებით მოწმეს არ გაუგია. დაკავებისას, მესაზღვრეები დ-------- მ-------ეს ესაუბრებოდნენ მისი ვინაობის შესახებ და არკვევდნენ თუ რა უნდოდა ამ ადგილებში. მოწმეს არ ახსოვს ჰქონდათ თუ არა თურქეთში არსებულ ხორცის ფასთან დაკავშირებით საუბარი დ-------- მ-------ესთან. მოწმის თქმით, დ-------- მ-------ემ მათ განუმარტა, რომ სტუმრად იმყოფებოდა მის სიმამრთან, თურქეთში მუშაობდა და იყო ჩამოსული დროებით კვლავ უკან აპირებდა წასვლას. მოწმემ ასევე არ იცის შედგა თუ არა დ-------- მ-------ესა და ე------ დ---–-–-----ეს შორის საუბარი, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა იმ შეთხვევაში თუ დ-------- მ-------ეს საზღვარი კანონიერად ექნებოდა გადმოკვეთილი, არ ექნებოდა დეპორტი და საბუთები ექნებოდა წესრიგში, რადგან იგი დროდადრო ცხენებს აქცევდა ყურადღებას.

დაკავებისას მანქანით ამოსულმა თანამშრომლება ჯერ დ-------- მ-------ე გადაიყვანეს სექტორში, ხოლო შემდეგ თავად მესაზღვრეები. სექტორში ჩაყვანისას დ-------- მ-------ე არ გაუჩხრეკიათ უშუალოდ მის თვალწინ. მესაზღვრეები სთავაზობდნენ დ-------- მ-------ეს, რომ ეთანამშრომლა მათთან. მოწმის თქმით მან სექტორში ნახა დ-------- მ-------ის პირადი ნივთები, თუმცა არ უნახავს სიმ-ბარათები.

მოწმე დ------ გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში. ამ ხნის მაძილზე მისი მუშაობის პერიოდში მოქალაქის მიერ საზღვრის გადაკვეთა არ დაფიქსირებულა.

2018 წლის 24 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეორე სამმართველოს 1-ლ სექტორზე- ,,ი----- ჭ--–ა “ , საიდანაც გაგზავნილი იყო სასაზღვრო პოსტ ,,24“-ზე . პოსტზე იმყოფებოდნენ სამი პიროვნება, თავად, ე------ დ---–-–-----ე და ლ---- მ-----ე.

შემთხვევის დროს, დილის 10 საათისთვის იგი იმყოფებოდა გუშაგის პოსტზე (საგუშაგო განთავსებულია ვაკე ადგილას) და ახორციელებდა სამორიგეო ტერიტორიის დათვალიერებას, ხოლო დანარჩენი ორი მესაზღვრე იმყოფებოდა იქვე ახლოს, მესაზღვრეებისთვის განკუთვნილ ხის შენობაში და ისვენებდნენ. იგი მათგან დაშორებული იყო დაახლოებით 20 მეტრით. შენობის (პოსტის) უკანა მხარეს, (საქართველოს მხარეს) არის მავთულხლართები და ბოძები, პოსტი შეღობილია და მავთულხლართების შიგნით არის განთავსებული. ადგილმდებარეობის მიხედვით პოსტი განთავსებულია 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლის დასაწყისში. ამ დროს დააფიქსირა უცხო პიროვნება, რომელიც სწრაფი სიარულით მოძრაობდა საქართველოს ტერიტორიიდან თურქეთის მიმართულებით. მასსა და მოძრავ პიროვნებას შორის მანძილი იყო დაახლოებით 200-250 მეტრი. მან მოუწოდა მოძრავ პიროვნებას ,,სდექ, სასაზღვრო პოლიცია “, თუმცა დაძახების შემდეგ მოძრავ პიროვნებამ ცოტა ხნით ჩვეულებრივად გააგრძელა მოძრაობა, შემდეგ იგი ჩაიცუცქა ბალახებში და იგი ვეღარ ხედავდა მას, რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავ გამოჩნდა მისი მხედველობის არეში, ადგა და კვლავ გააგრძელა მოძრაობა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით.

იგი აკონტროლებდა მის მოძრაობას სანამ პატრული მივიდოდა მასთან. მან არ იცის მოწმემ გაიგო თუ არა მისი მოწოდება, თუმცა განმარტავს, რომ დაძახებისას მოძრავ პიროვნებას სავარაუდოდ უნდა გაეგო მისი ხმა რადგან სხვა დროს ამ მანძილზე მყოფ პიროვნებებს გაუგიათ მისი ხმა.

ამის შემდეგ მან, მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცა სექტორს, საიდანაც მოვიდა ბრძანება, რომ ადგილზე გასულიყო პატრული. დანარჩენი ორი პიროვნება (დ---–-–-----ე და მ-----ე) ცხენებით გავიდნენ ადგილზე, რა დროსაც მოხდა მოძრავი პიროვნების - დ-------- მ-------ის შეჩერება მათ მიერ.

ტერიტორიაზე განთავსებულია სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი, გამაფრთხილებელი ბანერები, რომელი გზითაც გაიარა დ-------- მ-------ემ ზუსტად იმ ტერიტორიაზეა.

დასახლება საიდანაც წამოვიდა დ-------- მ-------ე თურქეთის საზღვრის მიმართულებით, აღნიშნული ტერიტორია არის სასაზღვრო ზონა. სასაზღვრო ზონა თურქეთის საზღვრიდან აქეთ არის 5 კმ. ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ბანერი არ არის განთავსებული.

იმ გზაზე რომელზეც გაიარა დ-------- მ-------ემ არ არის განთავსებული ბანერი.

მოწმის განმარტებით, მათი საკონტროლო ტერიტორიაა 252-დან 255-ე სასაზღვრო ბოძის ჩათვლით. 256-ე სასაზღვრო ბოძიდან საზღვარს უკვე აჭარის სამმართველო აკონტროლებს. შემთხვევის დროს, თავად მოწმე იმყოფებოდა 254-ე და 255-ე სასაზღვრო ბოძებს შორის (უფრო 255-ე ბოძთან ახლოს). მოწმემ არ იცის ბოძებს შორის არსებული მანძილი. 255-ე ბოძის ზონა უფრო მთაგორიანია.

შემთხვევის დღე იყო მზიანი, კარგი ამინდი, ქარი არ ქროდა. დ-------- მ-------ე გადაადგილდებოდა ე.წ. ,,დემბელსკი" ლოდიდან ზემოთ, თურქეთის მიმართულებით. ,,დემბელსკი“ ლოდთან ახლოს დაახლოებით 20 მეტრში, გვერდით დგას ერთი ხის შენობა, მეორე ხის შენობა განთავსებულია შედარებით ზემოთ, რომელიც მესაზღვრეების საგუშაგოა, ეს ორი საგუშაგო ერთმანეთს უყურებს და ასევე ქვემოთაც არის კიდევ ერთი ხის შენობა-საგუშაგო. ზონაში არსებული ყველა საგუშაგო ერთმანეთს უყურებს. ზემოთ ასვლისას არის ქვითკირის შენობა და აღმოსავლეთისკენ არის წაქცეული რკინის კოშკი. იმ კოშკის ძირიდან (ზუსტი მანძილი არ იცის) დაახლოებით 50 მეტრიდან იწყება 500 მეტრიანი სასაზღვრო ზოლი. ,,დემბილსკი“ ლოდიდან დაახლოებით 30 მეტრში იწყება აღმართი, შემდეგ ზემოთ იწყება შედარებით ვაკე ადგილი, შემდეგ ისევ მკვეთრი აღმართი და შემდეგ არის აჭარის საზღვარი.

მოწმე განმარტავს, რომ იმ დროს როდესაც ადვოკატმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ბალახი იყო მოთიბული, 15 აგვისტოდან იწყებს ხალხი თიბვას და სანამ ბალახი მოითიბებოდა დ-------- მ-------ეს თავისუფლად შეეძლო ბალახში დამალვა.

დ-------- მ-------ის დაკავების დროს იგი იმყოფებოდა პოსტზე და მიმართულებას აძლევდა დ---–-–-----ეს და მ-----ეს. იგი დ-------- მ-------ეს მაშინ შეხვდა, როდესაც ის მესაზღვრეებმა პოსტთან მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ის სექტორზე გადაიყვანეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, იქმნება სპეციალური სიები, რომელიც იგზავნება სექტორზე და შემდგომ სექტორი გასცემს საშვს. ამ საშვით მოქალაქე მიდის მათთან, რომელსაც ატარებენ სპეციალურ აღრიცხვის ჟურნალში და ისე ხდება პიროვნების შეშვება სასაზღვრო ზონაში თუ ზოლში. შემთხვევის დროს დ-------- მ-------ეს რაიმე ნებართვა ან საშვი არ ჰქონია. მას თან ჰქონდა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოწმე ა-–---------- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის დ-------- მ-------ის სიმამრი. ცხოვრობს ხ---–--ს რაიონის სოფელ ჩ---ში ოჯახთან ერთად. იგი მისდევს მესაქონლეობას და სეზონურად, ზაფხულის განმავლობაში ოჯახთან ერთად მიდის პირუტყვის საძოვრად ბ-–---ში. შემთხვევის დროსაც დ-------- მ-------ის მეუღლეც, შვილებთან ერთად მის ოჯახთან ერთად იყო ბ-–---ში. ბ-–---ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლებიდან სახელმწიფო საზღვარი დაშორებულია დაახლოებით 1 კმ.-ით.

2018 წლის 24 ივლისს დ-------- მ-------ე, რომელიც თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო, მისი ოჯახის მოსანახულებლად ავიდა მთაში და მის სახლში იმყოფებოდა. დ-------- მ-------ე თურქეთის რესპუბლიკაში ხშირად დადის სამუშაოდ, იგი კვლავ აპირებდა თურქეთში წასვლას და თურქეთიდან ელოდებოდა სატელეფონო ზარს. დ-------- მ-------ის თურქეთში ყოფნის პერიოდში მასთან დაკავშირება ხდებოდა ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით. თუმცა მთაში, უმეტეს შემთხვევაში ტელეფონს არ აქვს სიხშირის კარგი მიღება, რადგან სატელეფონო ანძა შორს არის და რთულდება ტელეფონის საშუალებით ვინმესთან კომუნიკაციის დამყარება. საჭიროა საცხოვრებელი ადგილიდან გარკვეული მანძილით გასვლა და აქეთ-იქით სიარული, რათა ტელეფონმა შემთხვევით დაიჭიროს სიხშირე. გარდა ამისა, თუ თურქეთშია დასარეკი, საჭიროა უფრო მეტი მანძილის გავლა, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ვინაიდან დ-------- მ-------ე თურქეთიდან ელოდებოდა სატელეფონო ზარს და არ ურეკავდნენ გადაწყვიტა თავად დაერეკა თურქეთში. ტელეფონს არ ჰქონდა კარგი მიღება და ამის გამო დ-------- მ-------ე ეძებდა ადგილს, რათა ტელეფონს დაეჭირა სიხშირე და გარკვეულ მანძილზე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ მან ოჯახის წევრებსაც შეატყობინა და უთხრა, რომ თურქეთში დარეკვას აპირებდა, ამიტომ გარკვეული მანძილი უნდა გაევლო და შემდეგ უკან დაბრუნდებოდა როგორც კი თურქეთში დარეკვას მოახერხებდა. დაცვის მხარის მტკიცებულებებში მოთავსებული სურათი N 2-ის მიხედვით, მოწმემ განმარტა, რომ გზაჯვარედინის ზემოთ, მთისკენ, კოშკურებამდე განთავსებულია მათი კუთვნილი სათიბები, რომლის ზემოთაც არის ქვიშიანი ადგილი. ხოლო მთის მეორე მხარეს უკვე თურქეთის ტერიტორიაა. გზაჯვარედინიდან აღმოსავლეთით არ ჩანს არანაირი სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ნიშანი (ბანერი) ან მესაზღვრეთა რაიმე შენობა. მესაზღვრეების სექტორი განთავსებულია გზაჯვარედინიდან მარცხნივ, დაახლოებით 1 კმ.-ში. გზაჯვარედინიდან, რკინის, წაქცეულ კოშკურამდე იქნება დაახლოებით 100-150 მეტრი. ამ ადგილიდან 50-60 მეტრის გავლის შემთხვევაში, საზღვართან 160 მეტრით მიახლოება გამორიცხულია, რადგან ამ მანძილის გავლის შემთხვევაში ადამიანი მოხვდება სათიბების ტერიტორიაზე. გზაჯვარედინიდან ასევე არ ჩანს საზღვრის სექტორების გამიჯვნის ადგილიც. დ-------- მ-------ე დააკავეს დაახლოებით ღამის 12 საათზე და მან მისი დაკავების შესახებ შეიტყო დ-------- მ-------ის ძმისგან. დ-------- მ-------ე აღნიშნულ ტერიტორიაზე მანამდე არასდროს იყო ნამყოფი, მან არ იცოდა რომ აქ სასაზღვრო ზონა იყო და სადმე საშვი თუ იყო საჭირო და არც თავად მოწმეს განუმარტავს მისთვის ამის შესახებ.

დ-------- მ-------ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს ხ---–--ს რაიონის სოფელ ძ------–-ში, ხოლო მისი სიმამრი ცხოვრობს ხ---–--ს რაიონის სოფელ ჩ---ში. იგი 2005 წლიდან ძირითადად თურქეთის რესპუბლიკაში დადის სამუშაოდ - ასრულებს სეზონურ სამუშაოებს - ჩაის კრეფს. მისი სამუშაო პერიოდი სეზონურია და ძირითადად ზაფხულია, მაისიდან - სექტემბრის ჩათვლით. ის სამუშაოდ დადის 7-8 კაცისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად. ისინი მუდმივად მუშაობენ ერთი და იგივე პიროვნებასთან. წასვლამდე თურქეთში მყოფ პიროვნებას ყოველთვის უკავშირდება ტელეფონის საშუალებით და არკვევს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს ან თავად თურქეთიდან უკავშირდებიან მას და მისი ჯგუფის სხვა წევრებს და აწვდიან ინფორმაციას. თურქეთიდან ზარი შესაძლოა განხორციელებულიყო ნებისმიერ დროს, ამისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის და მასაც თუ რამე ჰქონდა გასარკვევი მის ტელეფონში დაფიქსირებულ ნომერზე რეკავდა თურქეთში.

მისი მეუღლე დიასახლისია. იმ ზაფხულს, როდესაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, მისი მეუღლე მთაში წაჰყვა მამამისს (მის სიმამრს), ვინაიდან ამის საჭიროება იყო და თან ოჯახის პირუტყვიც წაიყვანეს სამთაბაროდ. მაისიდან-აგვისტოს ჩათვლით.

იგი თურქეთიდან ჩამოვიდა 20 ივლისს, ხოლო 23 ივლისს გადაწყვიტა ოჯახის მოსანახულებლად წასულიყო მთაში და უკან დაბრუნებას აპირებდა ან იმ საღამოსვე ან მეორე დღეს. (დამოკიდებული იყო თურქეთიდან დარეკვაზე). იგი ხშირად ესაუბრებოდა მთაში მყოფ მეუღლეს ტელეფონის საშუალებით, ხოლო თურქეთიდან ვერ ახერხებდა ქართულ ნომერზე დარეკვას, რადგან თურქული სიმ ბარათი ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა თურქეთიდან ხშირად უკავშირდებოდა შვილს და ოჯახის წევრებს ინტერნეტის საშუალებით.

მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს, როდესაც ის იმყოფებოდა მის სიმამრთან, მთაში, მას თურქეთში უნდა დაერეკა არა მის დამსაქმებელთან, არამედ მის ახლობელთან, რომელიც ქართველია - ცხოვრობს ს----------ში და იმ დროისთვის სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთში - რიზეში. მომხდარი შემთხვევის დროსაც, იგი თურქეთში სამუშაოდ წასვლას აპირებდა შვილებთან ერთად, ვინაიდან თხილის სეზონი იწყებოდა.

სწორედ მასთან დარეკვის გამო დასჭირდა მას გადაადგილება და გარკვეული მანძილის გავლა. გადაადგილების დროს, იმ ადგილამდე, სადაც მოხდა მისი შეჩერება, ამ მონაკვეთში მან გაიარა სათიბები, შეხვდა ერთი მოხუცი მწყემსი, შემდეგ ავიდა ქვის ლოდთან, რომელსაც რუსული წარწერები ჰქონდა, იქიდან წავიდა მარჯვნივ, სადაც მას შეხვდა ხის შენობა - მწყემსების ქოხი, შემდეგ იყო პატარა ხის შენობა (რომლის შესახებაც შემდგომ შეიტყო, რომ მესაზღვრეებს ეკუთვნოდა), რომელსაც გვერდი აუარა ავიდა ქვის შენობასთან (სამი კედელი იყო), ამის შემდეგ ავიდა წაქცეულ კოშკთან და იქიდან მარცხნივ გაიარა დაახლოებით 40-45 მეტრი, რა დროსაც მან სცადა დარეკვა, თუმცა კონტაქტი არ შედგა და შემდეგ გამობრუნდა უკან, გამოიარა კოშკურის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 15-20 მეტრი, რა დროსაც მასთან მივიდნენ მესაზღვრეები. გადაადგილების დროს მას რაიმე ბანერი ან სასაზღვრო ზონის მანიშნებელი ნიშანი არსად არ შეხვედრია.

მისი ახლობლის (თერთმეტ ნიშნა) ნომერი შენახულია მის ტელეფონში, ხოლო თავად ზეპირად არ ახსოვს. მისი განმარტებით ვინაიდან მას დიდი ხნით უწევს ხოლმე თურქეთში ყოფნა, შეძენილი ჰქონდა თურქული სიმ-ბარათი, რომელზეც დარიცხული ჰქონდა სასაუბრო დრო დაახლოებით 450 წუთი (1 თვიანი პაკეტი ჰქონდა). მისი ქართული სიმბარათი ანძის სიხშირეს სათანადოდ ვერ იჭერდა ინტერნეტით რომ ესარგებლა და დაერეკა.

ამ შემთხვევაში პრობლემა იყო სათანადო სიხშირის დაჭერა, რომელიც ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისი იქნებოდა, ხოლო სიხშირე რომელსაც ტელეფონი იჭერდა, რიგ შემთხვევებში მხოლოდ ზარის განსახორციელებლად იყო საკმარისი და ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისი არ იყო.

ვინაიდან ვერ ახერხებდა დარეკვას, მთაში ყოფნისას მან იკითხა, რომ თურქული სიმ-ბარათი ჰქონდა, თურქეთში დარეკვას აპირებდა და რადგან სასაზღვრო ზონასთან ახლოს იყო, როგორ მოქცეულიყო, სოფლის თავშეყრის ადგილას მყოფმა ხალხმა მას განუმარტა, რომ როდესაც ისინი დადიოდნენ სათიბში, ჯეოსელის ნომერი როუმინგში ავტომატურად ირთვებოდა, თურქეთის ქსელს იჭერდა და მანაც ჩათვალა, რომ მისი თურქული სიმ ბარათი თურქულ სატელეფონო სიხშირეს ადვილად დაიჭერდა.

ვინაიდან მისი ტელეფონი არ იჭერდა სატელეფონო სიხშირეს, სწორედ ამის გამო ავიდა იგი მაღლობზე და სცადა დარეკვა, თუმცა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ზარი გავიდა და დაახლებით 30 წამის განმავლობაში საუბრის წამზომი ჩართული იყო, ცუდი სიხშირის გამო მას ხმა არ ესმოდა და ამიტომ ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ მან ინტერნეტის გარეშე, უპრობლემოდ, ქართულ სიმბარათზე დაურეკა და ესაუბრა თავის დის შვილს-ბ---–---ში, შემდეგ ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ში“ შეამოწმა მის მიერ განთავსებული ფსონი და დაბრუნდა უკან.

მოწმის განმარტებით, გადაადგილების დროს მას რაიმე ხმა, ვინმეს დაძახება ან მოწოდება შეჩერებისკენ, არ გაუგონია. მოგვიანებით, როდესაც მას ხმაური შემოესმა, დაინახა მოსული ორი პიროვნება, რომლებიც იყვნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები (მ-----ე და დ---–-–-----ე), რომლებიც ცხენებით იყვნენ. მათ წარუდგინეს თავი, მოსთხოვეს პირადობის მოწმობა და მანაც მიაწოდა. ისინი იყვნენ მთიბავების (სათიბი ტერიტორიების) ზემოთ და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჰყვეს საათ ნახევრიდან-ორ საათამდე. ამ დროს მესაზღვრეებმა მისი მონაცემები გადააგზავნეს შესამოწმებლად და ახორციელებდნენ შესაბამის პროცედურებს მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მათ წასაყვანად მივიდა მანქანა, ხოლო ის მესაზღვრეები, რომლებმაც შეაჩერეს კვლავ ცხენებით დაბრუნდნენ უკან.

როგორც მას მესაზღვრეებმა აუხსნეს, თუ საზღვრის კვეთისას რაიმე დარღვევა ან დეპორტი არ ჰქონდა, მას პრობლემები არ შეექმნებოდა და მალევე გაუშვებდნენ. ამ პერიოდში მას ტელეფონზე დაურეკა მისმა ცოლის ძმამ, რომელიც ასევე მთაში იყო ასული. ვინაიდან არ სურდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ენერვიულათ, მან დაუმალა არსებული მდგომარების შესახებ, სხვა ინფორმაცია მიაწოდა მას და უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და მალე დაბრუნდებოდა სახლში.

სასაზღვრო სექტორში (შენობაში) მისვლისა და გაჩხრეკის შემდეგ, მას ჩამოართვეს ყველა ნივთი რაც თან ჰქონდა, მათ შორის მობილური ტელეფონიც და მესაზღვრეებმა მას დაუწყეს მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმა თურქეთში ხორცის ფასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაახლოებით ღამის 11 სთ-ის შემდეგ, იგი გადაიყვანეს ახალციხეში, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში, სადაც მან ასევე ნახა მისი შემჩერებელი მესაზღვრეებიც, რომლებიც იკითხებოდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

2018 წლის 25 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ა------ის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს N1 სექტორის დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგის N 254-255 სასაზღვრო ნიშნებს შორის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი არის მთაგორიანი, რომელიც დაფარულია ბალახის საფარით. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ე------ი დ---–-–-----ემ რომელმაც მიუთითა თუ სად მოახდინა დ-------- მ-------ის დაკავება. დათვალიერების ადგილიდან მოხდა კოორდინატების აღება. დათვალიერების დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ოქმს თან ერთვის შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები. დათვალიერების დროს არებულ იქნა კოორდინატები.

საონფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების 2018 წლის 25 ივლისის მომართვით დგინდება, რომ დ-------- მ-------ის (დაბ.24/04/1981 წ. პ/ნ 6----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 25 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სარფის’’ გავლით. დაფიქსირებულია კვეთა 97-ჯერ. ბოლოს დ-------- მ-------ე გავიდა თურქეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 11 ივლისს და დაბრუნდა 2018 წლის 20 ივლისს. საზღვრის კვეთა დაფიქსირებულია არ არის წლის განმავლობაში ნოემბრიდან მაისამდე პერიოდში.

ბრალდების მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, დ-------- მ-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს ბრალდებულის დაკავების პერიოდში (11:15 საათთან მიახლოებით) მობილური ტელეფონის თურქული სიმბარათის ნომრიდან განხორციელებულია ზარი თურქული სიმბარათის ნომრებზე.

2018 წლის 25 ივლისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ-------- მ-------ე (პ/ნ 6----------) დაკავებული იქნა 2018 წლის 24 ივლისს.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით 2018 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დ-------- ს--------ის ძე მ-------ე, დაბადებული 1----–-–------------–-, ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2018 წლის 26 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შესახებ დ-------- მ-------ის (პ/ნ 6----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 3000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 40 დღე. დ-------- მ-------ეს აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერი მიმართულებით, ასევე დაეკისრა კვირაში ერთხელ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილებაში გამოცხადების ვალდებულება, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულად შეტანამდე, ბრალდებულ დ-------- მ-------ის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა.

2----–-–---------–--ის №---------წ განჩინებით დ-------- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ი-–-----------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ს----------ს რაიონი სოფელი ხ-–--, საკადასტრო კოდი - 5-----------.

გამომძიებელმა ბ--------------–---–მა ჩვენებით დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მტკიცებულებები:

მოწმე ა--–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ უწყვეტად, 34 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს მიდის ბ-–---ის მთაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, კერძოდ თიბავს ბალახს (ჩ-----ში) სასაზღვრო სექტორის ზონაში, თურქეთის საზღვართან ახლოს და აღნიშნულ ტერიტორიას კარგად იცნობს. დაცვის მხარის მტკიცებულებებში მოთავსებულ N4 ფოტოსურათის მიხედვით, იგი განმარტავს, რომ იგი აღნიშნულ ტერიტორიას კარგად იცნობს. შემთხვევის დროს იგი დაბლობზე იმყოფებოდა და ბალახს თიბავდა (რაც დასტურდება N5 ფოტოსურათით), რა დროსაც მან ზედა მხარეს, მისგან 100-150 მეტრის დაშორებით შეამჩნია 2 სამხედრო პირი-მესაზღვრე, რომლებიც ამოვიდნენ ზემოთ მდებარე დიდ ლოდთან (ე.წ. ,,დემბელსკი" ლოდთან), სოფელ უ--------–ის მხრიდან (მარჯვენა მხრიდან), ხოლო ჯარისკაცების საყარაულო ობიექტი განთავსებულია ლოდიდან მარცხნივ, დაახლოებით 2-3 კილომეტრში. სამხედროები გადაადგილდებოდნენ ცხენებით და გააგრძელეს ზემოთ გზა წაქცეული კოშკურისკენ. მანძილი ლოდიდან კოშკურამდე დაახლოებით 100-150 მეტრია. მოწმის განმარტებით ამ 150 მეტრიდან, თურქეთის საზღვრის მიმართულებით 50 მეტრის, ან ნებისმიერი მიმართულებით თუნდაც 500 მეტრის გავლის შემთხვევაში, შეუძლებელია სასაზღვრო ზონაში მოხვედრა, რადგან კოშკურიდან დაახლოებით 1200 მეტრია სათიბი ზოლის სიგრძე. კოშკურიდან 200-300 მეტრის მანძილი, რადიუსში, არ ითიბება და მხოლოდ საქონლის საძოვრად გამოდგება. მისი განმარტებით, ბალახის თიბვის დროს იგი თურქეთის სასაზღვრო ზოლთან 2 მეტრის მანძილზეც კი მიახლოებულა, ხოლო იყო შემთხვევები როდესაც სამხედროებმა სასაზღვრო ზოლთან 200 მეტრის მანძილზე მიახლოების უფლებაც კი არ მისცეს. სასაზღვრო ზონაში შესასვლელად და სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური საშვი, რომელშიც არ წერია თუ რა მანძილის გათიბვის უფლება აქვს მას და სამხედროები თავად მიუთითებენ კონკრეტულ მანძილს და ადგილს სადამდეც მას მისვლის უფლება აქვს.

სამხედროები გადაადგილდებოდნენ ცხენების საშუალებით. მან არ იცის მათი გადაადგილების მიზეზი. შემთხვევის დროს, ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი არ იდგა და მოგვიანებით, შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ ადგილზე გაკეთდა სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი ორი (მისთვის უცხოენოვანი) წარწერა. ერთი წარწერა გაკეთდა სოფელ უ--------–ის მხრიდან ამომავალ გზაზე, ხოლო მეორე წარწერა გაკეთდა დ-------- მ-------ის დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოწმის განმარტებით, ამ დროს კოშკურის მიმდებარე (გადმოღმა) ტერიტორიაზე მას სამოქალაქო პირი, ცხენოსნებთან ერთად არ შეუნიშნავს, ხოლო მოგვიანებით, შესვენების დროს დაიწყო მოვლენებზე დაკვირვება და შეამჩნია, რომ იქ ვიღაც იყო დაახლოებით 3 საათის გასვლის შემდეგ, ზემოდან ჩამოიარა სამხედრო მანქანამ, მოგვიანებით სოფელში მისვლის შემდეგ შეიტყო დ-------- მ-------ის დაკავების შესახებ. ასევე თავად სამხედროებმა, რომლებმაც დააკავეს დ-------- მ-------ე, მოგვიანებით უთხრეს მას, რომ დ-------- მ-------ის შეჩერება მოხდა კოშკურიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით და მეორე დღეს თვითონაც იყო ასული შემთხვევის ადგილზე სამხედროებთან ერთად რა დროსაც სამხედროებმა მას დეტალურად აღუწერეს, სად და როგორ დააკავეს დ-------- მ-------ე. ამ დროს მან განუმარტა სამხედროებს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისიც ბევრჯერ იყო ნამყოფი, თუმცა სამხედროებმა მას განუმარტეს, რომ დ-------- მ-------ე შემთხვევის დროს დამალვას ცდილობდა.

მოწმის განმარტებით დ-------- მ-------ის დაკავების ადგილიდან 300-500 მეტრის დაშორებით იგი ჩვეულებრივ თიბავდა ხოლმე ბალახს და მას პრობლემა არასდროს შექმნია, ხოლო დაკავების ადგილიდან თურქეთის საზღვრამდე დაახლოებით 1 კმ. -ია. იგი თიბავს ხოლმე 1 კმ. და 200 მეტრიან ზოლს. გარდა ამისა დ-------- მ-------ის დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ის და მისი ოჯახის წევრებიც ხშირად ყოფილან და მათ პრობლემა არასდროს შექმნიათ.

დ-------- მ-------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახში 10 პირია, ჰყავს შვიდი შვილი.

დ-------- მ-------ე ხ---–--ს რაიონის სოფელ ძ------–-ს მაცხოვრებლების მიერ ხასიათდება დადებითად, პატიოსანი შრომით შეაქვს ოჯახში შემოსავალი და რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული არ არის.

2018 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილია, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის დ-------- მ-------ის მონაწილეობით. ბრალდებულს მიეცა წინადადება ეჩვენებინა ის ადგილება, სადაც იმყოფებოდა დაკავებამდე. მან დაიწყო მოძრაობა სამხრეთის მიმართულებით. ექსპერიმენტის დაწყებიდან 30-40 მეტრში არის ჯიხური, რომელსაც ჩრდილოეთის მხარეს აქვს ფანჯარა. ჯიხურამდე არის ქვის ლოდი, რომელსაც აქვს რუსული წარწერა. ექსპერიმენტის დაწყების ადგილიდან 100-120 მეტრში არის ორი შენობა - მესაზღვრეთა ჯიხური და ქვითკირის შენობა. ბრალდებულმა გზა გააგრძელა ჩრდილოეთით და გაიარა შენობებს შორის. ქვითკირის შენობის უკან არის ლითონის წაქცეული კონსტრუქცია. 30 მეტრის გავლის შემდეგ მარცხნივ დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით მიუთითა ადგილზე საიდანაც სცადა დაერეკა თურქეთში. შემდეგ გააგრძელა გზა უკან საიდანაც შემოვიდა. აჩვენა საყარაულო ჯიხურის დასავლეთის მხარეს 40 მეტრში ადგილი სადაც იმყოფებდა, როდესაც დაინახა სხენოსანი მესაზღვრეები და გაემართა მათკენ. ამ ადგილას მოხდა მისი დაკავება. ოქმს ერთვის სქემა შესაბამისი აღნიშვნებით.

2018 წლის 15 აგვისტოს დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურა თავისი ჩვენებით დ-------- მ-------ემ.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები მისივე განმარტებით ასახავს შემთხვევის ადგილს. ამ ფოტოსურათებით ხელმძღვანელობდა მოწმეთა დაკითხვის დროს.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ქმედების 19-344-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა ქმედების ჩამდენის განზრახვის არსებობა. სავალდებულოა ქმედების ჩამდენმა იცოდეს, რომ მოქმედებს სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში დ-------- მ-------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ დ-------- მ-------ემ ჩაიდინა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. სახეზე არ არის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ყველა ნიშანი - გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ-------- მ-------ე სწორედ იმიტომ იმყოფებოდა მითითებულ ადგილას, რომ ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გასათვალისწინებელია შემთხვევის დრო - იყო დილის საათები, არ იყო შეზღუდული მხედველობის არე. იგი არ გადაადგილდებოდა მალულად, საგუშაგოდან იმყოფებოდა 250 მეტრის მოშორებით, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ გუშაგმა შეამჩნია ბრალდებული, ბრალდებულიც შეამჩნევდა საგუშაგოს. ამასთან, გასათვალისწინებელია თუ რა მიზნით უნდა გადაეკვეთა დ-------- მ-------ეს საქართველო-თურქეთის საზღვარი მალულად, როდესაც მას შეეძლო გაეარა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეზღუდვების გარეშე. თურქეთის რესპუბლიკაში იყო დასაქმებული ოჯახის წევრებთან ერთად, რაც იყო მისი შემოსავლის წყარო. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ ბრალდების მხარის მოწმე მესაზღვრეების განმარტებით მათ დაახლოებით 250 მეტრი მანძილიდან დაუძახეს დ-------- მ-------ეს შეჩერებულიყო, რასაც იგი არ დაემორჩილა, თუმცა არ ჩატარებული რაიმე საგამოძიებო მოქმედება იმის გასარკვევად გაიგებდა თუ არა ბრალდებული ამ დაძახილს. მოწმე დ------ გ------–--ე განმარტავს, რომ ბრალდებული ბალახებში ჩაიმალა, თუმცა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დგინდება, რომ მითითებულ ტერიტორიაზე არის ისეთი მაღალი ბალახი სადაც შესაძლებელია დაიმალოს ადამიანი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია შემთხვევიდან მომდევნო დღეს, ფოტოსურათებზე შეუძლებელია გარკვევა ადგილზე არის თუ არა მაღალი ბალახი, ხოლო მოწმე მესაზღვრის განმარტებით ეს ადგილი არ ითიბება. ბრალდების მხარის მოწმეები ასევე განმარტავენ, რომ მითითებულ ტერიტორიაზე არის სათანადო ბანერები განთავსებული, რითიც შესაძლებელია გარკვევა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის სასაზღვრო ზონა და შესვლა აკრძალულია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე მესაზღვრე განმარტავს ამ ტერიტორიაზე საერთოდ თიბვაც არ შეიძლება. დაცვის მხარის მოწმე ა--–---–-----ე კი განმარტავს, რომ ეს ბანერები ბრალდებულის დაკავების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში განათავსეს, რომელზეც არის წარწარა არაქართულ მისთვის უცნობ ენაზე, ა--–---–-----ემ ასევე განმარტა, რომ დ-------- მ-------ის დაკავების ადგილიდან მოშორებით იგი სხვებთან ერთად თიბავდა (განსხვავებით გუშაგის განმარტებისა, რომ ამ დროს მათ გარდა არავინ იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე). მან დაინახა მესაზღვრეების გადაადგილება მითითებულ ტერიტორიაზე თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია მომხდარის გასარკვევად, სოფელში დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ დ-------- მ-------ე დაუკავებიათ. ბრალდების მხარეს არ გაუტარებია ღონისძიებები ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ვერსიის გადასამოწმებლად. მისი განმარტებით სოფლის თავშეყრის ადგილზე ურჩიეს, რომ თურქეთში დარეკვა შესაძლებელი იყო იმ ადგილებიდან სადაც ისინი იმყოფებიან თიბვის დროს. ამ ადგილებში აქტიურდებოდა როუმინგი და იძლეოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ზარის განხორციელების შესაძლებლობას. ბრალდების მხარემ (გამომძიებელმა) შეამოწმა სიხშირე ბრალდებულის სიმამრის საცხოვრებელ ადგილზე და შეადგინა ოქმი, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია დარეკვა და ინტერნეტით სარგებლობა, თუმცა რამდენად პროფესიულია ეს შეფასება, ვინაიდან სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს, რომ სხვადასხვაა მობილური ტელეფონების შესაძლებლობები იმის მიხედვით თუ რამდენად განვითარებულია ტექნოლოგიურად, რაც აღნიშნული დასკვნის დროს გამომძიებლის მიერ არ გათვალისწინებულა, მან ოქმში ასახა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების დ-------- მ-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დ-------- მ-------ის მიერვე დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა, რომ მისი დაკავების პერიოდისათვის ტელეფონის თურქული სიმბარათიდან მართლაც განხორციელებულია ზარი არაქართულ ქსელზე. ზემოაღნიშნული გარემოებები საეჭვოს ხდის ბრალდებულის განზრახვას, რომ მას სურდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დ-------- მ-------ე იმყოფებოდა საზღვართან ახლოს და ისეთ ზონაში სადაც სპეციალური საშვის გარეშე ყოფნა არ არის ნებადართული, არ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ პირს სურდა საზღვარი გადაეკვეთა სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით. სადავოობისას მნიშვნელოვანია გარემოებები, რომელთა გაანალიზებითაც დადგინდება რამდენად უნდა ჰქონოდა პირს საზღვრის უკანონოდ კვეთის მოტივი ან მიზანი. ან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (კვეთის დრო, ადგილი, ან ხერხი) რამდენად შესძლებდა იგი მესაზღვრეებისაგან მალულად საზღვრის გადაკვეთას. ფაქტია, რომ მესაზღვრემ იგი შენიშნა საგუშაგოდან 250 მეტრის მოშორებით, ის გარემოება, რომ დ-------- მ-------ე შესაძლოა მიდიოდა ძუნძულით, ან პერიოდულად იკუზებოდა, ან გაიგო შეძახილი ,,სდექ" მაგრამ მაინც განაგრძო გზა, არის ვარაუდი იმისა, რომ მას ჰქონდა საზღვრის კვეთის განზრახვა და სწორედ ამ განზრახვის გამო მოქმედებდა ამგვარად და მაგალითად არ ეჩქარებოდა სახლში დაბრუნება, ან რაიმე დაუვარდა და ასაღებად დაიხარა, ან ვერ გაიგო დაძახება 250 მეტრის მოშორებით, ეს ვარაუდები არ არის საფუძველს მოკლებული. ისიც დადგენილია, რომ დ-------- მ-------ის შეჩერებისას იგი არ გაქცეულა, არ უცდია დამალვა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია გუშაგებისათვის, წარუდგინა პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები რაც ჰქონდა თან. თუ მან გაიგონა დაძახილი ,,სდექ" 250 მეტრიდან და ამავე დროს იმყოფებოდა საზღვრიდან 50 მეტრის მოშორებით რატომ ვერ შესძლო საზღვრის გადაკვეთა გაქცევით. გუშაგების განმარტებით მათ საეჭვოდ მიიჩნიეს ბრალდებულის ჩაცმულობა იგი არ გავდა არც მწყემსს და არც მთიბავს, რომ ეცვა თეთრი წინდები, შავი კარგად გაწმენდილი ფეხსაცმელი და კლასიკური შარვალი. სასამართლოსათვის ეს გარემოება სწორედაც ამყარებს ბრალდებულის ვერსიას, რომ იგი სტუმრად იმყოფებოდა სიმამრთან, საზღვართან მიახლოება სურდა თურქულ ქსელზე დასარეკად, უკან დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი და არ აპირებდა საზღვრის კვეთას, რადგან პირი რომელიც აპირებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას მწვანე ზოლით და შესაბამისად მრავალი კილომეტრის ფეხით გავლას, მინიმუმ ჩაიცმევს სპორტულად და თან წაიღებს ნივთებს რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოაღნიშნული გარემოებები, რომელსაც ემყარება ბრალდება არის ვარაუდი და ქმნის დაუსაბუთებელ ეჭვს, რომ ბრალდებული აპირებდა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა დანაშაულის ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობას. არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, დ-------- მ-------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ:

ყავისფერი საფულე, დ-------- მ-------ის პირადობის მოწმობა, ,,ს----------–---------ს" პლასტიკური ბარათი, მ-----–- მ-------ის პირადობის მოწმობა, ერთ დოლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა, ორი ოცლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ხუთი ლირა, ხურდა ფული სულ 1 ლარი და 80 თეთრი, გადახდის ქვითრები, ლოტოს ბილეთი, მობილური ტელეფონი ,,ს--------ს" ფირმის, ერთი ქართული და ერთი თურქული სიმბარათით, ცხვირსახოცი და სანთებელა დაუბრუნდეს დ-------- მ-------ეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე,270-272-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ-------- მ-------ე - (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. დ-------- მ-------ე - (პ/ნ 6----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი-–-----------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ს----------ს რაიონი სოფელი ხ-–--, საკადასტრო კოდი - 5-----------. (2----–-–---------–--ის №---------წ განჩინება).

3. ყავისფერი საფულე, დ-------- მ-------ის პირადობის მოწმობა, ,,ს----------–---------ს" პლასტიკური ბარათი, მ-----–- მ-------ის პირადობის მოწმობა, ერთ დოლარიანი კუპიურა, სამი ხუთლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა, ორი ოცლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ხუთი ლირა, ხურდა ფული სულ 1 ლარი და 80 თეთრი, გადახდის ქვითრები, ლოტოს ბილეთი, მობილური ტელეფონი ,,ს--------ს" ფირმის, ერთი ქართული და ერთი თურქული სიმბარათით, ცხვირსახოცი და სანთებელა დაუბრუნდეს დ-------- მ-------ეს.

4. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი