განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003160389
N1/156-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
25.09.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - მა-- ძუ-–--–--ლის
ადვოკატ - მა----–- ღვ--–-ძის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული: მა-- ძუ-–--–--ლი;
მამის სახელი: ვა-–-------;
დაბადებული: 30.06.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---;
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
კვალიფიკაცია: მა-- ძუ-–--–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2013 წლიდან, მა-- ძუ-–--–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---შ-, თავის საცხოვრებელ ბინასა და ქუჩაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - გი------ ჯა----–--ლს და არასრულწლოვან - 2010 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შვილს - ნი--- ძუ-–--–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
მა-- ძუ-–--–--ლი 2019 წლის 26 ივლისს 00:45 დააკავეს და ამავე დღეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2013 წლიდან, მა-- ძუ-–--–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---შ-, თავის საცხოვრებელ ბინასა და ქუჩაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - გი------ ჯა----–--ლს და არასრულწლოვან - 2010 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შვილს - ნი--- ძუ-–--–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: გი------ ჯა----–--ლის შეტყობინება, მოწმეების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის, ნი--- ძუ-–--–--ლის, მე--- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის და ნი--- ძუ-–--–--ლს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2013 წლიდან, მა-- ძუ-–--–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---შ-, თავის საცხოვრებელ ბინასა და ქუჩაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - გი------ ჯა----–--ლს და არასრულწლოვან - 2010 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შვილს - ნი--- ძუ-–--–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- მუხლის შენიშვნის თანახმად, 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვების წოდება, სიტყვიერი დამცირება, რაც გამოხატება უცენზურო სიტყვების დაძახებასა და უსიამოვნო სახელის წოდებაში. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.
ქმედების სისტემატიურობა გამოიხატება, თუ ის ჩადენილია სამჯერ მაინც, დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-- ძუ-–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
ბრალდებული აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდა თავისი ოჯახის წევრების ქმრის და შვილის მიმართ.
ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, გი------ ჯა----–--ლის შეტყობინება, მოწმეების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის, ნი--- ძუ-–--–--ლის, მე--- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის და ნი--- ძუ-–--–--ლს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 24.08.2010წ. დაბადებული შვილის ნი--- ძუ-–--–--ლის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, თუ მას არ შესრულებია 18 წელი. ქმედება ძალადობად რომ დაკვალიფიცირდეს, ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებული ნი--- ძუ-–--–--ლი არის არასრულწლოვანი დაბადებული 24.08.2010წ. ბრალდებულის შვილი, რომლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვა მისი ფსიქიკური ტანჯვა.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, გი------ ჯა----–--ლის შეტყობინება, მოწმეების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის, ნი--- ძუ-–--–--ლის, მე--- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების - გი------ ჯა----–--ლის, და------ ძუ-–--–--ლის და ნი--- ძუ-–--–--ლს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2013 წლიდან, მა-- ძუ-–--–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---შ-, თავის საცხოვრებელ ბინასა და ქუჩაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - გი------ ჯა----–--ლს და არასრულწლოვან - 2010 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შვილს - ნი--- ძუ-–--–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.
ორი ან მეტი პირის მიმართ ქმედება ჩადენილია იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.
ძალადობრივი ქმედებები ბრალდებულმა განახორციელა ოჯახის ორი წევრის ქმრის გი------ ჯა----–--ლის და შვილის ნი--- ძუ-–--–--ლის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ნი--- ძუ-–--–--ლი არის არასრულწლოვანი დაბადებული 24.08.2010წ. ბრალდებულის ოჯახის წევრი, მისი შვილი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-- ძუ-–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა-- ძუ-–--–--ლის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მა-- ძუ-–--–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა-- ძუ-–--–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენებით.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მა-- ძუ-–--–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 1000 (ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.
2. 2019 წლის 27 ივლისს მე--- ძუ-–--–--ლის (პ/ნ 1----------) მიერ მა-- ძუ-–--–--ლისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს 1000( ათასი) ლარის უზრუნველყოფის შედეგად, მა-- ძუ-–--–--ლ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მე--- ძუ-–--–--ლს (პ/ნ 1----------) უნდა დაუბრუნდეს მა-- ძუ-–--–--ლისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს 1000( ათასი)ლარის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა-- ძუ-–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. მა-- ძუ-–--–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პარტიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 ივლისის 00:45 საათიდან 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
3. მა-- ძუ-–--–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მე--- ძუ-–--–--ლს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს მა-- ძუ-–--–--ლისათვის (---------------) შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს 1000( ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი. ( სისხლის სამართლის საქმე N0-----------, შემოსავლის ორდე--- N6-----, გადახდილი 27.07.2---–.)
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და აღსრულდება.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში ( მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. N7ა) მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( მის. ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24).
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე