გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.09.2019
საქმის ნომერი
140310017001963514
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017001963514

საქმე № 3/157-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: ლ---- ხ----–---–ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: მ------- დ------–---–-, ზ------ კ------

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ლ---, ზ-----, ზ------ და ლ---- გ-----–---–ები

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 თებერვლის № 012/766 მიმართვის ბათილად ცნობა.

 

1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის № 2252 აქტის ბათილად ცნობა.

 

1.3. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 14 მარტის № 882016663050-19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.4. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის № 173225 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ზ----- გ-----–---–ი (პირ. № 2----------) და ლ---- ხ----–---–ი (პირ. № 0----------) ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-----------ში მდებარე, მათ თანასაკუთრებაში არსებულ მამაპაპისეულ სახლში; მას ეკუთვნის მიწის ფართი ზ----- გ-----–---–ის მიწის ნაკვეთის გვერდით; ლ---- ხ----–---–მა მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ამ ფართის რეგისტრაცია; მასალები გადაიგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა გამგეობამ უსაფუძვლოდ არ დაუდასტურა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა; შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ შეწყვიტა წარმოება.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, თუმცა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს ლ---- ხ----–---–ი, განსხვავებულია რეალური და იურიდიული მდგომარეობისაგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-----------ში მდებარე 2872,16 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1999 წლიდან № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციით ირიცხება ლ---- (ლ---) ხ----–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს. ფ. 113-114).

 

3.2.2. მის გვერდით, მომიჯნავედ მდებარე 3180,30 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1999 წლიდან № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციით ირიცხება ა----- ხ----–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს. ფ. 357-359).

 

3.2.3. 2015 წლის 3 დეკემბრიდან ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით აღირიცხა საცხოვრებელი სახლი;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 40)

 

3.2.4. საჯარო რეესტრის მიერ 2019 წლის 12 აგვისტოს მომზადებულ სისტემური აღრიცხვის დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემების თანახმად, ერთმანეთის მომიჯნავედ ფიქსირდებიან ლ--- (ლ----) ხ----–---–ი და ვ-------- გ-----–---–ი (ზ----- გ-----–---–ის მამა), ხოლო ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი მოქცეულია ლ--- (ლ----) ხ----–---–ის საკუთრებაში;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 12 აგვისტოს სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო; ს. ფ. 314).

 

3.2.5. ლ--- (ლ----), ა-----, ო----- და კ---–-- ხ----–---–ების სახელზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებში მათი მიწის ნაკვეთების ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები შეცდომითაა აღნუსხული: ნაკვეთები აღნუსხულია ამ მხარეების საპირისპიროდ;

 

მტკიცებულება: ლ--- (ლ----), ა-----, ო----- და კ---–-- ხ----–---–ების სახელზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათები (ს. ფ. 351-359), 2019 წლის 12 აგვისტოს სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო; ს. ფ. 314).

 

3.2.6. ლ---- ხ----–---–მა საჯარო რეესტრში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც სამხრეთით მდებარე ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს ემიჯნება ტეხილი კონტურით (ლურჯი ფერის გრაფიკა);

 

მტკიცებულება: 2019 წლის 12 აგვისტოს სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო; ს. ფ. 314).

 

3.2.7. ამ რეგისტრაციისათვის ლ---- ხ----–---–მა უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რაც საჯარო რეესტრის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზთან იდენტურობის დადგენის მიზნით გადაიგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის № 282272 მიმართვა (ს. ფ. 48), კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 19 დეკემბრის № 012/572 მიმართვა, კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 22 ნოემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00007 ოქმი (ს. ფ. 52-55), კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 თებერვლის № 012/766 მიმართვა, კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმი (ს. ფ. 63-66).

 

3.2.8. კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმის თანახმად, ლ---- ხ----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის სააღრიცხვო ბარათი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას; არ დასტურდება აგეგმვით-აზომვითი ნახაზის შესაბამისობა საკუთრების უფლების დამადასტურებელ მიწის ნაკვეთთან. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ზ----- გ-----–---–მაც;

 

მტკიცებულება: კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 თებერვლის № 012/766 მიმართვა (ს. ფ. 63-66).

 

3.2.9. იმის გამო, რომ ლ---- ხ----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის სააღრიცხვო ბარათი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას, საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხოლო მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 14 მარტის № 882016663050-19 (ს. ფ. 69) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის № 173225 გადაწყვეტილებები (ს. ფ. 78-82).

 

3.2.10. ნ--- გ-----–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 25 სექტემბერს, რომლის მემკვიდრეც ზ----- გ-----–---–ია;

 

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ს. ფ. 262), 2019 წლის 30 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 346-348).

 

3.2.11. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მესამე პირის - ნ--- გ-----–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ზ----- გ-----–---–ი.

 

მტკიცებულება: საოქმო განჩინება (ს. ფ. 328-329).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ლ---- ხ----–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მდებარეობა არ შეესაბამება № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციით მასზე რიცხული მიწის ნაკვეთის კოორდინატებს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია, რომ ლ---- ხ----–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც სამხრეთით მდებარე ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს ემიჯნება ტეხილი კონტურით (ლურჯი ფერის გრაფიკა);

 

ამ რეგისტრაციისათვის ლ---- ხ----–---–მა უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რაც საჯარო რეესტრის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზთან იდენტურობის დადგენის მიზნით გადაიგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმის თანახმად, ლ---- ხ----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის სააღრიცხვო ბარათი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას; არ დასტურდება აგეგმვით-აზომვითი ნახაზის შესაბამისობა საკუთრების უფლების დამადასტურებელ მიწის ნაკვეთთან.

 

ამ აქტის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ლ---- ხ----–---–ის მიერ საჯარო რეესტრის სამსახურში წარადგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუნდაც ვიზუალური შეფასებით, აშკარად არ შეესაბამება მის სახელზე № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას: მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი სამხრეთით მდებარე ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს ემიჯნება ტეხილი კონტურით (ლურჯი ფერის გრაფიკა) მაშინ, როდესაც მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში სულ სხვა კონფიგურაციითაა აღნუსხული მისი საკუთრება.

 

ის ფაქტი, რომ ლ--- (ლ----) ხ----–---–ის სახელზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში მისი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები აღნუსხულია შეცდომით (ამ მხარეების საპირისპიროდ), ლ---- ხ----–---–თან მიმართებაში მდგომარეობას ვერ ცვლის, რამდენადაც მისი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების სისწორე ჩრდილოეთის მხრიდან შეფასდება თუ სამხრეთის მხრიდან, არ იცვლება ამ ნაკვეთის კონფიგურაცია, რაც არის სწორი, მართკუთხედის ფორმის, ხოლო ლ---- ხ----–---–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი სამხრეთით მდებარე ლ---- ხ----–---–ისა და ნ--- გ-----–---–ის (ზ----- გ-----–---–ის დედა) თანასაკუთრებაში № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს ემიჯნება ტეხილი კონტურით.

 

ამდენად, ცალსახად დადგენილი და დადასტურებულია, რომ კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმში მითითებული ინფორმაცია და ფაქტები ზუსტი და რეალური მდგომარეობის ამსახველია.

 

საქმის განხილვისას მხარეთა განმარტებით გაირკვა, რომ შეუსაბამოა არამხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზში სამხრეთით არსებული საცხოვრებელ სახლთან ტეხილი კონტურით მიწის ასახვა, არამედ სახლიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გავლებული ხაზი გადადის მესამე პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში.

 

აქედან გამომდინარე, კანონშესაბამისია კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა იმ ფაქტის აღიარება, რომ ლ---- ხ----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის სააღრიცხვო ბარათი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

დადგენილია, რომ ლ---- ხ----–---–მა საჯარო რეესტრში უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა № 6--0--0--1-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რაც საჯარო რეესტრის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზთან იდენტურობის დადგენის მიზნით გადაიგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხოლო მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ლ---- ხ----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის სააღრიცხვო ბარათი არ შეესაბამება აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და ადგილმდებარეობას, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 14 მარტის № 882016663050-19 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის № 173225 გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ლ---- ხ----–---–თან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველიც.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სხვა და სხვა აქტების კანონიერება; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 200 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 200 ლარი.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო საადვოკატო მომსახურების ხარჯი ანაზღაურებული ვერ იქნება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ლ---- ხ----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ კ------–------ს ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადილზე დათვალიერების შესახებ № 00017 ოქმისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 თებერვლის № 012/766 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ლ---- ხ----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის № 2252 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ლ---- ხ----–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 14 მარტის № 882016663050-19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. ლ---- ხ----–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 17 მაისის № 173225 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მ------ მ-----–---–-ს მიერ 2017 წლის 26 ივნისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 (ორასი) ლარი (საგადახდო დავალება № 1, რეფერენსი 5576533020) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. ლ---- ხ----–---–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი