განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002648209 M M
№1/276-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2019 წელი ქ.თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა
შორენა მარგალიტაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორის – ე-–------------–---–ის
ბრალდებულ - ლ---- ბ----–---–ის
ადვოკატის - ზ------ ბ----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ლ---- ბ----–---–ი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 1----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: დედოფლისწყარო, თ-----ის ქუჩა ბინა 101
მცხოვრები: იმავე მისამართზე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ---- ბ----–---–ი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კერძოდ, 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ.დედოფლისწყაროში, თბილისის მიმართულებით ,,აუდის“ მარკის ნომერ T------ ავტომობილით, ჰ------ის ქუჩაზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, რომლის მიხედვითაც „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება,“ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ლ---- ბ----–---–ი. ამ დროს მას გაცნობიერებული ჰქონდა, რა ზემოხსენებული ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“ და შეეჯახა გვერდულზე გაჩერებულ „ვაზ-2107“ მარკის, სახელმწიფო ნომრით M------ ავტომანქანას, რომელშიც იმყოფებოდა მძღოლი ო-----------–---–ი, ხოლო შემდეგ შეეჯახა ქვეით ნ----------–-–---–ს, რომელსაც ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმისა და ტოტალური სისხლჩაქცევის სახით მიაყენა, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ნ----------–-–---–ი გარდაიცვალა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2. ბრალდებულმა ლ---- ბ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ მთლიანად სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 10 მაისს დილით „აუდის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ქ.დედოფლისწყაროში, ჰ------ის ქუჩაზე, წრიულის მიმართულებით. ბაზარს როდესაც მიუახლოვდა, დაინახა, რომ მარცხნიდან, ბაზრის მხრიდან, სავალ გზაზე გადმოვიდა ღია ფერის „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსი. მან დაუსიგნალა, რომ გზა არ გადმოეჭრა და თან დაამუხრუჭა. დამუხრუჭების მიუხედავად, მისმა ავტომანქანამ გააგრძელა სვლა, გაცურდა, მან ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გასცდა მიკროავტობუსს და შეეჯახა გზის მარჯვნივ გაჩერებულ „ვაზ-2107“ მარკის ავტომობილს, შემდეგ კი ფეხით მოსიარულე გოგონას. შეჯახების შემდეგ მან თვითონ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.
3. დაზარალებულ ზ------ კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის შვილს ნ----------–-–---–ს შეეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ---- ბ----–---–ი. შეჯახების შედეგად მისი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი ითხოვს, რომ დაისაჯოს ლ---- ბ----–---–ი.
4. მოწმე ო-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავს „ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანა. 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში იმყოფებოდა დედოფლისწყაროს ჰ------ის ქუჩაზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ავტომანქანა გაჩერებული იყო ბაზრის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის კუთხეში და მანქანიდან ყიდდა ცოცხებს. ფეხზე დგომით რომ დაიღალა, ჩაჯდა ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძელში. დაახლოებით ხუთ წუთში უკნიდან იგრძნო ძლიერი შეჯახება და დაკარგა გონება. გონებაზე საავადმყოფოში მოვიდა.
5. მოწმე ბ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დისტრიბუტორად. 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში სამსახურის ავტომანქანით „ფორდის“ მიკროავტობუსით, შვილთან, გ-------სთან ერთად, იმყოფებოდა დედოფლისწყაროში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში შეიტანეს პროდუქცია და უნდა გადასულიყვნენ ქუჩის მეორე მხარეს. მისი შვილი წავიდა ფეხით, თვითონ ავტომანქანით დაიწყო მოძრაობა ბაზრიდან მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიებისკენ. მოძრაობის დაწყებისთანავე დაინახა, რომ მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით მოძრაობდა „აუდის“ მარკის ავტომანქანა. ამის დანახვაზე მან გააჩერა ავტომანქანა. „აუდის“ მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭების შემდეგ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, „აუდი“ გაცურდა, მის წინ თავის სავალ ზოლში ჩაიარა და შეეჯახა მაღაზიის წინ გაჩერებულ „ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანას. „აუდი“ მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში და მას წინ არავითარი დაბრკოლება არ ჰქონდა.
6. შეჯახების შემდეგ ის გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა შეჯახების ადგილზე და ნახა, რომ „აუდი“ ასევე შეეჯახა გოგონას. გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანამ გადაიყვანა.
7. მოწმის გ------- ს------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში მამამისთან ბ------------–---–თან ერთად „ფორდის“ მიკროავტობუსით, იმყოფებოდა დედოფლისწყაროში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში შეიტანეს პროდუქცია და უნდა გადასულიყვნენ ქუჩის მეორე მხარეს. თვიოთონ ფეხით წავიდა მაღაზიებისკენ, ხოლო მამამისმა დაძრა მიკროავრობუსი. ის მამამისის მანქანას ფეხით მიყვებოდა უკან. მან დაინახა, რომ მამამისმა მალევე გააჩერა მანქანა და შემოესმა მუხრუჭის ხმა. დაინახა, რომ გაცურებულმა „აუდის“ მოდელის მანქანამ თავის სამოძრაო ზოლში ჩაუარა წინ და შეეჯახა გზის გვერდულზე მდგომ „ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანას და ფეხით მოსიარულე გოგოს, რომელმაც დაკარგა გონება. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფო დახმარების ავტომანქანამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
8. მანვე აჩვენა, რომ „აუდი“ მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში და მას წინ არავითარი დაბრკოლება არ ჰქონდა.
9. გამომძიებელმა მ-----–--------–---–მა დაადასტურა, რომ მან დაათვალიერა შემთხვევია ადგილი და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.დედოფლისწყაროში, ჰ------ის ქუჩაზე და წარმოადგენს საავტომობილო გზას. გზა მოასფალტებული და მშრალია, დეფექტების გარეშეა. გზის სიგანეა 12 მეტრი. გამყოფი ზოლი არ აღინიშნება. შემთხვევის ადგილზე თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს არსებულ მაღაზიის კუთხესა და განათების ბოძს შორის გაჩერებულია თეთრი „ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M------. ავტომანქანა მთლიანად დაზიანებულია. ამავე სავალ ნაწილზე გაჩერებულია „აუდის“ მარკის ნომერ T------ ავტომანქანა, რომლის წინა და უკანა მარჯვენა საბურავები გზის კიდიდან ერთი მეტრითაა დაშორებული. ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ნაწილი და გვერდი. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა საბურავის კვალი. მარჯვენა კვალის სიგრძეა 12 მეტრი, რომელიც წყდება 6 მეტრის მანძილზე, ისევ გრძელდება 8 მეტრის სიგრძეზე და მთავრდება ავტომანქანა „ვაზ-2107-თან“. მარცხენა კვალი არის 14 მეტრის სიგრძის და მთავრდება ავტომანქანა „აუდთან“ დათვალიერების დროს შედგა სქემა-ნახაზი და ამოღებულია ორივე ავტომანქანა. (ს.ფ4-12)
10. ს----------–----–------------------------------------------------------–-------------------------------------------------ის ექსპერტ ა-----–--------–---–-სა და 2018 წლის 30 მაისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- ბ----–---–ის მოქმედება არ შესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
11. მოცემულ შემთხვევაში მძღოლების მძღოლ ბ------------–---–ისა და ო-----------–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება. (ს.ფ 115-117)
12. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხენ მოწმეები, ზ-------------–---–ი რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და პ---------–--ე, რომელმაც დააკავა ბრალდებული.
13. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმის ო------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ქიმიური-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ო-----------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ----------–-–---–ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლო მთლიანად იზიარებს ლ---- ბ----–---–ის ჩვენებას რომლითაც მან თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–ი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სახელდობრ, მის ჩვენებას ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა ნახაზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.დედოფლისწყაროში, ჰ------ის ქუჩაზე და წარმოადგენს საავტომობილო გზას. გზა მოასფალტებული და მშრალია, დეფექტების გარეშეა. გზის სიგანეა 12 მეტრი. გამყოფი ზოლი არ აღინიშნება. შემთხვევის ადგილზე თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს არსებულ მაღაზიის კუთხესა და განათების ბოძს შორის გაჩერებულია თეთრი „ვაზ-2107“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M------. ავტომანქანა მთლიანად დაზიანებულია. ამავე სავალ ნაწილზე გაჩერებულია „აუდის“ მარკის ნომერ T------ ავტომანქანა, რომლის წინა და უკანა მარჯვენა საბურავები გზის კიდიდან ერთი მეტრითაა დაშორებული. ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ნაწილი და გვერდი. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა საბურავის კვალი. მარჯვენა კვალის სიგრძეა 12 მეტრი, რომელიც წყდება 6 მეტრის მანძილზე, ისევ გრძელდება 8 მეტრის სიგრძეზე და მთავრდება ავტომანქანა „ვაზ-2107-თან“. მარცხენა კვალი არის 14 მეტრის სიგრძის და მთავრდება ავტომანქანა „აუდთან.“
15. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემთხვევის ადგილზე დატოვებულ მუხრუჭის კვალს. რომლის სიგრძეა 12 მეტრი, შემდეგ წყდება კვალი 6 მეტრის მანძილზე და ისევ გრძელდება 8 მეტრის სიგრძეზე. აღნიშნული მუხრუჭის კვალის მიხედვით ავტოტექნიკურ ექსპერტს დადგენილი აქვს ავტომანქანა „აუდის“ სიჩქარე, კერძოდ, „აუდი“ შეჯახებამდე მოძრაობდა მინიმუმ 64 კმ საათით და უფრო მეტი სიჩქარით. ანუ მძღოლ ლ---- ბ----–---–ს დარღვეული აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება,“ ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით „თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.“
16. საქმის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დგინდება, რომ დასახლებულ პუნქტში, ქალაქ დედოფლისწყაროში, შემთხვევის ადგილზე მოძრაობა ნებადართული იყო 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ასეთი საგზაო ნიშანი დაფიქსირებული არ არის. ამდენად, ლ---- ბ----–---–ის მიერ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი სასამართლოს დადგენილად მიაჩნია.
17. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს ავტოსაგზაო შემთხვევის მოწმეების ბ------------–---–ისა და გ------- ს------–---–ის ჩვენებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ავტომანქანა „აუდს“ თავის სამოძრაო ზოლში, წინ რაიმე დაბრკოლება არ ჰქონია. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილი „ფორდი“ სავალ ნაწილზე გასვლისთანავე გაჩერდა ავტომანქანა „აუდის“ სავალი ნაწილის საპირისპირო სავალ ნაწილზე, შესაბამისად იგი „აუდის“ მძღოლ ლ---- ბ----–---–ისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ლ---- ბ----–---–ი თუ იმოძრავებდა მუხრუჭის გარეშე, დაშვებული სიჩქარით, მომხდარ საგზაო შემთხვევას აგდილი არ ექნებოდა და დაიცავდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნასაც, რომლის მიხედვითაც „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“
18. გარდა აღნიშნულისა, არასადავო მტკიცებულებებით, ტრასოლოგიური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ნ----------–-–---–ს დაზიანებები მიღებული აქვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და ეს დაზიანებები მიზეზობრივ კავშირშია გარდაცვალებასთან.
19. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ნ----------–-–---–ის გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
20. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
21. ლ---- ბ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
22. დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
23. ლ---- ბ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძველი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით.
24. ლ---- ბ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
25. ლ---- ბ----–---–ი დაკავებული და შესახლებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
26. ლ---- ბ----–---–ის დაკავება და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში შესახლება დაევალოს პროკურორს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს.
27. ლ---- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან.
28. ლ---- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან, 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
29. ყადაღა მოეხსნას ლ---- ბ----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ გ--–-------------–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
30. ნივთიერი მტკიცებულებები - „აუდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით T------, იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, „ვაზ-2107-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M-------, იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
31. ლ---- ბ----–---–ის და ო-----------–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
32. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
33. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური