გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2019
საქმის ნომერი
140310019003202606
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003202606

საქმე №3/235-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე - ზ----- წ-–---–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - ნ----- გ------–---–ი

 

დაინტერესებული მხარე - ს------- ჯ------–-–---–ი

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ნ----- გ------–---–ის მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 23 სექტემბერს ზ----- წ-–---–---–მა, როგორც ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სამმართველოს და დაიწყო გამოიძება შემდეგ ფაქტზე: პაპა ძალადობდა შვილიშვილზე და მისი თანდასწრებით უყურებდა პორნოგრაფიული მასალის შემცველ ფილმებს. ამ ფაქტის ირგვლივ სხვებთან ერთად დაიკითხა ს------- ჯ------–-–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ზ----- წ-–---–---–ი ძალადობდა მასზე. ამის შემდეგ, ნ----- გ------–---–ის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი ზ----- წ-–---–---–ის მიმართ, სადაც მითითებული იყო, რომ ნ.გ------–---–მა ზ----- წ-–---–---–ის საჩივრიდან გამოითხოვა მასალები. გამოკითხვისას, ზ.წ-–---–---–მა უარყო ძალადობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ თითქოს ყოფილმა მეუღლემ - ზ.წ-–---–---–მა ს------- ჯ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რისი დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. აგრეთვე, საინტერესოა როგორ მოხვდა ეს მასალები ნ----- გ------–---–ის ხელში, როდესაც გამომძიებელი იყო სულ სხვა პიროვნება, კერძოდ, გ------- მ-----–-–---–ი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ლ-–- წ-–---–---–ი ორჯერ არის დაკითხული. პირველად 2019 წლის 23 სექტემბერს, ხოლო მეორედ 2019 წლის 24 სექტემბერს და სწორედ აქ ამბობს, რომ თითქოს ზ.წ-–---–---–ი სახლში ნასვამი მიდიოდა, კომპიუტერთან თამაშობდა, სახელფასო ბარათს ითხოვდა, ძალადობდა და ა.შ. თუმცა არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. მანვე განმარტა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრის შესახებ და ს.ჯ------–-–---–ს ამიტომ სჭირდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რათა ზ.წ-–---–---–ის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ნ----- გ------–---–ის მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი - ნ----- გ------–---–ი არ დაეთანხმა ზ----- წ-–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 24 სექტემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ნ.გ------–---–ის განმარტების თანახმად, 2019 წლის 23 სექტემებრს დაიწყო გამოიძება და პირველ რიგში დაიკითხა არასრულწლოვანი პაპასთან მიმართებაში, ნამდვილად აყენებდა თუ არა იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას და აყურებინებდა თუ არა პორნოგრაფიას. ეს ფაქტები ბავშვმა უარყო. შემდეგ, როდესაც ს------- ჯ------–-–---–ი დაიკითხა, გამოიკვეთა, რომ მას მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილთან ერთად და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა მეორედ არასრულწლოვანი, საპროცესო ნორმების სრული დაცვით. ს------- ჯ------–-–---–მა აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 სექტემებრს ზ----- წ-–---–---–ი მიუვარდა სახლში მას და სიცოცხლის ხელყოფითაც დაემუქრა, გამომძებელმა ჩათვალა, რომ ნ.გ------–---–ი ჩართულიყო საქმეში და გამოეცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მიმდინარეობს გამოძიება. ნ.გასიტასვილმა ასევე განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ზეპირად გაესაუბრა ს.ჯ------–-–---–ს.

 

2.2.დაინტერესებული მხარის პოზიცია

დაინტერესებულმა მხარემ - ს.ჯ------–-–---–მა განმარტა, რომ მასსა და ზ.წ-–---–---–ს შორის ნამდვილად მიმდინარეობს სამოქალაქო დავა. 2019 წლის 12 სექტემბერს, ზ.წ-–---–---–ი მივიდა ს.ჯ------–-–---–ის სახლში და სთხოვა ბავშვის ნახვა, რაზეც უარი არ მიუღია. ამის შემდეგ, მის მიმართ დაიწყო გინება, რაზეც ს.ჯ------–-–---–ის მამამ უთხრა, რომ დაეტოვებინა სახლი, რადგან ბავშვი უკვე ნახა. ამ სიტყვებზე ზ.წ-–---–---–ი გაღიზიანდა და ს.ჯ------–-–---–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა, პოლიციისთვის არ მიუმართავს. ზ.წ-–---–---–ი ს.ჯ------–-–---–ზე ფიზიკურად ძალადობდა, რის შესახებაც განმარტა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2019 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ნ----- გ------–---–ის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, (მსხვერპლი ს------- ჯ------–-–---–ი; მოძალადე - ზ----- წ-–---–---–ი:), აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთა მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ნ----- გ------–---–ის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3.2 2019 წლის 25 სექტემბერს №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ინციდენტის ფაბულა: ზ----- წ-–---–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------- ჯ------–-–---–ს; მოძალადემ მსხვერპლს სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, 2019 წლის 12 სექტემბერს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შემაკავებელი ორდერის №0----- ოქმი;

 

3.3 ზ----- წ-–---–---–სა და ს------- ჯ------–-–---–ს ჰყავთ 1 არასრუწლოვანი შვილი, მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

 

სამოტივაციონაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ს------- ჯ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შესახებ და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მასზე ძალადობის ჩადენის რისკი.

 

5. კანონები, რომლითაცსასამართლომიხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივიშეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ს------- ჯ------–-–---–ი და ზ----- წ-–---–---–ი არიან ყოფილი მეუღლეები, მათ ჰყავთ ერთი არასრუწლოვანი შვილი, ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ს------- ჯ------–-–---–ის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას არ ჰქონია ადგილი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. სასამართლო უპირველესყოვლისა განმარტაავს, რომ განიხილავს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს და არა სამოქალაქო დავას, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და არც იმ საკითხს იხილავს, რაზეც გამოძიებაა დაწყებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ შსს კასპის რაიონულ სამმართველოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ზ----- წ-–---–---–მა არაერთხელ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ს------- ჯ------–-–---–ს, ასევე 2019 წლის 12 სქეტემბერს მასზე განახორციელა მუქარა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შურაცხყოფა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს არა უშუალოდ მუქარის განხორციელების ფაქტზე, არამედ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენის გზით უნდა დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ზ----- წ-–---–---–ის მხრიდან ს------- ჯ------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიქიკური ძალადობის ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს ს------- ჯ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შესახებ, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ს------- ჯ------–-–---–მა.

 

ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა მხარეებს შორის არსებული დაძაბული ვითარება, მიუხედავად იმის, რომ ისინი ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ასევე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ზ.წ-–---–---–ის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს ს.ჯ------–-–---–ის მიმართ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სასამართლო მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ისე მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელმა გამოკითხულ მოწმეთაგან მიიღო ინფორმაცია ს.ჯ------–-–---–ის მიმართ ზ.წ-–---–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტზე, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, შემაკავებელი ორდერის გამოცემის სახით. ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით და რა გზით ან საშუალებით შეიტყობს პოლიცია ძალადობის შესახებ, იგი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები. სასამართლო ამასთან დაკავშირებით უთითებს, პოლიციის შესახებ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარ ქმედებას, ასევე ფიქიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზ----- წ-–---–---–ის მხრიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ზ----- წ-–---–---–ის მხრიდან ხდება ყოფილი მეუღლის - ს------- ჯ------–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ზ----- წ-–---–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის პრევენციის ღონისძიება, ძალადობის განმეორების ალბათობის აღსაკვეთად და მისი გამოცემისთვის სრულიად საკმარისია მსხვერპლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და კონფლიქტის არსებობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ზ----- წ-–---–---–ის სარჩელი საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ----- გ------–---–ის მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძისქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძისქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული