განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119002956810
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1746-19

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინა მანჯგალაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ლ-–----------–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - კ----------------ი

 

ბრალდებული - კ------- ხ------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული: ჭ----------------------------–-–-------–ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ--–----------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

ბრალდებული - ლ----------------იძე, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა: კ------- ხ------–--ემ და ლ----- ვ-----------ძემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

1.1 2----–-–----------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ. თბილისში, ა-----–-------–----------------------------ში მდებარე ე-–--- ბ-–-----------იას საცხოვრებელ ბინაში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ საქართველოს ში-----------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------------------–---------------–----------------------------------------–--------------ბი - ლ----------------იძე და კ------- ხ------–--ე. პ--------–-------------ებმა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ე-–--- ბ-–-----------ია მათი შეხედულებით იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად - სათანადოდ არ შეაფასეს ადგილზე შექმნილი ვითარება, კერძოდ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საფრთხის აღმოფხვრამდე, ა-–-------------------–-–---–ს მისცეს ე-–--- ბ-–-----------იასთან მიახლოების საშუალება, რის გამოც საქართველოს შ---------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–--------------------------------------–მა ა-–-------------------–-–---–მა მოახერხა და ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, სამსახურებრივი ,,H---” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საძინებელ ოთახში, ე-–--- ბ-–-----------იას შვილის - თ------------ის თვალწინ, ზურგის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიაყენა ოჯახის წევრს მეუღლეს - ე-–--- ბ-–-----------იას, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია ლოგინზე მყოფ მცირეწლოვან თ------------იდან 15 სანტიმეტრში დაეცა. ამასთან, ე-–--- ბ-–-----------იამ სროლის შედეგად დაინახა თუ როგორ შეეღება სისხლით სახე და ტანსაცმელი მის მცირეწლოვან შვილს, რამაც გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამის შემდეგ, ა-–-------------------–-–---–მა ამავე იარაღიდან სამზარეულოს შესასვლელთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, 3-ჯერ ესროლა თ------------ის მამას -მ------ გ-----ეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულმკერდის და მუცლის არეში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

2.2. კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ე-–--- ბ-–-----------იას, ტ------ა ბ-–-----------იას, ლ------------–--ლის, კ--------------–-----–---–ის, ბ---–---------------ის, ა-–------------–------ოს და გ-------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულების მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ,,H---” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, მასრებით, ტყვიის გულებით და გულის ფრაგმენტებით, ა-–-------------------–-–---–ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით და აღებული სისხლის ნიმუშით, ა-–-------------------–-–---–ის ანაწმენდის აღების ოქმით და აღებული ანაწმენდით, კ------- ხ------–--ისგან დენთის კვალის აღების ოქმით და აღებული დენთის კვალით, ლ----------------იძისგან სამსახურებრივი სამხრე აუდიო-ვიდეო კამერის ამოღების ოქმით, ამოღებული სამხრე კამერა N---- და კამერაზე არსებული ვიდეოჩანაწერით, ე-–--- ბ-–-----------იას ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ამოღებული ტანსაცმელით, პლედით, ბალიშის პირით, თ------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმელით, ა-–-------------------–-–---–ის ტანსაცმლის ამღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმლით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის N------ ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით, ბიოლოგიური (გენეტიკურ სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამონაწერები კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ა-–-------------------–-–---–ის მიმართ, 2----–-–------------რის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა-–-------------------–-–---–ის მიმართ.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ობიექტურად დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, რაც შესაძლოა განხორციელდეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში იგულისხმება მისი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება. იმისთვის რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საჭიროა რომ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ როდესაც ადამიანის სიკვდილი სახელმწიფო მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია, რა დროსაც დამნაშავე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით, თვითიმედოვნების ან დაუდევრობის სახით.

 

4.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ კ------- ხ------–--ე და ლ----------------იძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც 2----–-–----------ს, შემთხვევის ადგილზე გამოძახების დროს, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, ა-–-------------------–-–---–ს მისცეს საშუალება გასროლა განეხორციელებინა ე-–--- ბ-–-----------იას და მ------ გ-----ის მისამართით. ბრალდებულების მხრიდან, თავიანთი უფლება-მოვალეობების ჯეროვანი შესრულების პირობებში, თავიდან იქნებოდა არიდებული მძიმე შედეგი.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.5. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ------- ხ------–--ემ და ლ----------------იძემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც, ისინი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.4. სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოთ კ------- ხ------–--ესა და ლ----------------იძეს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

 

6.5. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებას, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს - მოცემულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი დადგა გაუფრთხილებლობით, მათ პირად და ეკონომიკურ პირობებს - არიან დაოჯახებულები, ორივე მათგანი იყო საჯარო მოხელე, კერძოდ სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს), სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალები, მათი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას, არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულ მათგანს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა.

 

6.6. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კ------- ხ------–--ისა და ლ----------------იძის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არიან ნასამართლევები, აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობითად. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების სახეს, ფორმას, მათ პიროვნულ მახასიათებლებს და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითა და გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, კ------- ხ------–--ესა და ლ----------------იძეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საზოგადოებას და განაგრძონ ცხოვრება საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე.

 

6.8. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. კ------- ხ------–--ისა და ლ----------------იძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია გამოსაცდელი ვადის მინიმალური ოდენობით - 1 წლით გამოყენება. მათ გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროთ 3 წელი, რომლის განმავლობაშიც მათ ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------- ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

ლ----------------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მათ შემტან პირს.

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულების კ------- ხ------–--ის და ლ----------------იძის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულებები:

· 1 ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე