განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003180159
#1/181-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–- ლ-----–---–--,ბრალდებულ - მ-------- ც--------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033010719001
ბრალდებულ მ-------- ც-------- მიმართ
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადებული: 3-.0-.1--- წელი
პირადი №-----------
განათლება: ს-–----–-- გ------–---- მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: თ--------–-, სოფელი ნ--–-------–-, მ------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------, ნ----- ქ---- №--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ-------- ც-------- ჩაიდინა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მცდელობა, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1 ივლისს, შუადღის საათებში, ს----------- რაიონის, სოფელ ი------------–--–-, შპს „-- G------ P------ 2”-ის მენეჯერ ბ---- შ-------------- მივიდა მ-------- ც-------, რომელსაც მისგან სურდა 150 ტონა ხორბლის შეძენა და ადგილზე მიყვანილი ჰყავდა 3 სატვირთო ავტომობილი. შეთანხმდნენ, რომ მ-------- ც------- მას ერთ კილოგრამ ხორბალში გადაუხდიდა 55 თეთრს, ხოლო, ანგარიშსწორება მოხდებოდა უნაღდოდ, საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ლოდინის დროს, მ-------- ც-------- იმავე ტერიტორიაზე მდგარი სასწორის ქვეშ დაამაგრა მის მიერ კუსტარულად დამზადებული ელექტრონული მოწყობილობა და აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით, მ-------- ც------- აპირებდა სასწორზე ასახული წონის შემცირებას და ბ---- შ---------- მოტყუებას წონაში, რის შედეგადაც, შპს „-- G------ P------ 2”-ს მიადგებოდა ქონებრივი ზიანი.
ესე იგი, მ-------- ც-------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მ-------- ც-------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-------- ც-------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 19 სექტემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ-------- ც-------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-------- ც-------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-------- ც-------- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №1713777 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; დადგენილება ბ---- შ---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ბ---- შ---------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ------- კ-----–-–---–--, თ----- ძ---–--–---–--, რ------ კ---–-------- და გ--- ბ---------–---- გამოკითხვის ოქმები; მ-------- ც-------- აღიარებითი ჩვენებები, მ-------- ც-------- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ-------- ც-------- ჩაიდინა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მცდელობა, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მ-------- ც-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ-------- ც-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------- ც-------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------- ც------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გაუქმდეს მ-------- ც-------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს „-----------–--- ბ---–-“ გადახდილი თანხა - 1000 ლარის ოდენობით და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - მ-------- ც-------ს (პირადი ნომრით 2----------).
3. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ობიექტები - დენის წყარო და პულტი, რაც შემდგომ საექსპრტო კვლევის მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში დაბრუნების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ბიოლოგიური ანაწმენდები და მ-------- ც-------- ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი