განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
210100119003119091
დავის ტიპი
117 2
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210100119003119091

saqme #1/147-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ნოზაძემ

ნათია გოჩიტაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბ------ შ---–---–-ს

ბრალდებულ _ ზ------ მ--–-–---–ის

ადვოკატ - გ--------- ჩ--------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N034040619001

 

ბრალდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ

დაბადებული: 2-.1--1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

განათლება: უმაღლესი განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რ----------------–-- თ---–------------------------------–------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------------------–--------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობათა განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ზ------ მ--–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 04 ივნისს, ღამის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ბ----------–- მდებარე შიდა საუბნო გზაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ მ--–-–---–მა თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის არაერთი დარტყმით სცემა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის მეგობარს ბ--- ჭ---–---–ს, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილ იქნა შპს „ არქიმედეს კლინიკა სიღნაღში “, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

ესე იგი, ზ------ მ--–-–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ზ------ მ--–-–---–მა მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------ მ--–-–---–ის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 06 აგვისტოს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინა სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ მ--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ მ--–-–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

მოწმეების ჟ--–---- ზ------აშვილის, გ------ გ----–--–---–ის, ვ----– ჯ--–--–---–ის, შ--–-- ზ------აშვილის, გ------- ჭ-------–---–ის, დ----- ჩ------–---–-ს, ზ------ მ--–-–---–ის, თ----- ზ-----–-–---–-ს, ი----- ქ–-----–---–-ს, გ------- მ--–-–---–ის და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს------- ყოჩიაშვილის გამოკითხვის ოქმები შემთხვევის ადგილს დათვალიერების ოქმი, ბ--- ჭ---–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ზ------ მ--–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ზ------ მ--–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ბ--- ჭ---–---–ის სამედიცინო ბართის ასლი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთ შეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ზ------ მ--–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ------ მ--–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ------ მ--–-–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ზ------ მ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს:

 

ზ------ მ--–-–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, იგი ნასამართლობის არმქონეა, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ ჩადენილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედება მიმართულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ რასაც მოჰყვა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, ამასთან მის მიერ ჩადენილია ქმედება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ბრალდებულის ქმედებების უმართაობა, რასაც მოჰყვა ისეთი სავალალო შედეგი როგორიცაა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ზ------ მ--–-–---–ის სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მხედველობაშია მისაღები ზ------ მ--–-–---–ის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. სასამართლო სსკ-ის 117- ე მუხლთან მიმართებაში განმარტავს „დაზიანება რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის “ წარმოადგენს აუცილებელს პირობას ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა. ხოლო სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისთვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და მაშინვე შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი. სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს იგივე ქმედებას რამაც გამოწვია სიცოცხლის მოსპობა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან N500472-819 დგინდება რომ დაზარალებულ ბ--- ჭ---–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზი „ თავის ქალის ღია ბლაგვი ტრამვა რასაც მოჰყვა ქალა სარქვლის და ფუძის ძვლის მოტეხილობამ თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალურო სისხლჩაქცევა“. სასამართლო განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას მოჰყვა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. ამდენად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელბულ ძალადობრივ ქმედებასა და დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას შორის.

 

აქედან გამომდინარე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მას უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ მ--–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის 06 (ექვსი) თვის ვადით

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 2-2-2-3-ე მუხლებით და,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ზ------ მ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გაუქმდეს ზ------ მ--–-–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ------ მ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა ჩაეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 ივნისიდან.

 

4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

ბრალებულ ზ------ მ--–-–---–ის ტანსაცმელი, ხურდა ფული, დაზარალებულ ბ--- ჭ---–---–ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წნორის პოლიციის განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოლურჯო ფერის პერანგის ნაწილები, მონაცრისფერო ფერი მაისურის ნაწილები, სისხლისმაგვარი ლაქები, ბ--- ჭ---–---–ის ფრჩხილის ნიმუში, ბ--- ჭ---–---–ის სისხლის ნიმუში და ზ------ მ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წნორის პოლიციის განყოფილებაში განადგურდეს.

 

5.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე