განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
340100119003128870
დავის ტიპი
353 1
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003128870

№1/137-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - ი-–-- მ-----–-–---–ის

ადვოკატ - მ------ მ--------–---–ის

ადვოკატ - ვ-–- ტ-----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ი-–-- მ-----–-–---–ი

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 1----–-–-------------------

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ---------–------–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------–------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ი-–-- მ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ძალადობის გამოყენებით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 19 ივნისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე საგამოძიებო მოქმედების, ჩხრეკის, ჩატარების მიზნით, ქ--–----------––---------------------–- მდებარე დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და ატარებდნენ ჩხრეკას, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები ი-–-- მ-----–-–---–ი და ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის, თუმცა, სამართალდამცველებმა არ მისცეს უფლება, რომ დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლის ეზოსა და მის წინ ქუჩაში, ი-–-- მ-----–-–---–ი კვლავ დახვდა პოლიციელებს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანილ იქნა შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სადაც ი-–-- მ-----–-–---–მა ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია და არ აძლევდა მათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს გ------- გ------–-–---–ს, თ----- მ-------ესა და ი-----–- პ-------–---–ს.

 

ი-–-- მ-----–-–---–ი 2019 წლის 19 ივნისს 19:24 საათზე დააკავეს და 2019 წლის 21 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 19 ივნისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე საგამოძიებო მოქმედების, ჩხრეკის, ჩატარების მიზნით, ქ--–----------––---------------------–- მდებარე დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და ატარებდნენ ჩხრეკას, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები ი-–-- მ-----–-–---–ი და ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის, თუმცა, სამართალდამცველებმა არ მისცეს უფლება, რომ დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლის ეზოსა და მის წინ ქუჩაში, ი-–-- მ-----–-–---–ი კვლავ დახვდა პოლიციელებს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანილ იქნა შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სადაც ი-–-- მ-----–-–---–მა ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია და არ აძლევდა მათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს გ------- გ------–-–---–ს, თ----- მ-------ესა და ი-----–- პ-------–---–ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - თ----- მ-------ის, ი-----–- პ-------–---–ის, გ------- გ------–-–---–ის, მოწმეების - შ----- მ------–-–---–ის, ი----- გ----–-–---–ის, თ----- მ-------ის, ა----- პ----–---–ის, მ------ ო-----–---–ის, დ-------- შ---–---–ის, გ----- შ---–---–ის, გ------- გ------–-–---–ის, ი-----–- პ-------–---–ის, ა---- შ---–---–ის, გ--- მ-----–-–---–ის, თავად ბრალდებულ ი-–-- მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ი-–-- მ-----–-–---–ი ცდილობდა ხელი შეეშალა შსს ყვარლის სამმართველოს თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ამის შემდეგ ი-–-- მ-----–-–---–ი დახვდა პოლიციელებს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანილ იქნა შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სადაც ი-–-- მ-----–-–---–მა ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია და არ აძლევდა მათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს გ------- გ------–-–---–ს, თ----- მ-------ესა და ი-----–- პ-------–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს და დაცული ობიექტი არის ერთი მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მეორე მხრივ, კი იმ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

დანაშაული გამოიხატება პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევაში, მაშინ როდესაც იგი ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული წინააღმდეგობის და ხელშეშლის მიზანი კი უნდა იყოს პოლიციის მუშაკის სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა.

 

დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია მისი ჩადენის ხერხი - ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედება, ხოლო ძალადობის მუქარაში პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- მ-----–-–---–მა ძალადობის გამოყენებით ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- მ-----–-–---–მა ძალადობის გამოყენებით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-–-- მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ი-–-- მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ი-–-- მ-----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

ი-–-- მ-----–-–---–ი არ არის ნასამართლევი. გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყურადღებას მიაქცევს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N005487119 დასკვნას, რომლის თანახმადაც, ი-–-- მ-----–-–---–ს „ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).“ აქედან გამომდინარე, ი-–-- მ-----–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-- მ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პირობებშიც.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ი-–-- მ-----–-–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რომლის სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში.

 

ი-–-- მ-----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი-–-- მ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

მსჯავრდებულ ი-–-- მ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 ივნისის 19:24 საათიდან და 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით. საბოლოოდ, ი-–-- მ-----–-–---–ს დაენიშნოს ჯარიმა 2800 (ორი ათას რვაასი) ლარი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს, ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი