განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
340100119003157412
დავის ტიპი
381
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003157412

№1/150-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ზ------ ლ---–---–ის

ადვოკატ - გ------- ბ-----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------)

 

ბრალდებული: ზ------ ლ---–---–ი

მამის სახელი: რ----------

დაბადებული: 0----------–--–-

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყ-----–-------------------–--------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–-------------------–--------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ზ------ ლ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 ივლისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ი----- რ-----–---–ის მიერ, ზ------ ლ---–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც ზ------ ლ---–---–ს აეკრძალა ყ-----–--------------------–-------–ში მცხოვრები მეუღლის - ლ--–- ლ---–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზ------ ლ---–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 16-17 ივლისს, თავის საცხოვრებელ სახლში ლ--–- ლ---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ზ------ი ლ---–---–ი 2019 წლის 17 ივლისს 23:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 18 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 15 ივლისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ი----- რ-----–---–ის მიერ, ზ------ ლ---–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც ზ------ ლ---–---–ს აეკრძალა ყ-----–--------------------–-------–ში მცხოვრები მეუღლის - ლ--–- ლ---–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

2. ზ------ ლ---–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 16-17 ივლისს, თავის საცხოვრებელ სახლში ლ--–- ლ---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ლ--–- ლ---–---–ის, მოწმეების - ი----- რ-----–---–ის, ვ------- გ------–-–---–ის, თავად ბრალდებულ ზ------ ლ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ი----- რ-----–---–ის მიერ, ზ------ ლ---–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც ზ------ ლ---–---–ს აეკრძალა ყ-----–--------------------–-------–ში მცხოვრები მეუღლის - ლ--–- ლ---–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზ------ ლ---–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 16-17 ივლისს, თავის საცხოვრებელ სახლში ლ--–- ლ---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზ------ ლ---–---–ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მეუღლესთვის - ლ--–- ლ---–---–ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ზ------ ლ---–---–მა დაარღვია აკრძალვა და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ლ--–- ლ---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ ლ---–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ლ---–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზ------ ლ---–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------ ლ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ------ ლ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ზ------ ლ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ზ------ ლ---–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზ------ ლ---–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ლ---–---–ის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ლ---–---–ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ზ------ ლ---–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ზ------ ლ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, ზ------ ლ---–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ ლ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ზ------ ლ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ივლისის 23:35 საათიდან 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი