განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
040100119003173094
დავის ტიპი
278 1
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003173094

N 1/45-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ხატია მეშველიანი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----------–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–-----------

მამის სახელი: ვ--–-------;

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--, ც------;

პირადი ნომერი:4----------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, მუნიციპალიტეტი –ც------, სოფელი – ნ-------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ც------, სოფელი – ნ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. სახერხი საამქროს მფლობელმა, გ--–-----------მ , ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე (. gov.ge). გ--–----------ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გ-----------–----- ზ------------–----- დეპარტამენტის დ-----–--- რეგიონული სამმართველოს მუშაკების მიერ 2019 წლის 21 ივნისს .

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 11 სექტემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 86-90).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.გ--–-----------მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5. საქმეში არსებული 2019 წლის 15 ივლისის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დასტურდება, რომ ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------–-, გ--–-----------ს, მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დამონტაჟებული აქვს დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი (ს.ფ.11-31 ).

 

6.მოწმეთა სახით დაკითხული რ--------- ზ----------- და ვ-–-------- ჯ------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ გ--–----------ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს, მის საკარმოდამო ეზოში, საცხოვრებელი სახლის წინ, აღმოჩენილი იქნა არარეგისტრირებული ცირკულის ტიპის ხის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო დანადგარი, რომელიც ამჟამად არის მისი საკუთრება, აღნიშნული დანადგარი გარდაცვალებამდე ეკუთვნის მის მამას- ვ--–------ ა--------- . ვინაიდან სახერხს არ ამუშავებდნენ, მათთვის უცნობი იყო, რომ მას რეგისტრაცია ესაჭიროებოდა. სახერხი ელექტროსადენით მიერთებულია ქუჩაში მათ კუთვნილ სამფაზიან მრიცხველზე. (ს.ფ.31)

 

7. 2019 წლის 25 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ--–-----------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.55-57);

 

8.სსიპ ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის N--------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ც------ს რაიონის სოფელ ნ------–-, გ--–----------ის საკარმიდამო ეზოში მდებარე ხის გადამამუშავებელი დაზგა წარმოადგენს მრგვალი ხე–ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს(სახერხ საამქროს, რომელიც მუშა მდგომარეობაშია და ვარგისია შემდგომი ექსპლოატაციისათვის (ს.ფ.43–48)

 

9. გ--–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ გ--–----------ის გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით ფიზიკო – ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სახერხი დანადგარით, გ--–----------ის ნასამართლობის ცნობით, გ--–----------ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ცნობით შპს ,,ქ--------- ფ---------- ჯანმრთელობის ცენტრიდან გ--–----------ის მიმართ, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ--–----------ის მიმართ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით შპს ,,ქ--------- ფ---------- ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით ც------ს რაიონული სამმართველოსადმი გამოძიების დაწყების თაობაზე , გარემოსდაცვითი ზ------------–----- ზეპარტამენტის მასალებით, ს----------–--ს მთავრობის N--- დადგენილებით, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ--–-----------მ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–-----------მ , მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის)და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე -დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. გ--–-----------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. გ--–----------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის შეუბღალავი წარსულის მქონე. არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულ სახდელდადებული, ცხოვრობს მაღალმთიანი რეგიონის ყველაზე მაღალ სოფელში(ნასპერი) .

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--–-----------მ ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--–----------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ--–----------ის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ--–----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ--–----------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ გ--–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------–- განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს გ--–-----------ს

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი