განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
140100119003185832
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003185832

საქმე #1/444-19 (028270719001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ო---- ი----------- (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------–---ში)

 

ადვოკატი - გ--------- ქ--------------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - დახურული

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, დღის საათებში, კ-----------------------–------–---ში მდებარე თავისი და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლებში, ო---- ი-----------მ წინასწარი შეცნობით 5 წლის ა-- ხ--–-–---–ის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება - ძალადობის გარეშე, ხელითა და სასქესო ორგანოთი ეხებოდა შიშველ სხეულზე, ინტიმურ ადგილებში, კოცნიდა ტუჩებში და ხელს აკიდებინებდა თავის სასქესო ორგანოზე, რის შედეგად ა-- ხ--–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ო---- ი-----------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ა-- ხ--–-–---–ის, ნ-----–- გ--------–---–ის, მ------ ხ--–-–---–ის, ნ--- კ-–--–---–ის გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ო---- ი----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ო---- ი----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას (გადატანილი იშემიური ინსულტის მოგვიანებითი შედეგები), წარსულ ცხოვრებას - არ არის სახდელდადებულიც კი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედების სპეციფიკას და გარემოებებს - დაზარალებულის ასაკს (5 წლის), რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთჯერად დანაშაულებრივ ქმედებებს ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მიმართ, რაც დამამძიმებელი გარემოებაა სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად;

 

5.2 აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის - მისაღწევად აუცილებელია საპატიმრო სასჯელის გამოყენება მით უფრო, რომ პირობითი მსჯავრის განსაზღვრა ამ შემთხვევაში კანონით დაუშვებელია, ხოლო მინიმალური ზომა - 5 წელი - უსამართლო და უკანონოა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო---- ი----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ო---- ი-----------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივლისიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი