განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4019-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- გ-----–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ზ------ შ---------ი - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: კ----, სოფელი ქ--------–-, ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ჯ----–--------------.
კვალიფიკაცია:
ზ------ შ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 07:32 საათზე, თბილისში, ც---------------------------- -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ზ------ შ---------მა, მარჯვენა ხელის მუშტის დარტყმის შედეგად დააზიანა სსიპ „ს--–---------------–------------------–------ის“ კუთვნილი „FIAT DUCATO“-ს მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით E--------) უკანა მარჯვენა კარის საქარე მინა და მასზე არსებული არაკალი ავერი (სტიკერი), რის შედეგადაც სსიპ „ს--–---------------–------------------–------ს“ მიაყენა 752 (შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.1. ბრალდებულმა ზ------ შ---------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 07:32 საათზე, თბილისში, ც-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, მარჯვენა ხელის მუშტის დარტყმის შედეგად დააზიანა სსიპ „ს--–---------------–------------------–------ის“ კუთვნილი „FIAT DUCATO“-ს მოდელის უკანა მარჯვენა კარის საქარე მინა და მასზე არსებული სტიკერი, რის შედეგადაც სსიპ „ს--–---------------–------------------–------ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ შ---------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ზ------ შ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, მოწმეების - თ---------- ლ-–-----–---–ის, ხ------- მ------–---–-ს, მ--–---- ბ---–---–ის, თ---------- მ-------ის, ა-–---------- ს------ას და ა---------– კ----ის გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, თ---------- ლ-–-----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, თავად ზ------ შ---------ის გამოკითხვის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმი და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ შ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ------ შ---------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ------ შ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ზ------ შ---------ს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ზ------ შ---------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ზ------ შ---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზ------ შ---------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება გადახდისუნარიანობის ფარგლებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის პიროვნებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი, 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3. ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ზ------ შ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ზ------ შ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. ზ------ შ---------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.ნივთმტკიცება:
5.1. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი, 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.3. ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/