განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3619-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი----------ს
ბრალდებულ _ მ-----– მ------–---–ის
ადვოკატ _ ლ-–- ტ--–--–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ მ-----– მ------ს ძე მ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–---–--–------–---------------------------------------------------–-----------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---–--–------–---------------------------------------------------–-----------–----------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– მ------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ-----– მ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ-----– მ------–---–მა 2019 წლის 23 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ---–--–------------------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ე.წ. „ი----–------------ს“ ეზოში, ურთიერთშეკამათებისას ა---------–- ტ----–---ს სცემა ხელ-ფეხის დარტყმით, რითაც სახისა და მარცხენა იდაყვის არეში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ქმედებებით ა---------–- ტ----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. მ-----– მ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა მ-----– მ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ-----– მ------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-----– მ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილებული, ხოლო საქმის მასალების მიხედვით მ-----– მ------–---–ს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ერთის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედება მიმართულია ხანშიშესული ადამიანის მიმართ, რომელსაც თავდაცვის უნარი შეზღუდული აქვს ასაკიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი და მის პიროვნებას, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, მეზობლებისაგან და სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, რის გამოც სასამართლოს მ-----– მ------–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (ამპუტირებული აქვს ხელის თითები), აგრეთვე, დასაქმებულია (შპს „ჯ----------------------–----ში, ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე) და აქვს საკუთარი შემოსავალი, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დოკუმენტაციით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას აქვს საკუთარი შემოსავლით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----– მ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (იგი დასაქმებულია და აქვს საკუთარი სტაბილური შემოსავალი), სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გაუქმდეს მ-----– მ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 2 (ორ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი