გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2019
საქმის ნომერი
120310019003025844
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3025844-3/094-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - ხაჩატურ ჩარჩიანი

წარმომადგენელი - ალექსანდრე პაპაშვილი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

წარმომადგენელი - ივანე ათუნაშვილი

მესამე პირი-ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-დავით სამხარაძე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2019 წლის 25 აპრილის N146816 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადააგზავნოს დოკუმენტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაფარვის ნაწილში ამორიცხვის თაობაზე.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელის მიერ შეტანილი იქნა განცხადება N882019142128, რომელიც უკანონოდ შეჩერდა და შემდეგ შეწყდა.

მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა უკანონო გადაწყვეტილებები და სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ნაწილი უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ორ ნაწილად კოდებით 62.09.54.325 და 62.09.54.326.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი ცნობა-დახასიათება, რომელშიც დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს 1994 წლამდე აღრიცხული ჰქონდა და დღემდე ფაქტობრივად ფლობს (შემოღობილია და გაშენებულია ბაღი ხეებით).

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მესამე პირმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადაო ქონებასთან დაკავშირებით გატარებული იქნა ყველა ის პროცედურა რომელიც შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2019 წლის 26 თებერვალს ხაჩატურ ჩარჩიანმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტროს ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N54, განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ცნობა-დახასიათება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადების მიღების ბარათი (იხ.სფ.12).

 

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 04 მარტს ხაჩატურ ჩარჩიანის განცახდებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება N882019142128-04, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია ფაქტიური ფართობი 1172 კვ.მ, აქედან ფართობი დოკუმენტით 600კვ.მ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მათ სახელზე უკვე რეეგისტრირებულია დოკუმენტით აღრიცხული ფართი (ს.კ.62.09.54.325 ფართობი 559 კვ.მ და 62.09.54.326 ფართობით 43.00 კვ.მ) ხოლო დანარჩენი ფართი ქალაქის მიწის ფონდის საკუთრებაშია.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოსთხოვა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად განცხადების წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება N882019142128-04 (იხ.სფ.13).

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის N882019142128-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ხაჩატურ ჩარჩიანის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N54. ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება N882019142128-05( ს.ფ. 14)

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ საკუთრების ტიპი გაურკვეველია, ფაქტიური ფართობი 1172.0000კვმ. ფართობი დოკუმენტით 600.00 კვმ. ზომის ერთეულიული: კვმ. ტექნიკური პასპორტი 01/08/1990. შენიშვნა სააღრიცხვო მასალაში ბოლო მონაცემით გენ-გეგმა არ ინახება.

 

ლიტერი: საკუთრების აღწერა -ლიტერ ა-ბ; დ.

 

ლიტერი: ა-ბ, დ.

დასახელება: საცხოვრებელი,საერთო ფართი (კვმ.) 174.30კვმ.

საცხოვრებელი ფართი 87.60კვმ.

დამხმარე ფართი 86.70კვმ.

სამეურნეო ფართი 110.32კვმ.

 

შენიშვნა: სამეურნეო ფართში შესულია ლიტერი ,,დ"-ს ავტოსადგომის ფართიც -16.8კვმ.

 

ბინა: მესაკუთრეის/მოსარგებლის აღწერა:

ჩარჩიანი ხაჩატურ.

შენიშვნა: სააღრიცხვო ბარათის თავფურცელზე მანუკ ჩარჩიანი და არშაკ ჩარჩიანი გადახახაზულნი (გაუქმებული) არ არიან, ხოლო ხაჩატურ ჩარჩიანი დაფიქსირებული (გატარებული) არ არის.

სამკვიდრო მოწმობა, NP-2-6, 22/03/2001, ნოტარიუსი: ნათენაძე.

სააღრიცხვო მასალა, 1985 წლის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა ( ს.ფ. 15-16)

 

3.5. დადგენილია, რომ ახალციხე, რუსთაველის ქ.N54 მოსარჩელეს და მის მშობლებს 1985 წლიდან ფლობდნენ მიწის ნაკვეთს ფაქტიური ფართობი 1172.0000კვმ. საიდანაც დოკუმენტით 600.00 კვმ. ხოლო თვითნებურად ქალაქის ფონდის მიწას 572 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა ( ს.ფ. 15-16)

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.CD. დისკი)

 

3.6. 2019 წლის 27 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 მარტის N882019142128-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ადმინისტრაციული საჩივარი( ს.ფ. 17-18)

 

3.7. 2019 წლის 25 აპრილის N146816 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ხაჩატურ ჩარჩიანს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 25 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N146816 ( ს.ფ. 19-26)

 

3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ახალციხე, რუსთაველის ქ.N54ა, ს.კ. 62.09.54.326 დაზუსტებული ფართობი 43.00 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია სამკვიდრო მოწმობა N2-6 დამოწმების თარიღი 18/01/2003წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა ( ს.ფ. 27-28)

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ახალციხე, რუსთაველის ქ.N54, ს.კ. 62.09.54.325 დაზუსტებული ფართობი 559.00 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია სამკვიდრო მოწმობა N2-6 დამოწმების თარიღი 18/01/2003წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა ( ს.ფ. 29-30)

 

3.10. ქ.ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქ.N54-ში მდებარე 600 კვ.მ (300-300 კვ.მ) მიწის ნაკვეთი ახალციხის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1955 წლის 29 აპრილის N1 და 1956 წლის 18 აპრილის N5 გადაწყვეტილებით გამოეყო მანუკ ჩარჩიანს და არშაკ ჩარჩიანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-აღმასკომის გადაწყვეტილებები (ს.ფ. 75-76)

 

3.11. 1990 წლის ტექნიკური პასპორტის თანახმად მანუკ ჩარჩიანს და არშაკ ჩარჩიანს ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონდათ უძრავი ქონება 1172 კვ.მ ქ.ახალციხე რუსთაველის ქ.N54, აქედან 600 კვ.მ. დოკუმენტალურად გაფორმებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1990 წლის ტექნიკური პასპორტი ( ს.ფ. 63-67).

 

3.12. სანოტარო აქტის NP-2-6 თანახმად 2001 წლის 22 მარტს გარდაცვლილი მოქალაქე არშაკ ჩარჩიანის და მანუკ ჩარჩიანის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობილი არის მისი შვილი და ძმისშვილი ხაჩატურ ჩარჩიანი.

სამკვიდრო ქონება შედგება: საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ.N54 მთლიანად არის ორი ოთახი. სას.ფ. 174.30კვმ. მათ შორის საცხოვ.ფ.87.60კვმ. დამ.ფ. 86.70. სამ.ფ.110.32.კვმ. განლაგებული 600კვმ. მიწის ფართობზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სანოტარო აქტი-სამკვიდრო მოწმობა NP-2-6 ( ს.ფ. 70-72).

 

3.13. 2003 წლის 26 თებერვლის ამონაწერით დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.N54, ფართი 600 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა დამოწმებული ნოტარიუსის ც.ნათენაძის მიერ რეესტრითN2-6, 18.01.2003წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 73-74).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N146816 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ",საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ";

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ".

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N146816 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონიერება სასამართლომ უნდა შეამოწმოს შესაბამისი სამართლებრივ ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,თ" პუნქტის თანახმად რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე მუხლის თანახმად ,,კ" და ,,ლ" პუნქტების თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

 

ამავე კანონის მერვე მუხლის თანახმად მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მესამე მუხლის ,,დ" პუნქტის თანახმად სპორადული რეგისტრაცია – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.

 

ამავე მუხლის ,,თ" პუნქტის თანახმად საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

ამავე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;

 

ამავე მუხლის ,,ნ" პუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" მეორე მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

 

ამავე მუხლის ,,დ" პუნქტის თანახმად მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;

 

ამავე მუხლის ,,ვ" პუნქტის თანახმად ცნობა-დახასიათება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს, უძრავი ნივთის თაობაზე.

 

ზემომითითებული კანონმდებლობიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ მართლზომიერი მფლობელობის ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვალს ხაჩატურ ჩარჩიანმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტროს ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N54, განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ცნობა-დახასიათება.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ საკუთრების ტიპი გაურკვეველია, ფაქტიური ფართობი 1172.0000კვმ. ფართობი დოკუმენტით 600.00 კვმ. ზომის ერთეულიული: კვმ. ტექნიკური პასპორტი 01/08/1990. შენიშვნა სააღრიცხვო მასალაში ბოლო მონაცემით გენ-გეგმა არ ინახება.

 

ლიტერი: საკუთრების აღწერა -ლიტერ ა-ბ; დ.

ლიტერი: ა-ბ, დ.

დასახელება: საცხოვრებელი,საერთო ფართი (კვმ.) 174.30კვმ.

საცხოვრებელი ფართი 87.60კვმ.

დამხმარე ფართი 86.70კვმ.

სამეურნეო ფართი 110.32კვმ.

 

შენიშვნა: სამეურნეო ფართში შესულია ლიტერი ,,დ"-ს ავტოსადგომის ფართიც -16.8კვმ.

 

ბინა: მესაკუთრეის/მოსარგებლის აღწერა:

ჩარჩიანი ხაჩატურ.

შენიშვნა: სააღრიცხვო ბარათის თავფურცელზე მანუკ ჩარჩიანი და არშაკ ჩარჩიანი გადახახაზულნი (გაუქმებული) არ არიან, ხოლო ხაჩატურ ჩარჩიანი დაფიქსირებული (გატარებული) არ არის.

სამკვიდრო მოწმობა, NP-2-6, 22/03/2001, ნოტარიუსი: ნათენაძე.

სააღრიცხვო მასალა, 1985 წლის.

 

- დადგენილია, რომ ახალციხე, რუსთაველის ქ.N54 მოსარჩელეს და მის მშობლებს 1985 წლიდან ფლობდნენ მიწის ნაკვეთს ფაქტიური ფართობი 1172.0000კვმ. საიდანაც დოკუმენტით 600.00 კვმ. ხოლო თვითნებურად ქალაქის ფონდის მიწას 572 კვ.მ.

 

- დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 04 მარტს ხაჩატურ ჩარჩიანის განცახდებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება N882019142128-04, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია ფაქტიური ფართობი 1172 კვ.მ, აქედან ფართობი დოკუმენტით 600კვ.მ წარმოდგენილი დოკუმენტაციით თქვენ სახელზე უკვე რეეგისტრირებულია დოკუმენტით აღრიცხული ფართი (ს.კ. 62.09.54.325 ფართობი 559 კვ.მ და 62.09.54.326 ფართობით 43.00 კვ.მ) ხოლო დანარჩენი ფართი ქალაქის მიწის ფონდის საკუთრებაშია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოსთხოვა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად განცხადების წარდგენა.

 

-დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის N882019142128-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ხაჩატურ ჩარჩიანის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N54. ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

- დადგენილია, რომ 2019 წლის 27 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 მარტის N882019142128-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

- დადგენილია, რომ 2019 წლის 25 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ხაჩატურ ჩარჩიანს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ახალციხე, რუსთაველის ქ.N54ა, ს.კ. 62.09.54.326 დაზუსტებული ფართობი 43.00 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია სამკვიდრო მოწმობა N2-6 დამოწმების თარიღი 18/01/2003წ.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ახალციხე, რუსთაველის ქ.N54, ს.კ. 62.09.54.325 დაზუსტებული ფართობი 559.00 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია სამკვიდრო მოწმობა N2-6 დამოწმების თარიღი 18/01/2003წ.

 

დადგენილია, რომ ქ.ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქ.N54-ში მდებარე 600 კვ.მ (300-300 კვ.მ) მიწის ნაკვეთი ახალციხის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1955 წლის 29 აპრილის N1 და 1956 წლის 18 აპრილის N5 გადაწყვეტილებით გამოეყო მანუკ ჩარჩიანს და არშაკ ჩარჩიანს.

 

დადგენილია, რომ 1990 წლის ტექნიკური პასპორტის თანახმად მანუკ ჩარჩიანს და არშაკ ჩარჩიანს ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონდათ უძრავი ქონება 1172 კვ.მ ქ.ახალციხე რუსთაველის ქ.N54, აქედან 600 კვ.მ. დოკუმენტალურად გაფორმებული.

 

- სანოტარო აქტის NP-2-6 დადგენილია, რომ 2001 წლის 22 მარტს გარდაცვლილი მოქალაქე არშაკ ჩარჩიანის და მანუკ ჩარჩიანის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობილი არის მისი შვილი და ძმისშვილი ხაჩატურ ჩარჩიანი.

 

სამკვიდრო ქონება შედგება: საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ.N54 მთლიანად არის ორი ოთახი. სას.ფ. 174.30კვმ. მატ შორის საცხოვ.ფ.87.60კვმ. დამ.ფ. 86.70. სამ.ფ.110.32.კვმ. განლაგებული 600კვმ. მიწის ფართობზე.

 

- 2003 წლის 26 თებერვლის ამონაწერით დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.N54, ფართი 600 კვ.მ ირიცხება ხაჩატურ ჩარჩიანის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა დამოწმებული ნოტარიუსის ც.ნათენაძის მიერ რეესტრითN2-6, 18.01.2003წ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხაჩატურ ჩარჩიანმა სარეგისტრაციოდ წარდგინა ცნობა-დახასიათება NTT2019016956, რომლითაც დადგენილია, რომ ახალციხე, რუსთაველის ქ.N54 მოსარჩელეს და მის მშობლებს 1985 წლიდან ფლობდნენ ფაქტიური ფართობი 1172.0000კვმ. საიდანაც დოკუმენტით 600.00 კვმ. ხოლო თვითნებურად ქალაქის ფონდის მიწას 572 კვ. და მიუხედავად აღნიშნულისა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა დამატებით მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, მაშინ როდესაც კანონმდებლობიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ მართლზომიერი მფლობელობის ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება და მოსარჩელის მიერ დამატებით დოკუმენტის წარუდგენლობა შემდეგში გახდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

სასამართლოს განმარტავს, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოკვლეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რას ნიშნავდა ქალაქი ფონდის მიწა, ასევე მოსარჩელის მიერ ქალაქი ფონდის მიწის დაკავება, სარგებლობაში/მფლობელობაში ყოფნა, ასე შეფასება არ მიცა და არ დაუდგენია გარემოებები ხაჩატურ ჩარჩიანის, ან მისი მამკვიდრებელთა მხრიდან ადგილი ხომ არ ქონდა 1994 წლის შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთით მფლობელობის/სარგებლობის შეწყვეტას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტარაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N146816 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადააგზავნოს დოკუმენტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაფარვის ნაწილში ამორიცხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა შედეგს პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

ამასთან სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 აპრილის N882019142128-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ხაჩატურ ჩარჩიანის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ.N54. ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ შედეგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის ბათილობაც იწვევს მისის გამომცემი ორგანოს მიერ 2019 წლის 03 აპრილის N882019142128-05 გადაწყვეტილების გაუქმებას/ძალადაკარგულად ცნობას.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

1.ხაჩატურ ჩარჩიანი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N146816 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 მარტის N902019142128-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

1.3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ხაჩატურ ჩარჩიანის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია