განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
080100119003183668
დავის ტიპი
276 6
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/794-19 (№ 076070719002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და--ო ცი------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი-----ი მე--–----ის ძე გე-–-----ე - დაბადებული 1-.1-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, ს-–----–-- განა--ლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ----------ი, დ---------- ქუჩა N4-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–--ი, მ--------–ის ქუჩა N3-.

 

ადვოკატი - ნა--ია ჩხ------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, დასახლებულ პუნქტში ქ. ქუთაისში ჭ-------ის ქუჩაზე N3- შპს ,,ე----“-ს მაღაზიის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა დაშვებული არის 50 კმ/სთ სიჩქარით, გი-----ი გე-–-----ე თავის მართვის ქვეშ მყოფი პორშეს მარკის სახ. ნომრით S--0---S- ავტომობილით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მინისტარის მოედნიდან, გზაგამტარი ხიდის მიმართულებით, რა დროსაც მან დარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ამავე კანონის დანართის 1.3 პუნქტის მოთხოვნები (33.1 მძღოლს ეკრძალება სატრანპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“ ჰორიზონტალური მონიშვნები 1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატნასპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს, 1.3. ხაზის გადაკვეთა აკრძალულია). ნაწილობრივ გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძული ხაზი და შეეჯახა ქვეით გ--------ი მ-------–---–ს, რომელიც იდგა გზის გამყოფ ორმაგ უწყვეტ ღერძულა ხაზზე და ცდილობდა გაცლოდა აღნიშნულ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, გ--------ი მ-------–---–მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრამვა შინაგანი ორგანოების და ჩონჩხის ძვლების მრავლობითი დაზიანების სახით და ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები ექსპერტიზის დასკვნები, დათვალიერების ოქმები, დაკავების ოქმი, ნივთმტკიცების სახით ამოღებული საგნები და ნივთები) ერთობლიობა გი-----ი გე-–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-----ი გე-–-----ემ ჩაიდინა:

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. გი-----ი გე-–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

3.2. გი-----ი გე-–-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასაჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის აღიარებას, გულწრფელ მონანიებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან, მტკიცებულებები გახადა უდავოდ) გი-----ი გე-–-----ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შსს მონაცემების თანახმად, წარსულში არ არის გამოვლენილი საგზაო მოძრაობისას გი-----ი გე-–-----ის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტები, თუმცა ეს გარემოებები ვერ გადაწონის დამდგარ უმძიმეს მართლსაწინააღმდეგო შედეგს - რასაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული სატრანსპორტო დანაშაულია და ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის გაუფრთხილებელი დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებითა და თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით ირკვევა, რომ დასახლებულ პუნქტში, სადაც უფრო მაღალია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი და ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა მაღალი სიჩქარით მოძრაობის მომეტებული საშიშროება, გი-----ი გე-–-----ე მოძრაობდა კუთვნილი ა/მანქანით 70 კმ/სთ სიჩქარით და სწორედ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ვერ შეძლო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი გე-–-----ემ სრულიად გაცნობიერებულად და განზრახ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც და მართალია, ამ შედეგის დადგომის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ გულგრილად მოეკიდა ასეთი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ზ/აღნიშნული დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, შესაბამისად, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა, როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება გი-----ი გე-–-----ის მიმართ, სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ვადით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლის ვადით ჩამორთმევა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი-----ი გე-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გი-----ი გე-–-----ეს 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ გი-----ი გე-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 01 აგვისტოდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- პლასტმასის ორი ნატეხი დალუქული 01 პაკეტად NFCD1179677, მოწითალო ფერის ლაქა დალუქული 01 პაკეტად NFCD1315357, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- მოწითალო ფერის ბოტასი, დალუქული 01 პაკეტად NFCD1003165, მოწითალო ფერის ბოტასი, დალუქული 01 პაკეტად NFCD1003164, სათვალე, სათვალის შუშის თვალი და ბოტასში ჩასაფენი დალუქული 01 პაკეტად NFCD1315360, სათვალის თვალი დალუქული 01 პაკეტად NFCD1085754, სათვალის ტარი და შუშის ნაწილაკები დალუქული 01 პაკეტად N NFCD1093519, სამსუნგის ტელეფონის აპარატი და საათი ტყავის სამაჯურით დალუქული 01 პაკეტად NFCD1315358, ბეჭედი დალუქული 01 პაკეტად N FCD1085757, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული გ--------ი მ-------–---–ის ტანსაცმელი დალუქული 1 პაკეტად N FCD1222168 რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული შემთხვევის მონაწილე პორშე კაიენის მოდელის სახელმწიფო ნომრით S--0---S- ავტომობილი რომელიც განთავსებულია ქუთაისის სპეც.საჯარიმო ავტოსადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს ან მათ წარმომადგენელებს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი და ამოღების ამსახველი ფოტოსურათები 03 ცალი DVD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი