განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
200100115792302
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100115792302

№1/113-15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

 

04 აგვისტო 2019 წელი ქ. თელავი

 

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა

შორენა მარგალიტაშვილის სხდომის მდივანობით,პროკურორი: შ------------ს,განსასჯელ: მ------- რ------ს ძე ბ------–---–ის დასწრების გარეშე,ადვოკატ: ლ--–-------–-–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ მ------- რ------ს ძე ბ------–---–ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეფარდებული, (დაბადების თარიღი 1--- წელი, თვე და რიცხვი უცნობია, ნასამართლობის არ მქონე, ოჯახური მდგომარეობა უცნობია, პირადი ნომერი უცნობია, საცხოვრებელი ადგილი უცნობია) სამართალში მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. 2015 წლის 29 აპრილს თელავის რაიონული პროკურატურიდან თელავის რაიონულ სასამართლოში, განსჯადობით, საბრალდებო დასკვნით არსებითი განხილვის მიზნით შემოვიდა სისხლის სამართლის საქმე, მ------- რ------ს ძე ბ------–---–ის მიმართ, სამართალში მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით.

2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით მ------- რ------ს ძე ბ------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

3. კერძოდ, 2001 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12 საათზე ჩ------იდან ლტოლვილი, 1--- წელს დაბადებული მ------- რ------ს ძე ბ------–---–ი ეჭვიანობდა რა, რომ ლ------ რ-------ის ასულ დ------ს ინტიმური კავშირი ჰქონდა ჯ----– ტ---------–---–თან, მივიდა ახმეტის რაიონში, სოფელ დ----ის ბაზრის ტერიტორიაზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყბა-სახის არეში დაჭრა იგი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო უგონო მდგომარეობაში მყოფი ლ------ დ------, მოთავსებული იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.

4. მ------- რ------ს ძე ბ------–---–ს 2001 წლის 20 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, 21 ივლისს გამოცხადდა ძებნა, ხოლო 2001 წლის 6 აგვისტოს აღკვეთ ღონისძიებად შეერჩა პატიმრობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. განსასჯელ მ------- რ------ს ძე ბ------–---–ის დაკითხვა მიმალვაში ყოფნის გამო, ვერც გამოძიების ეტაპზე და ვერც სასამართლოში ვერ მოხერხდა. საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულის ვინაობა, დოკუმენტურად არ დგინდება.

6. დაზარალებულ ლ------ რ-------ის ასულ დ------ს დაკითხვა ვერც გამოძიების ეტაპზე და ვერც სასამართლოში ვერ მოხერხდა. ასევე მას არ გაცნობია დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულის პიროვნება საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება. (ს.ფ 55)

7. მოწმე, ჯ----– ტ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 15 მარტს ის იმყოფებოდა ახმეტის რაიონში სოფელ დ----ში ბაზარში, ვაჭრობდა სხვადასხვა საქონლით. მის გვერდზე ასევე ვაჭრობდა ლ------ დ------. დილის საათებში ბაზრის გარე ტერიტორიაზე ის შეხვდა ჩეჩენი ეროვნების მამაკაცს სახელად ს-----ს. მისი გვარი გაიგო მოგვიანებით. გვარად იყო ბ------–---–ი. მან ს-----ს ასესხა 20 ლარი, რის შემდეგაც ავტომანქანიდან ამოიღო მაგნიტოფონი და ბაზრის ტერიტორიაზევე ხელოსანს მიუტანა. ცოტა ხანში მას დაუძახეს, რომ ლურსმნის ყიდვა უნდოდათ, ის მივიდა თავის დახლთან და კლიენტს აუწონა ლურსმანი. ამ დროს შენიშნა, რომ მის დახლთან მოშორებით იდგა ს-----. ის გამობრუნდა და ისევ სახელოსნოში მივიდა. რამდენიმე ხანში მას შემოესმა გასროლის ხმა. თავიდან ეგონა რომ, ბავშვებმა გაისროლეს, შემდეგ კი შემოესმა ხმა, ლ------ მოკლესო. ის მივიდა თავის დახლთან და ნახა, რომ ლ------ დაბლა იწვა. ამ ვითარებვაში მას წაუვიდა გული და დაკარგა გონება.

8. მანვე აჩვენა, რომ ვინ ესროლა ლ------ დ------ს არ დაუნახავს, ასევე არ იცის მ------- ბ------–---–ი და ს----- არის თუ არა ერთიდაიგივე პიროვნება. (იხ. სხდომის ოქმი).

9. მოწმე თ----- ტ---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული და გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ 2001 წელს ახმეტის რაიონში სოფელ დ----ის ბაზარში ვაჭრობდა სამრეწველო საქონლით. ბაზარში იმყოფებოდა ასევე ჩეჩენი მამაკაცი სახელად ს-----, რომელსაც მისცა 20 ლარი. 20 ლარი ს-----ს, ბაზრის გარეთ, მისივე თანდასწრებით, ასევე გადაუხადა მისმა მოგვარემ ჯ----– ტ---------–---–მა. ამის შემდეგ ის შევიდა ბაზარში და დახლთან იდგა. მან დაინახა, რომ ბაზარში შევიდა ს----- და მივიდა იმ დახლთან სადაც ვაჭრობდა ჩ------იდან ლტოლვილი ქალი ლ------. რამდენიმე ხანში მან გაიგო გასროლის ხმა და ლ------ დავარდა ძირს. მას მსროლელის სახე არ დაუნახავს. (იხ. სხდომის ოქმი. ს.ფ 32-33)

10. მოწმე გ-------– (კ----) ვ--–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული და გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 15 მარტს ის იმყოფებოდა ახმეტის რაიონში სოფელ დ----ში ბაზარში, ვაჭრობდა ტანსაცმლით. დაახლოებით 15 საათზე გაიგონა გასროლისა და ხალხის ყვირილის ხმა და წავიდა გაგონილი ხმის მიმართულებით. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ძირს ეგდო დაჭრილი ლ------ დ------. ის იცნობდა ლ------ს, რომელიც ჩ------იდან დევნილი იყო და აპირებდა ჯ----– ტ---------–---–თან მუშაობის დაწყებას. მან დაინახა ჩეჩენი მამაკაცი რომელიც ხმამაღლა საუბრობდა და ხელებს იქნევდა. შეკრებილი ხალხისგან გაიგო, რომ ამ პიროვნებამ დაჭრა ლ------ დ------.

11. მანვე განმარტა, რომ ვინ ესროლა ლ------ დ------ს არ დაუნახავს. (იხ.სხდომის ოქმი ს.ფ 73-74)

12. მოწმე მ--–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 15 მარტს ის იმყოფებოდა დ----ის ბაზრის მიმდებარე. საკუთარი ავტომანქანით ტაქსაობდა. ამ დროს დაინახა ჩეჩენი ეროვნების პიროვნება, (ს-----) მ------- ბ------–---–ი, რომელსაც ხელში „მაკაროვი“ ეჭირა და ჩაჯდა მის წინ მდგომ მანქანაში და მძღოლს უთხრა რომ მანქანა დაეძრა. ამ დროს ბაზრიდან გამოვიდა ხალხი. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ის მანქანა გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა ს----- და ხალხს უმიზნებდა იარაღს. ამის დანახვაზე, თვითონნ მანქანის სავარძელი გადაწია და ჩაიმალა. მ-------ის წასვლის შემდეგ ხალხმა გამოიყვანა დაჭრილი ქალი, სახელად ლ------, რომელსაც სდიოდა სისხლი. თუმცა ვინ ესროლა ლ------ს მას არ დაუნახავს და არ იცის. (იხ.სხდომის ოქმი ს.ფ 80-82)

13. მოწმე მ-----------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული და გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ ჩვენებით დადგენილია, რომ იყო დ----ის ბაზრის დირექტორი. 2001 წლის 15 მარტს იმყოფებოდა ბაზრის სასადილოში, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა დახალხის ყვირილი. ის შევიდა ბაზარში და ნახა, რომ დაჭრილი იყო ლ------ დ------. მან ბაზრის თანამშრომლებთან ერთად დაჭრილი გამოიყვანა ბაზრის გარეთ რათა საავადმყოფოში წაეყვანათ. ბაზრის გარეთ მას ვიღაცამ უთხრა იმან დაჭრაო და დაინახა უცნობი პიროვნება, რომელიც ტაქსში ჯდებოდა. მან ტაქსის მძღოლს გასძახა არ წაეყვანა ის პიროვნება. ტაქსი გაჩერდა მისგან დაახლოებით 50 მეტრში, მანქანიდან გადმოვიდა ის პიროვნება. ამ დროს მას უთხრეს, რომ ნუ მისდევდა უცნობს, რადგან მასაც ესროდა და ისაც გაჩერდა.

14. მანვე აჩვენა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ ესროლა ლ------ დ------ს. ბაზრის თანამშრომლებისგან გაიგო, რომ მსროლელი ვინმე ბ------–---–ია. მას ბ------–---–ი არ დაუნახავს და ვერ იცნობს. (იხ.სხდომის ოქმი ს.ფ 106-108)

15. მოწმე ა-----------–---–---–მა საქმის ფაქტობრივ გარემოებების თაობაზე არსებითი ვერაფერი მიუთითა, ამასთან არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. (იხ.სხდომის ოქმი 152-154)

16. მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო სოფელ დ----ის გამგებელი. 2001 წელს მას მიმართა საგამოძიებო ორგანომ და ლ------ დ------სა და მ------- ბ------–---–ის მიმართ მოსთხოვა ცნობა დროებითი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. მან ლტოლვილთა სარეგისტრაციო სია შეამოწმა და და ორივე პიროვნება სიაში ფიქსირდებოდა. დაფიქსირებული იყვნენ საბჭოთა სიმბოლიკოს პასპორტის მიხედვით. რაზეც გასცა შესაბამისი ცნობა. (იხ.სხდომის ოქმი)

17. 1998 წლის რედაქციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 481-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმეების გ---–----------–---–ის, ლ-----------–-----ის, გ---–---------–---–ის, ი------------–---–ის, ვ-----–---------–---–ისა და ქ------------------------ს ჩვენებები.

18. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული 2001 წლის 20 მაისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ------ დ------ს მიმართ ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით. მას 2001 წლის 15 მარტს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჭურვის მოქმედებით მიუღია სახის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, კისრის პირველი მალის წინა რკალის მოტეხილობით. ზურგის ტვინის შერყევა. დაზიანების ხარისხი უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ნატყვიარი ჭრილობის შემავალი ხვრელია მარცხენა ყვრიმალის არეში დამწვარი კიდეებით. ხოლო გამომავალი მარჯვენა დვრიტისებური კისრის მიდამოში. სროლა ნაწარმოებია არაშორი მანძილიდან. ჭრილობის არხი (ს.ფ 97-99).

19. დ----ის საკრებულოს თავმჯდომარის ჯ.ხ-----–---–ის მიერ 2001 წლის 29 მარტს გაცემული N 27 ცნობით დადგენილია, რომ ლ------ რ-------ის ასული დ------, დაბადებული 1--- წელს ლტოლვილია ჩ------იდან და დროებით ცხოვრობს სოფელ დ----ში. (ს.ფ 18)

20. დ----ის საკრებულოს თავმჯდომარის ჯ.ხ-----–---–ის მიერ 2001 წლის 29 მარტს გაცემული N26 ცნობით დადგენილია, რომ მ------- რ------ს ძე ბ------–---–ი, დაბადებული 1--- წელს ლტოლვილია ჩ------იდან და დროებით ცხოვრობს სოფელ დ----ში. (ს.ფ 19)

21. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის ზ-----------–---–ის, 2008 წლის 27 მაისის 01/01-17/2865 წერილით დგინდება, რომ მ------- რ------ს ძე ბ------–---–ს საქართველოში ლტოლვილის სტატუსით არ უსარგებლია.

22. რაც შეეხება ლ------ რ-------ის ასელ დ------ს, ის საქართველოში ლტოლვილად რეგისტრირებული იყო 1999-2002 წლებში, (ლტოლვილის მოწმობაN-----) ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისას მან წარადგინა სსრკ-ს პასპორტი, ნომრით V----------, გაცემის თარიღი 22.11.86. როლის ასლი სამინისტროს არ გააჩნია. (ს.ფ 140-141).

23. სასამართლომ, განიხილა რა საქმე მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს განსასჯელ მ------- ბ------–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. სახელდობრ, საქმის მასალების მიხედვით 2001 წლის 15 მარტს, 16:00 სთ-ზე, ა--------–------------–-----------–---ში, ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან ელსმენით შევიდა შეტყობინება, რომ საავადმყოფოში მიყვანილი იყო 32 წლის ლ------ დ------, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მარცხენა ყბა სახისა და კისრის მიდამოში მიყენებული ჰქონდა გამავალი ჭრილობა. შეტყობინებაN40 (ს.ფ 3)

24. მიუხედავად აღნიშნულისა სისხლის სამართლის საქმეზე არ დათვალიერებულა შემთხვევის ადგილი. გამოძიებით დადგენილი არ არის ის ადგილი, თუ სად მოხდა დანაშაული.

25. გამოძიების მიერ არ დადგენილა ბრალდებულის პიროვნება, არ გარკვეულა ვინ არის მ------- რ------ს ძე ბ------–---–ი. გამოძიებამ მისი პიროვნების დადგენის მიზნით იკმარა მხოლოდ დ----ის საკრებულოს თავმჯდომარის ჯ.ხ-----–---–ის მიერ 2001 წლის 29 მარტს გაცემულიN26 ცნობა, რომ ვითომდა მ------- რ------ს ძე ბ------–---–ი, დაბადებული 1--- წელს ლტოლვილია ჩ------იდან და დროებით ცხოვრობს სოფელ დ----ში.

26. აღნიშნული ცნობა ეწინააღმდეგება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის ზ-----------–---–ის, 2008 წლის 27 მაისის N01/01-17/2865 წერილს, რომლის მიხედვითაც მ------- რ------ს ძე ბ------–---–ს საქართველოში ლტოლვილის სტატუსით არ უსარგებლია. სხვა პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად დაბადების მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, საქმის მასალებში არ დევს და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

27. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ გამოძიების სტადიაზე მოწმეები, მაგალითად, ჯ----– ტ---------–---–ი, თ----- ტ---------–---–ი, კ---- ვ--–-–---–ი, აღწერდნენ მ------- ბ------–---–ის პიროვნებას, მიუთითებდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამოეცნოთ იგი, თუმცა სურათებით ამოცნობა არ ჩატარებულა.

28. საქმეზე ასევე დაუდგენელია დაზარალებული. გამოძიებით არ გარკვეულა, რომ საავადმყოფოში მიყვანილი პიროვნება ნამდვილად არის თუ არა ლ------ რ-------ის ასული დ------ და დადებით შემთხვევაში რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა. მართალია მოწმეები მიუთითებდნენ, რომ დაჭრილი ლ------ რ-------ის ასული დ------ იყო, თუმცა ერთიდაიგივეა თუ არა საავადმყოფოში მიყვანილი და ის დაჭრილი რომელიც ნახეს მოწმეებმა დაუდგენელია, მითუმეტეს, რომ შემთხვევის ადგილიც კი არ დათვალიერებულა. არც ლ------ დ------ს პიროვნების დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოპოვებულა და არც დაჭრილი ქალბატონის სურათი არ წარდგენია მოწმეებს ამოსაცნობად. ამდენად სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ 2001 წლის 15 მარტს, 16:00 სთ-ზე, ა--------–------------–-----------–---ში, ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან ელსმენით შესული შეტყობინების თანახმად, საავადმყოფოში მიყვანილი 32 წლის ლ------ დ------, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მარცხენა ყბა სახისა და კისრის მიდამოში მიყენებული ჰქონდა გამავალი ჭრილობა, იგივე პიროვნებაა, რომლის მოკვლაც დაუდგენელმა პირმა სცადა ახმეტის რაიონის სოფელ დ----ის ბაზარში.

29. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იყო 2001 წლის 20 მაისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მართალია დასკვნით დადგენილის ჭრილობის ხასიათი და სიმძიმე, თუმცა საქმის მასალებთან ერთობლიობაში არ დასტურდება, თუ ვინ არის ლ------ დ------.

30. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერ იქნა ერთი მოწმე, რომელიც მიუთითებს, რომ მან დაინახა, თუ რა ვითარებაში მოხდა გასროლა, ვინ ისროლა და დაჭრა ლ------ დ------. ყველა დაკითხული მოწმე გადმოსცემს სხვის მონაყოლს, რომ ლ------ დ------ს ესროლა მ------- ბ------–---–მა, ამასთან ვერ უთითებენ იმ პირს, ვინც მათ ეს ინფორმაცია მიაწოდა.

31. 1998 წლის რედაქციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული ჯ----– ტ---------–---–ის, თ----- ტ---------–---–ის, გ-------– ვ--–-–---–ის, მ--–------------–---–ის, მ-----------------–---–ისა და ჯ----– ტ---------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც ისინი მიუთითებენ და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ყვებიან სხვა, უცნობი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვინაიდან, ვერცერთი მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლო სხდომაზე ვერ უთითებს ინფორმაციის წყაროს. სროლის ფაქტი, ან პირი რომელმაც ესროლა დაზარალებულს, არცერთი მოწმეს არ უნახავს და ყველა გადმოსცემს სხვა პირის მონაყოლს, თან ვერ ასახელებენ ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროს.

32. გარდა აღნიშნულისა, კიდეც რომ დაესახელებინათ პირი, ვისგანაც მათთვის გარკვეული ინფორმაცია გახდა ცნობილი, ეს იქნებოდა ირიბი ჩვენება. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც გამორიცხავს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

33. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

35. 1998 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

36. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

37. 1998 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

38. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

39. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

40. სასამართლოში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მ------- ბ------–---–მა ჩაიდინა, რის გამოც მ------- ბ------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 495-496-ე 498-ე, 502-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-512-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

41. მ------- რ------ს ძე ბ------–---–ი, დაბადებული 1--- წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებულის ჩადენაში გამართლდეს.

42. გამართლებულს უფლება აქვს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებისა და მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

43. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე.

44. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

45. გამართლებულს უფლება აქვს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-e მუხლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12.2014 3/3/601 გადაწყვეტილების თანახმად, გაასაჩივროს გამამართლებელი განაჩენი.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური