გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1412-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 20-9 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე: მ-----------------–-–---–ი
წარმომადგენელი: ე-----–-------–--ე
მოპასუხეები: ე-–-------------–-–---–ი, ნ----------–-–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად არასრულწლოვანი ა-- ი-----–-–---–ის (პ/ნ 0-----------)სასარგებლოდ ალიმენტის თანხის გადახდა ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ა-- ი-----–-–---–ის სრუწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ფატობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ზ-----ი ი-----–-–---–თან 20-4 წლის აგვისტოდან 20-- წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ა-- ი-----–-–---–ი. დაშორების შემდეგ მხოლოდ მოსარჩელე ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე, რის გამოც მიმართა სასამართლოს სარჩელით მოპასუხე ზ-----ი ი-----–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლოს განჩინებით ზ-----ი ი-----–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, მაგრამ ვინაიდან იგი წავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო მის სახელზე არ არის რეგისტრირებული აქტივი, სასამართლოს გადაწყვეტილება(განჩინება) არის აღუსრულებელი. ამჯერად სარჩელით მომართა სასამართლოს ზ-----ი ი-----–-–---–ის მშობლების(მოპასუხეები) მიმართ ალიმენტის თანხის დაკისრების მოთხოვნით, ვინაიდან მათ აქვთ შესაბამისი შემოსავალი, აგრეთვე საკუთრების ულებით რეგისტრირებული რამდენიმე უძრავი ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ალიმენტის 600 ლარის გადახდას ა-- ი-----–-–---–ის სასარგებლოდ არ ეთანხმებიან, რადგან მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არავითარი საფუძველი, რომ მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ ალიმენტი. მათთვის ალიმენტის დაკისრება ყოვლად უსაფუძვლოა და უსამართლოა, რადგანაც მათ არ აქვთ მატერიალური შესაძლებლობა იხადონ ალიმენტი და მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-----------------–-–---–ი და ზ-----ი ი-----–-–---–ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 20-4 წლის აგვისტოდან 20-- წლამდე.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, მ-----------------–-–---–ს და ზ-----ი ი-----–-–---–ს 201- წლის 29 იანვარს შეეძინათ შვილი - ა-- ი-----–-–---–ი.
მტკიცებულება: ა-- ი-----–-–---–ის დაბადების მოწმობა.
3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 26 ივნისის განჩინებით ზ-----ი ი-----–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - ა-- ი-----–-–---–ის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე.
მტკიცებულება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 26 ივნისის განჩინება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თანაცხოვრების დასრულების შემდეგ მოსარჩელე მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხე ზ-----ი ი-----–-–---–ს მოპასუხეს დააკისრა ალიმენტის თანხის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან მხარემ ნებაყოფლობით ალიმენტის თანხის გადახდაზე განაცხადა უარი, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს განჩინების იძულებით აღსრულებით სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ზ-----ი ი-----–-–---–მა დატოვა საქართველო, ხოლო მის სახელზე არ არის რეგისტრირებული აქტივი, რის გამოც სასამართლოს განჩინება არის აღუსრულებელი.
მტკიცებულება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის და 2--- წლის 26 ივნისის განჩინებები; სააღსრულებო ფურცელი; ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) აღუსრულებლობის შესახებ;
3.2.2 ე-–-------------–-–---–ი და ნ----------–-–---–ი არიან დასაქმებული. ე-–-------------–-–---–ი მუშაობს სოფელ ჩალაუბნის გამგეობაში, ხოლო ნ----------–-–---–ი სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში. გარდა ხელფასისა, აქვთ შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო მოსავლის რეალიზაციიდან. ასევე, მოპასუხე ე-–-------------–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქ. რ------------------------------------------------------------ და მიწის ნაკვეთი, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩალაუბანი, ს/კ--.1-.5-.0--, ხოლო ნ----------–-–---–ის საკუთრებაში იმყოფება ქონება, მდებარე ქ. რ------------------------–-----–---–---------------- 0-.0-.0-.0--.0-.0--.
მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. საზღვარგარეთ მყოფმა ზ----- ი-----–-–---–მა ერთ-ერთი საუბრისას მოსარჩელეს განუცხადა, რომ ის გამოუგზავნის თანხას თავის მშობლებს და ისინი იზრუნებენ არასრულწლოვან შვილზე.
მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, მოთხოვნა პაპა-ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 104-ე, 10--ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120--ე, 1212-ე, 1214-ე, 1225-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხე ზ-----ი ი-----–-–---–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - 201- წლის 29 იანვარს დაბადებული ა-- ი-----–-–---–ის (პ/ნ 0-5--------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 18 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე;
დადგენილია, რომ ზ-----ი ი-----–-–---–ი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას, რის გამოც მის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
საქმეში წარმოდგენილი კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაციის #A--0-40-8-0-5/00-, 18/07/20-9 წლის მიხედვით ირკვევა, რომ მოვალე ზ----- ი-----–-–---–ის დავალიანება კრედიტორ მ-----------------–-–---–ისთვის შეადგენს 2569 ლარს, ხოლო მოთხოვნა არის მზარდი. თანხი ჩარიცხვა მოვალე ზ-----ი ი-----–-–---–ის (1300--1-958) მიერ განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს 320 ლარის ოდენობით.
6.3. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხეებისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ არასრულწლოვან ა-- ი-----–-–---–ს სარჩოს მიღება არ შეუძლია მამისგან - ზ-----ი ი-----–-–---–ისაგან, ხოლო პაპა-ბებიას აქვთ საკმარისი სახსრები შვილიშვილის რჩენისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია რამდენი წინაპირობის თანადროული არსებობა: 1. არასრულწლოვანი შვილიშვილი უნდა საჭიროებდეს დახმარებას; 2. არასრულწლოვანს არ უნდა შეეძლოს სარჩოს მიღება თავისი მშობლებისაგან; 3. პაპას და ბებიას უნდა გააჩნდეთ საკმაო სახსრები შვილიშვილის რჩენისათვის. ამდენად, ნორმის თანახმად, ვიდრე პირს, რომელიც ალიმენტს საჭიროებს, შესაძლებლობა აქვს მიიღოს იგი რომელიმე მშობლისგან, უფლება არა აქვს მოითხოვოს იგი ოჯახის სხვა წევრებისაგან. პაპა-ბებიის საალიმენტო ვალდებულებას საფუძვლად უდევს ახლო ნათესაური ოჯახური კავშირი, მაგრამ მათ საალიმენტო ვალდებულებას გააჩნია დამატებითი, სუბსიდიალური ხასიათი იმ ძირითად ვალდებულებებთან შედარებით, რომლებსაც ასრულებენ ოჯახის პირველი რიგის წევრები.
სასამართლო ნორმას აამოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუკი დარწმუნდება, რომ უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისაგან არ შეუძლია და პაპა-ბებიას გააჩნია საკმაო სახსრები. არ შეიძლება ამ უკანასკნელთ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია ან შრომისუუნარო, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----------------–-–---–ი და ზ-----ი ი-----–-–---–ის იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი - 201- წლის 29 იანვარს დაბადებული ა-- ი-----–-–---–ი.
მშობლების ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი ა-- ი-----–-–---–ი ცხოვრობს დედასთან, მ-----------------–-–---–თან ერთად. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მ-----------------–-–---–ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.
მიუხედავად საალიმენტო დავალიანების არსებობისა, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ გარემოება იმის თაობაზე, რომ ზ-----ი ი-----–-–---–ი შრომისუნარიანი პირია. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება, ასევე უნარი და შესაძლებლობა დასაქმდეს, მიიღოს ანაზღაურება და არჩინოს არასრულწლოვანი შვილი - ა-- ი-----–-–---–ი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები პაპა-ბებიის მხრიდან შვილიშვილის რჩენის ვალდებულებას გამორიცხავს. ,,შვილისადმი არსებული თავის კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლობით გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ახალგაზრდა ადამიანმა უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ელემენტარულ დონეზე მაინც. ეს კი მისთვის სავსებით ხელმისაწვდომია და ობიექტურადაც შესაძლებელი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირი შეიძლება არ იყოს დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ ჰქონდეს შემოსავალი.“ (იხ.სუსგ #ას-1641-1631-2011, 20/01/2012წ).
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ”მშობელს(მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები”.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხეთა საკმაო შემოსავლის არსებობის ფაქტი, ე-–-------------–-–---–ის განმარტებით, იგი არ მუშაობს და პენსიონერია, ხოლო ნ----------–-–---–ი მუშაობს საჯარო სკოლაში მასწავლებლად, ხელფასი დაახლოებით 700 ლარამდეა და მისი შემოსავალი ხმარდება მეუღლის ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენას და შვილის მიერ დატოვებული ვალების გასტუმრებას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით განსაზღვრული, არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, პაპა-ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი წინაპირობები, რის გამოც მ-----------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ-----------------–-–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244, 248-249, 257, 2591, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1 მოსარჩელე მ-----------------–-–---–ის (პ/ნ 3--------1-) სარჩელი მოპასუხეების ე-–-------------–-–---–ის და ნ----------–-–---–ის მიმართ არასრულწლოვანი ა-- ი-----–-–---–ის (პ/ნ 0-5--------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე