განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2019
საქმის ნომერი
330100119003132948
თარიღი
27.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3651-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - მ----–------,ბრალდებულების - გ---------------–---–--- და ნ-----------–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------–---–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1-----–-–-- 2----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, წ-------–----------------, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, უ---–--–---- ქ.#--ში - მიმართ და

 

ნ-----------–---–-- (პირადი #6----------) - დაბადებულის 1----–-–-- 3-----–---, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, მ----------- ქ.#--- ბინა #--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ---------------–---–-- და ნ-----------–---–-- ჩაიდინეს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსული ტელეკომპანია ,,----------ის‘‘ კორესპონდენტი ს-------–-----------–--- და ოპერატორი მ-----–------------- სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა გაეშუქებინათ საქართველოში მიდინარე მოვლენები, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის დაწესებული სანქციების ფონზე. კერძოდ, რა გავლენას იქონიებდა საქართველოს ტურისტულ ბიზნესზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა და ტურისტული კომპანიებისათვის მოწოდება, არ დაეგეგმათ ვიზიტები საქართველოში და ორგანიზება გაეკეთებინათ საქართველოში მყოფი ტურისტების რუსეთში დაბრუნებისათვის.

 

2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ ,,---–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ს-------–-----------–--- და მ-----–------------- ასრულებდნენ პროფესიულ საქმიანობას და ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ართმევდნენ გიდს - საქართველოს მოქალაქე ვ-----------–-------. ინტერვიუს ჩაწერის დროს ამავე სკვერში იმყოფებოდნენ გ---------------–---–- და ნ-----------–---–-, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს რესპოდენტის მიერ ჟურნალისტისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. გ---------------–---–-- და ნ-----------–---–--, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ს-------–-----------–--- და მ-----–-------------. მოუწოდეს მათ, შეეწყვიტათ ინტერვიუს ჩაწერა, არ გაევრცელებინათ ინფორმაცია და დაეტოვებინათ საქართველო. აღნიშნულში ჩაერია ვ-----------–------- მეუღლე - კ----–------, რომელსაც გ---------------–---–-- და ნ------------–---–-- მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კვლავ მოუწოდეს ჟურნალისტებს, შეეწყვიტათ ინტერვიუს ჩაწერა და დაეტოვებინათ საქართველო. ამასთან, კვლავ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გ---------------–---–-- მიაფურთხა ს-------–-----------–---. შექმნილი კონფლიქტური ვითარების შედეგად, კორესპონდენტ ს-------–-----------–--- და ოპერატორ მ-----–------------- გაუჩნდათ მათ მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, შეწყვიტეს ინტერვიუს ჩაწერა და დატოვეს მეტროსადგურ ,,---–-------- მიმდებარე ტერიტორია. გ---------------–---–--- და ნ-----------–---–-- ქმედებით კორესპონდენტ ს-------–-----------–--- და მ-----–------------- უკანონოდ შეეშალათ ხელი პროფესიულ საქმიანობაში და იძულებული გახდნენ, თავი შეეკავებინათ ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ---------------–---–-- და ნ-----------–---–-- ჩაიდინეს დანაშაული, რაც გამოიხატა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, მის იძულებაში, თავი შეეკავებინა ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - გ---------------–---–--- და ნ-----------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულების: ნ-----------–---–--ა და გ---------------–---–--, დაზარალებულების - ს-------–-----------–---სა და მ-----–-------------ს, მოწმეების: დ-------------–---–--, ი--------–----, გ-----–---–---–--, კ----–------ს, ვ-----------–-------ა და გ----------–--–---- გამოკითხვის ოქმებით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; პირის ამოცნობის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულებს) სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გ---------------–---–--- და ნ-----------–---–-- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამდენად, გ---------------–---–-- და ნ-----------–---–-- ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელი განესაზღვროთ მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

გ---------------–---–--- და ნ-----------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, არ არიან ნასამართლევი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გ---------------–---–-- და ნ-----------–---–---------–-- სახით დაენიშნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

გ---------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

ნ-----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 4 (ოთხი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე