განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2019
საქმის ნომერი
330100119002992905
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2150-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---- ლ----ის ძე ბ-------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, მცხოვრები: თ---–---- ჭ---–- ლ------------ ქუჩა, მ--------, ბინა #-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - ლ---- ბ-------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ნ---- ვ---------ას ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 28 მარტს, თბილისში, ჭ---–- ლ------------ მ-------ში, ბინა #--ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ლ---- ბ-------ემ ოჯახური კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს 2016 წლის 30 მაისს დაბადებულ ლ---- ბ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახის არეში.

 

1.2. ლ---- ბ-------ე თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ---- ვ---------ას. 2019 წლის 28 მარტს, თბილისში ჭ---–- ლ------------ მ-------ში, ბინა N--–ი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ლ---- ბ-------ემ ოჯახური კონფლიქტის დროს არასრულწლოვანი შვილის 2001 წლის 25 ივნისს დაბადებული მ------ ვ---------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ნ---- ვ---------აზე, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ნ---- ვ---------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ლ.ბ-------ის ეპიზოდი)

 

2.1. პატრულ-ინსპექტორების ნ-----–---- ს-------–---–ის და დ----- ც-------ას ჩვენებებით, 2019 წლის 28 მარტს, გვიან ღამით, რადიოსადგურ ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების საფუძველზე გამოცხადდენ თბილისში, ჭ---–- ლ------------ მ-------ში, ბინა #--ში. სახლთან დახვდათ ნ---- ვ---------ა, რომელიც იყო აღელვებული. ნ---- ვ---------ამ პატრულ ინსპექტორებს განუცხადა, რომ სახლში დაბრუნებულს შვილები ნაცემი დახვდა, შვილები სცემა ლ---- ბ-------ემ. პატრულ ინსპექტორები შევიდნენ სახლში სადაც დახვდათ ერთი მცირეწლოვანი, ხოლო მეორე არასრულწლოვანი გოგონა. მცირეწლოვან ბავშვს ლ---- ბ-------ეს დაწითლებული ჰქონდა მთელი სახე, დასიებული ჰქონდა ტუჩი, ლოყა და შუბლი. რაც შეეხება 17 წლის არასრულწლოვან მ------ ვ---------ს, იგი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ეძინა. პატრულ-ინსპექტორების შეკითხვაზე მ------ ვ---------ი აცხადებდა, რომ მამასთან ერთად დალია ალკოჰოლი და აღნიშნულის გამო იყო ცუდად. მას პატრულ ინსპექტორებისთვის ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებია. მოწმეთა ჩვენებებით სახლში არსებული ავეჯი და ტექნიკა იყო ამოყირავებული და ნაწილობრივ დამტვრეული. ლ---- ბ-------ე დაკავებულ იქნა მის საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული შემოწმდა ალკოტესტით, დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

2.2. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: თ---–---- ჭ---–- ლ------------ მ--------, ბინა #-. ბინის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და დაზარალებული ნ---- ვ---------ა. ბინაში უწესრიგოდ ეყარა საყოფაცხოვრებო ნივთები, ოთახებში შეინიშნებოდა არეულობის კვალი. ძირს ეგდო ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ტანსაცმელები.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სოციალური მუშაკი - ე-- ე--------–---–ი, რომელიც გამოძიებაში დაესწრო არასრულწლოვანი მოწმის მ------ ვ---------ის გამოკითხვას. სოციალური მუშაკის ჩვენებით, არასრულწლოვანმა მ------ ვ---------იმ გამოკითხვის დროს გამომძიებელს განუცხადა, რომ 2019 წლის 28 მარტს ლ---- ბ-------ესთან ერთად, ნებაყოფლობით მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ალკოჰოლის ნეგატიური გავლენის გამო დაიძინა და არ ახსოვს თუ რა მოვლენები განვითარდა ოჯახში. მხოლოდ გაღვიძების შემდეგ ნახა, რომ სახლში იყო საპატრულო პოლიცია და დედაც მოსული იყო.

 

2.4. ლ---- ბ-------ის სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან განზრახული. პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერემია, შეშუპება, ესკორიაციები და ნაკაწრები სახისა და კისრის არეში.

 

2.5. მ------ ვ---------ის სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტი, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი დაზიანებები როგორც შემთხვევით ან წინასწარგანზრახული. პაციენტის გადმოცემით მიმდინარე დღის საღამოს ექვსი საათიდან იღებდა ალკოჰოლურ სასმელს მამასთან ერთად. პაციენტს არა ახსოვდა არაფერი. ექიმებს მ------ ვ---------ი დახვდათ საწოლში გულისრევით.

 

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, კვლევა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციაზე, ასევე უშუალოდ შემოწმდა ლ---- ბ-------ე. დასკვნის თანახმად:

 

ა). ლ---- ბ-------ეს, პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ბ).სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ლ---- ბ-------ეს თვალის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ნაჭდევის მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

2.7.სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადი შემოწმებით ლ---- ბ-------ეს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო პაციენტის სამედიცინო ბარათში მითითებული ნაჭდევის ხანდაზმულობა ვერ დადგინდა.

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზის ფარგლებში გამოიკითხა შესამოწმებელი პირის ლ---- ბ-------ის დედა ნ---- ვ---------ა, რომელმაც ექსპერტს განუცხადა, რომ 2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, სახლში დაბრუნებისას სახლი დახვდა არეული, რის შემდგომაც გაუჩნდა ეჭვი, რომ მამამ ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.9. ბრალდებულმა ლ---- ბ-------ემ დანაშაული არ აღიარა და დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ 2019 წლის 27 მარტს იმყოფებოდა სახლში შვილებთან 17 წლის მ------ ვ---------თან და 3 წლის ლ---- ბ-------ესთან ერთად. დღის განმავლობაში უფროს შვილთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, მ------ ვ---------ი ალკოჰოლის გამო გახდა შეუძლოდ, ჰქონდა გულისრევა, ცდილობდა დახმარებოდა შვილს, გაესუფთავებინა ადგილი სადაც მ------ი იწვა, ოთახიდან ოთახში გარბოდა წყალზე და გაჰქონდა მთვრალი მ------ ვ---------ის მიერ დასვრილი ნივთები, ამ დროს თავადაც მთვრალი წამოედო ელექტრო დამაგრძელებელს, შედეგად გადმოიყარა ნივთები: ტელევიზორი, კომპიუტერი. ამ პროცესში მცირეწლოვანი ლ---- ბ-------ე ტიროდა, ბავშვს სახე აწითლებული ჰქონდა ტირილის გამო, ხოლო ტუჩებზე სიწითლე გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვმა პირში ჩაიყარა დიდი რაოდენობით მარილი.

 

2.10. 2019 წლის 28 მარტს, 01:00 საათზე პატრულ-ინსპექტორმა ნ-----–---- ს-------–---–მა დააკავა ლ---- ბ-------ე.

 

2.11. დაზარალებულმა ნ---- ვ---------ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.12. მოწმე მ------ ვ---------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ნ. ვ---------ას ეპიზოდი)

 

2.13. პატრულ-ინსპექტორების ნ-----–---- ს-------–---–ისა და დ----- ც-------ას ჩვენებებით, ნ---- ვ---------ამ მათ განუცხადა, რომ მეუღლემ ლ---- ბ-------ემ სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეთა ჩვენებით ნ. ვ---------ას სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

 

2.14. გამომძიებლის გ------- გ------–--ის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე, 2019 წლის 28 მარტს, დადგენილებით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულ ნ---- ვ---------ას სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის აღმოჩენის მიზნით, მაგრამ დაზარალებულმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

2.15. ბრალდებულმა ლ---- ბ-------ემ დასკვნით სიტყვაში გამორიცხა მეუღლეზე ნ---- ვ---------აზე ძალადობა.

 

2.16. დაზარალებულმა ნ---- ვ---------ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.17. მოწმე მ------ ვ---------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ---- ბ-------ის ბრალეულობაში.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

 

3.4. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში.

 

3.5. არასრულწლოვანი დაზარალებულის ლ---- ბ-------ის გამოკითხვა გამოძიებაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში დაკითხვა მისი მცირე ასაკის გამო (3 წლამდე) ვერ მოხდა, შესაბამისად, სასამართლომ უშუალოდ პირველი წყაროდან ვერ მიიღო ინფორმაცია ძალადობის შესახებ, აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, არასრულწლოვანი დაზარალებულის ლ---- ბ-------ის დედამ - ნ---- ვ---------ამ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნ---- ვ---------ა შესაძლო დანაშაულის პირდაპირი მოწმე არც გამოძიებაში იყო, იგი გამოძიებაში უბრალოდ ვარაუდობდა, რომ სახლში მისი არ ყოფნის დროს ბრალდებულმა შესაძლოა სცემა ლ---- ბ-------ე, ვინაიდან ამ უკანასკნელს სახეზე დაზიანება ეტყობოდა, გამოკვლეული მტკიცებულებით ლ---- ბ-------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო თანმხლები პირის დედის - ნ---- ვ---------ას მიერ, ნ---- ვ---------ამ ექსპერტთან გამოთქვა ეჭვი ძალადობის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, ამონარიდი ექსპერტიზის დასკვნიდან ,,შესამოწმებელი პირის დედის გადმოცემით: 2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, სახლში დაბრუნებისას სახლი დახვდა არეული, რის შემდგომაც გაუჩნდა ეჭვი, რომ მამამ ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“. ეჭვის საფუძვლიანობას გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ---- ბ-------ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო პაციენტის სამედიცინო ბარათში აღწერილი დაზიანებების ხანდაზმულობა ვერ დადგინდა. ამდენად, ლ---- ბ-------ის ეპიზოდში შეტყობინების ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები, რომ არასრულწლოვანს სახეზე ძალადობის გარკვეული ნიშნები აღენიშნებოდა, მაშინ, როდესაც ძალადობას გამოძიების ეტაპზეც კი არ ჰყავდა თვითმხილველი მოწმე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პატრულ-ინსპექტორების მიერ ხილული დაზიანების ხანდაზმულობა ექსპერტმა ვერ დაადგინა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. ის, რომ სახლში ნივთები ქაოტურად ეყარა, ტექნიკა გადმოცვენილი იყო მაგიდიდან, აჩენს ეჭვს ძალადობის ფაქტთან მიმართებაში, თუმცა ეს ეჭვი ვერ აბათილებს ბრალდებულის არგუმენტს, რომ მთვრალი შემთხვევით დაეჯახა ნივთებს და საგნებს, რის გამოც ეს ყველაფერი დაცვივდა იატაკზე, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ---- ბ-------ე პოლიციის თანამშრომლებს სახლში ნამდვილად მთვრალ მდგომარეობაში დახვდა, ალკოტესტმა აჩვენა სიმთვრალე - 1,249 % ეთილის სპირტი. ასევე, რაც არ უნდა, ალოგიკურად ჟღერდეს ლ---- ბ-------ის არგუმენტი ლ---- ბ-------ის სახეზე და ტუჩზე სიწითლის წარმომავლობასთან დაკავშირებით (თითქოს შეჭამა ბევრი მარილი), ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადგენს ხანდაზმულობას ამ შესაძლო ძალადობრივი კვალის თაობაზე. რაც შეეხება ნ---- ვ---------ას ეპიზოდს, აქაც მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები იმის შესახებ, რომ ნ---- ვ---------ა გამოძახების ადგილზე დახვდათ აღელვებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ როგორც სოციალურმა მუშაკმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, არასრულწლოვანი მოწმე მ------ ვ---------ი გამოძიებაში ვერ ადასტურებდა ლ---- ბ-------ის მხრიდან ლ---- ბ-------ის და ნ---- ვ---------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს სიმთვრალის გამო. შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს მოწმე მ------ ვ---------ი მთვრალ მდგომარეობაში რომ იმყოფებოდა დასტურდება პატრულ ინსპექტორების ჩვენებებით, მათ მ------ ვ---------ი სახლში დახვდათ მთვრალი, მძინარე მდგომარეობაში, გარდა ამისა, სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი მ------ ვ---------ი ამ უკანასკნელის გადმოცემით 2019 წლის 27 მარტს, საღამოს ექვსი საათიდან იღებდა ალკოჰოლურ სასმელს მამასთან ერთად. პაციენტს არა ახსოვდა არაფერი. ექიმებს მ------ ვ---------ი დახვდათ საწოლში გულისრევით.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. პატრულ-ინსპექტორების: ნ-----–---- ს-------–---–ისა და დ----- ც-------ას ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ ირიბ ინფორმაციას, რომლებიც არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით.

 

3.7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა დანაშაულის მატერიალური ფაქტების დასადასტურებლად.

 

3.8. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---- ბ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ბ-------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით ლ---- ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ლ---- ბ-------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა