განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002934979
N1/109-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
08 ოქტომბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ---–------------–---–ი
ბრალდებული: ლ-–- გ----–---–ი
მამის სახელი: ნ--------ი
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.დედოფლისწყარო, რ---------–ის ქუჩა N71, ბინა N7
მცხოვრები: ქ.დედოფლისწყარო, რ---------–ის ქუჩა N71, ბინა N7
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. (ძველი რედაქცია)
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 04 იანვარს, ღამის საათებში, ქ.დედოფლისწყაროში, დაახლოებით 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „TOIOTA CAMRY“, სახელმწიფო ნომრით G--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ლ-–- გ----–---–ი. შ-----ის გზაზე, სოფელ ს-------–--ს მიმართულებით მოძრაობისას ლ-–- გ----–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ„ საქრთველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ლ-–- გ----–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა სავალი ნაწილიდან, რა დროსაც შეეჯახა გვერდულზე განთავსებულ ნაგვის ბუნკერს და საცხოვრებელი სახლის მესერს.
2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით TOIOTA CAMRY-ის“ მგზავრი, 19 წლის გ-----------–---–---–ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც 2018 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ტრანსოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- გ----–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. სასამართლოს ბრალდებულ ლ-–- გ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
6. ლ-–- გ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ-–- გ----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. ლ-–- გ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველია რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 06(ექვსი) წელი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 02(ორი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
11. ლ-–- გ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლ-–- გ----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ლ-–- გ----–---–ის (პირადი N1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
12. ნივთიერი მტკიცებულება - ლ-–- გ----–---–ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა, დალუქული ინახება ექსპერტიზის ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
13. ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“ ( სახელმწიფო ნომრით G--------), განთავსებულია საჯარიმო სპეც. ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური