განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119003079285
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3012-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვ---------------–---–--,ადვოკატის - დ--------------------,ბრალდებულის – ზ---–-------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ზ---–----–-----------------, დაბადებულის - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: გ--–-- რაიონის სოფელ წ-----–-- ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–-------------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ზ---–------------ ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 07 ივნისს, საღამოს საათებში, ზ---–------------ იმყოფებოდა ქ.თბილისში, ა-------–------------- ქუჩის ბოლოში განთავსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ,---–----------.

ჩადენილი ქმედებისათვის ზ---–------------ 2019 წლის 09 ივნისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა ზ---–------------- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ქიმიური ექსპერტიზის №----------------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ზ---–------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ზ---–------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ზ---–------------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ზ---–------------ უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ასევე, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

<

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ---–------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

2. ზ---–------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. ზ---–------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 სექტემბრიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 ივნისიდან 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

4. ზ---–------------ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. ნივთმტკიცება:

- ზ---–------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პლასტმასის მილი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი