განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
140100119002995701
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002995701

საქმე #1/204-19 (011120419002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---------- ხ-------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------------------------------------------–-----------------------------; მცხოვრები: გ------------–------------------)

 

ადვოკატები - გ--–- მ------–---–-, ზ------ ქ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2019 წლის 12 აპრილს, 13:20 საათზე, გ----–--------–------------------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ა-–---------- ხ-------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- გ------–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად თ----- გ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ა-–---------- ხ-------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა თ----- გ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

დაზარალებულის მშობელმა - ნ--- გ------–---–მა განმარტა, რომ თ----- გ------–---–ი ორი დღე სახლში არ ყოფილა. როდესაც გამოჩნდა, იყო მთვრალი და აგრესიული, რადგან სახლის კარი დაკეტილი დახვდა. მას თვალზე ნაკაწრი ეტყობოდა. ა-–---------- ხ-------–---–მა და ნ--- გ------–---–მა იგი დააწვინეს და თვითონ სამზარეულოში გავიდნენ, რა დროსაც თ-----მ პოლიციაში დარეკა. ა-–---------- ხ-------–---–ს მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბოლო პერიოდში თ----- გ------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლს და მთვრალი რასაც ამბობდა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა (2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი);

 

სხვა მოწმეებმა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე, კერძოდ: უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ზ---- ტ-----–---–მა და დ----- ჭ--------მ განმარტეს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე დააკავეს ა-–---------- ხ-------–---–- (2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი); ექსპერტმა ექიმი-ნარკოლოგი) ნ---- ნ------–---–მა ჩაატარა ა-–---------- ხ-------–---–-ს ნარკოლოგიური შემოწმება (2019 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი); გამომძებელმა თ-- ქ----–------მ დაკითხა დაზარალებული და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი (2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი); ექსპერტ-კრიმინალისტმა ვ--–------ ა----–---მ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში (2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

წერილობითი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 12 აპრილს, 17:45 საათზე თ----- გ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 103-104);

 

აღნიშნული დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ--–---- მ----------მა (2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ა-–---------- ხ-------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია (2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

მოცემულ შემთხვევაში არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ თ----- გ------–---–ისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის და მით უფრო, ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის არსებობის ფაქტი. ამდენად, ა-–---------- ხ-------–---–-ს უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------- ხ-------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი