გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310518002576349
№ 3/75-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შ----- ლ------
წარმომადგენელი ა--- ბ-----
მოპასუხეები: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენლები: ა------ ვ-------, ჯ------ ბ------, მ------ რ------
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი ლ--–- ჭ----------
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
წარმომადგენელი ც---- მ-----–---–-
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულება.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის გ---- კ------ს 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-4 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 396.58 შენობის ნაწილი (ს/კ 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა.
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის გ---- კ------ს 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს/კ 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი).
ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანება.
1.3. ნაწილობრივ გაუქმდეს N4----------- და N4----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი
2016 წლის 22 დეკემბერს შ----- ლ------მ განცხადებით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 2005 წლიდან მის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე აღმართულ თავის აშენებულ 257.00 კვ.მ. შენობაზე. მან კომისიას წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რითაც დასტურდებოდა ამ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მართებულობა და ასევე წარადგინა წერილობითი ინფორმაცია ქონებაზე სხვისი უფლების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. კომისიის სხდომა შედგა 2017 წლის 29 მარტს, რომელზეც განიხილეს შ----- ლ------ს განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და ხმათა უმრავლესობით (ცხრა ერთის წინააღმდეგ), მიიღეს განკარგულება N--- მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. მას შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ 2017 წლის 01 მაისს გადაეცა საკუთრების უფლების მოწმობა N---. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის დროს აღმოჩნდა, რომ ზედდება ფიქსირდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში 2017 წლის 17 მარტიდან აღრიცხულ ორ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდებით: 4----------- და 4-----------, რის გამოც, ვერ დაარეგისტრირა უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება. 2018 წლის 25 ივნისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა შ----- ლ------ს სახელზე 2017 წლის 01 მაისს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხის შესწავლა. კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულება და N--- საკუთრების უფლების მოწმობა, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და განმარტეს, რომ 2017 წლის 01 მაისის N--- საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ წარმოიშვა ახალი გარემოებები, დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად, შ----- ლ------ს 2018 წლის 04 ივლისის N13 ოქმის საფუძველზე უარი ეთქვა, ხობის მუნიციპალიტეტის ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში 500.00 კვ.მ. ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართით 257 კვ.მ. აღიარებაზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულებით, დაკმაყოფილდა შ----- ლ------ს განცხადება, ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნა შ----- ლ------ს საკუთრების უფლება და დაინტერესებული პირის მიმართ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ----- ლ------ს განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N892017174338 განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. ასევე, სისტემური მონაცემების შესაბამისად, N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის პირველი - მესამე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
გარდა იმისა, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს ნორმატიულ აქტებსა და საქმეს არ ურთავს სათანადო მტკიცებულებებს, რაც გაამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი აღძრული აქვს იმ პირის მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს - განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მოპასუხე არის პირი, რომელმაც დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება. მოპასუხის დასახელების უფლებამოსილება და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს, თუმცა, სარჩელი უნდა აღიძრას არა მოსარჩელის სასურველი სუბიექტის, არამედ იმ პირის მიმართ, რომელმაც, საკანონმდებლო სივრცის გათვალისწინებით, პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, რაც ერთგვარი წინაპირობაა დარღვეული ან სადავო უფლების აღსადგენად. სარჩელი, როგორც სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების, ისე სათანადო მოპასუხის განსაზღვრის ფორმით, მიმართული უნდა იყოს აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღებისაკენ და საბოლოოდ, იწვევდეს სადავო უფლებაში აღდგენას.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას. ამავე მუხლის მე-61 პუნქტით დადგენილი წესით, ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის დაინტერესებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქციას.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. სახელმწიფო ქონების განკარგვა კი გულისხმობს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებას და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კომპეტენციაა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ვერ იქნება სათანადო მოპასუხე საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. რამეთუ სააგენტო არ წარმოადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად ქონების სააგენტო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, გამომდინარე იქიდან რომ არ არსებობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, არ იკვეთება რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს N4----------- და N4----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმების. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება თუ რის საფუძველზე მიაჩნია მხარეს, რომ სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრირებული უფლება უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა რომ ის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 25 ნოემბერს დაინტერესებული პირის შ----- ლ------ს დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ხობის მუნციპალიტეტის სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 500 კვ.მ-ს.
3.2.2. ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული 2016 წლის 31 დეკემბრის N310 ცნობის მიხედვით, შ----- ლ------ 2005 წლიდან არამართლზომიერად ფლობს და განკარგავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობია 500 კვ.მ.
3.2.3. ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, მ--–----- ვ-----, რ---- ჯ---–-- და პ------- ზ--------- ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შ----- ლ------ 2005 წლიდან არამართლზომიერად თვითნებურად ფლობს და სარგებლობს 500 კვ.მ. რაოდენობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობით, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა.
3.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის N337977 წერილით შ----- ლ------ს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, რომელიც შ----- ლ------ს მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე და ელ. ვერსიაზეა მონიშნული, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის. ამასთან ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილ საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.
3.2.5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N45 სხდომის ოქმის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა, რომ შ----- ლ------ს განცხადება დაკმაყოფილებულიყო. ხობის მუნიციპალიტეტის ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნას შ----- ლ------ს საკუთრების უფლება. შ----- ლ------ს წერილობითი შეტყობინებით ეცნობოს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ----- ლ------ს მიმართ, აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა.
3.2.6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულების მიხედვით, შ----- ლ------ს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა. ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნას შ----- ლ------ს საკუთრების უფლება. შ----- ლ------ს წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობის და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ----- ლ------ს მიმართ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა.
3.2.7. 2017 წლის 20 აპრილის N5128564645 საგადახდო დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გადახდილია 3095 ლარი, გადამხდელის დასახელება: დ----- ლ------, პირი ვის მაგივრადაც მოხდა გადახდა: შ----- ლ------.
3.2.8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 01 მაისს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, შ----- ლ------ს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: 500 კვ.მ. და შენობა/ნაგებობა - ერთეული, ფართობით 257 კვ.მ. რომელიც მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3.2.9. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის N17/35987 წერილით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილია ფიზიკური პირის შ----- ლ------ს საკითხი ხობში, ა---– ხ-----–აში მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის დროს, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე 2151 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი 4-----------) და ამავე მისამართზე არსებულ 712 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი 4-----------) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე მოიკვლია ფიზიკური პირის შ----- ლ------ს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ N892017174338 განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ვინაიდან, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღიარებულია (საკუთრების უფლების მოწმობა N9------------ წ.) ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მას მოეთხოვა შესაძლოდ მოკლე ვადაში, შეესწავლა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება.
3.2.10. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 4-----------) მესაკუთრე არის სახელმწიფო.
3.2.11. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 4-----------) მესაკუთრე არის სახელმწიფო.
3.2.12. ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულების მიხედვით, შ----- ლ------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა. ხობის მუნიციპალიტეტის ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ---- ლ------ს საკუთრების უფლება არ იქნა აღიარებული. ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის შ---- ლ------ს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული 2017 წლის 01 მაისის საკუთრების უფლების მოწმობა N---. გადახდილი თანხა დაუბრუნდა შ---- ლ------ს. აღნიშნულზე ეცნობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და მოხდა გადახდილი თანხის 3095 ლარის ჩარიცხვა შ---- ლ------ს ანგარიშზე.
3.2.13. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (1. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 2779კვ.მ., შენობა-ნაგებობა 32.9კვ.მ., 2. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 221 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 133.46 კვ.მ., 3. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 13847კვ.მ., შენობა-ნაგებობა 287კვ.მ., 18კვ.მ., 4. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 6539კვ.მ., შენობა-ნაგებობა 69.96კვ.მ., 29.74კვ.მ., 5. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 1710კვ.მ., შენობა-ნაგებობა 150.81კვ.მ., 6. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 712 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 89.6კვ.მ., 7. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 5235კვ.მ., შენობა-ნაგებობა 721.9კვ.მ., 16.36კვ.მ., 8. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 2744კვ.მ., შენობა-ნაგებობა 66.16კვ.მ., 9.6კვ.მ., 9. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 6479კვ.მ., შენობა-ნაგებობა 549.43კვ.მ., 36.86კვ.მ., 81.63კვ.მ., 10. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 17628 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 1422.98კვ.მ., 42.14კვ.მ., 333.99კვ.მ., 368.17 კვ.მ.) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
3.2.14. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (1. ქ.ხობი, ც------ დ-------ს ქუჩა, მიწის ფართი 5718 კვ.მ., 2. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 21 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 9 კვ.მ., 3. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 21 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 9 კვ.მ., 4. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 2151 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 396.58 კვ.მ., 85.6 კვ.მ., 5. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- გ----------–-, მიწის ფართი 4999 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 259.27 კვ.მ., 464 კვ.მ.) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
3.2.15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანების შესაბამისად, შ----- ლ------ს წარმომადგენლის ა--- ბ-----ს 2019 წლის 29 იანვრის N1250/21 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 და 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შ----- ლ------ს და მისი წარმომადგენლის სარჩელი (დაზუსტებული) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-4 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 396.58 შენობის ნაწილი (ს/კ 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასარჩელო მოთხოვნა სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს.კ. 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი), უნდა დაკმაყოფილდეს შენობა-ნაგებობის ფართის 89.6 კვ.მ. და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანება უნდა გაუქმდეს შ----- ლ------სათვის სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების ნაწილობრივ მისთვის 89.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართისა და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ბათილად ცნობის არ დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩეს უცვლელად.
ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების 89.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაუქმების თაობაზე, ს.კ. 4----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე - უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ??????????? ?????????? ????????? ???????, ???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლის თანახმად, კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (პირველი ნაწილი). ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (მე-2 ნაწილი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
2016 წლის 25 ნოემბერს დაინტერესებული პირის შ----- ლ------ს დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ხობის მუნციპალიტეტის სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 500 კვ.მ-ს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის N337977 წერილით შ----- ლ------ს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, რომელიც შ----- ლ------ს მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე და ელ. ვერსიაზეა მონიშნული, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის. ამასთან ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილ საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.
ნოტარიუს ზ----- კ------–--ს მიერ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, მ--–----- ვ-----, რ---- ჯ---–-- და პ------- ზ--------- ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შ----- ლ------ 2005 წლიდან არამართლზომიერად თვითნებურად ფლობს და სარგებლობს 500 კვ.მ. რაოდენობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობით, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა.
ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული 2016 წლის 31 დეკემბრის N310 ცნობის მიხედვით, შ----- ლ------ 2005 წლიდან არამართლზომიერად ფლობს და განკარგავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობია 500 კვ.მ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (1. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 2779კვ.მ., შენობა-ნაგებობა 32.9კვ.მ., 2. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 221 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 133.46 კვ.მ., 3. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 13847კვ.მ., შენობა-ნაგებობა 287კვ.მ., 18კვ.მ., 4. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 6539კვ.მ., შენობა-ნაგებობა 69.96კვ.მ., 29.74კვ.მ., 5. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 1710კვ.მ., შენობა-ნაგებობა 150.81კვ.მ., 6. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 712კვ.მ., შენობა-ნაგებობა 89.6კვ.მ., 7. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 5235კვ.მ., შენობა-ნაგებობა 721.9კვ.მ., 16.36კვ.მ., 8. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 2744 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 66.16 კვ.მ., 9.6 კვ.მ., 9. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 6479 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 549.43 კვ.მ., 36.86 კვ.მ., 81.63 კვ.მ., 10. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ------–-------, მიწის ფართი 17628 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 1422.98 კვ.მ., 42.14 კვ.მ., 333.99კვ.მ., 368.17 კვ.მ.) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (1. ქ.ხობი, ც------ დ-------ს ქუჩა, მიწის ფართი 5718 კვ.მ., 2. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 21 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 9 კვ.მ., 3. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 21 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 9 კვ.მ., 4. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–ა, მიწის ფართი 2151 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 396.58 კვ.მ., 85.6 კვ.მ., 5. ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- გ----------–-, მიწის ფართი 4999 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 259.27 კვ.მ., 464 კვ.მ.) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 4-----------) მესაკუთრე არის სახელმწიფო.
საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 4-----------) მესაკუთრე არის სახელმწიფო.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N45 სხდომის ოქმის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა შ----- ლ------ს განცხადება დაკმაყოფილდა. ხობის მუნიციპალიტეტის ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნას შ----- ლ------ს საკუთრების უფლება. შ----- ლ------ს წერილობითი შეტყობინებით ეცნობოს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ----- ლ------ს მიმართ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულების მიხედვით, შ----- ლ------ს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა. ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნას შ----- ლ------ს საკუთრების უფლება. შ----- ლ------ს წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობის და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ----- ლ------ს მიმართ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა.
2017 წლის 20 აპრილის N5128564645 საგადახდო დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გადახდილია 3095 ლარი, გადამხდელის დასახელება: დ----- ლ------, პირი ვის მაგივრადაც მოხდა გადახდა: შ----- ლ------.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 01 მაისს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, შ----- ლ------ს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: 500 კვ.მ. და შენობა/ნაგებობა - ერთეული, ფართობით 257 კვ.მ. რომელიც მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის N17/35987 წერილით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილია ფიზიკური პირის შ----- ლ------ს საკითხი ხობში, ა---– ხ-----–აში მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის დროს, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ა---– ხ-----–აში მდებარე 2151 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი 4-----------) და ამავე მისამართზე არსებულ 712 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი 4-----------) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე მოიკვლია ფიზიკური პირის შ----- ლ------ს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ N892017174338 განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო N4----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ვინაიდან, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღიარებულია (საკუთრების უფლების მოწმობა N9------------ წ.) ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მას მოეთხოვა შესაძლოდ მოკლე ვადაში, შეესწავლა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულების მიხედვით, შ----- ლ------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა. ხობის მუნიციპალიტეტის ა---–- ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ---- ლ------ს საკუთრების უფლება არ იქნა აღიარებული. ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის შ---- ლ------ს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის N--- განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული 2017 წლის 01 მაისის საკუთრების უფლების მოწმობა N---. გადახდილი თანხა დაუბრუნდა შ---- ლ------ს. აღნიშნულზე ეცნობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და მოხდა გადახდილი თანხის 3095 ლარის ჩარიცხვა შ---- ლ------ს ანგარიშზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანების შესაბამისად, შ----- ლ------ს წარმომადგენლის ა--- ბ-----ს 2019 წლის 29 იანვრის N1250/21 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 და 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
,,???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
ადგილზე დათვალიერებამ დაგვანახა, რომ ძველი კოლმეურნეობის საწყობისა და შ--–------ს მიერ აშენებულ სასაწყობო ფართში გააჩნია ერთი კედელი, სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია ის, რომ დარღვეულია ზემოხსენებული ,,???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პინქტის ,,ლ" ქვეპუნქტის მოთხოვნები.
მოწმეთა ჩვენებებით და ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა, რომ მოქმედი წისქვილი ააშენა შ----- ლ------მ, ხოლო ძველი წყალზე მომუშავე წისქვილი, განთავსებულია სადავო მიწის ნაკვეთებიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, ამჟამად ის უფუნქციოა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, ადგილის დათვალიერებით მიღებული მონაცემების გაანალიზებით და გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ლ------ს და მისი წარმომადგენლის სარჩელი (დაზუსტებული) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-4 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 396.58 შენობის ნაწილი (ს/კ 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასარჩელო მოთხოვნა სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს.კ. 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი), უნდა დაკმაყოფილდეს შენობა-ნაგებობის ფართის 89.6 კვ.მ. და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანება უნდა გაუქმდეს შ----- ლ------სათვის სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების ნაწილობრივ მისთვის 89.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართისა და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ბათილად ცნობის არ დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩეს უცვლელად.
ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების 89.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაუქმების თაობაზე, ს.კ. 4----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე - უარი უნდა ეთქვას.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----- ლ------ს და მისი წარმომადგენლის სარჩელი (დაზუსტებული) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N340 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
3. სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-157 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-4 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 396.58 შენობის ნაწილი (ს/კ 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა, არ დაკმაყოფილდეს.
4. სასარჩელო მოთხოვნა სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ბრძანების N1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს.კ. 4-----------), ზედდებაშია შ----- ლ------ს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი), დაკმაყოფილდეს შენობა-ნაგებობის ფართის 89.6 კვ.მ. და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის N1-1/220 ბრძანება გაუქმდეს შ----- ლ------სათვის სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის N1/4-158 ბრძანების ნაწილობრივ მისთვის 89.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართისა და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ბათილად ცნობის არ დაკმაყოფილების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩეს უცვლელად.
6. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების 89.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაუქმების თაობაზე, ს.კ. 4----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სახ. საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე - უარი ეთქვას.
7. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
8. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე