განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/102-18
№050070618001
27 ივნისი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
პროკურორ - მ----------–--ის
ადვოკატ - ო-------------ის
ბრალდებულ - გ------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------ თ-------ს ძე მ----ე (დაბადებული 1----–-–---------------ს პირადი #1---------- მცხოვრები ქ. ვანი, ბ-------–---–--------) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 -ე პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ ვანში ბ-------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------------ეს ყოფით საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა დედასთან ვ----–---- მ----ესთან, რა დროსაც კონფლიქტის განმუხტვის მიზნით მას სიმშვიდისკენ მოუწოდა ამავე სახლში მცხოვრებმა, ძმის ცოლმა ი----------მ. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------------ემ სახეში ხელის დარტყმის გზით, ძალადობა განახორციელა ი----------ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
გ------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ ვანში ბ-------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------------ეს ყოფით საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა დედასთან ვ----–---- მ----ესთან, რა დროსაც კონფლიქტის განმუხტვის მიზნით მას სიმშვიდისკენ მოუწოდა ამავე სახლში მცხოვრებმა, ძმის ცოლმა ი----------მ. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------------ემ სახეში ხელის დარტყმის გზით, ძალადობა განახორციელა ი----------ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, ი---------- რამდენიმე წლის წინ შეირთო მისმა ძმამ ცოლად, რამდენიმე ხნის უკან გაიგო, რომ მის რძალს ყოლია სხვა შვილი და რაც დაუმალა თავის ძმას. ხოლო როდესაც მისმა ძმა გაიგო აღნიშნულის შესახებ ი----------მ მას უთხრა, რომ ამას არ აპატიებდა და აღნიშნული ინსცენირებულია მის მიერ რადგან მას ი----------სთვის ხელი არ დაურტყამს.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი----------ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის გ------------ის რძალი. სახლში ცხოვრობს დედამთილთან ვ----–---- მ----ესთან, რძალთან მ----------–--სთან და მაზლთან გ------------ესთან ერთად. 2018 წლის 06 ივნისს იმყოფებოდა სახლში, სახლში შემოვიდა გ------------ე და უთხრა მას რომ ვ----–---- მ----ისთვის დაენებებინა თავი რადგან ვ----–---- მ----ეს წნევა ქონდა და შეუძლოდ იყო. ამის გამო გ------------ემ მას დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----–---- მ----ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი შვილებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ვანი, ბ-------–---–---------ში. გ------------ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სახლის მეორე სართულზე, ხოლო თვითონ მეორე შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს პირველ სართულზე. 2018 წლის 06 ივნისს იმყოფებოდნენ სახლში, გ------------ე მოვიდა ჭალიდან, წიწილების დაბუდრების დრო იყო და გ------------ემ უთხრა ეგ წიწილები დაამწყვრიე არ გამოუშვა თორემ დავწყვიტავ სუყველასო. აბუდრებდა წიწილებს და ბოლო წაყვანა რომ წაიყვანა ი---------- შევიდა სახლში და ამასობაში მოხდა ჩხუბი. ი---------- შეეკამათა გ------------ეს, რომ გაჩუმდიო წნევა აქვს დედაშენსო და სანამ კიბეზე ავიდა უკვე ი- და გ------ ჩხუბობდნენ გ------------ე იგინებოდა. შემდეგ ი-მ თქვა ხელი დამარტყაო და ეუბნებოდა გ------------ეს რატო დამარტყი ჩემი ქმარი ურტყამს შენს ცოლსო. თავად არ შეუხედავს მაგრამ ი----------ს ლოყა გაწითლებული ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე გ----------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 06 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც 112-ის სამსახურიდან შევიდა შეტყობინება ქალაქ ვანში ბ-------–---–---------ში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ გ------------ე მეუღლესთან მ----------–--სთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ გ------------ის დედა ვ----–---- მ----ე და რძალი ი----------. ვითარების გარკვევისას ი----------მ განმარტა, რომ სიტყვიერი შელაპარაკებისას გ------------ემ მას სახის არეში დაარტყა ხელი, იკიდებდა ხელს სახეზე და ამბობდა, რომ განიცდიდა ტკივილს. აღნიშნულის შემდეგ მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი გ------------ის მიმართ და აგრეთვე ჩამორთმეულ იქნა ორ ლულიანი სანადირო თოფი.
სასამართლო სხდომაზე დ-------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 06 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც 112-ის სამსახურიდან შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ გ------------ე, ი---------- და ვ----–- მ----ე. იკითხა თუ რა ხდებოდა და ი----------მ განმარტა, რომ თავისმა მაზლმა ხელი დაარტყა სახეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე ვ----–----------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 06 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც 112-ის შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების გამო გავიდა ოპერატიული ჯგუფი, ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ დ-------------ე და გ----------------ე, აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ გ------------ე, ი---------- და ვ----–- მ----ე. იკითხა თუ რა ხდებოდა და ი----------მ განმარტა, რომ თავისმა მაზლმა ხელი დაარტყა სახეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე ლ-–-------–----ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ვანის შს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძვეზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მოახდინა დაზარალებულ ი----------ს გამოკითხვა, ასევე მის მიერვე დანიშნული იქნა სასამართლო ექსპერტიზა დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით, მის მიერვე გამოკითხული იქნა მოწმეები - ვ----–----------ე, დ-------------ე, გ----------------ე, მ--–---- მ----ე, თ------– მ----ე და თავად ბრალდებული გ------------ე.
სასამართლო სხდომაზე ბ--------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები ვ----–---- მ----ე და მ--–---- მ----ე, აგრეთვე მის მიერვე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
გ------------ის მიერ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათივე უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ აძლევს სასამართლოს საფუძველს, რათა გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია გ------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, დაზარალებულ ი----------ს, მოწმეების: ვ----–---- მ----ის, გ----------------ის, დ-------------ის, ვ----–----------ის, ლ-–-------–----ის, ბ--------------ის, დაზარალებულ ი----------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელისა დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, გ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქცია სასჯელთა სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნეს ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ------------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულ გ------------ის წარსული ცხოვრება, მისი პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა - დამახასიათებელია განმეორებადობის ტენდენცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას. ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეეფარდოს მინიმუმთან მიახლოებული სანქციის ფარგლებში, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.
.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე, 277-279-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად გ------------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად გ------------ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს გ------------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
გაუქმდეს გ------------ის მიმართ ვანის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2018 წლის 11 ივნისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია ს----------–--------ში (ბანკის კოდი B-------- აღსრულების ეროვნულ ბიუროს N G--------------------- ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს მ----------–--ს (პ/ნ 3----------).
გ------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 08 ივნისიდან 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნ----------------------), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ს-------------------------------------).
მოსამართლე ნონა ზარქუა