განაჩენი

სისხლის სამართლის 29.08.2019
საქმის ნომერი
330100119002873948
თარიღი
29.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/831-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - ი-----–------–----–----,ადვოკატ- თ--------------------,ბრალდებულების - ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ------------------- და ნ---------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----------- (პირადი #2----------) - დაბადებულის 1--- წლის 1-------------, საქართველოს მოქალაქის, ტექნიკური განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, მ-------------- მ/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #----ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

ლ---–--------–-–---–-- (პირადი #2----------) - დაბადებულის 1----–-–-ს 2--------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების კ----- რაიონში, სოფელ ქ-----------–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

ნ-----------–--- (პირადი #6----------) - დაბადებულის 1--- წლის 6-------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ვ---------–---------/რ-ნი, ჰ----–----- დასახლება, კორპუსი #--- ბინა # 4-- ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

მ-------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1---------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, გ-–------------ მ/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა # 6-- ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

რ----------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, დ------ ქ.#-- - ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ნ--------------- (პირადი #6----------) - დაბადებულის 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ-------–-, ნ-----------, კორპუსი #--- ბინა #--ში. ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ი--------- ქუჩა, კორპუსი #--- ბინა #---- ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ------------------ და ნ---------------მ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-----------, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი----------, 2----–-–-----------------იდან 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი---------- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

ი----------- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 193 700 აშშ დოლარი და 75 000 ლარი, რაზედაც 2----–-–-----------------იდან 2----–-–---------------რის ჩათვლით პერიოდში მიღებუოლმა სარგებელმა შეადგინა 78 324,1 ლარი, ი----------- 2-------- წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გასახდელად დაეკისრებოდა 12 81-.3 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ლ---–--------–-–---–--, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი----------, 201- წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ლ---–--------–-–---–- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

ლ---–--------–-–---–- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 71 000 აშშ დოლარი, რაზედაც 201- წლის 7 დეკემბრიდან 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 28 455.2 ლარი, ლ---–--------–-–---–- 2-------- წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გასახდელად დაეკისრებოდა 5 691.1 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნ-----------–---, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი----------, 2012 -2018 წლების პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ-----------–-- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

ლ---–--------–-–---–- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 46 000 აშშ დოლარი და 267 400 ლარი, რაზედაც 2012-2018 წლების პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 53 845.7 ლარი.

აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ-----------–--- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 538.1 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მ--------------, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ-------------, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ------------- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

მ-------------ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 83 5-- აშშ დოლარი და 1-0 000 ლარი, რაზედაც 2015 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 44 844 ლარი. მ-------------ს 2015-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 5 915 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

რ------------------, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ-----------------, 2016 წლის 1- ივნისიდან 2018 წლის 19 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას რ-----------------, ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

რ-----------------, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 55 815 აშშ დოლარი და 1- 000 ლარი, რაზედაც 2016 წლის 1- ივნისიდან 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 23 207.97 ლარი. რ-----------------, 2016-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2449-09 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნ---------------მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---------------, 2016 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 21 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ---------------, ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

ნ---------------ს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 64 000 აშშ დოლარი და 163 600 ლარი, რაზედაც 2016 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 43 123 ლარი. ნ---------------ს, 2016-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 5 900 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ------------------ და ნ---------------მ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობაში რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ-----------------ს და ნ---------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულების: ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ-----------------ს და ნ----------------, მოწმეების: ნ-----------–---–--, ქ------–-------–-----, დ-------–--------, ე-------------------, თ---------–---–--, ვ-----------------–---–--, თ-----------------–----, მ-----–----------–---–--, კ-----–----------–----, ბ-----------–---–--, დ-------–---–--------, მ-----–--------------, დ-----------–----, ლ------------–--–---–--, ვ---–-----------–-----, რ-----------------–----, ნ----------–-----–-----–---–--, ნ------------–----, დ-------–-------, დ--------------, დ--------------------, ბ---------------–---–--, ქ------------–--–----, გ----------------–---–--- და ხ------------–------ გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით; თემატური რევიზიის აქტებით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულებს) სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ-----------------ს და ნ---------------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამდენად, ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ------------------ და ნ---------------მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელი განესაზღვროთ მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ი-----------, ლ---–--------–-–---–--, ნ-----------–---, მ--------------, რ-----------------ს და ნ---------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ი-----------, ლ---–--------–-–---–-, ნ-----------–---, მ-------------ს, რ----------------- და ნ---------------ს სასჯელის სახით დაენიშნოთ ჯარიმა, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მათ ქონებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

რ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნ-----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-----------–--- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

მ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ლ---–--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ---–--------–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ი---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- #1------ განჩინებით, ი----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისში, მ------------------“ მ/რ-ნი, კორპუსი #-- ავტოფარეხის შენობაზე #--- საკადასტრო კოდით 0--1-.1-.0--.--9-1-.5-- დადებული ყადაღა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე