განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
140100119002861782
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002861782

საქმე #1/73-19 (011230119005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ხ---- ს-----–---–- (დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ--------------------------)

 

ადვოკატი - ე-–---- პ---–--–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2019 წლის 20 იანვარს, შუადღით, გ----–--------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების გამო მთვრალმა ხ---- ს-----–---–მა დედას - დ-------- გ---–---–---–ს ხის ჯოხი ორჯერ დაარტყა ტანის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2. ამავე წლის 23 იანვარს, აღნიშნული სახლის ეზოში, შელაპარაკების გამო ხ---- ს-----–---–- დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დადასტურდა ხ---- ს-----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა დ-------- გ---–---–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმა - გ------ ზ-------მ, თ------ პ---–--–---–მა, ა-–---- თ------–---–მა, ე-–------- კ-–----–---–მა და ლ--------- ა-–------მ დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე (2019 წლის 11, 25 მარტისა და 1 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 24 იანვრის დასკვნის შესაბამისად, დაზარალებულ დ-------- გ---–---–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში, დაზიანება არ აღენიშნება (ს.ფ. 58-61);

 

ბრალდებულმა ხ---- ს-----–---–მა უარყო ბრალად შერაცხული რომელიმე ქმედების ჩადენა;

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

მოცემულ შემთხვევაში არცერთი უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ დ-------- გ---–---–---–ისადმი მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, მით უფრო - ფიზიკური ტკივილის ან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა, რის გამოც ხ---- ს-----–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ---- ს-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი