განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
№1/1---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ულ----- ზა-------ის
ადვოკატ - ზუ---- ზურა--–---–ის
თარჯიმან-არ--- მა--------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ულ----- ზა-------;
მამის სახელი: მ-------;
დაბადებული: 3-.0-.1--- წელს;
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ლა--------ს რაიონი სოფელი გა-----–ა;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლა--------ს რაიონი სოფელი გა-----–ა;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: ულ----- ზა-------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლა--------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გა-----–აში, ულ----- ზა-------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა შა---- კა------ს, რა დროსაც ორჯერ დაარტყმევინა თავი ასფალტზე და ფეხი რამდენჯერმე გაარტყა ტანის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ულ----- ზა-------ს ჩადენილი ქმედებისთვის 2019 წლის 29 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლა--------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გა-----–აში, ულ----- ზა-------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა შა---- კა------ს, რა დროსაც ორჯერ დაარტყმევინა თავი ასფალტზე და ფეხი რამდენჯერმე გაარტყა ტანის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ შა---- კა------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ულ----- ზა-------ის, ვა----- აღა--------ს, ნუ------- მი-------ის, ილ--- აღმა--------ს გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მითითებულია ულ----- ზა-------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით.
ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ცემა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ულ----- ზა-------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ულ----- ზა-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ულ----- ზა-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ულ----- ზა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ულ----- ზა-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ულ----- ზა-------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ულ----- ზა-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ულ----- ზა-------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით -ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ულ----- ზა-------ს გუ--------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ( ათასი) ლარი, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა 2019 წლის 13 სექტემბერს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ულ----- ზა-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.
2.ულ----- ზა-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ულ----- ზა-------ს დაუბრუნდეს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 13 სექტემბერს გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი, სისხლის სამართლის საქმე N0-----------.
3. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე