განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
140100119003014791
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003014791

საქმე #1/222-19 (011130419003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-–- ვ-----–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------------------–---------; მცხოვრები: გ--------------------------------)

 

ადვოკატები - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2019 წლის 13 აპრილს, შუადღით, გ----–----------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას ვ-–- ვ-----–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ------- ლ-----–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელი ყელში, რის შედეგად ქ------- ლ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ვ-–- ვ-----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ქ------- ლ-----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

გამომძიებელმა მ-----– ბ------მ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ------- ლ-----–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან დაკითხა დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა ქ------- ლ-----–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც ქ------- ლ-----–---–მა დაადასტურა თავისი ჩვენება და მიუთითა, სად და როგორ მიაყენა მას ვ-–- ვ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმა - გ------- პ-----–---–მა, გ------- ი------მა და რ----- ჩ---------–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე (2019 წლის 18 ივლისისა და 12 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ------- ლ-----–---–ს აღენიშნება ექსკორიაციები და ნაკაწრები კისრის არეში, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს.ფ. 86-87);

 

აღნიშნული დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა პ----- ჯ---–---მ (2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ვ-–- ვ-----–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება (2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ცხადია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი. უფრო მეტიც, არცერთი უტყუარი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შორის. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საექსპერტო კვლევის შედეგებით, დაზიანებების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, უტყუარად ვერ დადგინდება ფიზიკური ტკივილის განცდაც, რაც ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. ამდენად, ვ-–- ვ-----–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–- ვ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი