განაჩენი

სისხლის სამართლის 02.09.2019
საქმის ნომერი
330100119002862283
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/725-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ლ---- ჟ----–---–--ის

ბრალდებულ _ ბ-------- ფ-–-–--ს

ადვოკატ - ნ--- ქ--–-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ბ-------- დ------ს ძე ფ-–-–--ს, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ--–--------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------–---------------–---–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-------- ფ-–-–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ბ-------- ფ-–-–--ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1 თებერვალს, ბ-------- ფ-–-–--ს მიმართ 14 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა მამასთან - დ----- ფ-–-–--სთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება და მასთან კომუნ---ცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 1 და 2 თებერვალს ბ-------- ფ-–-–-- მივიდა და ცხოვრობდა, ქ.-----–--–--------–-–---------------–---–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - დ----- ფ-–-–--.

ე.ი. ბ-------- ფ-–-–--მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ბ-------- ფ-–-–--ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ბ-------- ფ-–-–--ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბ-------- ფ-–-–--ს მიმართ 2019 წლის 1 თებერვალს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, ამოღების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-------- ფ-–-–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბ-------- ფ-–-–-- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიმართულია ოჯახის წევრის (მამის) წინააღმდეგ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათსა და ინტენსივობას და აღნიშნავს, რომ მართალია, ბ-------- ფ-–-–--მ 2019 წლის 1 და 2 თებერვალს, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში ყოფნით, რა დროსაც განმეორებით კონფლიქტს ანდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია წარსულში განხორციელებული ძალადობის ხასიათი და ინტენსივობა, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ ბ-------- ფ-–-–--ს მიმართ 2019 წლის 1 თებერვალს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რაც აუცილებელს გახდიდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისაგან მის იზოლირებას. შესაბამისად, სასამართლოს ბ-------- ფ-–-–--ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის შემდეგაც მისი მხრიდან ძალადობას ანდა კონფლიქტს დაზარალებულთან და ოჯახის სხვა წევრებთან ადგილი არ ჰქონია, მისი თქმით, მათთან აქვს კარგი ურთიერთობა და ასეთ კონფლიქტს ერთჯერადად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ჰქონდა ადგილი, რასაც განმეორებითი ხასიათი არ ჰქონია. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული დასაქმებულია (ასრულებს ფიზიკურ სამუშაოებს) და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც უარყოფითად აისახება მის ქონებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულისათვის ჯარიმის დანიშვნა, რომლის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მის ქონებრივ მდგომარეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------- ფ-–-–--ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რომლის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა მას აქვს და რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მის სათანადო ქცევას და დაზარალებულთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებას. ამასთან, ბ-------- ფ-–-–--ს დანიშნული ჯარიმა უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-------- ფ-–-–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 2 თებერვლიდან - 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გაუქმდეს ბ-------- ფ-–-–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი