განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
330100119003154771
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3882-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- გ-------–-ს

ბრალდებულ _ გ------- მ-----–---–ის

ადვოკატ - მ--- უ-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------- ი-–--- ძე მ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–-----------------–----–------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–-----–----------------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

გ------- მ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 ივნისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ გ------- მ-----–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლითაც გ------- მ-----–---–ს აეკრძალა მეუღლესთან - თ----- მ--–---–---–თან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლო იყო თ----- მ--–---–---–ის ყოფნა, ამასთან, გ------- მ-----–---–ს აეკრძალა მეუღლესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 12 ივნისს შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:30 საათამდე დროის მონაკვეთში, გ------- მ-----–---–ი, ქ-------–-------------დან თემქის მიმართულებით და შემდგომში, ხ----------ის ქუჩაზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით სავალ გზაზე ავტომობილით დაედევნა ნ--- კ----–---–ის ავტომანქანაში მჯდომ თ----- მ--–---–---–ს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მუხიანიდან თემქის მიმართულებით სავალ გზაზე მდებარე „პ--------–-ს“ დასახლების ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებულ ავტომანქანაში მყოფ თ----- მ--–---–---–ს, რის შემდგომაც შეეცადა მასთან ერთად ავტომანქანაში ჩაჯდომას.

ასევე, 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ------- მ-----–---–ი მივიდა ქ. თბილისში, ე--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- მ--–---–---–ს.

ე.ი. გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ------- მ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ------- მ-----–---–ის მიმართ 2019 წლის 12 ივნისს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- მ-----–---–ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათს და აღნიშნავს, რომ მართალია, გ------- მ-----–---–მა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან დროის მოკლე პერიოდში ორგზის, იმავე და მეორე დღეს დაარღვია ამავე ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ანგარიშსწორებას, აგრეთვე, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველიც გახდა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეუღლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას მათი თანაცხოვრების მანძილზე ადგილი არ ჰქონია, რაც აგრეთვე დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ გ------- მ-----–---–ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია და აგრძელებენ თანაცხოვრებას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა აღზრდაშიც აქტიურად მონაწილეობს ბრალდებული. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ბრალდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა წარმოადგენს ყველაზე ადეკვატურ და ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი