განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3075-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–-------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------–-----------–----------------------------–-.
ბრალდებული - ლ-----------–----------------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------–-----------–--------------------------–--
ადვოკატები - გ---------------–---–-------------------–-----
კვალიფიკაცია:
ა-–-------------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ლ----------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2----–-–---------------------–------------- საათზე, თ---–--–--------------------------–-- ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ----------------- და ა-–-------------------- ძალადობა განახორციელეს რ------------------- მიმართ, კერძოდ, ა-–-------------------- რ------------------ წააქცია ძირს და ტანის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, ხოლო ძირს წაქცეულ რ------------------ს სახის არეში ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ლ----------------- მუშტი. ა-–-------------------- ქმედებების შედეგად რ------------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლ----------------- ქმედების შედეგად რ------------------ს თავის მიდამოში მიყენებული დაზიანებები: ვრცელი სისხლნაჟღენთი მარჯვნივ შუბლის ქვედა ნახევარში, გარდამავალი მარჯვენა საფეთქლის მიდამოზე, მარჯვენა თვალბუდის მიდამოზე ცირკულარულად და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოზე (სისხლჩაქცევით მარჯვენა თვალის სკლერაში), მის ფონზე განთავსებული გაკერილი (სამედიცინო საბუთის მონაცემებით) ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა ქვედა ქუთუთოს გარეთა ნახევარში, ყვრიმალის მიდამოსთან საზღვარზე და ნაჭდევები მარჯვნივ შუბლის ქვედა მესამედში, მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოზე, სისხლანჟღენთი და ნაჭდევები ცხვირის მიდამოში, ნაჭდევები ზედა ტუჩზე მარჯვნივ და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედლის (ზედა ყბის ძვალი) იმპრესიული მოტეხილობა. ცხვირის ძვლის (მარჯვენა ფირფიტის) მოტეხილობა შეცილებით - ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–-------------------- და ლ----------------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ა-–-------------------- მიერ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ლ----------------- მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მ---------------, ლ-----------------, ა-–--------------------, რ------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმებიან თავად ბრალდებულები.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–-------------------- ჩაიდინა:
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ხოლო ლ----------------- ჩაიდინა:
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ა-–--------------------ა და ლ----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ასევე ითვალისწინებს ბრალდებულების აღიარებას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა-–--------------------ა და ლ----------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მათ მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ა-–-------------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–------–---------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ა-–-------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2----–-–------------ განჩინებით დაყადაღებულ ბ------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე-------------------------–----------------–--------------------------------------------------------------------------
ლ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ---------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------------–-–------–--------- ჩათვლით.
მსჯავრდებულ ლ----------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2----–-–------------ განჩინებით დაყადაღებულ ვ-–--------------–---–--------------------------------------------------------------------------------–-------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე თ---–--------------------–-------------------------------------–----------------------------–-------------------------------------------------
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ---------------- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ორ ქილად დალუქული სპეც. პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
_ რ--------------- სისხლის ნიმუში, ლ----------------- სისხლის ნიმუში და ა-–-------------------- სისხლის ნიმუში, დალუქული სახით, რაც ინახება---------------------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
_ ლ----------------- სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც. პაკეტში და ა-–-------------------- სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც. პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
_ კატეს დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
_ ვიდეოკამერის ჩანაწერები 01 (ერთი) კომპიუტერულ დისკზე, დალუქული, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 01 (ერთი) კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები და 02 (ორი) ცალი ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, რაც ინახება---------------------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი