განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002954300
საქმე #1/161-19 (011270918003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------– ღ------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ--–--------------------------)
ადვოკატები - ნ---- ლ---------------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის აგვისტოში, ა---------– ღ------–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით ყოფილი მეუღლე - მ---- ჭ----–--- აიძულა, 2018 წლის 5 სექტემბერს ნოტარიული წესით დაემოწმებინა მინდობილობა მათ საერთო არასრულწლოვან შვილზე - ბ-------- ღ------–---–ზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ. ა---------– ღ------–---–-ს ქმედებით მ---- ჭ----–---ს შეეზღუდა ქმედების თავისუფლება;
1.2. 2018 წლის 16 სექტემბერს, ღამით, ა---------– ღ------–---–- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ---- ჭ----–---ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ---- ჭ----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3. 2018 წლის 4 დეკემბერს, შუადღით, ა---------– ღ------–---–- ასევე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის დას - მ--- ჭ----–---ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის - ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ა---------– ღ------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულმა მ---- ჭ----–---მ განმარტა, რომ 2009 წლიდან ა---------– ღ------–---–თან შექმნა ოჯახი. 2013 წელს შეეძინათ შვილი - ბ--------. მეუღლეებს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. ა---------– ღ------–---–- კონფლიქტური და აგრესიული იყო, ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. 2017 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა მანამდეც პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს. ამ პერიოდში ა---------– ღ------–---–ს შვილი მიჰყავდა და უკან აბრუნებდა, მათ შორის - მ---- ჭ----–--ის მიერ ოჯახის შექმნის შემდეგაც. შემდეგ არ იცის ,,რა მოხდა“. ბრალდებული აგვისტოში ემუქრებოდა, ბავშვზე მინდობილობას სთხოვდა. მუქარა იყო ყველაფრის შემცველი, მათ შორის - სიცოცხლის მოსპობის. ემუქრებოდა ,,მესიჯებით“ და სატელეფონო ზარებით, რომ თუ მინდობილობას არ მისცემდა, სადმე დახვდებოდა და მოკლავდა, მოკლავდა მის მეუღლესაც. აღნიშნული მიმოწერა წარუდგინა პოლიციას. მ---- ჭ----–---მ გაუკეთა მინდობილობა, თუმცა არ უნდოდა, რომ ბავშვი წაეყვანა, მით უმეტეს, არ იცოდა რამდენი ხნით მიჰყავდა და როგორ პირობებში იქნებოდა. ა---------– ღ------–---–ს ბავშვის საბერძნეთში, ბებიასთან წაყვანა სურდა. დაზარალებულის განმარტებით, მან იცოდა, რომ ა---------–ს მხოლოდ ერთი კვირით უნდა წაეყვანა ბავშვი საბერძნეთში, რის შესახებაც სიტყვიერად შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა გაიგო, რომ შეიძლება ერთი თვით წაეყვანა, რაც მას არ უნდოდა. მ---- ჭ----–---მ მინდობილობა მისცა ფსიქოლოგიური ძალდატანებით და დაშინებით, მინდობილობა ნოტარიუსთან გააფორმა, სადაც მარტო მივიდა. ნოტარიუსთან არ უთქვამს, რომ იძულებით მოქმედებდა. 24-ში გააფორმა მინდობილობა, მეორე დღეს - 25-ში გააუქმა, რის შესახებაც ა---------– ღ------–---–-სთვის არ უთქვამს. მ---- ჭ----–---ს ეგონა, მინდობილობის გაუქმების გამო, ა---------– ღ------–---–- საზღვარზე ბავშვით ვერ გადავიდოდა, თუმცა გადავიდა. მ---- ჭ----–---მ პროკურატურაში შეიტანა განცხადება. ა---------– ღ------–---–- დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდა. ჩამოსვლის შემდეგ ,,ისევ დაიწყო“, თუმცა საბერძნეთში ყოფნის დროსაც სწერდა, არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. უგზავნიდა უფრო ხშირად მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. ა---------– ღ------–---–-ს ჩამოსვლის შემდეგ მ---- ჭ----–--- თავს დაცულად ვერ გრძნობდა, რის გამოც გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. მისი მოქმედების ვადის განმავლობაში ა---------– ღ------–---–ს არაფერი მიუწერია, ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დაიწყო მიწერა, რაც დღემდე გრძელდება. ,,მესიჯებს“ უგზავნიდა, რომ მეორე მინდობილობა უნდოდა - ბავშვი ამერიკაში უნდა წაეყვანა. თუ მინდობილობას არ გაუფორმებდა, მოსვენებას არ მისცემდა. იცოდა, სადაც ცხოვრობდა, მივიდოდა და მის ქმარ-შვილს მოკლავდა. ბავშვი სექტემბრამდე, საბერძნეთში წაყვანამდე დედასთან - მ---- ჭ----–---სთან ცხოვრობდა, სექტემბრიდან მამასთან ცხოვრობს. მ---- ჭ----–---ს ცხრა თვეა შვილი არ უნახავს. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ მოითხოვა შვილის ნახვა, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ბავშვთან ვერ მიდიოდა. თავად ა---------– ღ------–---–- ურეკავდა მ---- ჭ----–---ს, ,,მე არ დავურეკავდი არასდროს, მე არ მომითხოვია ბავშვის ნახვა“ - განმარტავს დაზარალებული. 2018 წლის 16 სექტემბერს მ---- ჭ----–--- იმყოფებოდა დედასთან, ბერბუკში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი მამა და და შვილებით. საღამოს დაურეკა მთვრალმა ა---------– ღ------–---–მა, ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაემუქრა მოკვლით. ამ დროს მინდობილობა ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული. მ---- ჭ----–---ს ჩართული ჰქონდა ტელეფონის მიკროფონი და ა---------– ღ------–---–-ს მუქარას ისმენდნენ მისი მშობლები და და. მ---- ჭ----–---ს მუქარის შეეშინდა. ერთად ცხოვრების პერიოდში ა---------– ღ------–---–ს ხშირად გამოუვლენია აგრესია, რის გამოც მ---- ჭ----–---ს აქვს ეჭვი, რომ ა---------–ი გააკეთებს იმას, რასაც სწერს და ეუბნება. მ---- ჭ----–---მ დარეკა ,,112“-ის სამსახურში. მასთან მისულ უბნის ინსპექტორს განუცხადა მუქარის შესახებ, მოასმენინა სატელეფონო ზარის ჩანაწერი, სადაც ა---------– ღ------–---–- მას ემუქრებოდა, აგრეთვე განუცხადა, რომ ა---------– ღ------–---–მა ბავშვი წაიყვანა და შვილის ნახვის საშუალება არ ჰქონდა. ა---------– ღ------–---–ს მ---- ჭ----–--ის მშობლებსა და დასთან თავდაპირველად ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ მათ მიმართაც გახდა აგრესიული. მის დას შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა, მათ შორის - 5 წლის ბავშვზე. მიმოწერები, მუქარები და შეურაცხყოფები დღემდე გრძელდება, დღემდე ,,სწერს მესიჯებს ფეისბუკზე“;
მ---- ჭ----–---ს პროკურორმა წარუდგინა 5 სექტემბრის სანოტარო აქტი მინდობილობის დამოწმებისა და 24 სექტემბრის სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ. დაზარალებულმა განმარტა, რომ თარიღები ზუსტად აღარ ახსოვს. პროკურორმა აგრეთვე გამოაქვეყნა მ---- ჭ----–--ის ჩვენება, სადაც იგი აფიქსირებს, რომ ,,112“-ზე დარეკვის შემდეგ მასთან მისულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----– ა---–--ისათვის მუქარის შესახებ არ უთქვამს. დღევანდელ ჩვენებასთან სხვაობას დაზარალებული იმით ხსნის, რომ იმდენ დაწესებულებაში იყო მისული აღნიშულ საკითხზე (პროკურატურაში, ადვოკატებთან, ,,ბავშვის თაობაზე“), რომ უკვე ერევა ერთმანეთში. დაზარალებული ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას (2019 წლის 4 ივლისის სხდომის ოქმი);
დაზარალებულმა მ--- ჭ----–---მ (მ---- ჭ----–--ის და) განმარტა, რომ მ---- ჭ----–---სა და ა---------– ღ------–---–ს თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ თავისი დისგან გაიგო, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მ---- ჭ----–--- მეუღლისაგან ზეწოლას განიცდიდა. მათი შვილი 2018 წლის სექტემბრიდან მამასთან ცხოვრობს. ა---------– ღ------–---–მა მ---- ჭ----–---ს მუქარით დააწერინა მინდობილობა, ეუბნებოდა - ,,თუ არ დამიწერ, ფიზიკურად გაგისწორდებიო“. მ---- ჭ----–---მ შიშის გამო მისცა მინდობილობა, რომელიც დაფიქრების შემდეგ გააუქმა, მაგრამ ა---------– ღ------–---–მა მაინც წაიყვანა ბავშვი ჯერ დუშეთში, შემდეგ - საბერძნეთში. მ---- ჭ----–--- ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა, მას არ უნდოდა, რომ ა---------–ს ბავშვი წაეყვანა, მაგრამ ,,ძალადობით, მუქარით და იმის შიშით, რომ რაღაცას დაუშავებდა, დააწერინა მინდობილობა“. 2018 წლის 16 სექტემბერს მ--- ჭ----–--- სტუმრად იყო მშობლების სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მ---- ჭ----–---. სახლის ეზოში მ---- ჭ----–---ს დაურეკა ა---------– ღ------–---–მა. მ---- ჭ----–---მ მიკროფონი ჩართო. ა---------– ღ------–---–-საგან მოისმინეს ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები, აგინებდა, ლანძღავდა, ემუქრებოდა - ,,მოგკლავ, არსად არ შემხვდე“. ამ საუბარს ესწრებოდა მ--- ჭ----–--ის მამაც, ,,დედა იქ არ ყოფილა“. მ---- ჭ----–---ს მუქარის ძალიან შეეშინდა. იგი ავტობუსით ვერ დადიოდა, სულ ტაქსით მოძრაობდა, ეშინოდა - ა---------– ღ------–---–- არსად დამხვდეს, არ მომკლასო. ა---------– ღ------–---–- მ--- ჭ----–---საც ემუქრებოდა - შეტყობინებებს სწერდა როგორ ტელეფონზე, ასევე ,,ფეისბუკზე“, ,,აუცილებლად მოგკლავ, არსად არ შემხვდე“. ,,ფეისბუკზე“ სწერდა ძალიან შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, ფოტოებზე უკეთებდა შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ემუქრებოდა - ,,შენს ქმარსაც ვეტყვიო“. ეს ინფორმაცია წარადგინა საგამოძიებო ორგანოში. 2018 წლის 4 დეკემბერს მას დაურეკა ა---------– ღ------–---–მა და სთხოვა, მ---- ჭ----–--- დამალაპარაკეო. მ--- ჭ----–---მ უთხრა, რომ არ იყო სახლში და მისცა თავისი დის ნომ----. ,,ვურეკავ და არ მპასუხობსო“ და ა---------– ღ------–---–მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა ,,უშვერი სიტყვებით“, ემუქრებოდა - ,,სადაც დაგიჭერ, იქ მოგკლავო“, ასევე ემუქრებოდა შვილების მოკვლით, თუ მისი და მინდობილობას არ მისცემდა. გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებებიც. მ--- ჭ----–---ს ,,სერიოზულად“ შეეშინდა. ა---------– ღ------–---–- მ--- ჭ----–---ს სექტემბერშიც დაემუქრა - მან დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, მ---მ ბ--------ს ნახვა სთხოვა, რაზეც ა---------–მა უარი უთხრა. ამ ,,შეხლა-შემოხლის“ შემდეგ იყო ,,გინებები და დამუქრებები“. დაზარალებულის განმარტებით, 4 დეკემბრამდე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აცხადებდა, რომ ა---------– ღ------–---–- შეურაცხყოფას აყენებდა, მხოლოდ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ემუქრებოდა. ასევე ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ მიდიოდა მ---- ჭ----–--- ბავშვის სანახავად, ამბობს, რომ ,,მაგასაც ეუბნებოდა - თუ აქ ჩამოხვალ, ბავშვის სანახავადაც თუ მოხვალ ...“ და ფრაზას არ ასრულებს. დაზარალებული არ არის ბრალდებულთან შერიგებული და სურს მისი დასჯა (2019 წლის 4 ივლისის სხდომის ოქმი);
დაზარალებულების მამამ - ვ-–- ჭ----–---მ განმარტა, რომ მ---- ჭ----–---სა და ა---------– ღ------–---–-ს ოჯახის შექმნის დღიდან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ თავისი შვილისაგან იცის, რომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთხელ მ---- ჭ----–--- ნაცემიც მიიყვანა მათ სახლში. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი მისთვის უცნობია. მეუღლეების დაშორების შემდეგ მათი შვილი - ბ-------- ვ-–- ჭ----–--ის სახლში ცხოვრობდა. ა---------–ს იგი თითო კვირით მიჰყავდა და აბრუნებდა. შემოდგომაზე წაიყვანა და უკან აღარ მოიყვანა. მ---- ჭ----–---ს უნდოდა, რომ ,,შვილი თავისთან ყოფილიყო, მაგრამ ა---------– ღ------–---–ს ისეთი მუქარის მესიჯები ჰქონდა, რომ......“. ვ-–- ჭ----–---მ შვილისაგან გადმოცემით იცის, რომ ა---------– ღ------–---–- მას ემუქრებოდა - ,,მოგკლავ, არ გაცოცხლებო“. იგი მხოლოდ ერთხელ შეესწრო ა---------– ღ------–---–-საგან მუქარას - 2018 წლის სექტემბერში, როდესაც მ---- ჭ----–--- სოფელ ბერბუკში, ვ-–- ჭ----–--ის სახლში იმყოფებოდა, მას დაურეკა ა---------–მა და დაემუქრა - ,,მოგკლავ, არ გაცოცხლებო“. მ---- ჭ----–---ს ტელეფონის მიკროფონი ჰქონდა ჩართული და ეს მუქარა გაიგონა ვ-–- ჭ----–---მ და მისმა მეორე ქალიშვილმა. იქ სხვა არავინ ყოფილა. შეტყობინებები - ,,მოგკლავო“ მანამდეც ხშირი იყო, თუმცა ვ-–- ჭ----–--- ყურადღებას არ აქცევდა, რადგან შეიძლება ა---------–ი ნასვამიც წერდა ამას, მაგრამ შემდეგ უკვე იფიქრა, ,,სერიოზულში არ გადაზრდილიყო“. მ---- ჭ----–---ს შეეშინდა ა---------–ის მუქარის, მათ დარეკეს ,,112“-ში, რის შემდეგაც პოლიცია მოვიდა. ადვოკატის შეკითხვაზე, ადგილზე მისულ პოლიციას რატომ არ უთხრა მუქარის შესახებ, ვ-–- ჭ----–--- პასუხობს, რომ ეს მუქარა სერიოზულად არ აღიქვა და პირიქით, აწყნარებდა თავის შვილს. მოწმემ გადმოცემით იცის, რომ ა---------–ი განაგრძობდა მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას მ---- ჭ----–---სთან. თავად ვ-–- ჭ----–---ს ა---------– ღ------–---–თან არც სატელეფონო საუბარი და არც სხვა კავშირი ჰქონია. მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ ა---------– ღ------–---–ს დედა ჰყავს საბერძნეთში და ,,დაემუქრა, არა, კი არ დაემუქრა, მომეცი შვილი, უნდა წავიყვანოო, თუ დაემუქრა კიდეც, მგონი დაემუქრა, არ ვიცი“. მ---- ჭ----–---მ გაუფორმა მინდობილობა და ა---------–მა წაიყვანა ბავშვი საბერძნეთში. მინდობილობა მ---- ჭ----–---მ თავისი სურვილით გადასცა ა---------– ღ------–---–ს, ,,სურვილით იყო, აბა ისე როგორ იქნებოდა, მაგრამ ეტყობა ზეწოლა იყო...რატომაც არა, წაეყვანა, ბაბოსთან რომ წაეყვანა, რა დიდი ამბავია, მაგრამ მერე უკვე იქ მოუნდა“. ა---------–ი მ---- ჭ----–---ს საბერძნეთიდან სწერდა, რომ ჩამოვალ, ბ-------- ესპანეთში უნდა წავიყვანოო. მ---- ჭ----–---მ გააუქმა მინდობილობა. მოწმის განმარტებით, მინდობილობასთან დაკავშირებით იგი ა---------–ისა და მ----ს საუბარს პირადად არ შესწრებია. მოწმე ადვოკატის შეკითხვაზე პასუხობს, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს ა---------–ი მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით დაემუქრა მის ქალიშვილს - ,,მინდობილობას თუ არ დამიწერ, მოგკლავო“. ა---------– ღ------–---–- მ--- ჭ----–---საც უგზავნიდა შეტყობინებებს - ,,შენ დას მოვკლავო“, მგონი თვითონ მ---საც ემუქრებოდა, ,,რაღაცნაირ მესიჯებს სწერდა, აღარ მახსოვს“. მ---- ჭ----–--- ბავშვის წამოსაყვანად ა---------–თან არ მისულა, ,,მოკვლით ემუქრებოდა და იქ მივიდოდა?“. ვ-–- ჭ----–--- ერთხელ იყო ბავშვის სანახავად მისული, მაგრამ არ წამოუყვანია. მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ ვ-–- ჭ----–--ისათვის ცნობილია მისი შვილებისაგან, შეტყობინებები თვითონ არ უნახავს. ტელეფონის ხმარება არც კი იცის. ვ-–- ჭ----–---მ თავისი შვილისაგან იცის, რომ მეუღლე ცუდად ექცეოდა, აგინებდა და სცემდა, თუმცა მათთან 2018 წლის 16 სექტემბერს მისულ პოლიციის თანამშრომელს ამის შესახებ არაფერი უთხრეს, რადგან არ უნდოდა გამწვავება, არც ა---------–ის მუქარა აღუქვამს სერიოზულად ,,ეს რისი მომკვლელიაო“ (2019 წლის 4 ივნისის სხდომის ოქმი);
დაზარალებულების დედამ - ნ---- წ--------მ განმარტა, რომ მ---- ჭ----–---მ და ა---------– ღ------–---–მა 9 წელი იცხოვრეს ერთად. ამ დროის განმავლობაში კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ა---------–ს ,,თავისებური“ ხასიათი ჰქონდა. ა---------–ისათვის არასდროს შეუქმნიათ პრობლემა ბავშვის დუშეთში ან საბერძნეთში წაყვანაზე, თუმცა, ა---------–ი მთვრალი მივიდოდა ხოლმე, ,,მოკიდებდა ბავშვს ხელს და იყო გაწევ-გამოწევები, პოლიციის გამოძახებები“. ა---------– ღ------–---–მა ,,ლანძღვა-გინებით“ იძულებული გახადა მ---- ჭ----–---, რომ მინდობილობა გადაეცა ბავშვის საბერძნეთში წასაყვანად. თუმცა ,,გინებები, ლანძღვები, ჩხუბი და უზნეო საქციელები არ უნდოდა, ისედაც გაატანდა“. ა---------– ღ------–---–ს შვილი 2-3 დღეში უნდა წაეყვანა საბერძნეთში, მაგრამ თვეების განმავლობაში ჰყავდა დუშეთში, მიუხედავად იმისა, რომ ურეკავდნენ და სთხოვდნენ ბავშვის დედასთან მიყვანას. მ---- ჭ----–--- სთხოვდა, თუ საბერძნეთში არ მიგყავს ბავშვი, დააბრუნეო. რადგან ა---------–მა ბავშვი არ დააბრუნა, მ---- ჭ----–---მ მინდობილობა გააუქმა. აქვე მოწმე განმარტავს, რომ ა---------– ღ------–---–ს ჰყავდა ბავშვი საბერძნეთში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. მოგვიანებით განმარტავს, რომ იგი ესწრებოდა ა---------– ღ------–---–-სა და მ---- ჭ----–--ის სატელეფონო საუბარს, როდესაც ა---------– ღ------–---–- მ---- ჭ----–---ს მინდობილობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდა - ,,ჩამოვალ, ესე გიზამ, ისე გიზამ, მოგკლავო“. ბრალდებული მ--- ჭ----–---საც აგინებდა, შვილებზე ემუქრებოდა უწმაწური სიტყვებით. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა მისი მეუღლის ტელეფონზეც გაგზავნა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. პროკურორის მიერ გამოქვეყნების შემდეგ, ნ---- წ-------- დაეთანხმა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს ა---------– ღ------–---–მა დაურეკა გორის რაიონის სოფელ ბერბუკში მყოფ მ---- ჭ----–---ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ---- ჭ----–---ს ტელეფონის მიკროფონი ჰქონდა ჩართული და ეს მუქარა თავადაც გაიგო. ისინი ერთად ისხდნენ მაგიდასთან. სახლში იმყოფებოდა აგრეთვე მ--- ჭ----–---ც. ნ---- წ-------ის მეუღლე შინ არ იყო. მათ გამოიძახეს პოლიცია. ადგილზე მისულ ინსპექტორებს განუცხადეს, რომ ა---------– ღ------–---–- მ---- ჭ----–---ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას (2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– ა---–--მა აჩვენა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, შეტყობინების საფუძველზე, რომ მ---- ჭ----–---სა და მის მეუღლეს ჰქონდათ კონფლიქტი, გამოცხადდა გორის რაიონის სოფელ ბერბუკში ინიციატორის საცხოვრებელ სახლში და გაესაუბრა შეტყობინების ინიციატორ მ---- ჭ----–---ს. მან განუმარტა, რომ მეუღლემ - ა---------– ღ------–---–მა დაურეკა მობილურ ტელეფონზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მასვე 10 დღეა, რაც მათი შვილი ჰყავდა წაყვანილი დუშეთში და არ უბრუნებდა ბავშვს. მ---- ჭ----–--- პოლიციას სთხოვდა შვილის დაბრუნებაში დახმარებას, აგრეთვე სთხოვდა, რომ მის მეუღლეს აღარ მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ან მუქარის შესახებ მ---- ჭ----–---ს არ უთქვამს (2019 წლის 4 ივნისის სხდომის ოქმი);
ნოტარიუსმა ლ---- გ-----–---–მა განმარტა, რომ მ---- ჭ----–--ის თხოვნით დაამოწმა მინდობილობა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით. მ---- ჭ----–--- მარტო იყო მისული. მას რომ ეთქვა, შეშინებული იყო, იგი მინდობილობას არ დაუმოწმებდა. მოგვიანებით იგივე პიროვნებამ მიმართა მინდობილობის გაუქმების მოთხოვნით (2019 წლის 4 ივლისის სხდომის ოქმი);
ბრალდებულმა ა---------– ღ------–---–მა მინდობილობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მ---- ჭ----–---ს მის მეუღლესთან ერთად შეხვდა გორში, სტალინის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მშვიდ ვითარებაში მინდობილობის გაფორმება სთხოვა. 1 სექტემბერს ა---------–ს დაურეკა მისი და მ---- ჭ----–--ის საერთო ნათესავმა ნ---- ბ-------–---–მა და პირადი ნომრის მიცემა სთხოვა - ,,მ---- მინდობილობას აკეთებსო“. 12 სექტემბერს კვლავ ჩავიდა გორში ნ---- ბ-------–---–თან, სადაც ა---------–ს დაუტოვეს მინდობილობა და წაიღო იგი. 2018 წლის 16 სექტემბერს ა---------–ის ტელეფონზე ზარი იყო შესული. ა---------–მა გადარეკა აღნიშნულ ნომერზე, რა დროსაც უპასუხა მ---- ჭ----–--ის მეუღლე ზ----- გ------–---მ. ა---------–მა მას უთხრა ,,მიხედე შენ ცოლსა და ცოლის დას, აქ აღარავინ დარეკოს, დედას გიტირებთო“. ზ----- გ------–---მაც შეაგინა ა---------– ღ------–---–ს. სხვა არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა ასევე უარყო მ--- ჭ----–--ისათვის დამუქრების ფაქტი (2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
2018 წლის 1 ოქტომბრის ოქმის შესაბამისად, დათვალიერდა მ---- ჭ----–--ის მობილური ტელეფონი, სადაც აღმოჩნდა ა---------– ღ------–---–-ს მიერ გაგზავნილი შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, ასევე - ორი აუდიოჩანაწერი, სადაც მამაკაცი, რომელიც მ---- ჭ----–--ის განმარტებით არის ა---------– ღ------–---–-, უცენზურო სიტყვებით მიმართავს მ---- ჭ----–---ს (ს.ფ. 22-23);
2018 წლის 5 სექტემბრის სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუს ლ---- გ-----–---–ს მიმართა მ---- ჭ----–---მ მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმების მოთხოვნით, რითაც მ---- ჭ----–--- ა---------– ღ------–---–ს გადასცემს მათი არასრულწლოვანი შვილის - ბ-------- ღ------–---–-ს მიმართ კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ მ---- ჭ----–---მ წაიკითხა მინდობილობა, იგი შეესაბამება მის ნებას და მან ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერა ხელი (ს.ფ. 31-33);
2018 წლის 24 სექტემბრის სანოტარო აქტის თანახმად, მ---- ჭ----–---მ ნოტარიუს ლ---- გ-----–---–ს გააუქმებინა 2018 წლის 5 სექტემბერს გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 28-30);
შეტყობინების ოქმით, 2018 წლის 16 სექტემბერს მ---- ჭ----–--- რეკავს ,,112“-ში და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე - ა---------– ღ------–---–- ყოველდღიურად უკავშირდება ტელეფონით და აშანტაჟებს, ასევე ემუქრება მოკვლით (ს.ფ. 5);
2018 წლის 16 სექტემბრის ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ-----– ა---–--ი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სოფელ ბერბუკში და გაესაუბრა მ---- ჭ----–---ს, რომელმაც მას განუმარტა, რომ ყოფილი მეუღლე - ა---------– ღ------–---–- ხშირად ურეკავს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ა---------– ღ------–---–მა მას დაურეკა 16 სექტემბერსაც და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან მ---- ჭ----–---მ მას მოსთხოვა შვილის დაბრუნება. მ---- ჭ----–--- პოლიციას სთხოვს დახმარებას შვილის დაბრუნებაში და უნდა, რომ ყოფილმა მეუღლემ აღარ მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 6);
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია, მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული, შეუსაბამო და არადამაჯერებელი, კერძოდ:
იძულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ---- ჭ----–--ის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ მინდობილობა დაშინებით გააფორმა. ყოფილი მეუღლე მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სწერდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რაც წარუდგინა პოლიციას. ამის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილ დათვალიერების ოქმსა და მიმოწერაში არ ფიგურირებს მუქარა ან მუქარით რაიმეს მოთხოვნა და იძულება. მ---- ჭ----–--- განმარტავს, რომ მინდობილობა 24 რიცხვში გააფორმა, ხოლო მეორე დღეს, დაფიქრების შემდეგ გააუქმა. ცხადია არადამაჯერებელია, თითქოს, მინდობილობის გაფორმების მომდევნო დღეს დაზარალებულს აღარ ეშინოდა - საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტების შესაბამისად, მინდობილობა დამოწმებულია 5 სექტემბერს და გაუქმდა თითქმის სამი კვირის შემდეგ - 24 სექტემბერს. მხედველობაშია მისაღები, რომ დაზარალებულის მამა თავდაპირველად უარყოფს მუქარის ფაქტს, შემდეგ ამბობს, რომ ,,მგონი დაემუქრა“. ამასთან, მამისათვის შვილის გაყოლება ბებიასთან საბერძნეთში პრობლემად არ მიაჩნია. ამავე პოზიციაზეა დაზარალებულის დედაც, რომელიც აცხადებს, რომ ,,გინებები, ლანძღვები, ჩხუბი და უზნეო საქციელები არ უნდოდა, ისედაც გაატანდა“. გარდა ამისა, 16 სექტემბერს - მინდობილობის გაუქმებამდე - დაზარალებული არაფერს ეუბნება პოლიციელ მ-----– ა---–--ს არათუ მუქარის, იძულებით მინდობილობის დაწერის შესახებაც, რაც გაუგებარია მით უფრო, რომ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ - 24 სექტემბერს აუქმებს მინდობილობას;
რაც შეეხება 2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდს (მუქარა), დაზარალებული აცხადებს, რომ ა---------– ღ------–---–მა მას დაურეკა და დაემუქრა. მუქარას ისმენდა მისი ორივე მშობელი და და - მ--- ჭ----–---, რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ ამ დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. მამის - ვ-–- ჭ----–--ის განმარტებით, მუქარა მოისმინა მან და მისმა მეორე ქალიშვილმა, ხოლო მეუღლე - ნ---- წ-------- სახლში არ იმყოფებოდა. თავად ნ---- წ-------ის ჩვენებით, თვითონ სახლში იყო, მაგრამ მისი მეუღლე სამუშაოდ იყო წასული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მ---- ჭ----–--ისა და მისი მამის განმარტებით, 2018 წლის 16 სექტემბერს ა---------– ღ------–---–- ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა და მინდობილობის გაცემას სთხოვდა მაშინ, როდესაც მინდობილობა 16 სექტემბრის მდგომარეობით უკვე გაფორმებული იყო (ნოტარიუსმა დაამოწმა 5 სექტემბერს). ვ-–- ჭ----–--ის ჩვენების საპირისპიროდ, მ---- ჭ----–--- არ ადასტურებს ოდესმე მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას; გარდა ამისა, მ---- ჭ----–--- ამტკიცებს, რომ დაცულად არ გრძნობდა თავს, იძულებით გასცა მინდობილობა. ამასთან, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას ხსნის იმით, რომ ბევრ დაწესებულებაში იყო მისული აღნიშულ საკითხზე (პროკურატურაში, ადვოკატებთან, ,,ბავშვის თაობაზე“) და ,,უკვე ერევა ერთმანეთში“. ამ ჩვენებიდან გამომდინარე, დაზარალებულმა უამრავ უწყებას მიმართა და ამის მიუხედავად (მუქარის პირობებში) პოლიციამ შესაბამის ზომებს არ მიმართა, რაც ასევე არადამაჯერებელია;
რაც შეეხება 2018 წლის 4 დეკემბერს მ--- ჭ----–--ის მიმართ მუქარას, ამ ეპიზოდში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი - დაზარალებულ მ--- ჭ----–--ის ჩვენება, რაც არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ამდენად, ა---------– ღ------–---–- უნდა გამართლდეს ყველა ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– ღ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი