განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3778-19
გამოძიების #0-----------
A
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ ლ------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ა-------- ძე მ--------,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ჯ---- ქუჩა, მ--- შესახვევი #--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- მ-------მა ცემა და იძალადა ი--------- მ------სა და თ----- ქ-------ზე. კერძოდ, გ------- მ-------მა ი--------- მ------ს მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ი--------- მ------ი დაეცა ძირს, დაცემის შემდეგ გ------- მ-------მა დაარტყა ფეხი სახის არეში. ამის შემდგომ გ------- მ-------- წამოეწია თ----- ქ-------ს, მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, შედეგად თ----- ქ-------ი დაეცა ძირს და თავი დაარტყა ფილაქანს. ცემის და ძალადობის დროს ი--------- მ------მა და თ----- ქ-------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- მ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ი--------- მ------ის, თ----- ქ-------ის და მოწმეების - გ--- რ-----–---–ის, ბ------- შ----–----ის, მ-----–----------ს გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- მ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა ან სხვგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ორივე მსხვერპლმა ცემის და ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. #0-------- დასკვნით მოქ. თ----- ქ-------ს 06.07.19-ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმები, ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს კონტუზია - ჩალურჯებული თვალი. ი--------- მ------ს #0-------- დასკვნით 06.07.19-ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმები. გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებებით დამტკიცდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო ორი პირის მიმართ.
3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.
4.2. გ------- მ--------ს პასუხისმგებლობას დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი: მსხვერპლთა რაოდენობა, ასევე ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჯარო ადგილას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. ძალადობის ჩადენა საჯარო სივრცეში - ქუჩაში.
5.3.2. ძალადობის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგორეობაში, რაც გახდა მოტივატორი ძალადობის.
5.3.3.დანაშაულის ხერხი - ინტენსიურად ფეხებით და ხელებით ძალადობა.
5.4.სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. მე-3 ნაწილის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე.
5.5. რაც შეეხება საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს – გ------- მ--------ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობასა და დანაშაულის აღიარებას, აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული იქნება არა სასჯელის მოხდის წესზე, არამედ სასჯელის ზომაზე.
5.6. დანაშაულის ხასიათის, სასჯელის საკმარისობის, პროპორციულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე გ------- მ-------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.
2.მსჯავრდებულ გ------- მ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს გამაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 9 სექტემბრიდან.
3. გ------- მ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 6 ივლისიდან - 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით გ------- მ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა