განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/136-2019
№ 038110719001
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 სექტემბერი 2019 წელი ქ. ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული -ზ-----------------------------ძე, დაბადებული 0-.0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3---------- საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ხ-–----ი, ლესელიძის ქ.N14.
ადვოკატი - თ-------–---იძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“,ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ზ---------------ძემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ.ხ-–----ში, ლესელიძის ქ.N14-ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში ზ---------------ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა თავისი მშობლების მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ--------------ძეს მისმა მშობლებმა თხოვეს შეეწყვიტა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ შემდეგ კი ჯერ მამას ვ----------------ძეს დაარტყა ხელები გულ-მკერდის არეში და წააქცია იატაკზე, რის შემდეგ კვლავ სცემა თავისა და ტანის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო შემდეგ მის დასაწყნარებლად მისულ დედას ნ------------ძეს, ფეხი ჩაარტყა მუხლის არეში შემდეგ კი ტანისა და ზედა კიდურების არეში მიაყენა დარტყმები რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ზ--------------ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ზ--------------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: გ---------------ის, ლ--------–-ძის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულების: ვ----------------ძის, ნ------------ძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 ივლისის N 0-------- და N0-------- დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ზ--------------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზ--------------ძემ ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ორი პირის მიმართ. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ზ--------------ძეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ--------------ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ზ--------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად განიცდის და ნანობს ჩანადენს და დაზარალებულთა პოზიციას.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ--------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ზ--------------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ზ--------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 11ივლისიდან , 2019 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
4. გაუქმდეს ზ--------------ძის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი