განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
130100119002918277
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/50-2019

№ 038041-18003

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17.07. 2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა ლომიძის

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: რ----------------------–--------ძე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ა-––-.(მონაწილეობის გარეშე)

ადვოკატი - იოსებ გაბარაევი

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რ-------------ემ ჩაიდინა ძალადობა არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 თებერვალს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული რ-------------ე, 2018 წლის 04 ნოემბერს დაახლოებით 15:00 საათზე იმყოფებოდა ხ-–----ის რაიონის სოფელ ა-–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბაღე ნაკვეთში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების გამო მომხდარი კონფლიქტის დროს მეზობლად მცხოვრები მ---------------–-ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. კეძოდ, თანნაქონი ცული ესროლა და მოარტყა სახის არეში, რის შემდეგ იგი სცემა და მიაყენა ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში. რ-------------ის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად, მ---------------–-ძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ე.ი. რ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა, რ-------------ის მიერ, მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: მ--------–-ძის, ს----------------------------–-–---–------------------------------------–-----–-----------------–--------ოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 27 ნოემბრის N 008147218 დასკვნას დაზარალებულ მ---------------–-ძის მიმართ და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია რ-------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რ-------------ემ ჩაიდინა ძალადობა არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ-------------ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვა-–-ფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე (იხ.ექსპერტიზის 2019 წლის 27 მარტის N 0-------- დასკვნა). პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ ჩაეთვლება რ-------------ეს ნასამართლობა, რადგან აღნიშნული არის მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების მაკვა-–-ფიცირებელი ნიშანი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვა-–-სწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა

 

დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს, რომ არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ-------------ის რესოცია-–-ზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.რ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 126-ე მუხლის 1- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მ უხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ რ-------------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს რ-------------ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4.ნივთიერი მტკიცებულება,- ცული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. CD დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი