განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
160100119003176993
დავის ტიპი
126
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003176993

საქმე #1/296-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი -გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რაფიგ ისმაილოვი (დაბადებული - 1976 წლის 4 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #10001021874, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი აკაურთა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით.

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

ბრალდებული -ამილ ისმაილოვი (დაბადებული - 1998 წლის 1 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #10001068077, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი აკაურთა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით.

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ცადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

ადვოკატი - აიდა აკოფიანი

 

თარჯიმანი - ნაილი იბრაგიმოვა

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე რუხინ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ტორტის ჭამასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდათ რაფიგ ისმაილოვსა და რუხინ მამედოვს. საუბარში ჩაერია იქ მყოფი არიზ ნასიბოვი, რომელსაც ჯერ რაფიგ ისმაილოვმა დაარტყა ტუჩებში მუშტი, ხოლო შემდეგ ამილ ისმაილოვმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. მათთან გასაშველებლად მივიდნენ არიზ ნასიბოვის დედა - როზა ნასიბოვა, რომელსაც რაფიგ ისმაილოვმა არმატურის ნაჭერი ჩაარტყა თავში და თმით მოქაჩა, და მამა - ნასიბ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა მარცხენა მკლავში ჩაარტყა არმატურის ნაჭერი, რის გამოც არიზ ნასიბოვმა და როზა ნასიბოვამ ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე რუხინ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ტორტის ჭამასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდათ რაფიგ ისმაილოვსა და რუხინ მამედოვს. საუბარში ჩაერია იქ მყოფი არიზ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, ხოლო რაფიგ ისმაილოვმა ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩებში. მათთან გასაშველებლად მივიდნენ არიზ ნასიბოვის მამა - ნასიბ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა მარცხენა მკლავში ჩაარტყა არმატურის ნაჭერი, და დედა - როზა ნასიბოვა, რომელსაც რაფიგ ისმაილოვმა არმატურის ნაჭერი ჩაარტყა თავში და თმით მოქაჩა, რის გამოც არიზ ნასიბოვმა და ნასიბ ნასიბოვმა ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ, რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის მიერ 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე რუხინ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, როზა ნასიბოვას, არიზ ნასიბოვის და ნასიბ ნასიბოვის მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები: დაზარალებულ - არიზ ნასიბოვის, როზა ნასიბოვას, ნასიბ ნასიბოვის, მოწმეების რუხინ მამედოვის, ესმირა ნასიბოვას, ჟალა მამედოვას, რამილ ისმაილოვის, ნადია მამედოვას, იახია მამედოვას, გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია, ექსპერტიზის დასკვნები.

 

2.2. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

2.3. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,, ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.4. ბრალდებულმა რაფიგ ისმაილოვმა საბოლოო სიტყვაშიც განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.5. ბრალდებულმა ამილ ისმაილოვმა საბოლოო სიტყვაშიც განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება

 

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ივლისის N005396219 დასკვნის თანახმად ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N 100 რეგისტრაციის N11363-ის მონაცემებით ნასიბ ნასიბოვს 18.07.19წ. აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა წინამხრის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებით ვერ განისაზღვრა.

2.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ივლისის N005399219 დასკვნის თანახმად ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N 100 რეგისტრაციის N11365-ის მონაცემებით როზა ნასიბოვას 18.07.19წ. აღენიშნებოდა ჭრილობა შუბლ-თხემის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა და მიყენების საგანი სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებით ვერ განისაზღვრა.

2.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ივლისის N005445119 დასკვნის თანახმად ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N 100 რეგისტრაციის N11364-ის მონაცემებით არიზ ნასიბოვს 18.07.19წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. 1.2.პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ცემად სამართლებრივად მართებულია ვინაიდან განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე რუხინ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ტორტის ჭამასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდათ რაფიგ ისმაილოვსა და რუხინ მამედოვს. საუბარში ჩაერია იქ მყოფი არიზ ნასიბოვი, რომელსაც ჯერ რაფიგ ისმაილოვმა დაარტყა ტუჩებში მუშტი, ხოლო შემდეგ ამილ ისმაილოვმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. მათთან გასაშველებლად მივიდნენ არიზ ნასიბოვის დედა - როზა ნასიბოვა, რომელსაც რაფიგ ისმაილოვმა არმატურის ნაჭერი ჩაარტყა თავში და თმით მოქაჩა, და მამა - ნასიბ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა მარცხენა მკლავში ჩაარტყა არმატურის ნაჭერი, რის გამოც არიზ ნასიბოვმა და როზა ნასიბოვამ ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე რუხინ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ტორტის ჭამასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდათ რაფიგ ისმაილოვსა და რუხინ მამედოვს. საუბარში ჩაერია იქ მყოფი არიზ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, ხოლო რაფიგ ისმაილოვმა ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩებში. მათთან გასაშველებლად მივიდნენ არიზ ნასიბოვის მამა - ნასიბ ნასიბოვი, რომელსაც ამილ ისმაილოვმა მარცხენა მკლავში ჩაარტყა არმატურის ნაჭერი, და დედა - როზა ნასიბოვა, რომელსაც რაფიგ ისმაილოვმა არმატურის ნაჭერი ჩაარტყა თავში და თმით მოქაჩა, რის გამოც არიზ ნასიბოვმა და ნასიბ ნასიბოვმა ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რაფიგ ისმაილოვმა და ამილ ისმაილოვმა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილიჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.5. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 რაფიგ ისმაილოვის და ამილ ისმაილოვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სს საქმეში არ მოიპოვება, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ მატ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილს ,,ბ"და "გ" ქვეპუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

5.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

5.7. სასამართლოს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, დღეის მდგომარეობით დაზარალებულები შეურიგდნენ მათ და პრეტენზია არ გააჩნიათ, მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რაფიგ ისმაილოვს და ამილ ისმაილოვს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

5.8 საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან რაფიგ ისმაილოვმა და ამილ ისმაილოვმა ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, რაფიგ ისმაილოვს და ამილ ისმაილოვს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. რაფიგ ისმაილოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

6.2. ამილ ისმაილოვისს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და საქართველოს სსკ- 63-66-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რაფიგ ისმაილოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტეით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხილო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

მსჯავრდებულ რაფიგ ისმაილოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ამილ ისმაილოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტეით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხილო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

მსჯავრდებულ ამილ ისმაილოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი