განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
330100119002946160
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1641-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------- ტ----–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------- ა----- ძე ხ------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: თ--–---- სოფელი ბ--–----.

 

ადვოკატი - ბ--------- ბ--------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–-- ა--–---–-- ქუჩა #-, კორპუსი #9- ბინა #6--–-, თ-------- ხ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----- ბ-------–---–ს, რომელთან ერთადაც წარსულში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ფიზიკური ძალადობა გამოიხატა შემდეგში - თ-------- ხ------–---–ი ნ----- ბ-------–---–ს სწვდა თმაში და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის შემდეგაც ხელი გაარტყა სახეში. ძალადობის შედეგად ნ----- ბ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1.დაზარალებულ ნ----- ბ-------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, თ-------- ხ------–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის ნოემბრამდე. დაშორებამდე გარკვეული პერიოდის წინ, 2018 წლის მაისის თვეში, თ-------- ხ------–---–მა და ნ----- ბ-------–---–მა იკამათეს მათ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა არ მისცა გაქცევის საშუალება, ჩაუკეტა კარები და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. დაზიანებების გამო, ნ.ბ-------–---–ი ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულისათვის პასუხიმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანოებს რეალური ინფორმაცია არ მიაწოდა, მან დამალა ძალადობის ფაქტი, განაცხადა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, რის გამოც პოლიციამ თ-------- ხ------–---–ის მიმართ 2018 წელს გამოსცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, რაც შეეხება სხეულზე იმ დროისთვის არსებულ დაზიანების კვალს, დაზარალებულმა პოლიციელებს უთხრა, რომ თითქოს კიბეზე დაგორდა და ამ გზით მიიღო სხეულზე დაზიანება. 2018 წლის მაისში მიყენებული დაზიანებების კვალი, სხეულზე აღენიშნება დღესაც, შრამების სახით.

 

2.2.ნ----- ბ-------–---–ის ჩვენებით 2019 წლის 1 მარტს, მას ტელეფონზე დაუკავშირდა ბრალდებული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თ-------- ხ------–---–ი ვარაუდობა, რომ დაზარალებულმა მისი ,,ფეისბუქის“ გვერდი გატეხა და აუტვირთა სურათები. ნ----- ბ-------–---–მა გადაწყვიტა უშუალოდ მისულიყო თ-------- ხ------–---–თან ბინაში და გაერკვია, რატომ აბრალებდა ყოფილი მეუღლე ,,ფეისბუქის“ გვერდის გატეხვას. ბრალდებული დახვდა გაღიზიანებული, მისვლისთანავე ნ.ბ-------–---–ს მოკიდა თმაში ხელი და კართან, ტანსაცმლის საკიდის რკინის ბოძზე მიარტყმევინა თავი, რაც ნ----- ბ-------–---–ს ძალიან ეტკინა. მსხვერპლი ძალადობის შემდეგ, მივიდა ძმის სახლში, სადაც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. სასწრაფოს ბრიგადამ გაუწია პირველადი დახმარება. ექიმებმა დაზარალებულს მისცეს ყინულები, რომელიც დაიდო თავისა და სახის არეში დაზიანებებზე. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობით, თავი იგრძო დამცირებულად, რადგან ძალადობა განხორციელდა სტუმრების თანდასწრებით.

 

2.3. მოწმე ვ-----–- ბ----- ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეთერთმეტე რაიონული ქვესადგურის თანამშრომელი, უმცროსი ექიმი. 2019 წლის 1 მარტს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, საღამოს საათებში, ბრიგადამ მიიღო გამოძახება თ---–--–-- ა--–---–-- ქუჩა #-, კორპუსი #5- ბინა #1--–-- ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე მოწმე მივიდა უფროს ექიმ ე-–--- კ--–---ესთან ერთად. ბინაში დახვდათ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს თავის არეში. პაციენტი აცხადებდა, რომ ტრავმა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ. ვიზუალური დათვალიერების და ხელით გასინჯვისას, დაზარალებულს თავზე აღენიშნებოდა მცირე კანქვეშა ჰემატომა, რაც მიეთითა კიდევაც პაციენტის სამედიცინო ბარათში.

 

2.4. პაციენტის ნ----- ბ-------–--–ის #7-- სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მსხვერპლს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტის სამედიცინო ბარათში აღნიშნულია, რომ ნ----- ბ-------–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, იყო აფორიაქებული და აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ თავის არეში მიაყენა დაზიანება. პაციენტის გადმოცემით ტკივილი გამოწვეული იყო მიღებული ტრავმიდან, რაც შეეხება დიაგნოზს, ბარათში მითითებულია თავის ზედაპირული ტრავმა.

 

2.5. ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მოწმე გ------- მ-----ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 მარტს, პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ნ----- ბ-------–---–ი, რომელმაც დაუდასტურა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზარალებულს გამოკითხვის პროცესში აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

 

2.6. 2019 წლის 1 მარტს, 19:17 საათზე, ,,1---–-“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო ძალადობის მსხვერპლი ნ----- ბ-------–---–ი. შეტყობინების შინაარსი იყო შემდეგი ,,მეუღლემ ძლიერად მიატყმევინა თავი კედელს, ტკივა თავი“.

 

2.7. ნ----- ბ-------–---–ის მოთხოვნით, 2019 წლის 1 მარტს, თ-------- ხ------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----. შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ ნ.ბ-------–---–ს ორდერის გამოცემის დროს აღენიშნებოდა ძალადობის კვალი - ფიზიკური დაზიანებები. ოქმის მე-3 პარაგრაფში მითითებულია, რომ ნ----- ბ-------–---–ს აქვს ძლიერი ტკივილი თავის უკანა მხარის მიდამოში, სადაც აღენიშნება კოპი, ასევე ემჩნევა დაზიანება სახის მარცხენა მხარის მიდამოში, განიცდის ტკივილს. გარდა აღნიშნულისა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 2018 წლის მაისშიც განახორციელა მის მიმართ ძალადობა, რაზეც გამოცემულია შემაკავებელი ორდერიც. ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, მსხვერპლი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადეს შესაძლოა კიდევ განეხორციელებინა ძალადობა.

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით - პირადი გასინჯვის მონაცემები: შესამოწმებლის გადმოცემით: „2019 წლის 01 მარტს, დაახლოებით 18:00-19:00სთ-ზე ქ. თ---–--–-- ვ---------–-- ა--–---–----, კორპუსი 9- ბინა 6--–-, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმებში და „მიანარცხა” კედელს, ასევე მოქნეული ხელი მოხვდა სახის არეში.

 

2.9.სასამართლომ ზემოთგანხილული მტკიცებულებების ურთიერთანალიზითა და ლოგიკური ჯაჭვით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია თ-------- ხ------–---–ის მიერ 2019 წლის 1 მარტს, ნ----- ბ-------–---–ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ძალადობა. ნიშანდობლივია დაზარალებულის ჩვენება წარსულ ძალადობასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულის და დაზარალებულის წარსულ თანაცხოვრებას, რაც მიუთითებს ბრალდებულის ძალადობრივ განწყობაზე ყოფილი მეუღლის მიმართ. საქმის რელევანტური მტკიცებულებებით, რომლის დაშვებაც მოხდა წინასასამართლო სხდომის ეტაპზე,- დასტურდება, რომ 2018 წლის 27 მაისს, როგორც ეს დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადის თ-------- ხ------–---–ის მიმართ. #0----- შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოძალადე თ-------- ხ------–---–მა აღიარა ძალადობის ფაქტი და ხელმოწერით დაადასტურა შემაკავებელი ორდერის შინაარსი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში შედგა რეაგირების ოქმი და მსხვერპლს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. ახსნა - განმარტებაში მითითებულია, რომ მსხვერპლს სახის არეში ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები, პატრულ-ინსპექტორმა გამოკითხა დაზარალებული დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებაში, მაგრამ მსხვერპლმა ფიზიკური ძალადობის ფაქტი ლატენტური დატოვა და განაცხადა, რომ დაეცა და ამ გზით მიიღო დაზიანებები.

 

2.10. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

2.11.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.11.1.თ-------- ხ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ 2019 წლის 1 მარტს და არც წარსულში ნ----- ბ-------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხოფა არ მიუყენებია.

 

2.11.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები: ჯ------- ბ--–-------ე, ა-–---------- გ---–--–---–ი და გ--–- გ--–-–---–ი, დაზარალებულის ნ----- ბ-------–---–ის ზეპირი ჩვენებით, აღნიშნული პირები შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ თ-------- ხ------–---–თან ერთად თ---–--–-- ა--–---–-- ქუჩა #-, კორპუსი #9- ბინა #6--–- და უშუალოდ დაინახეს ძალადობის ფაქტი, თუმცა დასახელებულმა პირებმა, არ დაადასტურეს დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. მოწმეებმა ა-–---------- გ---–--–---–მა, რომელიც არის ბრალდებულის დის მეუღლე, ჯ------- ბ--–-------ემ, რომელიც არის ბრალდებულის მეზობელი და ოჯახთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო გ--–- გ--–-–---–ი, რომელიც თავის მხრივ ა-–---------- გ---–--–---–ის ბიძაშვილია, ზეპირ ჩვენებებში განაცხადეს, რომ 2019 წლის 1 მარტს, თ-------- ხ------–---–თან ერთად თ---–--–-- ა--–---–-- ქუჩა #-, კორპუსი #9- ბინა #6--–- ისხდნენ სუფრასთან, რა დროსაც ბინაში აურზაურით და აყალმაყალით მივიდა ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ნ----- ბ-------–---–ი, თ-------- ხ------–---–მა მოუწოდა მას დამშვიდებულიყო, გაუღო სახლის კარები და გარეთ გაუშვა.

 

სასამართლოს დასკვნა:

 

2.11.3. დაცვის მხარის პოზიცია, არ მოხდეს დაზარალებულის ჩვენების გაზიარება, ვინაიდან ჩვენების შინაარსობრივი ნაწილი ეწინააღმდეგება ბრალდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს,- გაზიარებული არ იქნა: სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის და უშუალობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული ნ----- ბ-------–---–ი რეალურ ფაქტებს გადმოსცემდა და მისი ჩვენება იყო თანხვედრაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ვ-----–- ბ----- ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მსხვერპლი იყო აფორიაქებული, აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არეში, განიცდიდა ტკივილს, თავის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა, ტკივილს და ჰემატომას უკავშირებდა ძალადობრივ ფაქტს, იგივე ინფორმაცია არის მითითებული პაციენტის სამედიცინო ბარათში და შემაკავებელი ორდერის ოქმში, თითოეულ ამ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია თახვედრაშია დაზარალებულის და მოწმე ექიმის ზეპირ ჩვენებასთან. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს უშუალოდ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას 2019 წლის 1 მარტის ძალადობის ინციდენტთან დაკავშირებით, აღწერს ასევე შიშებს ძალადობის განმეორების რისკების თაობაზე. ოქმის შინაარსის სისწორეს და სანდოობას მოწმობს ნ----- ბ-------–---–ი. დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაზე მიუთითებს გამომძიებლის გ------- მ-----ის ზეპირი ჩვენება და შემაკავებელი ორდერის ოქმში აღწერილი დაზიანებაც, მოწმემ როგორც ზეპირ ჩვენებაში, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნა, რომ მსხვერპლს თავის უკანა მხარეს აღენიშებოდა შეშუპებული უბანი ე.წ. კოპი. გარდა ამისა, სასამარლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნ----- ბ-------–---–ს არ ჰქონდა ,,ფარული მიზნები“ გამოძიებაში ცრუდ ემხილა თ-------- ხ------–---–ი დანაშაულის ჩადენაში, მისი მხრიდან დანაშაულის დაბრალების განზრახვას გამორიცხავს დაზარალებულის წარსული ქცევა, როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა და იგივე ინფორმაცია დადასტურდა 2018 წლის 28 მაისის ახსნა-განმარტებაშიც, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში გაუმჟღავნებელი დატოვა სახეზე აღბეჭდილი დაზიანებების რეალური წარმოშობა და პატრულ ინსპექტორს განუცხადა, რომ შემთხვევითი დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება, ეს ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ მსხვერპლი მიდრეკილია ლატენტურობისკენ და არა დანაშაულის დაბრალებისკენ, თუმცა ბოლო შემთხვევა მისთვის აღმოჩნდა უკიდურესად დამამაცირებელი, რადგან ძალადობა განხორციელდა სხვა პირების თანდასწრებით, გარდა ამისა, მას ჰქონდა შიში ძალადობის განმეორების, როგორც ეს შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნა და სწორედ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე მიმართა პოლიციას და დახმარება ითხოვა.

 

2.11.4.სასამართლომ იგივე ტესტით შეაფასა ალიბის მოწმეების ჩვენებების სანდოობა და დაასკვნა, რომ მათ ჩვენებებს დიდი დოზით აკლდა სარწმუნოობა. აღნიშნული დასკვნის მიღების საფუძველი გახდა დასახელებული პირების ჩვენებების ვერბალური ნაწილი: მათი ჩვენებები იყო არათანმიმდევრული, გარკვეულ ელემენტებთან მიმართებაში ურთიერთწინააღმდეგობრივი, ასევე რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ნეიტრალური მოწმის ექიმის - ვ-----–- ბ----- ჩვენებას და საქმის სხვა მტკიცებულებებს, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს შეფასებით იყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა ახლობლის და მეგობრის პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას.

 

2.11.5. დაცვის მხარის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შეფასება გამამართლებელ მტკიცებულებად, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 04.03.2019 წელს პირადი გასინჯვით, ნ----- ბ-------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ შესამოწმებელ პირს თავის არეში არ აღენიშებოდა შეშეპებლი უბანი, იქვე ექსპერტმა განმარტა, რომ იგი კატეგორიულად ვერ იტყვის, რამდენ ხანში შეიძლება შეშპება დაცხრეს, რადგან დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე ფაქტორებზე. სასამართლო გარეშე ფაქტორების რელევანტურ შეფასებას შემდეგნაირად ახდენს: პირველი: პირადი შემოწმება ჩატარდა ძალადობიდან მე-4 დღეს, ლოგიკურია განვლილმა არცთუ მცირე პერიოდმა გამოიწვია თავზე შეშუპებული უბნის დაცხრომა. მეორე: დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ძალადობიდან რამდენიმე საათში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა გადაუდებელი დახმარება, მიაწოდეს ყინულები, რომელიც ნ----- ბ-------–---–მა დაიდო ნატკენ თავზე, სასამართლოს შეფასებით აღნიშნულმა მანიპულაციამაც ხელი შეუწყო შესიების დაცხრომას. მესამე: ის, რომ ძალადობის შედეგად დაზარალებულს თავზე გარკვეული უბანი შეუშუპდა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება საქმის შედეგით დაუინტერესებელი, ნეიტრალური მოწმის - ექიმის ვ-----–- ბ----- ჩვენებით და პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერით თავის ზედაპირულ ტრავმასთან დაკავშირებით. ექიმის - ვ-----–- ბ----- განმარტებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პროცესში, ნ----- ბ-------–---–ს ჰქონდა დაზიანებული უბანი თავის არეში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მიზნებისთვის დანაშაულის კონსტრუქციული შემადგენლობიდან გამომდინარე აუცილებელი არ არის ფიზიკური ძალადობა აპრიორი დადასტურებული იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ექსპერტიზა აუცილებელია შედარებით უფრო მძიმე დაზიანების შემთხვევაში, როგორიც არის სსკ-ის 117,118,120-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 მარტს, თ-------- ხ------–---–მა ფიზიკურად იძალადა ნ----- ბ-------–---–ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ტკივილი.

 

3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ-------- ხ------–---–ი და ნ----- ბ-------–---–ი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ თ-------- ხ------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ-------- ხ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი თ. ხ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ამდენად, დამნაშავე პირის იზოლაციის გარეშეც მიღწევადია სასჯელის მიზნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

2. თ-------- ხ------–---–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 02.03.2019 წლიდან - 22.04.2019 წლამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მთლიანად გათავისუფლდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით თ-------- ხ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა