განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2184-19
№0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–---ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–--–---–-----ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნუ–---------------------------–-------------------------------------------
ადვოკატი - ს------------------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი-----–--–---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 მარტს, დღისით, თბილისში, ნ--–----------------------------–--------------------------------ში ი-----–--–---–-----მა დანის გამოყენებთ, მარცხენა ქვედაყბის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა დედას - ნ--–--–---–-----ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----–--–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ი-----–--–---–-----ი წარდგენილი ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არაა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–--–---–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.2 წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი-----–--–---–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ ნ--–--–---–-----ის და მოწმეების ზ---------–------ის და ნ-----–--------------ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
3.3 დაზარალებულმა ნ--–--–---–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ ი-----–--–---–-----ი არის მისი შვილი. მისი შვილი არის ალკოჰოლის მომხმარებელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაურთულდა მდგომარეობა, სასმელის მიღებისგან არაერთხელ დაემართა ეპილეფსიური შეტევა, ჩავარდა კრუნჩხვებში. ამის გამო გათიშულა და მიუღია დაზიანება. 2019 წლის 2 მარტს ვაჟთან ერთად იმყოფებოდა სახლში, მდებარე - თბილისი, ნ--–---------------------------–-------------------------------------------ში. დილას ჩვეულებრივად ადგა ი-----–--–---–-----ი, ფხიზელ მდგომარეობაში გავიდა სახლიდან, გარკვეული პერიოდის შემდგომ ი-----–- მობრუნდა სახლში, შევიდა თავის ოთახში, სავარაუდოდ მიიტანა ალკოჰოლი - სამედიცინო სპირიტი. ამ მომენტისათვის ის სახლის საქმეს აკეთებდა. როდესაც „ლოჯში“ იმყოფებოდა სარეცხის გასაფენად, სამზარეულოდან მოესმა ხმა, უაზრო ლაპარაკი, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა ადამიანი. „ლოჯიდან“ სამზარეულოს კარებში დაინახა, რომ მისი შვილი ფეხზე იდგა და ცდილობდა პურის დაჭრას, შეატყო რომ ქანაობდა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა და გამომდინარე იქიდან, რომ შეეშინდა აღნიშნულ მომენტში ი-----–-ს არ დამართოდა ეპილეფსიური შეტევა და არ დაცემულიყო დანაზე შევიდა სამზარეულოში და შეეცადა დანის წართმევას. ი-----–- უძალიანდებოდა და უფრო უჭერდა დანას ხელს. „ჭიდაობის“ პროცესში ხელი გაუშვა ი-----–-მ დანას, მანაც გაუშვა ი-----–-ს ხელი და დაჯდა სკამზე. დანა რომ გამოართვა დაინახა, რომ დანა სისხლიანი იყო და მიხვდა, რომ ი-----–-ს ხელი გაეჭრა და უნდოდა ენახა ჭრილობა, მაგრამ ი-----–-მ არ მისცა ამის საშუალება, ჩამოიფერთხა ხელი და გავიდა ოთახში. არ ახსოვს თუ რა მომენტში მიიღო დაზიანება. ი-----–--–---–-----ს შეგნებულად არანაირი ზიანი არ მიუყენებია მისთვის. შესაძლოა თავადაც მოიხვედრა ხელი. საპატრულო პოლიცია გამოიძახა იმ მიზნით, რომ ეშინოდა ი-----–-ს ეპილეფსიური შეტევა არ დამართოდა და ვერ გამკლავებოდა მას, მას სურდა ი-----–-ს საავადმყოფოში გადაყვანა.
3.4 მოწმე ზ---------–------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 2 მარტს იყო მორიგე, გადაეცა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე, რომლის მიხედვითაც შვილი ძალადობდა დედაზე, აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოძალადე იყო დანით შეიარაღებული, შესაძლებლობა იყო რომ დედისათვის მიეყენებინა ჭრილობები. მისამართზე მისვლისას შესასვლელი იატაკი და კედლები სისხლიანი დახვდა. სახლში იმყოფებოდნენ დედა და შვილი, შვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ორივეს ჰქონდა ჭრილობა დედას ყელის ხოლო შვილს ხელის არეში. ესაუბრა დედას რომელმაც განუმარტა, რომ მისი შვილი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს, აქვს ეპილეფსია, რომ დაზიანება მიაყენა მისმა შვილმა და ითხოვდა მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას. მის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–--–---–-----ი და გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
3.5 მოწმე ნ-----–--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე, რომლის თანახმადაც შვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატური და შესაძლოა მოეკლა დედა. მისამართზე მისვლისას კარები დახვდათ შეღებული შევიდნენ სახლში სადაც მისაღები, სამზარეულო და აბაზანა იყო სისხლში მოსვრილი. შენიშნეს ქალბატონი ნ--–- რომელსაც სისხლის კვალი აღენიშნებოდა, ხოლო ი-----–--–---–-----ი იჯდა კომპიუტერთან. ქალბატონმა საუბარში განუმარტა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს როდესაც ცდილობდა დანის წართმევას, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ეშინოდა რომ არ მოეკლა.
3.6 სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
3.7 N------ შეტყობინებების რეგისტრაციის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 2 მარტს თბილისში, ნ--–----------------------------–--------------------------------ში შვილსა და დედას შორის მიმდინარეობდა ოჯახური კონფლიქტი (ს.ფ. 2).
3.8 2019 წლის 02 მარტის ზ---------–------ის პატაკით დასტურდება, რომ დედამ-ნ--–--–---–-----მა მიუთითა შვილზე - ი-----–--–---–-----ზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 3).
3.9 2019 წლის 2 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები, ანაწმენდები და მოწითალო ფერის ლაქები, მათ შორის დანა, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით. აქვე არის ინციდენტში მონაწილე ნ--–--–---–-----ის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ინციდენტის შედეგად მისმა შვილმა ი-----–--–---–-----მა მიიღო დაზიანება, წამოუვიდა რამდენიმე წვეთი სისხლი, რომელიც პირადად მან გაწმინდა იატაკის საწმენდი ტილოთი (ს.ფ. 20-38)
3.10 2019 წლის 2 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სა-–---------------–------------------–-----------–---------------–------------------ (თარიღი 03.03.2019) დაუმოწმებელი ასლი)) მონაცემების თანახმად: მოქალაქე ნ--–--–---–-----ს სამედიცინო დახმარება გაეწია 03.03.2019წ. და დაუდგინდა დიაგნოზი (ესენციური) ჰიპერტენზია. სიმპტომები და ნიშნები, რომელიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე ნ--–--–---–-----ს სხეულზე (,,მარცხენა ქვედა ყბის არეში“) აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორიაციის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში, არ არის მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი. (ს.ფ 116-119)
3.11 2019 წლის 6 მაისის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ი-----–--–---–-----ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F--.7-; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის 10-ე გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
3.12 დადგენილებით (06.03.2019წ) დაზარალებულად ცნობის შესახებ დასტურდება, რომ ნ--–--–---–-----ი ცნობილი იქნა დაზარალებულად სადაც განმარტავს, რომ - კატეგორიულად არ ეთანხმა დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რადგან 2019 წლის 2 მარტს მის შვილს მასზე არანაირი სახის ძალადობა არ განუხორციელებია (ს.ფ. 120-121)
3.13 სსიპ სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათი N--- ირკვევა, რომ ნ--–--–---–-----ს აღენიშნება დაზიანება, მაგრამ გაურკვეველია მათი წარმოშობის მიზეზი. (ს.ფ. 132)
3.14 2019 წლის 1 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებულ იქნა ი-----–--–---–-----ის სამედიცინო ბარათი.
3.15 მოწმე ხ--------------–---ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ი-----–--–---–-----ის და ნ--–--–---–-----ის მეზობლად. როგორც ნ--–--–---–-----ისგან იცის, ი-----–-ს რამდენიმე წელია პრობლემები აქვს ალკოჰოლთან დაკავშირებით, რის გამოც ის რამდენჯერმე სამკურნალოდაც იყო. ი-----–--–---–-----ი ნასვამ მდგომარეობაში არანაირ აგრესიას არ ავლენს მეზობლების მიმართ, ასევე არ სმენია ნ--–--–---–-----ისგან რომ მის შვილს განეხორციელებინოს ძალადობრივი ქმედება, მის მიმართ. ასევე არასდროს შეუნიშნავს ძალადობის კვალი. ი-----–--–---–-----ი საჭიროებს დახმარებას მკურნალობის სახით.
3.16 მოწმე მ--------------ის ჩვენების თანახმად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში უფროს ექიმად, 2019 წლის 3 მარტს გამოძახებული იქნა თბილისი, ნ--–---------------------------–------------------------------------------. ადგილზე დახვდა აღელვებული ქალბატონი, რომელიც განმარტავდა, რომ მისი შვილი იყო ნასვამი და მიიყენა დანით დაზიანება ხელის არეში. თავად ნ--–--–---–-----ს აღენიშნებოდა ნაკაწრი, რის გამომწვევ მიზეზსაც ვერ ასახლებდა.
3.17 ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ი-----–--–---–-----ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
3.18 ბრალდებულმა ი-----–--–---–-----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 02 მარტს, მოუვიდა შეკამათება დედამისთან, რა დროსაც იმყოფებოდა სამზარეულოში, პურს ჭრიდა, კამათის მიმდინარეობისას დედამისი - ნ--–--–---–-----ი ცდილობდა დანის წართმევას, რის შედეგადაც გაეჭრა მარჯვენა ხელზე ცერა თითი, დედის სხეულზე არსებული დაზიანების წარმოშობის მიზეზი მისთვის უცნობია, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეიტყო აღნიშნულის შესახებ, და გამოთქვა მოსაზრება დაზიანებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დანის ხელიდან გაგდების დროს მიიღო დედამისმა დაზიანება, გამორიცხავს დანის მოქნევის და დამიზნების ფაქტს. მეუღლესთან გაშორებულია, ზრუნავს შვილზე, დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს, წარსულშიც ოჯახურ ნიადაგზე ჰქონია კონფლიქტი დედამისთან, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფას არასოდეს ჰქონია ადგილი.
3.19 სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი-----–--–----–----ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.20 სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ი-----–--–---–-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ი-----–--–---–-----ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა ნ--–--–---–-----მა სასამართლოს მიუთითა, რომ ი-----–--–---–-----ს მისთვის არანაირი სახის ზიანი არ მიუყენებია, აღნიშნა, რომ ის ცდილობდა ი-----–--–---–-----ისთვის დანის წართმევას იმ დროს როდესაც ის ნასვამი იყო, რადგანაც ი-----–--–---–-----ს ამ მომენტში არ დამართოდა ეპილეფსიური შეტევა და თავად არ დაზიანებულიყო დანით. ამ მომენტში ი-----–--–---–-----ი მას გაუძალიანდა, ი-----–--–---–-----ს მისთვის დანა არ მოუქნევია და არ მიუყენებია გამიზნულად არანაირი დაზიანება. ნ--–--–---–-----მა დაადასტურა, რომ მის მიერ პოლიციის გამოძახება განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყო აღელვებული მისი შვილის ამგვარი მდგომარეობის გამო, მას სურდა მისი შვილის დაცვა, რომ რაიმე სახის დაზიანება არ მიეყენებინა როგორც საკუთარი თავისთვის ასევე მისთვის, ვინაიდან იგი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, ამგვარი პოზიცია ეჭირა ნ--–--–---–-----ს გამოძიების ეტაპზე მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. რაც ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მართალია ბინაში მისვლისას დახვდათ აღელვებული ნ--–--–---–-----ი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის კვალი, ასევე სისხლის კვალი იყო ბინაში, ნ--–--–---–-----მა განუცხადა, რომ მას სურდა მათი დახმარება, რომ ი-----–--–---–-----ი გადაეყვანათ საავადმყოფოში. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რა ნ--–--–---–-----ის ემოციური მდგომარეობა, თუმცა ისინი ვერ ადასტურებენ, რომ დაზარალებულის ამგვარი მდგომარეობა გამოწვეული იყო მის მიმართ ი-----–--–---–-----ის მხრიდან განზრახ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამო. შესაბამისად მათი ჩვენებები არ არის, რა გამყარებული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით, სასამართლო მხოლოდ ზ---------–------ისა და ნ-----–--------------ის ჩვენებებს ვერ გაიზიარებს ი-----–--–---–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
3.21 კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ი-----–--–---–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ი-----–--–---–-----ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფორმა და ამ ძალადობის შედეგად ნ--–--–---–-----ის მიერ ტკივილის განცდა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ნ--–--–---–-----მა განაცხადა, რომ მან ვერც კი გაიგო როდის მოხდა მისი დაზიანება, ვინაიდან იგი მხოლოდ ცდილობდა შვილისათვის დანის წართმევას, რადგან იგი იყო უგონოდ. ამასთანავე, ტკივილის განცდის შესახებ არაფერია ნახსენები არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, ვინაიდან 2019 წლის 2 მაისის სამედიცინო-ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად მოქალაქე ნ--–--–---–-----ს სხეულზე (,,მარცხენა ქვედა ყბის არეში“) აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორიაციის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში, არ არის მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.
3.22 სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ბრალდების მხარის მტკიცებით ეხება ოჯახში არსებულ დანაშაულს, რომელიც განხორციელდა დედასა და შვილს შორის, შესაძლოა არსებობდეს საფუძველი, რომ მსხვერპლს - ამ შემთხვევაში ბრალდებულის დედას სურდეს მისი შვილის - ბრალდებულ ი-----–--–---–-----ის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ამგვარი ხასიათის ინფორმაციას აძლევდეს სასამართლოს, თუმცა ნ--–--–---–-----ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, რადგან 2019 წლის 6 მაისის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ი-----–--–---–-----ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F--.7-; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის 10-ე გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
3.23 სასამართლო აღნიშნავს, მტკიცებულები ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ი-----–--–---–-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
3.24 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–--–---–-----ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.25 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
3.26 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.27 შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–--–---–-----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ი-----–--–----–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2 კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ი-----–--–---–-----ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. დაზარალებულმა ნ--–--–---–-----მა არ დაადასტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო ბრალდების სხვა მოწმეთა ჩვენებები არ არის გამყარებული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით.
4.3 სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).
4.4 სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ი-----–--–---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
4.5 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ი-----–--–---–-----ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.6 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.7 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის Nშ1/1/548 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. აღნიშნული მსჯელობა შესაძლებელია ასევე გაზიარებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვის დროსაც, რადგანაც სასამართლო საქმის არსებითად განხილვის დროს ვალდებულია გაიზიაროს ან არ გაიზიაროს საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი გამოკვლევის შედეგად.
4.9 სასამართლო შეფასებისას ზოგადად იყენებს - გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ასეთი მტკიცება კი უნდა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებულ დასკვათა ერთობლიობიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი ინფორმაციებიდან. (იხ. The Irland V. UK, 1978 18 january. No. 25, pp, 64-65, paragraph 161)
4.10 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.11 სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.12 ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.
4.13 საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.14 ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ი-----–--–---–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–--–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-----–--–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი-----–--–---–-----ი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი-----–--–---–-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ი-----–--–---–-----ის სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის ტილო, მცირე ზომის ხალიჩა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შსს სსიპ 112-დან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი 01(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე