განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1793-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ---- გ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი---- ი-–----ი, - თ--------------------–--ის მოქალაქე, პასპორტის #U--------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------------------–--ა, ს--------–-, ა------- გამზირი #2---–-
ადვოკატი - ქ------–--- ვ-–-----
თარჯიმანი - ვ-----–- მ----------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 15 მარტს, ი---- ი-–----ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 8 (რვა) ცალი GLOCK-19-ის მოდელის პისტოლეტების ჩარჩო, 9 (ცხრა) ცალი GLOCK-ის მოდელის 9--- მმ კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი 15-15 ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდები, 40 (ორმოცი) ცალი პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საწმენდი სამარჯვი (ზუმბა, ჯაგრისი), 4 ცალი GLOCK-ის მოდელის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ყუთი, პისტოლეტის სახელურის პლასტმასის მოპირკეთება (წყვილი), 1 ცალი მჭიდის დასამუხტი, სამარჯვი და ჯაგრისი, რომელიც ი---- ი-–----მა, მის თანამზრახველებთან ერთად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა საბაჟო კონტროლისგან მალულად და რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 759 ლარს.
1.2.მანვე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მის თანამზრახველებთან ერთად გადაწყვიტა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისგან მალულად. აღნიშნულის განსახორციელებლად ი---- ი-–----მა და მისმა თანამზრახველებმა გადამზიდავი კომპანიის შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ე-–---- ი----------ს საზღვარგარეთიდან საქართველოში გამოუგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 2019 წლის 1 მარტს და რომელშიც დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, მალულად მოთავსებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, რომელთაგან 7 (შვიდი) კომპლექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის პისტოლეტი GLOCK-19-ის, ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები (ჩამკეტი გარსაცმით სრული კომპლექტაციით, ლულა, დამაბრუნებელი ზამბარა, სამიზნე თამასა და სამიზნე ნიშანი), ხოლო 9 (ცხრა) კომპლექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის პისტოლეტის G-------------ის, ცეცხლსასროლი იარაღის, შემადგენელი ნაწილები (ჩამკეტი გარსაცმით სრული კომპლექტაციით, ლულა, დამაბრუნებელი ზამბარა, სამიზნე თამასა და სამიზნე ნიშანი). მათი საბაჟო ღირებულება შეადგენს - 14372 (თოთხმეტიათას სამასსამოცდათორმეტი) ლარს.
1.3. 2019 წლის 15 მარტს, ა---- მ-----------მა კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ი---- ი-–----ს გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები, რის შემდეგ ი---- ი-–----ი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დაკავებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ი---- ი-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - თ----- მ---------–ის,-------– ა---–---ის, მ---–-------–----ს, ი----------------ას, ი-------------ას, ე-–--------–----ს, ა---- მ-----------ის, ე-–---- ი----------ის, რა---–--------------ის, პ------------–---–ის, ს---------------ს,-------– მ----–-–---–ის, გ---------------–---–ის, ი----------------–-ს, ა-------------ას, ე-------------------ის, ვ-----------ის, რ-----------------ის, გ--------–-------–---–ის, გ-------------ის, ლ----------ის, ჯ----–--------ის, ვ-----–- პ--------ს, ლ---------–----–---–ის და ა-–----------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ჩხრეკის ოქმებს, ამოღების ოქმებს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ბალისტიკური და სასაქონლო ექპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი---- ი-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. ნივთების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა ან არა იმ დროს, როცა საბაჟო გაფორმება წარმოებს, ხოლო ნივთების გადაადგილება საბაჟო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.
3.3.დანაშაული ფორმალური შემადგენლობის მქონეა და დამთავრებულად ითვლება საბაჟო საზღვარზე ნივთების გადაადგილების მომენტიდან. ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული ნივთის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, სახელდობრ, სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს. უდავო მტკიცებულებით - სასაქონლო ექსპერტიზის 2019 წლის 16 მარტის 7---- დასკვნით დადგენილია, რომ ი---- ი-–----ის მიერ, თანამზრახველებთან ერთად საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნივთების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 21 131(ოცდაერთიათასასოცდათერთმეტი) ლარი, რაც წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ბრალდებულმა ი---- ი-–----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,- საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი---- ი-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი---- ი-–----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი---- ი-–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მარტის განჩინებით ი---- ი-–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა