განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003217985
saqme #1/203-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ------- ნ----------,ბრალდებულ _ ს----- თ--–-------,ადვოკატ - ა-----– ტ----–---–--,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033160819002
ბრალდებულ ს----- თ--–------- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 3----------
დაბადებული - 1-.1-.1--- წელი
განათლება - გ------–---------------
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ს----------- რაიონი, სოფელი მ-------–--, მე-8 III ჩიხი, №-
ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------- რაიონი, სოფელი დ-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ს----- თ--–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, დაახლოებით 23:30 საათზე, ს----------- რაიონის, სოფელ დ-----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ს----- თ--–------- ძმის მეუღლეს - გ---–----- მ----------, რომელთან ერთადაც მუდმივად ცხოვრობს და მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, ზურგისა და კისრის არეში, რასაც ასევე შეესწრნენ გ---–----- მ---------- არასრულწლოვანი შვილები - ა------- თ--–------, ე-–--- თ--–------, გ--–---- თ--–------ და უ---- თ--–------. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ---–----- მ---------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, ს----- თ--–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ს----- თ--–------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ს----- თ--–------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 11 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ს----- თ--–------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს----- თ--–------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს----- თ--–------- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №2179439 და №2180118 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება გ---–----- მ---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ გ---–----- მ---------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - შ--–-- ს-----–---–--, მ----–--- თ--–-------, შ---------- თ--–-------, ქ--------- მ----------- და ა----- მ---------- გამოკითხვის ოქმები; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 23 აგვისტოს №005934719 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ს----- თ--–------- დაკავების ოქმი; ს----- თ--–------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ს----- თ--–------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ს----- თ--–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ს----- თ--–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს----- თ--–------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც არის თავად. წარსულში არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, არამედ, ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- თ--–------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- თ--–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს----- თ--–------ პატიმრობაში ყოფნის ვადის (17.08.2019 წლიდან 19.08.2019 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს - 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, ს----- თ--–------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 235 (ორას ოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
3. გაუქმდეს ს----- თ--–-------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს შ---------- თ--–------ (პირადი №-----------).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ს----- თ--–------- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ს----- თ--–------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი
ი