განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003042686
საქმე #1/250-19 (011300419003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ბ----–-–---–- (დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----------–ში)
ადვოკატი - გ------- გ----------–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს, გ------------------------–----------–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფი გ------- ბ----–-–---–-, სხვა პირთან ერთად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პაპას და ბებიას - ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჯგუფურად, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. დაზარალებულმა ვ------ ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წელს, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს - ორშაბათს, საღამოს, სახლში იმყოფებოდა მეუღლესა და სტუმართან ერთად. მათი შვილი - ი----- ბ----–-–---–- სასაფლაოზე იყო. ამ დროს ოთახში გინებით, ლანძღვითა და წყევლით შევიდნენ ი----- ბ----–-–---–-ს მეუღლე - ე-- ს-------–---–- და შვილიშვილი - გ------- ბ----–-–---–- - ,,კარი ლამის შემოამტვრიეს“. ისინი ემუქრებოდნენ ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებს - ,,შენ შვილს ჩემი შვილის საფლავზე რა უნდა, უნდა დაგხოცოთო“, რისიც ძალიან შეეშინდა. ამასთან, ე-- საცემად იწევდა. ისინი გაიყვანა ე--ს შვილიშვილმა. ვ------- ბ----–-–---–- კართან იდგა და შიგნიდან აწვებოდა კარს, ე-- და გ------- კი - გარედან. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მუქარამდე გ------- და ე-- სასაფლაოზე ,,აეჭრნენ“ ი----- ბ----–-–---–ს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, გ------- მანამდეც ბევრჯერ დამუქრებია, მათ შორის - თოფით, მაგრამ ვ------ ბ----–-–---–ს ეცოდებოდა და ,,ინდობდა“. თავიდან შვილიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ურთიერთობა დაიძაბა ქონების გამო. უკვე ორი წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მოწმე განმარტავს, რომ შიშით ფანჯარას ვერ აღებს, ,,დღეც და ღამეც დაკეტილ სახლში წევს“. სახლიდან გამოსვლისას კი მეუღლე უკან დასდევს, ,,არაფერი რომ არ დაარტყან“ (2019 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი);
3.2. დაზარალებულმა ვ------- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, დღის მეორე ნახევარში სახლში იმყოფებოდა მეუღლესა და სტუმართან - მ------ მ--------–---–თან ერთად, რა დროსაც კარი დიდი ინერციით შემოაღეს გ------- და ე-- ბ----–-–---–ებმა - ,,შენ შვილს ჩემი შვილის საფლავზე რა უნდაო“, ე-- კარს აწვებოდა, მის უკან გ------- იდგა და ემუქრებოდა - ,,უნდა დაგხოცოთო“. ვ------- ბ----–-–---–- შიგნიდან აწვებოდა კარს. მას მუქარის შეეშინდა - ,,მე რომ ჯანიანი ვიყო, არ შემეშინდებოდა“. ისინი გ-------ს ძმისშვილმა გაიყვანა. ამ დროს სასაფლაოდან დაბრუნდა ი----- ბ----–-–---–-, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. თვითონ სასაფლაოზე არ ყოფილა, რადგან მისი რძალი - ი--- ბ----–-–---–- ჰპირდება - ,,თუ დაგინახე საფლავზე ამოსული, დიდი ქვა უნდა დაგცხო თავში, თავი გაგიხეთქოო“. მოგვიანებით გაიგო, რომ გ------- და ი--- ბ----–-–---–ები სასაფლაოზე მისულან, სადაც ი----- ბ----–-–---–ს სუფრა აუშალეს, ი--- ი-----ს ეუბნებოდა - ,,დამარტყი, შე არაკაცოო“. ი-----ს გამოუძახია პოლიცია. მოწმის განმარტებით, გ------- ბ----–-–---–-ს მხრიდან ძალადობას ადრეც ჰქონდა ადგილი, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა ვ------- ბ----–-–---–მა აპატია, საჩივარი უკან გაიტანა და ,,ბრალდება მოუხსნა“. დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს, არ სურს მისი დასჯა. უნდა მხოლოდ, რომ ,,ბინა დაუცალოს“, რადგან ერთ ჭერქვეშ ვერ იცხოვრებენ. თანახმაა, სხვაგანაც იცხოვროს, თუ ბინას შეუძენენ. კონფლიქტის მიზეზიც ეს არის (2019 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი);
3.3. მოწმე მ------ მ--------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებთან, რა დროსაც მათ სახლში შეუცვივდნენ რძალი ე-- და მისი შვილი - გ------- - ,,უნდა დაგხოცოთო“ - ორივე ემუქრებოდა ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებს. ვ-------ი კარს აწვებოდა შიგნიდან, ე-- და გ------- კი - გარედან. ამის გამო ვ------ ცუდად გახდა (2019 წლის 9 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.4. მოწმე ე---------- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, სასაფლაოზე მისი შვილი გ------- ბ----–-–---–- სცემა ი----- ბ----–-–---–მა, რის გამოც მან მხოლოდ კარი შეუღო ი----- და ვ------- ბ----–-–---–ებს, ოთახში არც კი შესულა და უსაყვედურა - ი----- ბ----–-–---–- სასაფლაოზე რატომ გაუშვით, ერთის საფლავზე მეორეს მიკლავდითო. საჩხუბრად არ მისულა. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მხოლოდ მისი შვილიშვილი ნ------ ბ----–-–---–-. გ------- ბ----–-–---–- იქ არ ყოფილა. ამ დღემდე გ------- ბ----–-–---–ს ი-----, ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ი----- ბ----–-–---–- 2018 წლის ივლისში პასუხისგებაში მისცეს ე-- ბ----–-–---–-ს ოჯახზე ძალადობის გამო (2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.5. მოწმე ნ------ ბ----–-–---–მა აჩვენა, რომ ე---------- ბ----–-–---–მა კარი შეუღო ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებს და უთხრა მხოლოდ - ,,რა ნამუსით გაუშვით თქვენი შვილი სასაფლაოზე, ერთის საფლავზე მეორე შვილსაც მიკლავდითო“ (2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.6. მოწმე ნ---- ბ----–-–---–-ს (ბრალდებულის მეუღლე) განმარტებით, ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც 2018 წლის ზაფხულში ვ------- ბ----–-–---–- პასუხისგებაში მისცეს გ------- და ნ---- ბ----–-–---–ებზე ძალადობისა და მუქარის გამო და ნ---- ბ----–-–---–მა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამავე ფაქტზე პასუხისგებაში იყო მიცემული გ------- ბ----–-–---–-ც, თუმცა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა იმის გამო, რომ ვ------- ბ----–-–---–მა ჩვენება არ მისცა შვილიშვილის წინააღმდეგ. მას გ------- ძალიან უყვარდა. გადმოცემით იცის, რომ 2019 წლის 29 აპრილს, სასაფლაოზე ი----- ბ----–-–---–სა და მის ბიძაშვილებს უცემიათ გ------- ბ----–-–---–-. სასაფლაოდან დაბრუნებულ გ-------ს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, სახეც სისხლიანი ჰქონდა. ნ---- ბ----–-–---–მა იგი სახლში აიყვანა. ე---------- ბ----–-–---–მა ეს რომ დაინახა, თქვა - ,,დაბლა უნდა ჩავიდეო“ და გავიდა. მას უკან გაჰყვა ნ------ ბ----–-–---–-ც, რადგან გ-------სთვის წყალი უნდა მიეტანა. ორივე ,,მალევე, რამდენიმე წამში“ დაბრუნდა უკან (2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.6. მოწმე ი--- ბ----–-–---–მა (ბრალდებულის ძმის მეუღლე) განმარტა, რომ ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებთან ცუდი ურთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ვ------- ბ----–-–---–- დაიჭირეს ე---------- ბ----–-–---–-ს მიმართ ძალადობის გამო. ამ პერიოდიდან გ------- ბ----–-–---–საც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ბებიასა და პაპასთან. 2019 წლის 29 აპრილს გ-------ს ძმის საფლავზე იყო კონფლიქტი - გ------- სცემეს ი----- ბ----–-–---–მა და მისმა ბიძაშვილებმა. სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ გ------- ავიდა თავის სახლში და იქიდან აღარც ჩამოსულა. გადმოცემით იცის, რომ ე---------- ბ----–-–---–მა ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებს შეუღო კარი და უთხრა - ,,ერთის საფლავზე მეორე შვილს რატომ მიკლავდნენო“. ამ დროს თვითონ გ-------სთან იყო (2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.7. მოწმე ნ----- კ-–---მ აჩვენა, რომ არის ბ----–-–---–ების მეზობელი. მათ სახლებს ჰყოფს ღობე. იგი თავისი სახლის ეზოში იყო, როდესაც მან ე---------- ბ----–-–---–-ს ყვირილი გაიგონა - ,,თქვენ რა ხალხი ხართ, ერთის საფლავზე იყავით და მეორეს კლავდითო“. ნ----- კ-–--- მივიდა ბ----–-–---–ების სახლში, ე---------- ბ----–-–---–- პირველ სართულზე, ,,მოხუცების“ კარებში იდგა, იგი შვილიშვილმა - ,,ნ----–-მ“ გამოიყვანა. მოწმე მოგვიანებით ამბობს, რომ დაინახა ე---------- კიბეზე რომ ჩამოვიდა, ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ების ოთახის კართან გაჩერდა და აღნიშნული სიტყვები უთხრა. გ------- ბ----–-–---–- იქ არ დაუნახავს. ამის შემდეგ ნ----- კ-–--- გამობრუნდა და სახლში შევიდა (2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.8. ბრალდებულმა გ------- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ძმის საფლავზე, სადაც სცემეს მამამისმა - ი----- ბ----–-–---–მა, ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ებმა. სასაფლაოდან დაბრუნებული თავის ოთახში ავიდა. ნ---- ბ----–-–---–მა როდესაც გაიგო, რომ გ------- ნაცემი იყო, ისიც მასთან ავიდა. დაახლოებით 10-15 წუთში პოლიცია მივიდა, რადგან ი--- ბ----–-–---–მა დარეკა (2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.9 გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია გ------- ბ----–-–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: ი--- ბ----–-–---–-ს ჩვენებით, დაზარალებულებს 2018 წლიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ გ------- ბ----–-–---–თან. ბრალდებულის მეუღლემ - ნ---- ბ----–-–---–მა განაცხადა, რომ ვ------- ბ----–-–---–მა 2018 წელს უარი განაცხადა შვილიშვილის - გ------- ბ----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რადგან ,,ძალიან უყვარდა შვილიშვილი“. საქმის განხილვის ეტაპზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ დაზარალებულებმა გ------- ბ----–-–---–-ს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, რადგან ამ უკანასკნელმა ამხილა და ,,დააჭერინა“ მამამისი - ი----- ბ----–-–---–-. ეს მტკიცება არადამაჯერებელი და უსაფუძვლოა, რადგან ნ---- ბ----–-–---–-ს ჩვენებით, ნაცემმა გ-------მ ,,სასწრაფოს“ გამოძახებაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან მამამისსა და მამიდაშვილებს ,,საქმე დაუმძიმდებოდათ“. გარდა ამისა, დაზარალებულებმა გ------- ბ----–-–---–- ჯგუფურად ჩადენილ მუქარაში ამხილეს 2019 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც ი----- ბ----–-–---–- დააკავეს მომდევნო დღეს - 1 მაისს. საქმის მასალებით, 2019 წლის 31 მარტს გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ე---------- ბ----–-–---–ს აეკრძალა ვ------ ბ----–-–---–თან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია. თუკი დაცვის მხარის მოწმეთა ვერსიას გავყვებით, პაპა-ბებიამ შვილიშვილი ,,დააჭერინა“ ი----- ბ----–-–---–-ს გამო და მისივე მოთხოვნით, რომელმაც ცრუ დასმენა აიძულა ასევე მოწმე მ------ მ--------–---–საც. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რატომ არ დაასმინა რძალი ან შვილიშვილი ვ------ ბ----–-–---–მა თუნდაც 2019 წლის 31 მარტს, როდესაც მას აღნიშნული შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ე---------- ბ----–-–---–მა. ზემოაღნიშნულის მიუხედავადაც, წარმოუდგენელია, რომ პაპამ და ბებიამ ცრუდ დაასმინონ შვილიშვილი, რომლის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე (პაპის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე) რამდენიმე თვით ადრე უარი განაცხადეს (ტ. 1, ს.ფ. 115) და რომელიც, ბრალდებულის მეუღლის განმარტებითაც, ძალიან უყვარდათ. გაუგებარია, ამ ვითარებაში რატომ არ ჩაერია ი----- ბ----–-–---–- და არ აიძულა მშობლები, ჩვენება მიეცათ გ------- ბ----–-–---–-ს წინააღმდეგ, მით უფრო, რომ წინა ბრალდებასთან დაკავშირებით ი----- ბ----–-–---–-ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს ნ---- და ი--- ბ----–-–---–ებმა (მათივე ჩვენებით). გარდა ამისა, გ------- ბ----–-–---–- ოჯახთან ერთად სწორედ დაზარალებულთა კუთვნილ და მათ სახელზე რეგისტრირებულ ფართში ცხოვრობს. და ბოლოს, ვ------- ბ----–-–---–ს პრეტენზია არ აქვს და არ ითხოვს შვილიშვილის დასჯას;
დაცვის მხარის მოწმე და ბ----–-–---–ების მეზობლის - ნ----- კ-–--ის ჩვენებით, 2019 წლის 29 აპრილს ხმამაღალმა საუბარმა მიიქცია მისი ყურადღება, ე---------- ბ----–-–---–მა მიმართა ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებს - ,,თქვენ რა ხალხი ხართ, ერთის საფლავზე მეორეს კლავდითო“. მოგვიანებით მოწმე აღნიშნავს, რომ მანამდეც დაინახა ე---------- ბ----–-–---–-, რომელიც ჩამოვიდა კიბეზე და მას ნ------ მოჰყვებოდა. ამასთან, ნ----- კ-–--- აცხადებს, რომ გ------- ბ----–-–---–- შემთხვევის ადგილზე არ იყო და მას შეამჩნევდა მას შემდეგაც, რაც შევიდოდა სახლში, რადგან ,,ფანჯრიდან გამოჩნდებოდა, თუკი ფარდა იქნებოდა გადაწეული“. მოწმის ამ ჩვენების საპირისპიროდ, ე---------- ბ----–-–---–ს არ უთქვამს, რომ ხმამაღლა ესაუბრა დაზარალებულებს. ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ პირველ სართულზე ჩასული ე---------- და ნ------ ბ----–-–---–ები რამდენიმე წამში დაბრუნდნენ. იგი ხმამაღალ საუბარს არ აღნიშნავს;
ამდენად, დაზარალებულთა და მოწმე მ------ მ--------–---–ის ჩვენებები უტყუარი და ობიექტურია. რაც შეეხება ბრალდებულისა და მისი სხვა ახლო ნათესავების ჩვენებებს, ისინი აშკარად მოგონილია და ემსახურება პასუხისმგებლობის არიდების მიზანს.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- ბ----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის სოციალურ და ეკონომიურ პირობებს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე - გარდაცვლილი ძმის მეუღლე და მისი შვილები, ხასიათდება დადებითად. ამ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, ვინაიდან ამ გარემოებას 15 ოქტომბრიდან მოქმედი კანონის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი მაკვალიფიცირებლად ადგენს. შესაბამისად, იგი მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დამძიმების მხრივ, სსკ-ის მე-3 მუხლისა და 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასევე უტყუარად ვერ დგინდება არასრულწლოვნის (ნ------ ბ----–-–---–-ს) თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა;
ამასთან, გასათვალისწინებელია დანაშაულის ჩადენა ხანდაზმული ასაკის პაპისა და ბებიის - ორი პირის მიმართ, გ------- ბ----–-–---–მა არ აღიარა დანაშაული, რაც სასჯელის პირობით ჩათვლას გამორიცხავს;
4.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია გ------- ბ----–-–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, კანონით დადგენილ მინიმალურთან მიახლოებული ზომით. გარდა ამისა, მსჯავრდებულს უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებებიც, დაზარალებულ ვ------ ბ----–-–---–-ს ჩვენებიდან გამომდინარეც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ბ----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ------- ბ----–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 აპრილიდან;
მსჯავრდებულ გ------- ბ----–-–---–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვას ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის - გლუვლულიანის) შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი