გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210117002043683
საქმე №2/2303-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე: ა--- ნ-----ძე;
წარმომადგენელი: თ---რ ჯ-----ერი;
მოპასუხე: ზა--- ზ------აძე;
წარმომადგენელი: შ--–-ა კ------აძე;
მოპასუხე: მ---–--დ ლ---ძე (არ გამოცხადდა);
მოპასუხე: ე----ია კ-----–ინა (არ გამოცხადდა);
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ა--- ნ-----ძის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ჟურნალის მაგიდა შავი ფერის -1 ცალი; 3. კუთხის დივანი, ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 4. დივანი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 5. კონდიციონერი ვერცხლის ფერი, შავი ფერის - 1 ცალი; 6. კარმა თეთრი ფერის, „მოდულის“ ფირმის - 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მინის - 1 ცალი; 8. სკამი, ტყავის ზედაპირით, წითელი და შავი ფერის - 2 ცალი; 9. ბარის სკამი ტყავის ზედაპირით, შავი და წითელი ფერის - 2 ცალი; 10. ტელევიზორი შავი ფერის, პლაზმური - 1 ცალი; 11. „კარმა“ თეთრი ფერის „კონვექტორის“ ფირმის - 1 ცალი; 12. მაცივარი ორკამერიანი „ელჯის“ ფირმის, რუხი - 1 ცალი; 13. სამზარეულო ბარით, წითელ და შავ ფერებში - 1 ცალი; 14. ჰაერის გამწოვი შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი; 15. ღუმელი შავ და რუხ ფერებში - 2 ცალი; 16. ბლენდერი - 1 ცალი; 17. გაზქურა - 1 ცალი; 18. მუსიკალური ცენტრი შავ და რუხ ფერებში „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 19. სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 20. სამეული ნაჭრის რბილი ზედაპირით, ყავისფერ და ოქროსფერ ფერებში - 1 ცალი; 21. სკამი ნაჭრის ზედაპირით, ხის - 1 ცალი; 22. ტელევიზორი „ელჯის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 23. ტელევიზორის დასადგამი ხის, შავი ფერის.
მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი სასარჩელო განცხადებას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
მ---–--დ ლ---ძეს და ე----ია კ-----–ინას დაკისრებული აქვთ ზა--- ზ------აძის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო მოვალეების ქონების მოძიება და დაყადაღება. 2017 წლის 28 ივლისს აღმასრულებელმა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ყადაღა დაადო არა მოვალეების, არამედ მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რომლებიც განთავსებულია ასევე მის კუთვნილ უძრავ ქონებაში. მითითებული სახლი დ----- ლ---ძემ გაასხვისა თ---ნა ხ------ძეზე 2015 წლის 20 მარტს, ხოლო თავად თ---ნა ხ------ძისაგან იყიდა 2016 წლის 11 თებერვალს. იმ დროისათვის ყურადღება არ მიუქცევია, თუ ვინ იყო რეგისტრირებული ამ მისამართზე და როგორც კი გაიგო, მოპასუხეებს მოსთხოვა რეგისტრაციის გაუქმება. მან სახლი შეიძინა ცარიელ მდგომარეობაში და შესაბამისად, დაყადაღებული ნივთები შეიტანა უძრავ ქონებაში მან, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს მ---–--დ ლ---ძეს და ე----ია კ-----–ინას შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
2.2. მოპასუხე ზა--- ზ------აძემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, დ----- ლ---ძე, რომელმაც გაასხვისა უძრავი ქონება, არის მ---–--დ ლ---ძის და ე----ია კ-----–ინას არასრულწლოვანი შვილი, ქონება გაასხვისეს რამდენიმეჯერ, რათა ამ გზით თავი აერიდებინათ მისი ვალის გადახდისაგან. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუ ვისგან და როდის შეიძინა დაყადაღებული მოძრავი ქონება, ამასთან, მ---–--დ ლ---ძე და ე----ია კ-----–ინა კვლავ ძველ მისამართზე არიან რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს ნივთებიც ეკუთვნით მათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ძირითადი სადაო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთების საკითხი. დასახელებული ნივთები განლაგებულია საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ბაღდათში, სოფელი დ------–---------------------- მითითებული უძრავი ქონება 2015 წლის 20 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ---ძემ (კანონიერი წარმომადგენელი ე----ია კ-----–ინა) გაასხვისა თ---ნა ხ------ძეზე, ხოლო 2016 წლის 11 თებერვალს თ---ნა ხ------ძემ მიყიდა ა--- ნ-----ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ.31-32);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ.23-26)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.78);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მ---–--დ ლ---ძეს და ე----ია კ-----–ინას ზა--- ზ------აძის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2017 წლის 28 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ, კერძოდ საცხოვრებელ სახლში, სადაც რეგისტრირებული იყვნენ მოპასუხეები (ბაღდათი, სოფელი დ------–---------------------), დაყადაღდა შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ჟურნალის მაგიდა შავი ფერის -1 ცალი; 3. კუთხის დივანი, ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 4. დივანი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1 ცალი; 5. კონდიციონერი ვერცხლის ფერი, შავი ფერის - 1 ცალი; 6. კარმა თეთრი ფერის, „მოდულის“ ფირმის - 1 ცალი; 7. სამზარეულოს მაგიდა, მინის - 1 ცალი; 8. სკამი, ტყავის ზედაპირით, წითელი და შავი ფერის - 2 ცალი; 9. ბარის სკამი ტყავის ზედაპირით, შავი და წითელი ფერის - 2 ცალი; 10. ტელევიზორი შავი ფერის, პლაზმური - 1 ცალი; 11. „კარმა“ თეთრი ფერის „კონვექტორის“ ფირმის - 1 ცალი; 12. მაცივარი ორკამერიანი „ელჯის“ ფირმის, რუხი - 1 ცალი; 13. სამზარეულო ბარით, წითელ და შავ ფერებში - 1 ცალი; 14. ჰაერის გამწოვი შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი; 15. ღუმელი შავ და რუხ ფერებში - 2 ცალი; 16. ბლენდერი - 1 ცალი; 17. გაზქურა - 1 ცალი; 18. მუსიკალური ცენტრი შავ და რუხ ფერებში „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 19. სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 20. სამეული ნაჭრის რბილი ზედაპირით, ყავისფერ და ოქროსფერ ფერებში - 1 ცალი; 21. სკამი ნაჭრის ზედაპირით, ხის - 1 ცალი; 22. ტელევიზორი „ელჯის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი; 23. ტელევიზორის დასადგამი ხის, შავი ფერის.
აქტის შედგენას ესწრებოდა მ---–--დ ლ---ძის მამა ა---- ლ---ძე, რომელსაც პრეტენზია ნივთების კუთვნილების თაობაზე არ განუცხადებია და არც ის მიუთითებია, რომ საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ა--- ნ-----ძეს.
დადგენილია, რომ მოპასუხეები ე----ია კ-----–ინა და მ---–--დ ლ---ძე რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე ბაღდათის ს. დ------–-------------------- 2017 წლის 03 აგვისტოს (აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ) ისინი დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ. ქუთაისი კუ---------. მეშვიდე შესახვევი N9, რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების (ს.კ. 0-----------) მესაკუთრის თ---ნა ხ------ძის თანხმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ.31-32).
- სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი და 2019 წლის 27 თებერვლის წერილი (ს.ფ.90-95)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტები მასზედ, რომ 2017 წლის 28 ივლისის მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები არის მისი საკუთრება, რადგან ამ გარემოებათა დამამტკიცებელი არცერთი დოკუმენტი ა--- ნ-----ძეს არ წარმოუდგენია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და შესაბამისად, არადამაჯერებელი, კერძოდ, მოწმე ლ-------–კარიას განმარტებით, იგი არის ა--- ნ-----ძის მეგობარი. მოსარჩელემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი ბაღდათში, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბინა კი გაყიდა, რის შემდეგაც იქ მდებარე ავეჯი გადაიტანა ბაღდათში. ავტომაქანა, რომლითაც გადაიტანეს ავეჯი, იქირავა მოსარჩელემ, მძღოლს არ იცნობს. ბაღდათში წავიდა მისახმარებლად (დასალაგებლად) სხვა მანქანით, სადაც ისხდნენ თავად, მისი მეუღლე ვ----– ხ----ურიძე, ვინმე მ--- და მისთვის უცნობი სხვა პირი, ასევე მძღოლი, რაც შეეხება ა--- ნ-----ძეს, იგი მოყვა სატვირთო ავტომანქანას. ავეჯი სახლში შეიტანეს მძღოლმა და მისმა მეუღლემ. მოსარჩელემ სახლი შეიძინა სააგარაკედ, თავად კი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე.
მოწმე ვ----– ხ----ურიძის განმარტებით, იგი ეხმარებოდა ა--- ნ-----ძეს ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩიდან ავეჯის გადატანაში, ასევე ეხმარებოდა ორი თუ სამი მუშა, სატვირთო ავტომანქანაში წინ, მძოლთან ერთად ისხდნენ ა--- ნ-----ძე და მისი მეუღლე ლ-------–კარია, ხოლო თავად მუშებთან ერთად იმყოფებოდა მაღლა, ავეჯთან ერთად. მსუბუქი მანქანა იქ არ ყოფილა. ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც ცხოვრობს ა--- ნ-----ძე, ავეჯი არ წაუღიათ.
მოწმე მ--- ჯ-–----იანის ჩვენებით, ა--- ნ-----ძემ სთხოვა წაყოლოდა სოფელ დიდველაში, სადაც იყიდა საცხოვრებელი სახლი და მიხმარებოდა დალაგებაში. ავეჯი მიჰქონდა ქ. ქუთაისიდან, კერძოდ, ნიკეას ქუჩიდან. იგი ელოდებოდა გზაზე და გამოუარეს მსუბუქი ავტომანქანით, სადაც ისხდნენ მძღოლი და მისთვის უცნობი ორი პიროვნება. ა--- ნ-----ძე წავიდა სხვა მანქანით, სადაც ისხდნენ თავად მოსარჩელე და ლია, ასვე მისთვის უცნობი პიროვნებები. ავეჯი მიიტანეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ახლდა მუშები.
მოწმე ა---- ლ---ძის ჩვენებით, სახლი, რომელი ახლა ეკუთვნის ა--- ნ-----ძეს იყო მისი შვილის საკუთრება. ქუთაისში ყოფნის დროს დაურეკა მოსარჩელემ და სთხოვა ჩასულიყო ბაღდათში, სადაც მისული იყვნენ აღმასრულებლები. ის დაესწრო ნივთების დაყადაღებას, თუმცა არ განუმარტია, რომ ნივთები ეკუთნოდა ა--- ნ-----ძეს. იგი ასევე მონაწილეობას ღებულობდა ავეჯის სახლში შეტანაში.
საგულისხმოა, რომ მოწმეების ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის განმარტება, რაც გადმოცემულია 2019 წლის 14 მარტის წერილობით შუამდგომლობაში მოწმეების დაკითხვის თაობაზე, სადაც ა--- ნ-----ძე მიუთითებს, რომ საცხოვრებელ ბინაში, ჭავჭავაძის გამზირზე გამოცვალა ნივთები, ხოლო ძველი ნივთები გადაიტანა ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველაში. მანქანა და მუშები დაიქირავა ჭავჭავაძეზე და ვ----– ხ----ურიძე ახლდა ნივთების მანქანაზე დატვირთის და გადმოტვირთვის დროს, ლ-------–კარია და მ--- ბურჯანაძე კი ეხმარებოდა ნივთების ალაგებასა და შემდეგ სოფელ დიდველაში მის დალაგებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სასამართლო სხდომის ოქმი 10.09.2019 წ.
- შუამდგომლობა (ს.ფ.169);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
-- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოსარჩელე თვლის, რომ დაყადაღებული ქონება არ არის ე----ია კ-----–ინას და მ---–--დ ლ---ძის საკუთრება და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქ. სკ-ის 170-ე მუხლისა და 172-ე მუხლის, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნით და სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე.
დადგენილია, რომ მ---–--დ ლ---ძეს და ე----ია კ-----–იანს სასამართლოს გადაწყვეტილებით ზა--- ზ------აძის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელემ მიიღო სააღსრულებო ფურცელი და წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, რითაც აღსრულება დაიწყო.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს.
აღმასრულებელმა დაადგინა რომ მ---–--დ ლ---ძე და ე----ია კ-----–იანა რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე ბაღდათი, სოფელი დ------–---------------------, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა. ასევე დადგენილია, რომ დაყადაღების პროცესში დამსწრის სტატუსით მონაწილეობდა მ---–--დ ლ---ძის მამა ა---- ლ---ძე, მას არა განუმარტია აღმასრულებლისათვის, რომ საცხოვრებელი სახლი და მსში განლაგებული ნივთები იყო ა--- ნ-----ძის საკუთრება (ასეთი განმარტება აქტში არ არის).
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი ნაწილით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ვინიდან მოვალები ნებაყოფილებით არ იხდიდნენ დაკისრებულ თანხას, მან დააყადაღა ქონება, რითაც შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება.
უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ქონების აღწერის საკითხი დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი გადაწყვეტილების ნებაყოფილებით აღსრულების წაინადადების ჩაბარებასთან ერთად იწყებს უძრავი ქონების აღწერასა და დაყადაღებას. აღმასრულებელმა იხელმძღვანელა დასდახელებული მოთხოვნით და ნებაყოფილებით გადაწყვეტილების აღსრულების წინადადების ჩაბარების შემდეგ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღწერა ქონება და დააყადაღა.
დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის რომ აღსრულება დაიწყო სწორად.
სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მიჩნეული იქნას მოსარჩელის საკუთრებად. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს არცერთი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მოძრავი ნივთების საკუთრების თაობაზე, რაც შეეხება მოწმეების ჩვენებას, არამადაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ასევე იგი ეწინააღმდეგება თავად მოსარჩელის განმარტებასაც. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს, რომ ნივთები წაიღო თავის საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, მოწმეები კი მიუთითებენ, რომ ნივთები გადაიტანეს ნიკეას ქუჩიდან, სადაც მოსარჩელემ გაყიდა სახლი. გარდა აღნიშნულისა, თითოეული მათგანი განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, ნივთების გადატანასა და დალაგებაში მონაწილე პირების და ავტომანქანის თაობაზე. ნივთების კუთვნილების საკითხს საეჭვოს ხდის ის გარემოებაც, რომ დაყადაღებას ესწრებოდა მ---–--დ ლ---ძის მამა, რომელსაც საერთო არ განუცხადებია აღმასრულებლისათვის ინფორმაცია , სახლის გასხვისების და ახალი მესაკუთრის - ა--- ნ-----ძის შესახებ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ რაც, ე----ია კ-----–ინას და მ---–--დ ლ---ძეს ზა--- ზ------აძის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაეკისრათ თანხის გადახდა, უძრავი ქონება, რომელიც მათი არასრულწლოვანი შვილის სახელზე იყო რეგისტრირებული, გაასხვისეს თ---ნა ხ------ძის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა მიჰყიდა ა--- ნ-----ძეს. შესაბამისად, სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა, უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილებას. ამ რწმენას განამტკიცებს ის გარემოებაც, რომ აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ, ე----ია კ-----–ინამ და მ---–--დ ლ---ძემ გააუქმეს რეგისტრაცია მისამართზე: ბაღდათის ს. დ------–-------------------- და დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ. ქუთაისი კუ---------. მეშვიდე შესახვევი N9, რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების (ს.კ. 0-----------) მესაკუთრის თ---ნა ხ------ძის (პირი, ვისაგანაც უძრავი ქონება შეიძინა ა--- ნ-----ძემ) თანხმობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 4-ე მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს და ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თუ, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებმა არამარტო უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი მტკიცებულებით დაადასტურონ ესა თუ ის ფაქტი, არამედ ვალდებულნი არიან თვითონ წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ გარემოებებს. სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა შეექმნა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვით, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, მისი სარჩელი, როგორც უსაფუძვლო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ იმერეთის სააღსრულები ბიუროს მიერ 2017 წლის 28 ივლისს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტა :
1. ა--- ნ-----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, იმერეთის სააღსრულები ბიუროს მიერ, 2017 წლის 28 ივლისს დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.
3. მოსარჩელის მიერ სახ.ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუ---------. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუ---------. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე