გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
010310018002681331
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002681331

№3-541/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – შპს ,,ია-–--------------------------”

წარმომადგენელი - ი-----–- ქა------ე

მოპასუხე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნ------- ნა--------ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 5 ივლისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.2.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2017 წლის 16 ივნისსა და 5 ივლისს, ქ. ბათუმში, ფი---------- ქუჩა №1--–-, ვა------ გო-------–---------– ლე------------- ქუჩა N1------–-, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–-, ქობულეთში, შო---------------–--------------ში არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტებში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს შემოწმება და შეადგინეს N0-----, N0-----, N0-----, N0----- და N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა საფუძველზე შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა - 1200-1200 ლარით დაჯარიმება.

 

შპს ,,ია-–---------------------------ის” მიმართ, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, ამასთან, ერთ-ერთი საჯარიმო ქვითრით ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც განმეორებით ჩადენილი და კომპანიას არასწორად დაეკისრა საჯარიმო სანქცია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს პირად ინტერესსა და დევნაზე, რის გამოც გასაჩივრებული საჯარიმო ქვითრები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს ,,ია-–---------------------------ის” მიმართ სადავო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილ იქნა ერთ დღეს, სასამართლოს მხრიდან ოქმებში აღწერილი ქმედების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება მოსარჩელის მიმართ მხოლოდ ერთი საჯარიმო სანქციის გამოყენება.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

2017 წლის 10 მაისს, შპს ,,ია-–---------------------------ის” მხრიდან ადგილი ჰქონდა სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევას, რისთვისაც მას დაეკისრა საჯარიმო სანქცია.

შპს ,,ია-–---------------------------ს“ 2017 წლის 10 მაისის საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია და მან გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეში კვლავ განხორციელდა შპს ,,ია-–---------------------------ის” კუთვნილ სავაჭრო ობიექტების შემოწმება, გარდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა, აღმოჩენილ იქნა რამდენიმე დასახელების ვადაგასული პროდუქციაც.

შპს ,,ია-–---------------------------ის” მიერ ჩადენილი გადაცდომა სწორად იქნა დაკვალიფიცირებული და მას კანონშესაბამისად დაეკისრა საჯარიმო სანქციაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილია, რომ შპს ,,ია-–---------------------------ი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი, აქვს სუპერმარკეტების ქსელი და ეწევა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის რეალიზაციას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. 2017 წლის 10 მაისს, ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები.

2017 წლის 10 მაისს №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 10 მაისს №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.3.დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ბათუმში, ფი---------- ქუჩა N1--–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე.

2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.4.2017 წლის 16 ივნისს, ბათუმში, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე.

2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.5.2017 წლის 16 ივნისს, ქ. ბათუმში, ვა------ გო-------–---------– ლე------------- ქუჩა N1------–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე.

2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.6.2017 წლის 16 ივნისს, ქ. ქ------–---–---–-----------------–---------–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე, ხოლო ნაწილზე არ იყო დაცული შენახვის ვადები.

2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;

- 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.7.2017 წლის 5 ივლისს, ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, ჯულია მამულაძემ და მარიამ თავდგირიძემ ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე

2017 წლის 5 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 5 ივლისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;

- 2017 წლის 5 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.8.შპს ,,ია-–---------------------------მა” 2017 წლის 30 ივნისს საჩივრით მომართა სასამართლოს (საქმე N4-1------) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის 2017 წლის 16 ივნისის №0-----, №0-----, №0-----, №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (საჯარიმო ქვითრების) გაუქმება.

შპს ,,ია-–---------------------------მა”, 2017 წლის 21 ივლისს ასევე საჩივრით მომართა სასამართლოს (საქმე N4--------) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის 2017 წლის 16 ივნისის №0-----, №0-----, №0-----, №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (საჯარიმო ქვითრების) გაუქმება.

N4-1------ და N4-------- საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი N4-1------.

სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N4-1------ დადგენილებით, შპს ,,ია-–---------------------------ის“ საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ია-–---------------------------ის“ საჩივრები

- სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,ია-–---------------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა თუ არა 2017 წლის 16 ივნისს და 5 ივლისს დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით სამართალდარღვევების გამოვლენა, არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევები, რამაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განაპირობა მოსარჩელის მიმართ სანქციის დაკისრება.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ არეგულირებს და განსაზღვრავს: ა)სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ)სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს; გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს; ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს; ზ)საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს; თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს; ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ია-–---------------------------ი” (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი, აქვს სუპერმარკეტების ქსელი და ეწევა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის რეალიზაციას.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსზე“, რომლის მე-181 მუხლი ადგენს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში. კერძოდ, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.

ამასთან, თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.

ამდენად, ბიზნესოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება და იგივე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ავსებს სამართალდარღვევის ოქმს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, მავნე სურსათის/ცხოველის საკვები არის ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს.

ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სურსათი მავნედ მიიჩნევა თუ: 1) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯამრთელობას; 2) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება, ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 10 მაისს, ქ. ბათუმში, აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში ჩატარდა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები.

2017 წლის 10 მაისს №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება.

მოსარჩელე მხარეს, 2017 წლის 10 მაისს №0----- სამართალდარღვევის ოქმი სადავოდ არ გაუხდია და მის საფუძველზე დაკისრებული საჯარიმო სანქცია გადაიხადა დადგენილ ვადაში.

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ბათუმში, ფი---------- ქუჩა N1--–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე. 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება

2017 წლის 16 ივნისს, ბათუმში, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე. 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება.

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ბათუმში, ვა------ გო-------–---------– ლე------------- ქუჩა N1------–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე. 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

2017 წლის 16 ივნისს, ქ------–---–---–-----------------–---------–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე, ხოლო ნაწილზე არ იყო დაცული შენახვის ვადები. 2017 წლის 16 ივნისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;

დადგენილია ისიც, რომ 2017 წლის 5 ივლისს, ბათუმში, ჰა------ აბ-–-----------------–------–-ს ქუჩა N5-----–- არსებულ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, ჯულია მამულაძემ და მარიამ თავდგირიძემ ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე. 2017 წლის 5 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს ,,ია-–---------------------------ის” შემოწმებას საფუძვლად უდევს სუბიექტური მიზეზები, 2017 წლის 16 ივნისს და 5 ივლისს შემოწმება ჩატარდა უკანონოდ, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მოსარჩელეზე დაკისრებული საჯარიმო სანქციები.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმების თაობაზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 16 ივნისისა და 5 ივლისის დავალებებით და რიგ შემთხვევებში სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, სამმართველოს კონკრეტულ მუშაკებს დაევალათ, შპს ,,ია-–---------------------------ის” შემოწმება, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვის მხრივ.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დავალება სრულ შესაბამისობაშია ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მოთხოვნებთან და წარმოადგენს ბიზნესოპერატორის შემოწმების კანონიერ, სამართლებრივ დოკუმენტს და საფუძველს.

 

6.5.„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კოდექსის, სადავო საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შედგენის დროისათვის მოქმედი რედაქციის 741-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევის მხრივ გამიჯნულია, ორი სხვადასხვა სამართალდარღვევა:

1.სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

სასამართლო განმარტავს, რომ განმეორებით ჩადენაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც პირის მიერ 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პირს შეფარდებული აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ, პირველი სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში თუ ადგილი აქვს იგივე დარღვევის განმეორებას (განმეორებით ჩადენას).

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 10 მაისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს ,,ია-–---------------------------ი” მიჩნეულ იქნა „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახედ შეეფარდა ჯარიმა, 400 ლარით.

შპს ,,ია-–---------------------------ს“ N0----- საჯარიმო ქვითარი სადავო არ გაუხდია და დაკისრებული საჯარიმო სანქცია გადაიხადა 2017 წლის 12 ივნისს.

2017 წლის 16 ივნისს და 5 ივლისს, შპს ,,ია-–---------------------------ს“, როგორც ბიზნესოპერატორის სხვადასხვა სუპერმარკეტში ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა, რომ კვლავ ადგილი ჰქონდა ადგილი ჰქონდა სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევას და სახეზე იყო ერთი და იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შპს ,,ია-–---------------------------ს“ მიმართ ჩატარებული შემოწმებების დროს გამოვლენილი დარღვევები შეეფასებინა „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომად, ანუ ქმედებად, რომელიც ჩადენილია განმეორებით, 1 წლის განმავლობაში.

 

6.6.სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი.

აქედან გამომდინარეობს, რომ ხსენებული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ია-–---------------------------ის” სავაჭრო ობიექტებზე გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რის გამოც მას დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამასთან, საქმის მასალებითა და მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმებში აღწერილი გადაცდომების ჩადენასთან დაკავშირებით, სადავოდ არ არის გამხდარი.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ია-–---------------------------ის” სარჩელი 2017 წლის 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის; 16 ივნისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 5 ივლისის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი, საიდანაც, 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მხარეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ია-–---------------------------ის” სარჩელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სამართალდარღვევის ოქმი) ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

3. შპს ,,ია-–---------------------------ს” (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) უკან დაუბრუნდეს, 2017 წლის 30 ივნისს, სს ,,თიბისი ბანკში“ N0 საგადასახადო დავალებით, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 50 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე